Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(16)
« პირველი
...
8
9
[10]
11
12
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ილია ჭავჭავაძე
, 1837 წლის 8 ნოემბერს
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
პერწკლი
სკვინჩალაკი
ჯგუფი: Members
პერწკლი
სკვინჩალაკი
ჯგუფი: Members
წერილები: 4433
წევრი No.: 32336
რეგისტრ.: 1-April 07
#10748028
· 4 Sep 2008, 22:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მე კიდევ არ მომწონს და არ მიყვარს....................
ჩამქოლეთ , არ დამინდოთ
This post has been edited by
პერწკლი
on 4 Sep 2008, 22:47
--------------------
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა
................................
ის ვინც ციდან მოდის
არასოდეს ბრუნდება დედამიწაზე
...................
ანდერძი იგი ჩემი
http://bunbunland.blogspot.com/2010/12/blog-post_18.html
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Bianconera
13
ჯგუფი: Members
Bianconera
13
ჯგუფი: Members
წერილები: 6337
წევრი No.: 26908
რეგისტრ.: 13-December 06
#10749377
· 5 Sep 2008, 01:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პერწკლი
იცი მისი ბიოგრაფია, მისი შემოქმედება და იმდროინდელი საქართველოს მდგოარეობა, რომლშიც იგი ცხოვრობდა?: )
თავისუფლად ვამბობ: რომ არა მე-19 საუკუნის ქართული მწერლობა, დღეს ქართული ენა არ გვექნებოდა..
და როდესაც ახსენებენ მე-19 საუკუნიის ქართველ მწერლებს, თავში პირველი ილია ჭავჭავაძე მომდის..
იყო ქართველი და არ გიყვარდეს ილია?! ჩემთვის წარმოუდგენელია..
--------------------
Forse e' difficile cosi' ma non so che cosa fare
Credo che sia logico, per quanto io provi a scappare lei c'e'.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
VALETA
: )
ჯგუფი: Members
VALETA
: )
ჯგუფი: Members
წერილები: 10536
წევრი No.: 47137
რეგისტრ.: 17-November 07
#10786786
· 8 Sep 2008, 22:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მდა რას არ გაიგებ თუ ილია არაა პოეტი და მწერალი აბა ვინგაა მაშინ ?
--------------------
------------------------------------------------------------------------------------
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
irmakuna
Terrorist-კა Member© ايرما
ჯგუფი: Members
irmakuna
Terrorist-კა Member© ايرما
ჯგუფი: Members
წერილები: 8709
წევრი No.: 40162
რეგისტრ.: 18-August 07
#11902143
· 16 Dec 2008, 08:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობათ ფორუმელებო!
ადრე სადღაც ვნახე ილიას საიტი და ვერ მიპოვნია,....
ხომ არ შეგიძლიათ დამიდოთ???
დიდი მადლობა
--------------------
ბოდიშს გიხდით ყველას, არ უნდა შემოვსულიყავი. კარგად იყავით. © elchi
აქ სურათის დადება არ ღირს, აქ ისეთები არიან, აქ ჩემზე ანძრევენ. ©gramatikikina
მე მგონი მართლა ანძრევს ვიღაც ჩემზე ამ ფორუმზე და მიხარია©gramatikikina
Made in Forum.ge
█║│█│║▌║││█║║
40162 17.08.07.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
an1-))
Super Member
ჯგუფი: Registered
an1-))
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 469
წევრი No.: 60944
რეგისტრ.: 11-May 08
#11940943
· 19 Dec 2008, 11:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მე კიდევ არ მომწონს და არ მიყვარს....................
ჩამქოლეთ , არ დამინდოთ
ჩაქოლილად გაცხადებ
--------------------
I'm small and WorLD Is BiG:-)) BuT I'm noT aFraid oF anything:-))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 578
წევრი No.: 81046
რეგისტრ.: 1-January 09
#12372669
· 25 Jan 2009, 18:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მაღალინტელექტუალურ ფორუმს,უთუოდ, დაამშვენებს ქართველი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებთა ქართული განხილვა... ქართული მწერლობა არის ის ისტორიციზმის ბერკეტი, რომელსაც ძალუძს ნიჰილიზმის დამსხვრევა -განადგურებით, რომ ემუქრება ქართველ ერს მის კულტურასა და სახელმწიფოებრიობას...
იხ.
ნიჰილიზმი-მასების ავტოდესტრუქციული სინდრომი...
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
მგზავრის წერილები
ვლადიკავკასიდამ ტფილისამდე
I
დილის ექვსი საათი შესრულდა თუ არა, იმ სასტუმროს წინ, რომელიშიაც მე წინა ღამეს ჩამოვხტი, რუსის პირდაუბანელმა და თავდაუვარცხნელმა „იამშჩიკმა“ ფოშტის პოვოსკა მოაყენა. ეს იყო ვლადიკავკასში. საკვირველია! რუსის მხატვრების სურათებზედ რა ლამაზად არის ხოლმე გამოყვანილი ამ სქელკისერა „იამშჩიკის“ ბრიყვი სახე, იმისი ოყრაყული სანახაობა, იმისი მიდუნ-მოდუნებული ზლაზვნა, უადამიანო და პირუტყვული მიხვრა-მოხვრა. რამოდენადაც სურათია კარგი, ორ იმოდენად საძაგელია ნამდვილი. მაგრამ ამბობენ: И дым отечества нам сладок и приятен. კვამლის სიტკბოებაზედ კი უკაცრავად, და სიამოვნებაზედ კი ამას მოგახსენებთ, რომ კვამლი ფრიად სასიამოვნოა, - პირველი იმისათვის, რომ კვამლი თვალს ეფარება და მართლჭვრეტას უშლის, მეორე იმისათვის, რომ კვამლი ხშირად თვალიდამ ცრემლს გვაყრევინებს ხოლმე. ოჰ, მამულის კვამლო, მართლა-და ტკბილი და სასიამოვნო ხარ: ხანდისხან ისე აგვიბამ თვალებს ხოლმე, რომ ჩვენ ჩვენს საკუთარს უბედურებასაც ვერა ვხედავთ.
როცა ავიბარგე, ესე იგი ჩემი ერთადერთი ბოხჩის ოდენა ტყავის ხურჯინი ჩავაგდე პოვოსკაში, მივუბრუნდი ჩემს ახლად გაცნობილს ფრანსიელს გამოსასალმებლად.
- ეგ ეტლი ვისი მოგონილია? - მკითხა მან და მიმიშვირა ხელი ფოშტის პოვოსკაზედ, რომელზედაც ჯერ არგამოფხიზლებული „იამშჩიკი“ უგემურად სთვლემდა.
- რუსისა, - ვუპასუხე მე.
- მგონი, არა ხალხი მაგაში არ შეეცილოს. მებრალებით, რომ თქვენ იძულებული ხართ მაგას გაალაყებინოთ ტვინი და გაადღვებინოთ გულ-მუცელი.
- არა უშავს-რა. მთელი რუსეთი მაგით დადის და მე რა ღმერთი გამიწყრება, რომ დამიშავდეს რამე.
- მაგით დადის?! იმიტომაც შორს არის წასული!.. ღმერთმა მშვიდობის მგზავრობა მოგცეთ. მე კი, სწრედ გითხრათ, თავს ვერ გამოვიმეტებდი, რომ მაგაში ჩავმჯდარიყავ. მშვიდობით! თუ შევხვდეთ ერთმანეთს კიდევ როდისმე, გთხოვთ მიცნობდეთ.
ამ სიტყვებზედ მომაწოდა ხელი გამოსასალმებლად და ისე მჭიდროდ მომიჭირა ხელი, როგორც მარტო ევროპელმა იცის ხოლმე.
პოვოსკაში ჩავჯექ.
პოვოსკა ჩემს ჩაჯდომაზედ შეტოკდა. „იამშჩიკმა“ თვალები აახილა და ბღვერა დამიწყო. მერე აკრიბა სადავეები, „მწუო, მწუო“, დაუწრუწუნა უჭმელობისაგან გადალეულს და ყურებჩამოყრილ ცხენებს და მოუღერა შოლტი. ცხენები მიდგნენ-მოდგნენ, მაგრამ ალაგიდან არ დაიძრნენ. Ну, чо-о-орт; трогай што-ли! დაიყვირა „იამშჩიკმა“, აიქნივა სადავენი და ფეხებითაც ტყაპუნი დაიწყო. შენც არ მომიკვდე, ცხენებმა ყურიც არ გაიბღერტეს. ამ ყოფას ის ჩემი ნაცნობი ფრანსიელი ფანჯრიდამ უყურებდა და სიცილითა სკდებოდა. რა უხაროდა იმ სულელს?
- მაგით დადის!.. ხა, ხა, ხა! - ხითხითებდა იგი, - ვიღა დაეწევა!
თუმცა მე სამხიარულო არა მჭირდა-რა, მაგრამ მეც გამეცინა. „იამშჩიკმა“ თავისი ძროხის თვალები ჩემკენ მწყრალად მოაბრუნა და ისე მრისხანედ შემომიბღვირა, თითქო მემუქრებოდა: შენც ეგრეო. მერე ისევ ცხენებს მიუბრუნდა და ყოველს მათგან თითო შოლტი გადაუჭირა. ცხენებმა ამის პასუხად ტყუპ-ტყუპი ტლინკი აყარეს, როგორც იყო ადგილიდამ დასძრეს ჩვენი პოვოსკა და ძუნძულით გასწიეს. დანჟღრეულმა ზარმა დაიწყო თავისი უგემური ჟღარაჟღური, პოვოსკამ ქვებზედ ხტომა და ლაყლაყი ხან აქეთ და ხან იქითა.
II
ამ ყოფით განვშორდი ვლადიკავკასს და პირი ჩემის ქვეყნისაკენ ვქენი. თერგის ხიდი ისე გამოვიარე, რომ, არამცთუ წყალი დამელოს, თვალიც არ ამიხილებია. მეშინოდა, თერგდალეულობა არ დამწამონ-მეთქი. თერგდალეულები ჩვენს ქართველ კაცს როგორცღაც არ ეჭაშნიკება და არ მოსწონს. ამაზედ ფრიად საფუძვლიანი საბუთი აქვთ: პირველი, იმიტომ არ მოსწონთ, რომ თერგდალეულები მართლა-და თერგდალეულები არიან, მეორე იმიტომ... იმიტომ, რომ მეორესაც თერგდალეულები არიან, მესამე იმიტომ... იმიტომ... იმიტომ, რომ მესამედაც თერგდალეულები არიან. მოდი და ამისთანა ჭკვიანური საბუთი სხვა საბუთით დაურღვიე ჩვენს დარღვეულს ქართველობას.
