bato-bato
cvetka

     
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6578
წევრი No.: 25595
რეგისტრ.: 13-November 06
|
#7215411 · 5 Nov 2007, 18:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სურვილების ყულაბა
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის. სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი, ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით, გადავრეკავდი მინდვრებზე შავ-თეთრა კრავებს დილით.
ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში, გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში, გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს, მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.
გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს. მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი მზის სხივს.
ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს, არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს, ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიხცულ მგზავრებს ცივი წლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.
მერე ვნახავდი საცოლეს, ცისფერთვალებას, ლამაზს, შემოვაკრავდი საჩუქრად ოქრო-დავერცხლილ ქამარს, და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს, შვილებს სახელად მივცცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს.
მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს და სასაფლაოს საყდარში შუბლზე ვაცხებდი მირონს. მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე, პატარა მაჯებს ვანდობდი მე რომ თოფი მაქვს სხვენზე.
წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ჩემს ხალიბნალა ფაშატს და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს. სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალოდ ხის და ისლის. სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი.
გიორგი შალამბერიძე * * * გიორგი ზანგური
"სამკაული"
ჩემი გაზეთის მტრედი
იყიდება ჩემი წილი ძილი, უხეირო ერთი ლექსის შექმნად, გაიფანტა ჩემი სატრფოს მძივი, თუ იპოვით იქნებ ერთად შეკრათ, წინასწარ გიხდით მადლობას.
თუ თქვენ აპირებთ დათრობას წართული ადათ-წესით, სასწრაფოდ ყანწი შესვით,
ვცვლი ფერად სიზმრებს, საინტერესო ოცნებებში ვამზადებ თურქებს, არაბებს, მონღოლებს და სპარსებს ოთხ ენაში- ქართულში, ქართულში, ქართულში, ქართულში.
ვარ გამოცდილი მეზღაპრე, შევიძენ ფანტასტიურ ამბებს დევებზე,ჯადოქრებსა და რაინდებზე. ვარჩენ იმედგაცრუებას, ვხსნი დაბღვერილ წარბებს, ვაყენებ განწყობას სასურველ ამინდებზე,
სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა სიყვარული, წაბლისფერი თმებით, ლურჯი თვალებით, ტანთ ეცვა უთვალავ ფერადი აპრილი, ის დილით გავიდა სულის ოთახიდან ოდნავ გულნატკენი და მზერადახრილი.
მადლობას უხდის კოჯრის ტყე ყვავილებს დროული მოსვლისთვის, მადლობას უხდიან მერცხლები ინდოეთს ბულბული მგოსნისთვის.\
ბაღები ღრმა მწუხარებით იუწყებიან რომ უდროოდ გარდაიცვალა პაემანი, ორი წყვილის ერთად დაგვიანებით და შადრევნის უწყლოდ დაზიანებით, იყიდება ყველაფერი ის, რასაც ხვდება სხივი ოქროს მზის.
შევისყიდი წელიწადის ყველა დროს, რომ სიმშვიდემ ვერ დამღალოს ვერასდროს, დამეკარგად ქარში ქალის თმა, თქვენთვის მინდა ყველა ამის თქმა.
გაიხედეთ გარეთ! ისევ წვიმს და წვეთებით სატრფოს ვუკრავ მძივს. გადაგღალათ პრესამ? გადაკეცეთ ქუდად ან გუბეში ჩუმად შეაცურეთ ნავი,
დღეს გაზეთის მტრედი გახდა ისე ცუდად, რომ აპრილის ნიავს ვერ გაართვა თავი და დაეცა მიწას ვით ფოთოლი ხმელი, უფერო, უსულო განცხადების მთქმელი.
მდაააა, ეს ადამიანი ალბათ ყველამ იცით, მწერალი, პოეტი და პუბლიცისტი, ადამიანი რომელიც მე ძალიან მიყავრს და რომელსაც ძალიან ვაფასებ * * * [color=purple]სიკვდილმისჯილი ვნება გრილ სარეცელზე დადის, ტუსაღ ფიქრების დღეა, ამბორის წუთი გადის. თითებს დააჩნდა დაღი, შენი სხეულის სუნი, კოცნით გავთელეთ ბაღი, ერთიც არა გაქვს წუნი. გადმოიხარე ჩემსკენ ისე, რომ ნაძვებს შერცხვა, როცა გაშალე ტანი, სველი ბალახი შეცბა. მომინდა ბევრი ძილი, სასთუმლად შენი კალთა, მერე ნანატრი შვილი გალობა სეფექალთა, გადავეჩვიე ღიმილს, სუნთქვა მომინდა შენით, სულში ჯალათი ტირის ჩემი სისხლების ფერით. გადმომისახლდა ტვინში ჯამბაზ იორიკის ჭია, ნუ ჩამიდგები ჯიბრში, ურთიერთობა მშია.
