მსხვერპლი წავიკითხე ახლა და თან აღფრთოვანებული დავრჩი კლდიაშვილის ოსტატობით და ამავე დროს, საშინელი ტკივილი და სევდა შემომაწვა, რადგან ძალიან მძიმე ისტორია და ჩვენი დღევანდელი რეალობაა ასახული
აი, ესაა ხელოვნება და არა ის ფემინისტები ვართო რომ გაიძახიან და ქალების ჩაგვრა ჩვენი ტკივილიაო და უბრალოდ, სწორედ, რომ ქალების ტრაგედიას იყენებენ მხოლოდ იმისთვის, რომ ჯიბე შეივსონ და ცხოვრება მოიწყონ. რადგანაც წერა არ შეუძლიათ და ფემინიზმს ამოფარებული უნიჭოების ბრბო აუპატიურებს ლიტერატურას, ხოლო დაყლევებული საზოგადოების ერთი ნაწილი სახეზე ტრაწ წასმული ტაშს უკრავს.
აი, ესაა ლიტერატურა და ხელოვნების ძალა!
ამ მოთხრობას, რომ ვკითხულობდი მომინდა მარინეს დედამთილის და მისი შვილის მიხრჩობა და მთელი ეს ტრგედია გულთან ისე მივიტანე, თითქოს მე და ჩემ ახლობელ ადამიანებს გადაგვხდა თავს.
სამწუხაროდ, მარინე არსად არ მომკვდარა და ის დღესაც ბევრი ქართველი ქალის სახეა, ისევე, როგორც ის საზოგადოება არის ცოცხალი, რომელიც მარინეს კი არ ექომაგება და ცდილობს მის გადარჩენას, იქეთ დებს ბრალს და თავად მონაწილეობს მის აღსასრულში.
ასევე, არსად არ დაკარგულა მარინეს დედამთილი, რომელიც თავის მხრივ თვითონაც მსხვერპლია, სწორედ იმ თაობას გამოხატავს, რომელსაც უთხრეს ქალის მხოლოდ "კუხნაში და ყანაში". გათხოვდი და მორჩა შენი გულაობაა. შემდეგ ასეთი ქალები რომ ხედავენ თავისუფალ ახალგაზრდებს, რომლებსაც სხვანაირი ცხოვრება სურთ, ხდებიან კუდიანები და ჯალათები და სურთ ეგ ახალგაზრდები ისევე დაიტანოჯონ, როგორც თვითონ იტანჯებოდენ- აბა იმას ხომ არ აღიარებენ, რომ მათ ცხოვრება არ ჰქონიათ.
სწორედ, ნიკას მსგავსი კაცები არიან დღესაც ბევრი, მხოლოდ ქალზე ძალადობის ტრაკი რომ აქვთ და ურჩხული დედის ბრბა იარაღი არიან.
და სწორედ, ასეთ იჯახებში იბადებიან მომავალი ცოლის მკვლელები და მტრისთვის ტრაკის მიმცემი ხალხი
ძალიან დიდი იყო დავითი!
ყველა მისი მოთხრობა არის შედევრი და ყველა მისი მოთხრობა არის მთელი ჩვენი ერის ცოდვილ სულში ჩახედვა.
აი, სწორედ ესეაა პატრიოტული ნაწარმოებები და არა ის- ერთი ქართველი 20 სპარს ეროდა ძმაო და მსგავსი ქინძობები
ჯავახიშვილმა და კლდიაშვილმა გვაჩენეს რეალურად სად გვაქვს ჩაჯმული და სად უნდა გამოვასწოროთ საქმე და არა ის- იიი ყველას ჩვენი გარყვან და განადგურება უნდა ძმაო )))