ეგ დასაღუპავი თერგი! რა ორპირი ყოფილა! დახე, როგორ მიმკვდარა. რაკი ზურგი ჩვენსკენ უქნია და პირი რუსეთისაკენ, რაკი გაუმინდვრებია და გაუვაკნია, როგორღაც ის დევგმირული ხმა ჩასწყვეტია. ჩვენი დამთხვეული თერგი ვლადიკავკასთან ის თერგი აღარ არის, რომელზედაც ჩვენს პოეტს უთქვამს:
„თერგი ჰრბის, თერგი ჰღრიალებს,
კლდენი ბანს ეუბნებიან...“
იქ ისე დამდოვრებულა, ისე მიმკვდარა, თითქო ან როზგქვეშ არის გატარებულიო, ან დიდი ჩინი მიუღიაო. მაგრამ იქნება თერგი იქ ეგრე იმიტომ მიჩუმებულა, რომ მობანე კლდენი გვერდით არ ახლავს, ის კლდენი, რომლის
„კლდოვანთა გულთა ღრუბელნი
შავადა ზედ დასწოლიან
და მრისხანებით ქვეყანას
წარღვნითა ემუქრებიან“.
მაგრამ მაინცდამაინც ვაი შენ, ჩემო თერგო! შენ, ჩემო ძმობილო, ზოგიერთ კაცსავით, საცა მისულხარ, იქაური ქუდიც დაგიხურავს. ცოდვა არ არის, შენი ჭექა-ქუხილი, შენი ზარიანი ხმაურობა, შენი შფოთვა და ფოთვა, შენი გაუთავებელი ბრძოლა ქვე-კლდე-ღრესთან, თითქო შენი განიერი წადილი შენს ვიწრო საწოლში ვერ მოთავსებულაო. ბევრი რამ საგულისყუროა შენში, ჩემო დაუმონავო თერგო, შენს ძლევამოსილს და შეუპოვარს დენაშია. აქ კი მიმრჩვალხარ დამარცხებულ და ნათრევ ლომსავითა. ცოდვა ხარ და ცოდვას შვრები!..
„ჰე, სოფელო, რაშიგან ხარ,
რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა?“
შუადღე იყო, რომ ლარსის სტანციაში მოვედი. ლარსამდი ჩემმა გულმა ვერაფერი განსაკუთრებითი სიამოვნება ვერ მიიღო-რა, გარდა იმისა, რომ რამოდენადაც ჩემს სამშობლოს ქვეყანას ვუახლოვდებოდი, იმოდენად გარემო ბუნებას ჩემის ქვეყნის ფერი ემატებოდა და თერგს შფოთვა და ღელვა.
შევედი სტანციის ცარიელს ოთახში, ჩაის დალევა მინდოდა და ამის გამო სამოვარის დადგმა შევუკვეთე ერთს ფეხმოტეხილ სალდათსა, რომელიც ბოლო სტანციის გუშაგად გამოდგა. მანამ სამოვარს შემოიტანდნენ, მივწექ გაფიცრულ ტახტზედ და თავი ფიქრებს მივეცი.
ოთხი წელიწადი იყო, რაც მე რუსეთში ვიმყოფებოდი და ჩემი ქვეყანა არ მენახა. ოთხი წელიწადი!.. იცი, მკითხველო, ეს ოთხი წელიწადი რა ოთხი წელიწადია! პირველი, რომ მთელი საუკუნეა მისთვის, ვინც თავის ქვეყანას მოშორებია. მეორე, ეგ ოთხი წელიწადი ცხოვრების საძირკველია, ცხოვრების წყაროს სათავეა, ბეწვის ხიდია, სიბნელისა და სინათლის შუა ბედისაგან გადებული. მაგრამ ყველასთვის კი არა, მარტო იმათთვის, ვინც რუსეთში წასულა, რათა ჭკუა ავარჯიშოს, ტვინსა და გულს მოძრაობა მისცეს, - ფეხი აადგმევინოს. ეს ის ოთხი წელიწადია, რომელიც ჭაბუკის ტვინში და გულში გამოჰკვანძავს ხოლმე ცხოვრების კვირტსა. ეს კვირტი კიდევ ის კვირტია, რომელიდამაც მშვენიერი და ბრწყინვალე მტევანიც გამოვა და ძაღლყურძენაცა. ოო, ძვირფასო ოთხო წელიწადო! ნეტავი იმას, ვისაც შენგან გადებული ბეწვის ხიდი ფეხთაქვეშ არ ჩასწყდომია, ნეტავი იმას, ვინც შენ რიგიანად მოგიხმარა.
III
რაკი ვლადიკავკასიდამ გამოვედი და ჩემის ქვეყნის სიომ დამკრა, გულმა სხვაგვარად დამიწყო ფეთქვა. პოვოსკაში ქვებზედ ხათქა-ხუთქი უკეთესთა ფიქრთა დამიბნევდა ხოლმე. ახლა კი, როცა სტანციის ოთახის ტახტზედ მამაპაპურად გავიშოტე, ღვთის წყალობა შენ გქონდეს, რომ მე ფიქრს მივეცი სრული ჩემი გულისყური და ყურადღება. ჯგუფად მომიგროვდა ყოველიფერი, რაც კი დამეტოვა ჩემს მშვენიერს პატარძალსავით მორთულს ქვეყანაში, რაც კი მენახა, მეცადნა და მეცნო უცხოეთშია. მრავალნაირი ფიქრები ერთად, რეულად, გონების თვალწინ წარმომიდგნენ, მაგრამ ელვის უმალეს ერთი ფიქრი მეორეზედ მეცვლებოდა, ასე რომ ჩემი გონების თვალი ერთ და იგივე საგანზედ ერთს წუთსაც ვერ გავაჩერე - ერთის სიტყვით, ჩემს ტვინში სრული რევოლუცია მოხდა: ძირს მილაგებულნი ფიქრები მაღლა მოექცნენ, მაღლა დალაგებულნი - ძირსა და მერე აირივნენ ერთმანეთში. სიტყვამ „რევოლუციამ“ არ შეგაშინოს, მკითხველო! რევოლუცია იმისთვის არის გაჩენილი, რომ მშვიდობიანობა მოაქვს. ღვინო ჯერ უნდა ადუღდეს, აირიოს-დაირიოს და მერე დაიწმინდება ხოლმე. ესეა ყველაფერი ამ ქვეყანაზედ.
ამ ყოფაში ვიყავ. ბოლოს ჩემთა ფიქრთა, ყოველმა თვითვეულად, თავისი შესაფერი ადგილი დაიჭირა ჩემს გონებაში. მათ შორის ერთი უფრო ბრწყინვალედ გამომეხატა. იმ ერთს მოჰყვა მეორე, მეორეს - მესამე, ასე ბოლოს ერთ განუწყვეტელ გრეხილად შემექმნენ. როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე, - ვიფიქრე. რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე? ვინ იცის: იქნება მე ჩემმა ქვეყანამ ზურგი შემომაქციოს, როგორც უცხო ნიადაგზედ გადარგულსა და აღზრდილსა? იქნება ზურგიც არ შემომაქციოს, იქნება მიმითვისოს კიდეცა, რადგანაც ჩემში მაინცდამაინც ჩემის ქვეყნის დვრიტაა დადებული. მაგრამ მაშინ რა ვქმნა, რომ ჩემმა ქვეყანამ მამიყოლოს და მიამბოს თავის გულისტკივილი, თავისი გლოვის ფარული მიზეზი, თავისი იმედი და უიმედობა, და მე კი, მის ენას გადაჩვეულმა, ვერ გავიგო მისი ენა, მისი სიტყვა? იქნება მიმიღოს კიდეც და, როგორც თავისი შვილი, გულზედაც მიმიკრას და ხარბად დამიგდოს ყური, მაგრამ მე შევძლებ კი, რომ მას ღვიძლი სიტყვა ვუთხრა და იმ სიტყვით გულისტკივილი მოვურჩინო, დავრდომილი აღვადგინო, უნუგეშოს ნუგეში მოვფინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო, მუშაკს შრომა გავუადვილო; იმ სიტყვით ვასმინო, რომ არის მრავალი ქვეყნები, ჩვენზედ უფრო უბედურად გაჩენილნი, მაგრამ უფრო ბედნიერად მცხოვრებნი; და ის თვითოეული ნაპერწკალი, რომელიც არ შეიძლება რომ ყოველს კაცში არა ჟოლავდეს, ერთ დიდ ცეცხლად შევაგროვო ჩემის ქვეყნის გაციებულის გულის გასათბობლად. შევიძლებ კი? შევიძლებ გასაგონის ღვიძლის სიტყვის თქმასა? გადავწყვიტე, რომ ჩემი ქვეყანა მიმიღებს და მიმითვისებს კიდეც, იმიტომ, რომ იმისი სისხლი და ხორცი ვარ; იმის სიტყვასაც და ენასაც გავიგებ, იმიტომ, რომ მამულს შვილი ყურს უგდებს განა მარტო ყურითა, გულითაცა, რომლისთვისაც დუმილიც გასაგონია; ჩემს სიტყვასაც გავაგებინებ, იმიტომ, რომ შვილის სიტყვა მშობელს ყოველთვის ესმის. მაგრამ ამას სულ სიტყვაზედ ვლაპარაკობ, საქმე კი საქმეშია. შენმა ქვეყანამ საქმე რომ მოგთხოვოს, მაშინ რასა იქმ? - ვკითხე მე ჩემს თავს და გავჩერდი კიდეც. ვიგრძენ, რომ ამ კითხვამ შესწყვიტა ის ზემოხსენებული ჩემი ფიქრების ფერადი გრეხილი.
- მართლა-და რა უნდა ვქნა? - ვკითხე მე ჩემს თავს ხმამაღლივ.
- ჩაი უნდა მიირთოვო, - მიპასუხა სტანციის გუშაგმა, რომელმაც ამ დროს შემოიტანა სამოვარი და ჩემს სტოლზედ დადგა.
- ჩაი!..
- სამოვარი იმისთვის არ მიბრძანეთ? - მიპასუხა სულელმა გუშაგმა და გავიდა გარეთ. არ გასულა ამის შემდეგ რამდენიმე წუთი, რომ კარი ისევ გაიღო და ერთმა რუსის აფიცერმა შემოჰყო თავი. იმისი სახის მეტყველება ამჟღავნებდა, რომ ღვინოსა და არაყს ძალიან დაახლოვებით იცნობდა. თვალად ერთი ოცდაათის წლისას ჰგვანდა. ზედ ეტყობოდა, რომ მგზავრი არ იყო.
- ნება მომეცით, - მითხრა მან რუსულად, - გაგაცნოთ ჩემი თავი: მე გახლავართ პადპარუჩიკი N. აქ ლარსში ვდგავარ, როტა მაბარია.