შალამბერიძე * * * [[color=purple]COLOR=orange]შენს დალალებს ბორკილებად დავიდებდი, გავიგებდი შენი სიზმრის მხარეს, მოგაგნებდი, ირგვლივ ციხეს აგიგებდი და დარაჯად მოგიჩენდი მთვარეს. ჩემს ტუჩებზე სურნელებას დავიფენდი შენი წვივის და მუხლების სითბოს და მუცელზე ამ თითებით დავირბენდი, გესმის?- გული როგორ ცემს და რითმობს. მერე ტალღებს, შენი მკერდის გაზვირთებით, ჩემს სხეულზე გავიშლიდი ბადეს, სუნთქვას კოცნით დახრჩობამდე აგივსებდი, ვეღარ მოვთვლი, დაგათრობდი რამდენს. საძილეთში შენთან ხვევნით შევიდოდი, ცხელი ენით დავითვლიდი მალებს, შენს სისველეს ჩემს ცხელ ტანზე შევიშრობდი და სიცელქით აგივსებდი თვალებს.
შალამბერიძე
მგონი გავრეკე
*** უშნოდ შეაშრა გული სუნთქვით დაორთქლილ მინას, გადაიღალა მაჯა შენი პორტრეტის წერით, მე დაგთმე, სისხლი არ გთმობს, ვერ მოვერიე მგმინავს, უხელთათმანო მტევანს მე შენთვის ვიწვდი, გელი.
თუ არ დამტოვებ მარტო, თუ არ მაგემებ სილას, მე შენ გასწავლი უთქმელ და დაუწერელ ლოცვას, მერე გაჩუქებ კოსმოსს- მზით აალებულ დილას, ნუ მომანატრებ ღიმილს, ნუ მომანატრწბ კოცნას.
მერე ავამღვრევ ჩემში სიგიჟით მოსულ წვიმას და შენთვის შევინახავ სულ უკანასკნელ წვეთებს, თუნდაც გავალღვობ შენთვის ყველა პოლუსის ყინვას და ოკეანეს გაზრდილს ხიდებს დავადგამ- ლექსქბს.
გადმოვიბირებ ჩემსკენ ვულკანს, ქარიშხლებს, ზვავებს და სტიქიების ნიღბით მეჯლისს მოვაწყობ შენთვის, შენთვის გადმოვფენ ციდან აღმაფრენების ზვარებს, მე ვარ მაესტრო ფიქრის და ორკესტრანტი სევდის.
ახლა ვეცეკვო მინდა შენი სხეულის სურნელს და გულისფეთქვით შევხვდე წელზე თითების ცოცვას, არ განერიდო ალერსს ჩემგან ნაჩუქარს, ულევს, ნუ მომანატრებ ღიმილს, ნუ მომანატრებ კოცნას. * * * ვინიცობაა შემხვდე სადმე, მსგავსი ღამისა დღეც კი ყოფილა.. ხვალის დარდი რომ აღარ მქონდეს მე, ზაფხულის კაბამ ვარდი მოგფინა.
ახლა ყურს ვუგდებ შუადღის ბგერებს, მკრთალი სინათლე ჩრდილებში მისნობს, ვინიცობაა ზაფხულის შემდეგ, მაგ შენი კაბების ვარდებით გიცნო...
დეფი
***
..................ქურდი...............
ლოგინს შეეპარა გლეხის გოგო ისე თამამი და კალმახური, ტანზე არ მაკმარა საბანი და თავის სიმხურვალეც დამახურა. ჯერ ჩამოიშალა ნაწნავები, როგორც ქალწულობის მიტოვება, ჩემზე გაიზმორა დალოცვილი ისე ვნებიანად იტორება?! სუნიც ისე ჰქონდა ალესილი- ველურ ყვავილების სატევარი, ჩემდა უნებურად გავიფიქრე ''ღამე გამიხდება სათევარი''. ისე დამათენა ამბორები, ისე გადიპარა აივნიდან, მისი უტაქტობის მონატრება ვიცი არასოდეს გაივლიდა. დამმშვიდობებოდა მაინც!
ზანგური
*** * * * ჩემზე წევხარ და გძინავს დაგმკვრივებია მკერდი მთვარეს უცვალა წვიმამ ღრუბლის ლოგინში გვერდი.
შენი სუნი მაქვს ტანზე, ენით ნალოკი ყელი და ნაკბენებიც კანზე გაგიხდა მოსავლელი.
აბაზანაში სველი ქალის საცვლები ყრია, შენს ნაბანავებ კისერს ტუჩები დაივლიან.
