#9497318 · 6 May 2008, 17:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
zazabichi რაღაც ხანი ფორუმს გამოვაკლდი და შეძრწუნებული ვარ ამ თემის უმოწყალოდ ჩაძირვის გამო. როგორ შეიძლებოდა ალტერ ჩაჩანიძის პოეზიის დავიწყება, ან რატომ არაა მისის სახელი შეტანილი განყოფილების საძიებო კატალოგში ასო ჩ-ზე? მე გადავფერთხავ ამ თემას დავიწყების მტვერს და დაე მტვრის ბოლქვებმა ხველება და ასთმა დამართონ ალტერ ჩაჩანიძის შემოქმედების იგნორანტებს. მეზობელ თემაში საკუთარი ხელით დავდე მასალა, რომელიც ამ თემაში ჯერ არ მოიპოვება, რამაც ჩემში გულ-ბოყვის წვა და საკუთარი სინდისის მიერ ჩემი სამშვინველის უკიდურესად მტკივნეული და დაუნდობელი ღრღნა გამოიწვია. აქა ვეცდები ამ შეცდომის გამოსწორებას. ა.ჩაჩანიზის ეს სამი შედარებით ტრადიციული, ლირიული, ცისფერყანწელთა აჩრდილდაცემული და დღემდე დაარქივებული ლექსი იმსახურებს იმ თემიდან ამ თემაში გადმოკოპირებას. +++ ქე მომბეზრდა-თქვა სტილისტური რაცხა პრანჭვები.. ო, დროის თათმა გულს ჩამოკრა ბასრი კლანჭები, ამიცახცახდა დათრთვილური აწი ღრანჭები, პოსტმოდერნული აღარ მინდა აგი ღლარჭვები, ამდენ. ... ჭიათურული გამახსენდა შავი ანწლები, ბაღანესავით ამ საღამოს ადრე დაწვები... ალტერ.
+++ ბებია გაქრა, დაილია -დრომ იგი წუწნა, როგორც კამფეტი ბავშვის პირმა, გაოცებული ცარიელი მისი სამფეხით - ცხვირს სამიწლის იჩიჩქნის ირმა, ჭვალად მაქვს დარდი, წიხლი თითქოს მკერდში მკრა ვირმა, ვიღა დაგიქსოვს ჭრელ წინდებსა -მოჭამა ჭირმა...
და ეს უკვე ემიგრაციული ,სამწუხაროდ. როგორც გაბარძგალება იტყოდა:
QUOTE | რავა ყველა გადახვეწილია. |
წყალი თუ მიწა,ვერ გავიგე რა არი სხვაგვარ. ჭადი არ ჭადობს,ვერც ლობიოს ვერ ვუგებ გემოს. არ იზილება ცომი, რაცხა გამოდის მაგარ, პოპკორნსა ვჭამ და ვუყურებ "იპოვეთ ნემო"-ს...
ვეღარ ჩავედი სამშობლოში, სადაც მელიან, როდის ჰქონია პოეტს თანხა ცაში საფრენი? მხოლოდ სიტყვისა იმისათვის მადლობელია, რომ აძლევს შანსსა შიგადაშიგ მაინც გაფრენის.
თუ შემოუტევს ნოსტალგია განუზომელი, შევა ფორუმ-გეს პოლიტიკის განყობ.-ებაში. თემის სახელთა სადაც არის გრძელი ზოლები, სადაც უზერებს ჭეშმარიტად უნდა ებათ ის.
თვალის გუგები უდიდდება, თმა უდგას ყალყზე. გაასენდება ტიციანის: "იყავი შორი..." ის ჩაფიქრდება მიშაზე, და იფიქრებს ხალხზე: "კიდო კაი, რომ..." და ადვილად ჩაეძინება...
ა.ჩაჩანიძე
--------------------
ადამიანი
"I would prefer not to"
|