- ძალიან მოხარული ვარ, - ვუპასუხე მე, წამოვუდეგ ფეხზედ და ჩამოვართვი გამოწვდილი ხელი.
- საიდამ მობრძანდებით?
- პეტერბურგიდამ.
- ფრიად სასიამოვნოა. ამ უდაბურსა და ვერანა ადგილას ერთი ეგ სიამოვნებაღა მაქვს, რომ შევხვდები ხოლმე მგზავრს განათლებულის ქვეყნიდამ. კაცი, რომელიც გონებითა სცხოვრობს, მოვალეა ღვთისა და ქვეყნის წინაშე შეხვდეს განათლებულს კაცს საბაასოდ გონების გასაფხიზლებლად. დიდად მოხარული ვარ. ბაასი ჭკვის საზდოა.
მითხრა ესა და კიდევ გამომიწოდა ხელი, მეც ხელმეორედ ხელი ჩამოვართვი.
- თქვენ ვინა ბრძანდებით? - მკითხა მან.
- მე გახლავართ ერთი სომხის სოვდაგრის დახლიდარი.
- დახლიდარიო!.. - სთქვა და ტუჩები აიპრუწა.
- დიაღ, ბატონო!
ჩემმა ახალმა ნაცნობმა რომ ეს გაიგონა, მყისვე დიდკაცური სანახაობა მიიღო: მხრები მოიმარჯვა, ის პირველად მორიდებული ლაპარაკი სხვა ჰანგზედ შესცვალა.
- საიდამ მოდიხა-ა-ართ?! - მკითხა გაკვირვებით და დაცინებითაცა.
- პეტერბურგიდამ.
-ჰმ, - ჩაიცინა აფიცერმა, - პეტერბურგიდამ. კარგია, გღირსებიათ პეტერბურგის ნახვა. პეტერბურგი!.. ძალიან კარგი ქალაქია, - სთქვა ესა და არხეინად ჩამოჯდა სკამზედ: - პეტერბურგი!.. ო, ო, დიდი ქალაქის პეტერბურგი!.. ვრცელი ქალაქია!.. არა ჰგავს თქვენ წიტიან ქალაქსა. აბა რა ქალაქია თქვენი ქალაქი? ერთი თავიდამ რომ გადააფურთხო, ფურთხი ქალაქის ბოლოს დაეცემა. პეტერბურგი კი... ხომ გინახავთ პეტერბურგი? რუსეთის გულია. მართალია აქამდისინ მთელი რუსეთი ჰფიქრობდა, რომ მისი გული მოსკოვია, მაგრამ მთელს რუსეთს მე გავუფანტე ეგ ცრუ და უგუნური აზრი: მე მწერალი გახლავართ. გთხოვთ, რომ მიცნობდეთ. ეგრე კი ნუ მიყურებთ. მე დავამტკიცე, რომ პეტერბურგია მთელი რუსეთის გული. იზლერის ბაღი ხომ გინახავთ?
დავუგდევი ყური ამ აფიცერს და გულში კი ვფიქრობდი, ხომ არ გაგიჟებულა-მეთქი, მაგრამ გარდა ამ გადარეულის ლაპარაკისა არა შევატყვე-რა.
- არა, იზლერის ბაღი გინახავთ, თუ არა? - მკითხა კიდევ იმან.
- პეტერბურგის გულობა რით დაამტკიცეთ? - ვკითხე მე და არ მივეცი პასუხი მის უკანასკნელ კითხვაზედ.
- არა, ჯერ მე მითხარით: იზლერის ბაღი გინახავთ, თუ არა? თქვენ, აქაურები, ესე იგი ქართველები თუ სომხები, სამეცნიერო ლაპარაკს ჩვეულნი არა ხართ, ამიტომაც ერთის საგნიდამ მეორეზედ გადახტებით ხოლმე. თქვენ ზედმიყოლებითი, რიგიანი სჯა არ იცით. ეგ, რასაკვირველია, გაუნათლებლობისაგან მოგდით. მგონი, თქვენ არც კი იცით, - რა არის ცივილიზაცია, ასოციაცია, არღუმენტაცია, ინტელიგენცია, კასსაცია და ფილოლოღია. მაგრამ ესე არაფერი, წარმავალია. თქვენც გაიწურთნებით. მადლობა ღმერთს, აფიცრობა და ჩინოვნიკობა ბევრი მოდის რუსეთიდამ თქვენს გასანათლებლად. არა, ჯერ მითხარით, იზლერის ბაღი გინახავთ, თუ არა? თუ ეს არ გინახავთ, პეტერბურგიც არ გინახავთ.
- მინახავს.
- გინახავთ? მაშ თქვენ განათლებულებში ფეხი ჩაგიდგამთ. ფრიად მოხარული ვარ, ფრიად მოხარული ვარ. იზლერის ბაღი? როგორი ბაღია, ჰა? ფერიებით სავსე სამოთხე ის არის, აი! ფერიები, ხომ იცით, რა არის? ეგ სამეცნიერო სიტყვაა, იქნება არ იცოდეთ. ეგ მდაბიურად რომ ვთარგმნოთ, იმასა ჰნიშნავს, რომ ის ბაღი სავსეა ჟუჟუნათვალებიან ქალებითა. გინდა ერთს ჩაავლე ხელი, გინდა მეორეს. აი, განათლებას რა შეუძლიან. თქვენი ქალები კი კაცს დაინახავენ თუ არა, იმალებიან. არა, პეტერბურგი... დიდი ქალაქია, ფრიად განათლებული, და იზლერის ბაღი განათლების გვირგვინია, ასეთი ბაღია, რომ „მწუ“.
ამ სიტყვებზედ მეცნიერმა აფიცერმა თითებზედ იკოცა.
- მე იმედი მაქვს, რომ ეს სამოვარი ამ სტოლზედ თქვენთვის სდგას.
- თქვენმა იმედმა არ მოგატყუათ თქვენ.
- მე იმედი მაქვს, რომ თქვენ, როგორც განათლებულის ქვეყნიდამ მოსული კაცი, მეც მითავზებთ ჩაისა.
- არც მაგ იმედს გაგიმტყუნებთ.
- რომიც, რასაკვირველია, გვექნება.
- მაგაზედ კი უკაცრავად.
- ეგ ვერაფერი ნიშანია. თქვენ სომეხი ხართ, თუ ქართველი?
- ქართველი.
- ძალიან მიამა, რომ ქართველი ხართ. თუმცა ჩვენი ლერმონტოვი ამბობს, რომ бежали робкие грузины, მაგრამ მაინც ქართველები სჯობიან იმ პოიებსა. პაპიროზები კი, რასაკვირველია, გექმნებათ.
- გახლავთ.
- იმედი მაქვს, რომ მითავაზებთ.
- დიდის სიამოვნებით, ინებეთ.
- აბა, მაშ თქვენ ჩაი დაასხით და მერე მოვყვეთ სამეცნიერო ლაპარაკსა. თუმცა თქვენთვის ძნელი იქნება სამეცნიერო ლაპარაკის გაგება, მაგრამ მე შიგადაშიგ სამეცნიერო სიტყვებს მდაბიურად გითარგმნით და ამრიგად სამეცნიერო ლაპარაკის გაგებაც გაგიადვილდებათ.
მე ჩაი დავასხი და ერთი ჭიქა იმას დავუდგი. ჩაი რომ მოსვა, გამოაბოლა პაპიროსი და მოჰყვა ლაპარაკსა.
- თქვენი ქვეყანა, მეცნიერის ენით რომ ვთქვა, განათლებული არ არის, ესე იგი, მდაბიურის ენით რომ ვთქვა, გაუნათლებელია. ხომ გესმით?
- ძალიან კარგად.
- აკი მოგახსენეთ, გაგიადვილებთ-მეთქი სამეცნიერო სიტყვების გაგებასა. ახლა დავიწყოთ იქიდამ, რომ თქვენი ქვეყანა განათლებული არ არის, ესე იგი, გაუნათლებელია. ეს ჩაი მოსკოვისა უნდა იყოს?
- არა, სტავროპოლში ვიყიდე.
- სულ ერთია. ახლა დავიწყოთ, როგორც წეღანა ვთქვით, იქიდამ, რომ თქვენი ქვეყანა განათლებული არ არის. ეგ იმასა ჰნიშნავს, რომ თქვენი ქვეყანა ბნელია. ხომ გესმით?
- დიაღ, კარგად.
- ახლა რაკი იქიდამ დავიწყეთ, რომ თქვენი ქვეყანა განათლებული არ არის, ისიც უნდა ვთქვათ, რომ განათლება რა არის. მე ამას მაგალითებით აგიხსნით: წარმოიდგინეთ ბნელი ოთახი. წარმოიდგინეთ, თუ არა?
- წარმოვიდგინე.
- არა, იქნება სადმე ერთი ფანჯარა ღია დაგრჩათ, ისიც დაკეტეთ.
- დავკეტე, - ვუპასუხე მე და სიცილი მომივიდა.
- ძალიან კარგი. რაკი ის ფანჯარაც დაკეტეთ, ფარდაც ჩამოაფარეთ.
- ჩამოვაფარე.
- რაკი ფარდაც ჩამოაფარეთ, ოთახიც დაბნელდება, ვეღარაფერს დაინახავთ. უეცრად შემოიტანეს სანთელი, განათდა ოთახი. განათლებაც ეგ არის. სწორედ მოგახსენოთ, არც ეს პაპიროზია ურიგო. პეტერბურგიდამ იქნება?
- არა, ვლადიკავკასში ვიყიდე.
- სულ ერთია. ახლა ხომ გესმით განათლების მნიშვნელობა?
- ძალიან კარგად.
- ახლა, რადგანაც აგიხსენით განათლების მნიშვნელობა, თქვენ უნდა ერთი რამა გკითხოთ: თქვენში ცივილიზაცია როგორ მიდის?
- მაგისას ვერ მოგახსენებთ: დიდი ხანია ჩემს ქვეყანაში არა ვყოფილვარ.
- ეგ არაფერი, მე ეხლავ შევიტყობმ როგორ მიდის: რამდენი გენერლები გეყოლებათ თქვენ, ქართველებს?
- იქნება ერთი ოციოდე მოგროვდეს.
- რაო, ოციოდეო!.. ო, ო, ეგ დიდი საქმეა, - წარმოსთქვა დიდის ყოფით ჩვენმა მეცნიერმა აფიცერმა, - ოციოდეო!.. ამ ერთ მუჭა ხალხში და ოცი გენერალი!.. ეგ, ბატონო, დიდი ცივილიზაცია გქონიათ. ვერ უყურებთ, ოციოდე გენერალი! არა მჯერა. იქნება თქვენ, მეცნიერების ენით რომ ვთქვათ, დეისტვიტელნი სტაცკის სოვეტნიკებსაც მართალ გენერლებშია სთვლით, ესე იგი, მდაბიურის ენით რომ ვთქვა, იქნება შტაცკის გენერლებსა, ანუ უფრო მდაბიურად რომ ვთქვა, უეპოლეტო გენერლებსა, ანუ ამაზედ უფრო მდაბიურად რომ ვთქვა, უულვაშო გენერლებსაც მართალს გენერლებში სთვლით? უთუოდ ეგრე იქნება.