ბიძგები მაღლა-დაბლა, ზემოდან-ქვემოთ, იქ-აქ; შენი ალერსით დაღლა შუაღამეში მიმაქ.
კოცნით დაგისვრი მუცელს, ზურგზე ავივლი ენით, ამ მკერდს გული რომ უცემს გულისცემაა შენი.
ზანგური * * * შენს ძუძუს თავებს-ალუბლის მარცვლებს დავკოცნი, როგორც ლალის საყურეს. მზე ასუფთავებს ვნებებს და განცდებს და აღგზნებული ტანზე დაგყურებს. შენ გაშლი მკლავებს, ფეხებს და თრთოლვით დაუცდი ნუშის დაკვირტულ რტოებს. გაზაფხულს კლავენ უხეში თოვლით და როგორც გუშინ მე გტოვებ! გტოვებ! მე მოვალ დილით, როდესაც შენში, სიზმარი ბოლო აკორდებს აიღებს... და ისეთ შიშველს აგიყვან ხელში, შერცხვება თოვას და გადაიღებს. მიგაწვენ ვარდის ფურცლების ზვინთან, ხარ-ირემივით მოგიძოვ ვნებას. და ისევ ბარდნის და შენთან მინდა, და რაღაც ჩვენზე უზომო ხდება. მზე დადნა შენი განცდების ცქერით, გაიძრო ზეცა და შენსკენ მოდის. და ვდგავარ, როგორც სამყაროს მცველი, და ვიბრძვი შენი სურნელის ტოტით
ზანგური
*** ....... ვურჩიოთ რამე? ......
ლამაზო, ფეხები მიადგი ერთმანეთს კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა, გვირილა გაკოცებს კანჭებზე ღმერთმანი შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ.
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები, ვერ ხედავ, მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის? მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება და გვიან მიხვდები, ძვირფასო, რაც გელის,
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს, რა ვნებიანია თან ქარი მაისში?! არ იცი, მაგრამ მე ვიცი რაც არის.
ეგ ყელი, მაღალი როგორმე დაფარე, იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს. თუ არ დამიჯერებ, წვეთს შემოგაპარებს, მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას, ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს, თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა: ''რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო?!"
ზანგური * * * შენსავით კაბას ვერავინ იხდენს: მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს, სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე, განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს.
შენსავით ღიმილს ვერავინ ბედავს თამამად, უფრო ბავშვური გზნებით, შემშურდა ღამის, შიშველს რომ გხედავს - ტალღოვან თმით და დაღლილი მხრებით.
შენსავით მხოლოდ გრიგალი დაქრის, ფოთლებთან ტანგოს ცეკვავს და ვერ ვცნობ, მე მიყვარს შენი ცრემლები შაქრით, სუნამო ყელი და თხელი თეძო.
შენსავით კოცნას ახერხებს ტალღა, ნაპირს რომ ლოშნის ველურად ქარში, ვიგრძენი სუნთქვით მე შენი დაღლა და თითქოს სულმა ითოვა ტანში.
შენსავით ხატზე ვილოცე გუშინ, სიზმარში წარმართ ღმერთებს შემწირეს, ჩემი ადგილი ჩემსავე გულში არ მაქვს და შენშიც უნდა შემცირდეს.
შენსავით კაბას ვერავინ იხდენს, მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს, სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე, განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს..
*** სიყვარული მუცლიდან იწყება როგორც გულის რევის შერგრძენბა გაურეცხავი მარწყვის ჭამის შემდეგ.........პირველად თავი მომარტყა მთელი ძალიტ და წელსი მოვიხარე...........მერე მივხვდი რომ ეს შეყვარებულ გულის აჩქარებაზე უფრო სასიამოვნო იყო და ამის შემდეგ ყოველდღე ველოდი ახალ ახალ ბიძგებს მუცლის არეში......ერთ საღამოს ფეხი მომარტყა და დილით მისი ზომა ფაჩუცების ქსოვა დავიწყე,........თან ვნერვიულობდი ჩაეტეოდა თუ არა..........და დღეს მუცელზე ხელი მედო, გათბობდი....უცებ შენი პატარა ხელი მომაჭიდე და დამატოლე, როგორც ცხრა თვის უკან ,ყველაზე ლამაზ ღამეს მე და მამაშენმა ფარულად გულები დავატოლეთ ერთმანეთს ჩემი ოთახის დაორთქლილ მინაზე ერთმანეთს და შენს ბიძგებსი გამოვიპარეთ.... ახლა თიტქოს გიცნობ და მგონია , რომ ჩემ სინაზესა და ტუცების მოყვანილობასთან ერთად მამაშენის ქართული იერი გამოგყვება.......რამდენჯერ გვისაუბრია მე და შენ გულახდილად.......რამდენი რამ მითქვამს შენთვის ჩუმად, ისე ჩუმად რო ალბათ არც გაგეგონა.......რადგან მე ხომ არ ვიცოდი, გეღვიძა თუ არა...... იავნანა გინდოდა დედის, უსმენო მაგრამ ყველაზე ჰარმონიული იავნანა რომლებიც კი დედებს უმღერიათ ახალშობილთათვის......მკერდი წითელ ბროწეულს მიგავს, სიმწრისაგან სადაცაა რომ უნდა გასკდეს და მისი მარცვლების ნაჟური რძესავით უნდა შეერგოთ ბუდიდან აუფრენელ ბეღურებს........ მე ვიცი რომ შენი ყიფლიბანდის სირბილე მსოფლიო დამკვიდრებულ აზროვნებას სისადავესა და სიმსუბუქეს შემატებს....... შენი სუნი კი ყველა ყვავილზე უფრო სასიამოვნო იქნება რადგან სიყვარული ხომ მუცლიდან იწყება.........ძლიერი სემოტევებითა და წარმოუდგენელი ტკივილით.........
