1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?
გოლი თარაყის ,,სახლი ზეცაში''
2. სკოლის პროგრამაში ერთადერთი ნაწარმოების დატოვება, რომ შეიძლებოდეს რომელს დატოვებდით?
სკოლის პროგრამას არ ვიცნობ.
3. რომელია თქვენი სამაგიდო წიგნი?
პირდაპირი მნიშვნელობით-საბავშვო წიგნები, უამრავი.
4. მწერალი რომელსაც იუმორის ყველაზე კარგი გრძნობა აქვს
სტივენ ლიკოკი, მარკ ტვენი, გურამ დოჩანაშვილი, ნოდარ დუმბაძე
5. ყველაზე გარყვნილი მწერალი/პოეტი.
გააჩნია, ვინ რას გულისხმობს ...
6. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი
პოეზია ნაკლებად მხიბლავს. ტარიელ ჭანტურია და ნიკო სამადაშვილი.
7. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი
გურამ დოჩანაშვილი, გურამ გეგეშიძე, აკა მორჩილაძე
8. რომელ წიგნზე გიტირიათ?
ბავშვობაში მიტირია ,,ბიძია თომას ქოხზე'' (ევა რომ კვდება, მერე თომაც გულიანად გამოვიტირე), ოვანეს თუმანიანის ''გიქორი''
9. რომელ წიგნზე იცინეთ ბევრი?
მარკ ტვენისა და სტივენ ლიკოკის მოთხრობებზე. ასევე ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებებზე.
10. რომელ წიგნს დასცინეთ?
დავცინეს ვერ ვიტყვი, მაგრამ საშინლად არ მომეწონა ბუღაძის ,,ბოლო ზარი'', ტურაშვილის ''კატმანდუ'', კოელიოს ''რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი''
11. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?
დოჩანაშვილს
12. საყვარელი ციტატა წიგნიდან
ასეთი ბევრია, მაგ. მე ალექსანდროს უფროსი ძმა ვარ... ან ოჰოჰო, ვასკო... წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ

და სხვ.
13. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი
ჯანი როდარის ყველაფერი, ასევე ლინდგრენი , მარკ ტვენი და ერთი რუსული წიგნი იყო ,,დენისკას მოთხრობები'' მაგაზე ცრემლებამდე ვიცინოდი ხოლმე, რამდენი ხანია ვეძებ მაგ წიგნს და ვერსად მივაგენი... კიდევ ''ათას ერთი ღამე'' მიყვარდა ძალიან.
14. საყვარელი ლექსი
არ მაქვს.
15. რომელი წიგნი ასახავს ყველაზე კარგად თანამედროვეობას?
ქართულს? ალბათ აკა მორჩილაძის რომანები
16. მე-20 საუკუნის ყველაზე გადაფასებული წიგნი
ვერ დავასახელებ
17. მე-20 საუკუნის ყველაზე ნაკლებად დაფასებული წიგნი
ვერ ამას
18. რომელი წიგნის პერსონაჟი ყველაზე ახლოსაა თქვენს პიროვნებასთან?
კითხვა არასწორადაა ფორმულირებული. ისე არ ვიცი... მაგაზე არ მიფიქრია.
19. წიგნის საუკეთესო ეკრანიზაცია
მე რუსულუ დარტანიანი მომწონს და რა ვქნა?
20. წიგნის ყველაზე ცუდი ეკრანიზაცია.
ბევრია.