- არა, თქვენმა მზემ, - დავუფიცე მეც, - არა, თქვენმა მზემ, სულ მართალს გენერლებს მოგახსენებთ.
- ოციოდ მართალი გენერალი! ბარაქალა მართლმადიდებელ რუსეთს! სახელი და დიდება! საცა ფეხს შესდგამს, დაამყარებს ხოლმე ცივილიზაციას. სულ რამდენი წელიწადია, რაც რუსეთი აქ შემოვიდა?
- იქნება სამოცდაათი.
- შვიდს წელიწადში ორი გენერალი? დიდი საქმეა, დიდი ცივილიზაცია არის. მერე როგორი გენერალი?! მართალი გენერალი! თუ ღვთის ძალით თქვენში ცივილიზაციამ ეგრე იარა, სამოცდაათ წელიწადს უკან კიდევ ოცი გენერალი მოგემატებათ და სულ ორმოცი შეიქნება. დიდი საქმეა. მე ეგ არ ვიცოდი. ან საიდამ უნდა შემეტყო? სულ არ იქნება სამი წელიწადი, რაც ამ ქვეყანაში ვარ. სწორედ მოგახსენოთ, არც მოცლა მქონდა, რომ თქვენის ქვეყნისათვის მეცნიერი თვალი დამეკვირვებინა. მე ერთს დიდს საოსტატო საგანს მოვეკიდე, მრავალი ვიძიე, ისტორიები წავიკითხე და ჩემი დრო სულ ამ სამეცნიერო საქმეზედ გადავაგე. მაგრამ ცუდად არ წახდა ჩემი ღვაწლი, შთამომავლობა მოიგონებს ჩემს სახელსაცა.
- რა იმოქმედეთ?
- რა ვიმოქმედე? ადვილი სათქმელია! აი, ბატონო, რუსეთში მებატონეებს ყმები ჩამოართვეს. მებატონეს ბიჭი აღარ შერჩა. მოჯამაგირეს ანაბარა დარჩა. შეწუხდა ქვეყანა, მოჯამაგირეებმა დაუწყეს ყველაფერს სახლში პარვა. მე, როგორც გულმტკივნეული შვილი, ჩავუფიქრდი ამ ჩემის ქვეყნის მწუხარებას, - ვთქვი: ქვეყანას შველა უნდა-მეთქი. მადლობა ღმერთს, ვუშევლე კიდეც. ასეთი რამ მოვიგონე, რომ მოჯამაგირეს სახლში პარვა აღარ შეუძლიან. ერთმა უბრალო შემთხვევამ კი მაპოვნინა წამალი. ჩემი დენშჩიკი ფრიად დიდი ქურდი იყო, საშაქრეში შაქარს აღარ უშვებდა. ვიფიქრე, ვიფიქრე, როგორ ვუშველო ამ საქმეს-მეთქი. დავიწყე ყუთის დაკეტა, მაგრამ ხან დაკეტა დამავიწყდებოდა ხოლმე, ხან გასაღები სტოლზედ დამრჩებოდა ხოლმე, და როცა სახლიდამ გავიდოდი, დენშჩიკი შაქარს მომპარავდა. ბოლოს ავიღე, ორი ბუზი დავიჭირე და ჩავსვი საშაქრეში, თავი დავახურე და არ დავკეტე კი. ახლა მკითხავ - რისთვისაო? იმისთვისა, რომ თუ დენშჩიკი კიდევ შაქრის მოპარვას დააპირებდა, ხომ ყუთი უნდა გაეღო. რაკი ყუთს თავს ახდიდა, ბუზები მაშინვე ამოფრინდებოდნენ. მერე, როცა შინ მოვიდოდი, ავხდიდი ყუთს და შიგ რაკი ბუზებს აღარ ვნახავდი, აშკარა იქნებოდა, რომ ყუთის თავი აუხდია ვისმე. ვინ ახდიდა, თუ არა ჩემი დენშჩიკი. რაკი ეს გამოვიგონე, მე დენშჩიკი შაქარს ვეღარ ვპარავს.ეხლა, ყოველ დილას, ჩაის გავათევებ თუ არა, ოთახში ბუზებს ვიჭერ. დავიჭერ ბუზებს, ჩავსვამ შაქრის ყუთში და მთელი დღე არხეინადა ვარ. ვიცი, რომ არავინ მომპარავს. როგორ მოგწონთ ჩემი აზრი? იაფი და ქურდობის უებარი წამალია. ეგ წამალი ყველაფერში იხმარება, რასაც კი ჩვენს ოთახში ყუთებში ვინახავთ ხოლმე. ეს აზრი ჯერ არავისათვის არ გამიმჟღავნებია, მაგრამ თქვენი ქვეყანა ისე მიყვარს, რომ თქვენ ეგ გაცნობეთ და გთხოვთ - თქვენც გაუნათლებელს მებატონეებს აცნობოთ. ერთი ეგ არის, რომ არყის ქურდობას ჯერ ვერა ვუშველე-რა. არყის ბოთლშიაც კი ვცადე ბუზების ჩასმა, მაგრამ ეგ წყეულები შიგ იხრჩობიან - губа не дура. მაგრამ მაგის წამალსაც მალე მოვიგონებ. არა, როგორ მოგწონთ ჩემი ოსტატობა? გრანცუცებმაც იციან ხოლმე მაგისთანა ეშმაკობის მოგონება, მაგრამ იმათის მაშინების ყიდვა ძვირია, ეს ჩემი ოსტატობა კი გროშიც არ დაჯდება. აბა რა არის ორი ბუზის დაჭერა და ყუთში ჩასმა? დიდი არაფერი. აბა ეხლა ჰნახეთ, რა შედეგი ექნება ამ ჩემ მოგონილ საქმეს: ეს ჩემი ოსტატობა რომ გავრცელდება, მაშინ შეიძლება რომ ბუზების სყიდვა დაიწყონ. აი, ქვეყანაში ახალი აღებ-მიცემობაც გაჩნდება: ჩაივლით ერთს მშვენიერ დილას თქვენს ქალაქში და დაინახავთ ბუზების მაღაზიასა. ცუდია თუ? რამდენი მშიერი კაცი ლუკმას იშოვნის ბუზების მეოხხებითა. ეხლა კი ბუზები რანი არიან? არაფერი. რის გამოსადეგნი არიან? არაფრისა. აი, მეცნიერის და ჭკვიანის კაცის ნამოქმედებსა და ნაღვაწლს რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისათვის. მე აქ არ მოვდიოდი, თუმც კი ბევრს მეხვეწებოდნენ. ჩემს გულში ვამბობდი: ღმერთს თუ ნიჭი მოუცია რამე ჩემთვის, ისევ ჩემებს გამოვადგე-მეთქი, მაგრამ ამ ახლად დაჭერილ ქვეყნებს უფრო განათლება უნდა-მეთქი; აქ განათლებული კაცები საჭირონი არიან. აბა ცოტა ხანი მოიცადეთ, რა მოხდება. მე ხომ, ზევით, რომ ვთქვი, ის მოვიგონე, ახლა სხვა ჩემისთანა სხვას მოიგონებს, იქნება იმისთანა კაციც გამოვიდეს, რომ თქვენს ქალაქშიც იზლერის ბაღი გამართოს: მეცნიერის კაცისათვის ყველაფერი შესაძლოა. ამ ყოფითა მთელი პეტერბურგის განათლება აქ გადმოვა. მაშინ ჰნახავთ, რომ ერთს მშვენიერ დღეს სეირნობა გაიმართება იზლერის ბაღში, იმ ბაღში თქვენი ქალები თამამად სიარულს დაიწყებენ, გინდა ერთს უთხარ „შენი ჩირიმე“, გინდა მეორეს, ხმასაც არ გაგცემენ. აბა ხალხი მაშინ დაინახავს თავისს სამოთხეს, როგორც მეცნიერნი იტყვიან, ესე იგი, სამოთხე რომ მდაბიურად ვთქვათ... მაგრამ რა ვთქვათ, მდაბიურადაც სამოთხე სამოთხეა. ხომ გესმით?
- ძალიან კარგად.
IV
იმ საღამოს სტეფანწმინდას ამოვედი. მშვენიერი საღამო იყო, ასე რომ იმ ღამეს იქ დავრჩი, რათა თვალი გამეძღო მშვენიერის ხილვითა. ოხ, საქართველოვ!
„სხვა საქართველო სად არის,
რომელი კუთხე ქვეყნისა?“
ოთახიდამ გარეთ გამოვედი და შევხედე სტეფანწმინდის პირდაპირ აყუდებულ მყინვარსა, რომელსაც ყაზბეგის მთას ეძახიან. დიდებული რამ არის ეგ მყინვარი. აბა მაგას შეუძლიან სთქვას: ცა ქუდადა მაქვს და დედამიწა ქალამნადაო. ცისა ლაჟვარდზედ მოჩანდა იგი თეთრად და აუმღვრევლად. ერთის მუჭისოდენი ღრუბელიც არა ჰფარავდა მის მაღალ შუბლსა, მის ყინვით შევერცხლილს თავსა. ერთადერთი ვარსკვლავი, მეტად ბრწყინვალე, ზედ დაჰნათიდა, ერთს ალაგს გაჩერებული, თითქო მყინვარის დიდებულ სახეს განუცვიფრებიაო. მყინვარი!.. დიდებულია, მყუდრო და მშვიდობიანი, მაგრამ ცივია და თეთრი. დანახვა მისი მაკვირვებს და არ მაღელვებს, მაციებს და არ მათბობს, - ერთის სიტყვით, მყინვარია. მყინვარი მთელის თავის დიდებულებით საკვირველია და არა შესაყვარებელი. აბა რად მინდა მისი დიდება? ქვეყნის ყაყანი, ქვეყნის ქარიშხალი, ქროლვა, ქვეყნის ავ-კარგი მის მაღალს შუბლზედ ერთ ძარღვსაც არ აატოკებს. ძირი თუმცა დედამიწაზედ უდგა, თავი კი ცას მიუბჯენია, განზედ გამდგარა, მიუკარებელია. არ მიყვარს არც მაგისთანა სიმაღლე, არც მაგისთანა განზედ გადგომა, არც მაგისთანა მიუკარებლობა. დალოცა ღმერთმა ისევ თანზედ ხელაღებული, გიჟი, გადარეული, შეუპოვარი და დაუმონავი, მღვრიე თერგი. შავის კლდის გულიდამ გადმომსკდარი მიდის და მიბღავის და აბღავლებს თავის გარეშემოსა. მიყვარს თერგის ზარიანი ხუილი, გამალებული ბრძოლა, დრტვინვა და ვაი-ვაგლახი. თერგი სახეა ადამიანის გაღვიძებულის ცხოვრებისა, ამაღელვებელი და ღირსსაცნობი სახეც არის: იმის მღვრიე წყალში სჩანს მთელის ქვეყნის უბედურების ნაცარტუტა. მყინვარი კი უკვდავებისა და განცხრომის დიდებული სახეა: ცივია - როგორც უკვდავება და ჩუმია - როგორც განცხრომა. არა, მყინვარი არ მიყვარს, მით უფრო, რომ მიუკარებლად მაღალია. ქვეყნის ბედნიერების ქვაკუთხედი კი ყოველთვის ძირიდამ დადებულა, ყოველი შენობა ძირიდამ ამაღლებულა, მაღლიდამ კი შენობა არსად არ დაწყებულა. ამიტომაც მე, როგორც ქვეყნის შვილს, თერგის სახე უფრო მომწონს და უფრო მიყვარს. არა, მყინვარი არ მიყვარს: მისი სიცივე ჰსუსხავს და სითეთრე აბერებს! მაღალიო! რად მინდა მისი სიმაღლე, თუ მე იმას ვერ ავწვდები და ის მე ვერ ჩამომწვდება. არა, არ მიყვარს მყინვარი. მყინვარი დიდ გეტეს მაგონებს და თერგი კი მრისხანე და შეუპოვარს ბაირონსა. ნეტავი შენ, თერგო! იმითი ხარ კარგი, რომ მოუსვენარი ხარ. აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გადაიქცე და ეგ შენი საშიშარი ხმაურობა ბაყაყების ყიყინზედ არ შეგეცვალოს. მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი...
