
მერამდენე ღამე ვდგები
და ვუყვები საკუთარ თავს შენზე ჩვენს ამბავს
რომელიც შენზე უფრო იყო ვიდრე ჩემზე
და რომელიც ტუჩებზე დამრჩა
როგორც ის სიტყვა
ბავშობაში რომ ვამბობდი და დამიშალეს.
მერამდენე ღამეა ვდგები
და საკუთარ თავს ვუდასტურებ
რომ ქუჩები დადიან ჩვენში
რომ სახლები ჩვენში ცხოვრობენ
რომ საკვები გვჭამს
რომ წყალი გვსვავს
რომ მზეს ჩვენ ვათბობთ
რომ ღმერთს ჩვენ ვაძლევთ საშუალებას
ყველაფერი შეეძლოს ჩვენთვის.
რომ ჩვენთვითონ ღამიდან მთვარე ამოგვყავს
როგორც რძიდან ყველი და ვანახევრებთ ,
უფრო სწორად ვინახევრებთ...
ზუსტად ისე როგორც საკუთარ თავს ვექცევით
როცა სხვას ვხდებით და როცა გვიყვარს...
მერამდენე ღამეა უკვე
თაავს ვიმძინარებ
და ჩემი თავი მადგება თავზე
როგორც ეჭვებით შეპყრობილი საყვარელი
რომელიც ცდილობს ჩემ გამორეხვას.
მერამდენე ღამეა ვდგები
და საკუთარ თავში გზას ვეძებ
რომელსაც მშვიდად გავყვებოდი
და მიმიყვანდა
საკუთარ თავთან.
მერამდენე ღამეა
ვდგები
და ვუყვები საკუთარ თავს შენზე ჩვენს ამბავს,
რომელიც შენზე უფრო იყო ვიდრე ჩემზე.
და ვერაფრით ვეღარ ვაჯერებ...
იორიკის ლექსია ეს : )
This post has been edited by kathrine on 26 Aug 2009, 02:13
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 54 )
php89pQr5