*** წანწალით დაღლილი ძაღლივით მოვალ და კარებთან დავწვები, თვალები მექნება დახრილი, მზერა კი დიდი და ხანდრძლივი.
ბარათით დაღლილი მტრედივით სარკმელთან სიახლეს მოგიტან, მერე დაგეხვევი რეტივით მთვარის უალერსო ლოგინთან.
ოჯახით დაღლილი სახლივით ხმაამოუღებლად გინატრებ. წანწალით დაღლილი ძაღლივით კარებთან მოგიტან სიმართლეს...
ოდესღაც მიყვარდი!
zanguri * * * გავხდები:შენი რიგითი წუთი, ყოველდღიური ნაცნობი,მოძმე, სახლის წინ მდგარი სანაგვე ყუთი, მტვრიანი ქუჩა-აპრილის მოწმე.
გავხდები:უცხო გამვლელი ძაღლით, შენი ხელ-პირის დაბანა დილას, სარეცხის ფრთებით გაშლილი სახლი, სადილის კოვზი ან მაწვნის ქილა.
გავხდები:შენი მეზობლის წყევლა, ცელქი ბავშვების დაჭრილი ბურთი, პატარა ბიჭის დარჩენა მძევლად და ჩამსხვრეული ფანჯრების ბუნტი.
გავხდები:შენი ერთგული ჩანთა, სუნამოს ბოთლი,საფულე,მძივი, კაცის შეხვედრა საყვარელ ქალთან, ან მოსეირნე ჭადრების მწკრივი.
გავხდები:წვიმა,გაშლილი ქოლგა და ქვაფენილის სველი ლაქები, ღამის პერანგი ან ძილში ბორგვა თავზე ხელების შემოლაგებით.
გავხდები:შენი გამოცვლა კაბის, შიშველ სხეულზე ღრუბელი ქაფის და უცხო ზურგის შექცევა ბართან.
გავხდები:შენი ყვავილი ქოთნის, ფანჯრის მტვრიანი,დახრილი რაფა, წითელი ღვინის დაცლილი ბოთლი, ჭურჭელის გროვა,დამწვარი ტაფა.
გავხდები:დილის პირველი ყავა და გაცრეცილი ბავშვობის ფოტო, წარსული,რომელიც გაგიხდა ავად, წვიმაში მაინც გადის და ლოთობს.
გავხდები:შენი მაგიდის წიგნი, რომლისაც ხშირად ივიწყებ ავტორს, ან თუნდაც შიში,თორმეტი წლის წინ, როცა მშობლები გტოვებდნენ მარტოს.
გავხდები:ყველა მუსიკის ჰანგი, კლასიკა,ჯაზი,ტანგო და როკი, ტუ გინდა-თეთრი,ტუ გინდა-ზანგი, ტუ გინდა-ჭრელი სარეცხის თოკი.
გავხდები:შენი თამბაქოს სუნი, სავსე საფერფლე,ასანთის ღერი,ნაფაზის რგოლი და შენისლული ნიკოტინისგან ყვითელი ჭერი.
გავხდები:თოვა ცისა თუ ნუშის, ღამის პროსპექტი დაცლილი სისხლით. გინდა,გავხდები რაც იყო გუშინ? ტკივილი,სევდა,სიბრაზე,ზიზღი...
zanguri
me mgoni ver var da ar meubnebian
This post has been edited by bato-bato on 5 Nov 2007, 19:03
--------------------
radiatori.blogspot.com
|