V
ჩემოღამდა. თერგისა და მყინვარის ყურებაში და ზოგიერთ ფიქრების გართკაში დრო ისე გამეპარა, რომ თითქმის ვერ შევიტყე, მზე როგორ გამოესალმა მისგან გამთბარ ქვეყნიერებასა და როგორ მიეფარა მთებსა. დაღამდა, თვალწინ აღარა სჩანს-რა, მისწყდა ხმაურობა ქვეყნისა, ქვეყანა დადუმდა.
დაღამდა, მაგრამ არ ვიცი, რას ვიქმოდი, რომ იმედი არა მქონდეს კვლავ გათენებისა. სიცოცხლე სიცოცხლედ-ღა ეღირებოდა?.. მიყვარს, ბუნებავ, შენი დაწყობილობა, რომლის მეოხებითაც ყოველი ღამე თენდება ხოლმე.
დაღამდა, მაგრამ მე მაინც სტანციის გარედა ვარ და დაჟინებით ყურდაცქვეტილი გონებას ვადევნებ თერგის თავზედ ხელაღებულის დენის ხუილსა. ყველა დადუმდა და შენ არ სდუმობ, თერგო! მერწმუნეთ, მე მესმის ამ ხმაგაკმენდილს ქვეყანაში თერგის დაუჩუმარი ჩივილი. არის ადამიანის ცხოვრებაში იმისთანა წუთნი მარტოობისა, როცა ბუნებას შენ თითქო შენსას აგებინებ და იგი თავისას შენ გაგებინებს. ამიტომაც შეგიძლიან სთქვა, რომ მარტოობაშიც არსად მარტო არა ხარ, ჰოი, ორფეხო ცხოველო, რომელსაც ადამიანს გეძახიან. ამ ღამეს ვგრძნობ, რომ ჩემის ფიქრებისა და თერგის ჩივილის შუა არის რაღაც იდუმალი კავშირი, არის რაღაც თანხმობა. გული მიტოკს და მკლავი მითრთის. რისთვის? დროს დავაცალოთ ამის პასუხის მიცემა.
დაღამდა. მისწყდა ადამიანის ფეხის ხმა, მისწყდა ადამიანის მორჭმული ხმაურობა, აღარ ისმის მისის დაღლილის ზრუნვლისა და წადილის გუგუნი, ქვეყნის ტკივილმა დაიძინა, ადამიანი აღარა სჩანს ჩემს გარშემო. ვაი, რა ცარიელია ეს სავსე ქვეყანა უადამიანოდ!.. არა, წარიღეთ ეს ბნელი და მშვიდობიანი ღამე თავის ძილითა და სიზმრებითა და მომეცით მე ნათელი და მოუსვენარი დღე თავის ტანჯვითა, წვალიბითა, ბრძოლითა და ვაი-ვაგლახითა! ჰოი, ბნელო ღამევ, მეჯავრები შენ მე! შენ რომ არ დაარსებულიყავ ქვეყნისათვისა, მე მგონია, რომ ნახევარი უბედურობაც ადამიანისა ქვეყანაზედ არ იქნებოდა. შენთა მოვლენათა დასცეს პირველად თავზარი ადამიანის გონებასა და დააფრთხეს იგი. მას აქეთ შეშინებულსა გზა თვისი ვერ უპოვნია, - და აჰა, იბრძვის ადამიანი და დღევანდელამდე ათასში ერთსა თავისი ერთხელ დამფრთხალი გონება ფრთხოლას ვერ გადაუჩვევია. აი მიზეზი ქვეყნის უბედურობისა. ჰოი, ბნელო ღამევ! მ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცინიკოსი
მინარქისტი
ჯგუფი: Members
ცინიკოსი
მინარქისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 2566
წევრი No.: 27560
რეგისტრ.: 28-December 06
#12372726
· 25 Jan 2009, 18:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ისტორიციზმი მოერევა თუ ნიღილიზმი?
This post has been edited by
ცინიკოსი
on 25 Jan 2009, 18:08
--------------------
http://cinemalternative.wordpress.com/
http://ediscourse.wordpress.com/
http://sites.google.com/site/lishtota/
http://www.facebook.com/people/Shota-Khinchagashvili/539926093
"ცინიკოსი" - იმ გაგებით არა; ნუ აიკვიატე ერთადერთ რეპლიკად!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 578
წევრი No.: 81046
რეგისტრ.: 1-January 09
#12372848
· 25 Jan 2009, 18:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მაღალინტელექტუალურ ფორუმს,უთუოდ, დაამშვენებს ქართველი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებთა ქართული განხილვა... ქართული მწერლობა არის ის ისტორიციზმის ბერკეტი, რომელსაც ძალუძს ნიჰილიზმის დამსხვრევა -განადგურებით, რომ ემუქრება ქართველ ერს მის კულტურასა და სახელმწიფოებრიობას...
იხ. ნიჰილიზმი-მასების ავტოდესტრუქციული სინდრომი...
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) (1837-1907)
(ბიოგრაფიული ცნობები)
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) დაიბადა ყვარელში, გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში, სადაც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ძველი საქართველოს ისტორიული ტრადიციები. 1848 წ. მიაბარეს თბილისში, რაევსკის პანსიონში, სადაც 1851 წლამდე სწავლობდა. შემდეგ შევიდა გიმნაზიაში. 1857 წ. ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც ოთხი წელი ისწავლა (1857-61).
ამ ოთხმა წელმა დიდი როლი ითამაშა ილიას, როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ჩამოყალიბებაში. სწავლობდა საქართველოს ისტორიას და მწერლობას, ევროპისა და რუსეთის ლიტერატურას, ფილოსოფიას. ამ პერიოდში შექმნა ეროვნული და ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომლებიც აღმავალი ეტაპი გახდა XIX ს-ის ქართული ლიტერატურისა და აზროვნების ისტორიაში: პოემა „აჩრდილი“ (1859), პოემა „ქართველი დედა“ (1860), პოემა „კაკო ყაჩაღი“ (1860), რომლებიც მძაფრი ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებითა და სოციალური პრობლემებითაა განმსჭვალული. იმავე პერიოდში თარგმნა შილერის, ჰაინეს, რიუკერტის, ბაირონის, სკოტის, პუშკინისა და ლერმონტოვის ნაწარმოებები. დაწერა პროგრესული სოციალური და ეროვნული იდეალებითა და სიახლეებით აღბეჭდილი ლექსები: „გუთნისდედა“, „ქართვლის დედას“, „ჩემი თარიარალი“ (სამივე 1858 წ.), „ნანა“ (1859), „ქართველი სტუდენტების სიმღერა“, „მუშა“, „იანიჩარი“ (სამივე 1860 წ.) და მრავალი სხვა. ამავე ხანებში დაწერილი ილიას მხატვრული პროზის შესანიშნავი ნიმუშები: „გლახის ნაამბობი“ (I-VI თავები), ესკიზი მოთხრობისა „კაცია-ადამიანი?!“, მრავალი წერილი, რომლებშიც ნათლადაა ჩამოყალიბებული მწერლობისა და ხელოვნების დანიშნულება და არსი.
1893 წ. ილია აარსებს ჟურნალ „საქართველოს მოამბეს“, 1877 წ. - „ივერიას“, რომლებიც საქართველოს ეროვნული, სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთ ძირათად ცენტრად იქცა.
ილია თავის პუბლიცისტურ წერილებში, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაური, ეროვნული ბურჯის - ქართული ენის დაცვისათვის ბრძოლას მჭიდროდ უკავშირებდა მშობლიურ ენაზე სწავლების, სახალხო სკოლების ქსელის ზრდის მოთხოვნებს.
მთელი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით ილია დიადი მიზნის განხორციელებას - ქართველი ხალხის ერთიანობას, ეროვნული და სოციალური თვითშეგნების გამოცოცხლებას და ამაღლებას, ეროვნული და სოციალური თავისუფლების დამკვიდრებას უმსახურებოდა.
შეუძლებელია ერისა და ქვეყნის წინაშე ილია ჭავჭავაძის ყველა დამსახურების ჩამოთვლა. XIX ს-ში რომ საქართველოს ის არ მოვლენოდა, უკუღმა წარიმართებოდა ჩვენი ქვეყნის ისედაც გაუკუღმართებული ბედი. ძნელი იქნებოდა ამ ეროვნული დვრიტის გაღვივება და აღმოცენება, რომლის გარეშეც ერი ერი არ არის და ქვეყანა - ქვეყანა. ალბათ ამან გააღიზიანა და გადარია ბნელი ძალები, შინაური და გარეული, და 1907 წ. სიცოცხლე მოუსწრაფეს ერის მამას. თავისი ერის სიყვარულისა და მსახურებისთვის არსად მწერალი არ მოუკლავთ. ეს სირცხვილი საუკუნეების მანძილზე გაგვყვება!
წმინდა ილია მართალი დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
...
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
* * *
მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული,
ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება!
შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული,
ღამე თენდება ეგრედ ჩემი და დღე ღამდება.
დაჟინებითა ფიქრი ფიქრზედ მოდის, გროვდება,
გრძობა გრძნობაზედ შეუპოვრად იძვრის ჩემს გულში,
და მე არ ვჩივი, - მიხარიან, რომ ეგრედ ჰშვება
ჩემი ცხოვრება შენსა ფიქრში, შენს სიყვარულში.
მაგრამ, მამულო, ჩემი ტანჯვა მხოლოდ ის არი,
ის არის მხოლოდ სავალალო და სამწუხარო,
რომ შენს მიწაზედ, ამდენ ხალხში კაცი არ არი,
რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი გავუზიარო!..
6 აგვისტო, 1861,
ს. ყვარელი.
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 578
წევრი No.: 81046
რეგისტრ.: 1-January 09
#12433444
· 30 Jan 2009, 16:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ისტორიციზმი მოერევა თუ ნიღილიზმი?
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
ქვათა ღაღადი
„ეგრე მტრისა არ მეშინის,
რადგან ცხადად მაწყინარობს;
მოყვარესა-მტერსა ვუფრთხი,
მემოყვრება, მოცინარობს“...
რუსთაველი
I
ჩვენისთანა დაბრიყვებული, დაბალ ღობედ მიჩნეული ერი, ჩვენისთანა სახელგატეხილი ძნელად თუ სხვა მოიპოვება დედამიწის ზურგზე. ვინც გნებავთ, ან ზედ გვაბოტებს, ან გვქელავს და მიწასთან გვასწორებს. ლამის კავკასიის ქედს აქეთ ჩვენი ხსენება გააჩანაგონ, ქართველების სახელი დედამიწის ზურგიდამ აღგავონ და ჩალასავით ქარს გაატანონ, თითქო არც ოდესღაც ვყოფილვართ, არც დღესა ვართ... სულით დაბალნი ჭკუა გონებით ჩლუნგნი, ზნეობადაცემულნი, სულელნი, უსწავლელნი, გაუნათლებელნი, გაღატაკებულნი, ფლიდნი, პირის გამტეხნი, მხდალნი-ლაჩარნი - აი ჩვენის სულიერ და ხორციელ ავლა-დიდების სურათი! აი რანი ვყოფილვართ, რანი ვართ დღეს იმათის სიტყვით, ვისაც ასე თვისდა სასარგებლოდ მიუჩნევია ჩვენის სახელის გატეხა, ჩვენი მიწასთან გასწორება. წერით თუ სიტყვით, შინ თუ გარეთ წელებზე ფეხს იდგმენ, რომ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ჩვენ სწორედ ასეთი უხეირონი და უღირსნი ვყოფილვართ და დღესაც ასეთნივე ვართ, თუ არ უარესნი.
ამისთანა დაღით შუბლზე გაისტუმრეს ქართველის სახელი ევროპაში, საცა-კი ენა და კალამი მიუწვდებოდათ. ასეთივე სახელი გაუთქვეს ქართველებს თვით რუსებ შორისაც. მართალია, ვისაც - ევროპელს თუ რუსს - საკუთარის თვალით მოუჩხრეკია ჩვენი ავი და კარგი, ზოგიერთს რასმე ჩვენთვის სანუგეშოსაც ამბობენ, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ცოტანი არიან ამათში იმისთანანი, რომელთაც „თვისი სიტყვის საფუძველი სხვის გულისთქმაზედ არ დაედვას“, სხვის ფეხის ხმას არ აჰყოლოდეს, სხვის ჩაძახილი არ ამოეძახოს და აქ მოსვლისავე უმალ სხვის გულისთქმათა მახეში არ გაბმულიყოს.
სახელის გატეხას თქვენი ჭირიც წაუღია. სიტყვითა და კალმით ქვეყანას ეფიცებიან, ვითომც კავკასიის ქედს აქეთ ტიბრისა და ეფრატის სათავეებამდე, თითქმის შავის ზღვიდამ კასპიის ზღვამდე, ეგრეთწოდებული არმენია (ვითომც სომხეთი) ყოფილა ათადამ-ბაბადამ დღევანდლამდე, და თუ სადმე ვიღაც „ვრაცები“ ყრილან - ერთი ათიოდე ბოსლის ადგილი თუ სჭერიათ და ისიც თითქმის სომეხთა მოწყალებით. თითონ ეს „ვრაცები“ ვითარცა ერი არარად სახსენებელია, იმიტომ რომ გაწყვეტასა და გადაშენების გზაზე დგანან და, თუნდ ესეც არ იყოს, ჭკუა იმათ არ გააჩნიათ, რომ თავბედისა გაიგონ რამ, აღებ-მიცემობის უნარი ღმერთს იმათთვის არ უღირსებია, მეურმეობისა და ჩალვადრობის მეტი სხვა ხელობა არ იციან და ის პატარ-პატარა საბოსლეებიც-კი ვერ მოუხმარებიათ, რომელთაც, ქვეყნის სასაცილოდ, საქართველოს ეძახიან. ან როგორ მოიხმარებენ, რომ ამისათვის არც ჭკუა-გონება უჭრით, არც გამრჯელობა, არც სწავლა-ცოდნა, არც სურვილი აქვთ, არც ხალისი - იცოდინონ და ისწავლონ რამ ოუნდ იმავ სომხებისაგან, რომელნიც ვითომც ღვთისაგან და ისტორიით მოვლენილნი არიან, რომ კულტურის დროშით ხელში ააყვავონ და გააბედნიერონ არამც თუ მახლობელი აღმოსავლეთი, არამედ შორეულიცა, ერთობ მთელი ბრიყვი და უმეცარი აზია.
ამ სახით ხომ გვართმევენ ყოველს ეროვნულს ღირსებას, სთითხნიან ჩვენს ვინაობას, და რომ სულ მთლად ბოლო მოგვიღონ ქვეყნის წინაშე, გვიბათილებენ მთელს ჩვენს ისტორიასაც, ჩვენს ისტორიულს მატიანეებს, ისტორიულს ნაშთსა და სახსოვარსა, მთელს ჩვენს სისხლით-მოსილს ღვაწლს ქრისტიანობისათვის შეწირულსა, და ყოველს ამას თითონ იჩემებენ დიდის გაძვრენ-გამოძვრენითა. მართალია, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და სხვისა ღირსების ჩამორთმევით ან დაკლებით მათნი არც მოივლინებიან, არც გადიდდებიან, მაგრამ წადილის დაუჭირავსა ყური აქვს მოუსმენი და ენა გრძელი.
რისთვის არის ატეხილი ეს მტვერ-ბუქი, ეს ფუქსავატი ჭექა-ქუხილი? იმისთვის, რომ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ამიერკავკასიაში ერთადერთი სომხის ერია, რომელიც ძველისძველადაც ყოფილა, დღესაც არის, და ამის გამო მომავალიც მისთვის უფრო უპრიანია, ვიდრე სხვისათვის, რადგანაც ისტორიულად დაამტკიცეს თვისი სულიერ-ხორციელი სიდიდე და ძალ-ღონე, თვისი შეურყევლობა და სიმაღლე ჭკუა-გონებისაო.
ვისი უნარია ყოველივე ეს? ეს რა შავი ყორანია, რომ თავს დაგვტრიალებს, ზედ დაგვყეფს და დაგვჩხავის? ჩვენ ადრეც გვითქვამს და ეხლაც ვიტყვით: ღმერთმა გვაშოროს იგი ბრალი, იგი ცოდვა - მთელს ერს სომხისა შევწამოთ, რომელიც მარტო ერთს გვარს გუნდს სომხებისას და იმ გუნდის მწიგნობარ-მეცნიერთ ეკუთვნის. თუმცა ასეა, მაგრამ მინამ კალამს ხელში ავიღებდით ამ წერილის დასაწერად, დიდხანს ჩავუფიქრდით ერთს ჩვენთვის დიდმნიშვნელოვანს გარემოებას. როგორ ჩამოგვართმევს წერილს მთელი ერი სომხებისა? ეს საკითხი უქმი საკითხი არ არის, როგორც ვნახავთ.
ერი, როგორც კრებული ისტორიით შედუღებულ ერთ-სულ და ერთ-ხორც მკვიდრთა, ყოველ პატიოსანისა და ჭკუათამყოფელ ადამიანისაგან უნდა პატივცემულ იყოს ყოველ შემთხვევაში, და მისი ასე თუ ისე გაუპატიურება, ავად ხსენება - დიდად სათაკილო საქციელია. ყოველს ერს თავისი საკუთარი სახე აქვს, თავისი საკუთარი გულთა თქმა, თავისი წადილები, თავისი სულთასწრაფვა, თავისი ღირსება. ამაების შეგინება ერთი იმისთანა სიბრიყვეა, რომელიც გონებაგახსნილს ადამიანს არ ეპატიება, არ შეენდობა. ეს ჩვენ კარგად ვიცით და ღმერთმა გვაშოროს იქ მთელი ერი ვიგულისხმოთ, საცა მარტო ერთგვარი გუნდია ცოდვილი. აი საფრთხე სწორედ აქ არის. აი აქედამ მოველით იმ მტვერ-ბუქსა, იმ კუდიან ქარსა, რომლის აყენებას არ მოერიდება იგი ერთგვარი გუნდი, რომ კაცს თვალები დაახუჭვინოს, თვალები აუბას.
ვინ იცის, რა ბუკსა და ნაღარას დაჰკრავს, რა საყვირს დააყვირებს ამ წერილების გამო იგი გუნდი, რომლის მხილება ჩვენ სახეში გვაქვს და რომელსაც ჩვეულებად დასჩემებია მათ შესახებ ნათქვამი მთელს ერს მოახვიოს თავზე, მთელს სომხობაზე გადაიტანოს. აქ განზრახვა აშკარაა. ერის სახელით ბრძოლას სამართლიანადა აქვს დიდი პატივი და საბუთი. ეს იმ გუნდს კარგად შეუგნია და ამიტომ კარგად იციან, რომ ერის სახელით წინათვე მოიბარებენ მსმენელს, წინათვე მოისყიდიან და, მაშასადამე, ნახევარი გამარჯვება უკვე ხელთა აქვთ. ხერხი სჯობია ღონესაო. რაკი ამ თვალთმაქცურს ხერხს ხელს მოჰკიდებენ, მერე ადვილია მთქმელსა და მხილებულს შესწამონ ერთა შორის განხეთქილების შთამოთესვა, ორის ერის ერთმანეთზე გადაკიდების უკადრისი სურვილი. აშკარაა აქ იმათი ქვედა-გრძნობული ანგარიში. ყოველ ამით სურთ შვილდ-ისარი, მათზე მიზიდული, თავიანთ თავს ააცდინონ და გულში თითონ ერსა ჰკრან გასაწბილებლად, ესეთი ხერხიანი ფარი იფარონ და საკუთარის ცოდვების მხილებას ამითი პირში კაპი ამოსდონ, ენა მოსჭრან.
მთელი ერი სომხებისა აქ არაფერს შუაშია. იგი, ვითარცა მშვიდობიანად მშრომელი და გამრჯელი, თავისს საქმეს ადგია - ვაჭრობაა თუ ხვნა-თესვა - და ფიქრადაც არ მოსდის და არც ეჭირება პასუხისმგებელი იყოს იმ ზოგიერთთა ცოდვების გამო, რომელნიც არამკითხე მოამბესავით მეტიჩრობენ და გარს დასტრიალებენ, როგორც მუმლი მუხასა. ერმა კარგად იცის, რომ ჭეშმარიტის ღირსების ქვეყანაში მოსაფენად საჭირო არ არის ბუკი და ნაღარა. კარგად იცის, რომ მატრაკვეცობა მისის ერთგვარ გუნდისა ვერაფერი თამასუქია არც იმისათვის, რომ ღირსება მისი ქვეყანაში გაითქვას, არც იმისათვის, რომ სხვისა ავად ხსენებით, სხვა ერის ძაგებით იქ გამოინასკვოს, საცა არ არის. ჭეშმარიტი ღირსება საქმითა თვისითა იღაღადებს მხრლოდ და არა ყვირილითა და დაფა-ზურნითა. ჭეშმარიტს ღირსებას ყვირილი არ უნდა. მისი ბუნება და თვისება ის არის, რომ მით უფრო სასახელოა და საგულებელი, რაც უფრო მდუმარეა. ნუ გგონიათ, ამ ბუნებას ღირსებისას კაცმა ჭკუა ვერ მიაწვდინოს, თუ გამეცნიერებული ღა განათლებული არ არის. ამისათვის საკმაოა საღი ჭკუა და უბრყვილო გული უბრალო გლეხკაცისაც. „კარგი ვარ, ამას ნუ იტყვი, თავს ნუ დაუწყებ ქებასა“, ან „ვაჟკაცი წყნარი სჯობია, ჩალად არა ღირს მკვეხარი“ 1, - განა გლეხკაცის ნათქვამი არ არის?
სამწუხაროდ ჩვენდა, ამ ჭკვიანურ ანდაზის სიბრძნემდე ჯერ აქამომდე ვერ მიუღწევია იმ ერთს გუნდს სომხებისას, რომლის მეცნიერნი ქებადიდებას სომხებისას საყვირით ყვირიან და ამასთან, საცა გინდათ და არ გინდათ, ქართველებს მიწასთან გვასწორებენ და დედაბუდიანად გვთხრიან. სომხების ქება-დიდებასთან ჩვენ რა ხელი გვაქვს. ამისთანებში, თუნდაც გადაჭარბება, სხვისათვის უწყინარი და უტკივარი გულუხვობაა და სხვა არაფერი. ჩვენ სომხების არავითარი ღირსება, არავითარი სიკეთე არა გვშურს.
პირიქით, თუ სიკეთე, ღირსება რამ სჭირთ, იგი ჩვენთვის მხოლოდ სანატრელია და არა საშურველი. შურს ისა სწყინს და გულს უკლავს, - სხვას ჩემზე მეტი რადა აქვსო, ნატვრა-კი პატიოსნური სურვილია, მეც ის შევიძინო, რაც სხვას შეუძენია, მისდა სიკეთემდე, ღირსებამდე მივაღწიოო. შური ვერ იტანს სხვისა ღირსებას, ნატვრა-კი შეხარის. შური ებრძვის ღირსებას, ნატვრა-კი ეტრფის.
ამიტომაც ჩვენ ქება-დიდებას სომხებისას საბუთებს არ გამოვუჩხრეკთ, თუნდაც ცალიერი ბაქიობა იყოს. თუ საქებ-სადიდებელი აქვთ რამე, ღმერთმა შეარჩინოთ. თუ არა აქვთ, ღმერთმა მისცეთ. ჩვენ მარტო იმას ვჩივით, რომ სომხის მაქებ-მადიდებელი გუნდი ჩვენ, ქართველებს, გვთხრის, სულიერად და ხორციელად გვიბათილებს და სამარისაკენ გვიშვერს ხელსა, თითქოს მარტო ჩვენი არარაობაა მათის ღირსების მომასწავებელი, მათის ღირსების მანიშნებელი.
დროა ნიღაბი ავხადოთ იმ ერთს გუნდს სომხებისას, რომელთა მეცნიერნი ასეთს ყოფას გვაწევენ ქართველებს დიდისა და პატარის გამოუკლებლად. დროა გავითვალისწინოთ იგინი ისე, როგორნიც ნამდვილ არიან უნიღბოდ, უფერუმარილოდ. დროა ვიცოდეთ, საიდამ დაგვყეფს ჩვენ ჩვენი შავი ყორანი, საიდამ მოდის ეს ქვის-სეტყვა ჩვენს თავზე. დროა ჭკუას მოვიდეთ და არ შევუშინდეთ იმ ცრუპენტელა ლიბერალებს, იმ ჭეშმარიტის ლიბერალობის ბერიკებს, რომელნიც განგებ პირში ბურთსა გვჩრიან, რომ თავისი ოინბაზობა, ორპირობა და ცალგულობა მიაფუჩეჩონ და ზედ ლიბერალობის წმინდა კალთა გადააფარონ. ნუ გვამხილებთო ჩვენს ცუღლუტობას, ოინბაზობას, თორემ ეროვნულ შფოთის აღდგენას დაგწამებთ, რეტროგრადობის ბანაკში თავს ამოგაყოფინებთ, რადგანაც მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს ეროვნულ შფოთის ატეხა, ერთა შორის ღვარძლის შთამოთესვა სიბრიყვესა და გონების სიბნელეს მოასწავებს და ლიბერალობის შეგინებასაო. უფრთხიან ბალღები ამ ტყუილს ჭექა-ქუხილს ტყუილ ლიბერალობისას, უფრთხიან ყოველნი, ვინც სიტყვას გაუსინჯავად იჯერებს.
ლიბერალობა განა მალვაა, ანუ ხელის წაფარება ტყუილებისა, ოინბაზობისა, თაღლითობისა, თვალთმაქცობისა და ყოველგვარ ნამუს-ახდილობისა, და არა მხილება ყოველ ამისი? თუ საძრახავსა არ ამხგლ და სამარცხვინო ბოძზე არ გააკრავ, მაშ რის მაქნისიღაა ეგ თქვენი მოწონებული, თქვენი ქადებული დოყლაპია ლიბერალობა. მაშ ეს გამოჯავრება ყოველ საქმისა, ეს მზეზე გამოტანა ყოველი ფარულის და არა ფარულის ბოროტისა, - იმისდა მიუხედავად, შფოთს ასტეხს, თუ არ ასტეხს, - განა უწმინდესი და უპირველესი ღირსება არ არის ჭეშმარიტის ლიბერალობისა, რომელიც-კი მას შეუძენია დიდის ღვაწლითა და ზოგჯერ სისხლის ნთხევითაცა...
...ვის მოუვა ფიქრად, რომ ბოროტის მხილებას კრიჭა შეუკრას ვისისამე წყენის შიშითა, თუ არ დოყლაპია ლიბერალისა. საბუთიანს, მართალს მხილებას, თუნდა მთელის ერისას, გონიერი ერი მადლობით ეპყრობა და არა რისხვითა და შფოთითა. ჭეშმარიტი ლიბერალობა ის არის, რომ ჭეშმარიტება არავის წააწყმედნო, არავის გააქელვინო, ბოროტს ბოროტი ამხილო, მსჯავრდაუდებლად არ შეარჩინო და, თუ საამისოა, ცხვირიდამაც ძმარი ადინო. ბიძით ქვეყანა წახდებაო, ნათქვამია. მსჯავრდაუდებელი ბოროტი - მაცდურების მახეა და შიგ ადვილად გაიბამს თავს გულლბილი და ხასიათ დაუდგრომელი კაცი. „უსირცხვილოს თუ არ არცხვენ, ბიძით მორცხვიც გაურცხვდება“.
თუ აქაო-და შფოთი ასტყდება და ლიბერალობის ღაღადებით ჩვენ, ქართველებს, ხმას გვაკმენდინებენ, და თუ მარტო ბალღების საცდენად და საფრთხობლად არ მოაქვთ აქ უადგილოდ ლიბერალობა, რატომ ამავე მიზეზით იმ გუნდს სომხებისას პირში კავს არ ამოსდებენ. რომელთა მეცნიერნი, საცა გინდათ თუ არ გინდათ, მთელს ქართველს ერს - დიახ, მთელს ქართველს ერს! - თავზე ლაფს ასმენ ქვეყნის წინაშე და საფლავს უთხრიან, როგორც წინათ ვთქვით. აბა თუ ერთმა ამ ცრუპენტელა ლიბერალთაგანმა ენა დასძრას და უთხრას: „კაცნო, რა მიქარავთ, რას მიედ-მოედებით! თუ ჩვენი საკუთარი ღირსება რამ გაგვაჩნია, ჩვენი საკუთარი მიწა-წყალი, - ეგა სთქვით, თუ არა-და, რას ჩასცივებიხართ მთელს ქართველობას, რაზე უტეხავთ სახელს, რაც მისია - ტყუილად რად იჩემებთ? განა ქართველის ერის ძაგებით, სულიერად და ხორციელად წაწყმედით ჩვენ ჩვენის სამოთხის კარი გაგვეღება! განა არ იცით, რომ თუ სადმე სანთელ-საკმეველია, თავისს გზას არ დაკარგავს, ბევრიც რომ შორიდამ უბეროთ!“ ერთს კაცსაც ამაზე ხმა არ ამოუღია და არც ამოიღებს, იმიტომ რომ ორპირნი და ცალგულნი არიან. ყოველ ამას გულწრფელობა, მართლმოყვარეობა, დიდსულოვნობა უნდა და დღევანდელ ბაზრისათვის არც ერთსა აქვს მაზანდა, არც მეორეს და არც მესამეს.
გამოდის, რომ ჩვენ-კი მადლობელნი უნდა ვიყენეთ, როცა ჩვენს მთელს ერს დედაბუდიანად სთხრიან და ისინი-კი უნდა აგვიშფოთდნენ, როცა ჩვენს მთხრელსა და მაგინებელს - ისიც გუნდს და არა მთელს ერს - ვიგერიებთ და იმის თვალთმაქცობას ვამხელთ. გამოდის, რომ ჩვენზე, თუნდ ერთს ცალკე გუნდზე, მართალი ძვირიც არა სთქვათო ჩვენის შფოთისა და წყენის შიშითა და ჩვენ-კი თქვენი აშფოთება, თქვენი წყენა აინუნშიაც არ მოგვდის, თუნდ მთელი ერი გამოგილანძღოთ და მთელი გუდა ტყუილებისა ზედ თავზე დაგაბერტყოთ თქვენის სახელის გატეხისათვისაო. ეს სადაური სამართალია, სადაური ლიბერალობა? ეს ფარისევლობაა, ეს მელა-ტურაობაა, ქვემძრომობაა, ეს სოროში თავის შეძვრენაა, კუდისა-კი გარეთ დარჩენა, და არა ლიბერალობა. პატიოსან კაცთა შორის ნამუსია მოციქულიო, ნათქვამია.
დეე, ამ ცრუპენტელა მწყობრმა ჭიანის ლიბერალობისამ ბალღებს პირი თევზსავით ამოუვსოს, - ჰა, ხმა, კრინტი არ დასძრათ ჩვენის მხილებისათვის, თორემ რეტროგრადის სახელით მოგნათლავთო, გონიერს კაცს-კი ვერ წაართმევენ პატიოსანს უნარს თავი გამოიდოს მართლის სარჩელისათვის და ტყუილის მხილებისათვის, როცა ამას ითხოვს განგებ შეგინებულ-გალანძღული გრძნობა ადამიანისა და ერის ღირსებისა. .აქ პატიოსანი, პირდაპირი დგომაა საჭირო, პირდაპირი მხილება და არა გაქცევა და უკუდგომა მხდალსავით და ლაჩარსავით.
სწორედ რომ ვთქვათ, ადამიანის ღირსების საწყაო ლიბერალობა ან რეტროგრადობა და სხვა ამისთანა-კი არ არის, არამედ ეს: მართალია კაცი, თუ მტყუანი. ეხლანდელ წვრილფეხობას-კი რომ უთხრათ, - შენი აზრი ლიბერალური არ არის, რეტროგრდულიაო, მაშინვე შიშით ფერი ეცვლება და, რაც გინდ მართალი იყოს, ენა მუცელში ჩაუვარდება, - ეს რა ღმერთი გამწყრომიაო. აღარავინ დაეძებს, - მართალს თავისი საკუთარი ფასი აქვს, თუ არა, და ამ მხრით აზრის ჩხრეკაში აღარავინ შედის.
კიდევ ვიტყვით, საქმე ის არის, რომ მხილება ავისა და ბოროტისა საფუძვლიანი და საბუთიანი იყოს და არა მოჭორილი, - და სამდურავისა, ან წყენის, ან შფოთის ატეხის შიშით ნურავინ გაიხეთქს გულს. განა არ ვიცით, მხილება არაფრად ეჭაშნიკება ავის მქნელსა, მაგრამ განა ეს საბუთია თვალი დავიბრმავოთ, ყურებში ბამბა დავიცოთ და ენა მოვიჭრათ, როცა იგი ავი ჩვენ თავში გვცემს, ჩვენს არარაობას ჩვენდა სამარცხვინოდ საქვეყნოდ ჰღაღადებს. რად უნდა გავუჩუმდეთ? აქაო-და თქვენს ხმის ამოღებას ჩვენი წყენა მოჰყვება, წყენას ჩვენი გაშფოთებაო, და ეროვნულ შფოთის ატეხა ეხლანდელ დროში საკადრისი არ არისო, ნუთუ მართლა ამ ლათაიებს უნდა შევუშინდეთ და ენაც არ დავძრათ ჩვენის საკუთარის ვინაობის სარჩლისა და პატრონობისათვის.
თქვენი წკიპურტიც-კი გვწყჯნსო და ჩვენს პანღურს-კი ნუ იწყენთო. რა ნაბიჭვრები ჩვენა ვართ ამ წუთისოფლისა, რომ ამას გვეუბნებიან, ამით გვითათბირებენ. რას გვიქვიან აქ ლიბერალობა, ან რეტროგრადობა, როცა ჩვენს ვინაობას, ჩვენს თავ-ბედს ასე აბიაბრუებენ და ძირიანად სთხრიან! მარტო მხდალი და ლაჩარი ამისთანა ლათაიებს მიზეზად დაიხვევს ხოლმე ხელზე, როცა სხვისა ნაფურთხს ხმაამოუღებლივ ლოკავს და სხვის ლანძღვა-თრევას ხმაამოუღებლივ იტანს, რომ მერე გაქცევა, უკუდომა და ხმაამოუღებლობა ლაჩრობაში არ ჩამომართვანო. ჯერ სამაგისოდ, ღვთის მადლით, არა გაგვჭირებია-რა: გული იმოდენად კიდევ შეგვრჩენია, იმოდენად კიდევ გვერჩის, რომ ჩვენს ვინაობას ვუპატრონოთ და ქართველობის სახელი სალანძღავ-სათრევად არ დავანებოთ არავის.
* * *
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
ქვათა ღაღადი
II
სომეხთა მეცნიერთა და მათთა ამქართა ოინები კარგა ხნის ამბავია. სხვა რომ არა ვთქვათ-რა, მთელი სამოცი წელიწადი მაინც არის მას აქეთ. ვამბობთ, მთელი სამოცი წელიწადია მას აქეთ, და ეს ისეთი მოკლე მანძილი არ არის, რომ არაფრად ჩაიგდოს და ანგარიშში მისაღები არ იყოს. მთელი სამოცი წელიწადია, რაც ერთი და იგივე ჭექა ქუხილი ერთისა და იმავე ტენდენციისა ჩვენს ვინაობას ერჩის და დღემუდამ უფრო მეტის კადნიერებით, უფრო მეტის გაბედვით, მეტის სილაღით ტყავს აძრობს და წარღვნას უქადის. მთელ ამ საკმაოდ ხანგრძლივ დრო-ჟამის სივრცეზე ერთი და იგივე ანდერძი საქმობს სისტემატიურად, გასისწვრიებულად, მტკიცედ, მედგრად და საოცარის დაჟინებით, ერთი და იგივე ლარია და ხაზი გაჭიმული, ვერ ვიტყვით დიდის ოსტატობით, მაგრამ დიდის კუდიანობით-კი, დიდის თვალთმაქცობით. საოცარი აქ კიდევ ის არის, რომ ეს სამოცის წლთს მთელი ხანა რუსის მწერლისაგან იწყება და რუსის მწერალივე თავდება. ამათ შუა მთელი მწკრივია სომეხთა მეცნიერმწიგნობრებისა ასე, რომ თავიდამ ბოლომდე ერთი ლარი გაჭიმოთ, სულ ყველას იგი ლარი მხარზე გადაუვლის, ასე მწყობრად მღაღადებელნი არიან ერთისა და იმავე განგებ აკვიატებულ აზრისა, თითქო ერთხორც და ერთსულ იყვნენ და ერთნაირად წინათვე გაჩარხულნი ერთისა და იმავ ანგარიშის ჩარხზე.
ჯერ კიდევ რუსის მწერალი სენკოვსკი, ბრამბეუსად ცნობილი, აი რასა სწერდა 1838 წელს2. ქართველებს ვახტანგ VI-მდე არა ჰქონიათ მატიანეო, თითონ ქართველები არც-კი არსებობდნენ მეთორმეტე საუკუნემდეო ქრისტეს შემდეგ; იბერთა სახელით ცნობილ იყვნენ სხვადასხვა თესლის მთიულნიო; მთელი ქვეყანა მტკვარს იქით, საცა ეხლა ტფილისია, და სხვა უფრო დიდი ნაწილი საქართველოსი - მუდამ და ყოველთვის ეკუთვნოდა სომხეთს და აქ მოსახლეობდნენ სომეხნი, მიდიელნი, მასაგეთნი ანუ ოსმალნი და რამდენიმე შტო ალბანელებისაო.
ამისთანა ტყუილი ღა გაცუღლუტებული ისტორია-გეოგრაფია ვისი უნარი უნდა იყოს? მართალია, სენკოვსკის დაწერილია, მაგრამ ნუთუ ეჭვია, რომ აქ სენკოვსკი ვიღაცას გაუბრიყვებია და იგი, როგორც ქვევრი, სხვის ჩაძახილს იმეორებს. ხომ აშკარაა, რომ ამისთანა ტყუილს სენკოვსკი არსაიდგან არ ამოიკითხავდა, რადგანაც ამისათვის საბუთი - მატიანე დედამიწის ზურგზე არ მოიპოვება და ეს ჭორი ამბადაც არავის გაუგონია. ვის რად უნდოდა იმის ქვეყანაზე მოფენა, რომ ქართველები მეთორმეტე საუკუნემდე არც-კი არსებობდნენ, რომ საქართველოში ქართველები არ იყვნენ და აქ მკვიდრობდნენ სომეხნი და სხვა მილეთის ხალხნი, ან დიдი ნაწილი საქართველოსი ტფილისითურთ მუდამ და ყოველთვის სომხებს ეკუთვნოდათო. ჭორი, მერე ამისთანა უეცარი, უმიზეზოდ და უანგარიშოდ არ გატყვრება ხოლმე.
მას აქეთ, რაც საქართველო შეუერთდა რუსებს, იმ დღემდე, რაც ეს უცნაური ჭორი გამოაცხო სენკოვსკიმ, სულ არ გასულა 37 წელიწადი და ნუთუ ამ შედარებით მოკლე ხანში ისტორია ისეთს ბნელში გაეხვია, რომ აღარავის ახსოვდა, - რუსეთს რა ქვეყანა შეუერთდა - საქართველო, თუ სომხეთი, ან ტფილისი ვისი სატახტო და დედაქალაქი იყო. თითონ სენკოვსკი პროფესორი იყო აღმოსავლეთის ენებისა, მწერალი და ჟურნალ-მეგაზეთე რუსეთისა, და ნუთუ დასაჯერია, რომ ეს, მისთვის თითქმის გუშინდელი ამბავი, არ იცოდა ისე, როგორც ნამდვილია! ნუთუ დასაჯერია, რომ სენკოვსკიმ ამბად მაინც არ გაიგო ასეთი რუსეთისათვის შესანიშნავი საისტორიო საქმე! ნუთუ მისს ყურამდე არ მიაღწია, - რუსეთმა ვისგან ვისი ქვეყანა მიიღო თვისღა მფარველობის ქვეშ! თუ ესეა, ვინ და რამ შეათითხნინა იგი უცნაური ისტორია და გეოგრაფია, რომელიც ზევით მოვიხსენიეთ?
აშკარაა, აქ მეცნიერულ სიყვარულსა და სულთასწრაფვას ადგილი არა აქვს, რადგანაც ჭორი აქ ცხადია და მეცნიერების მოყვარე ჭორების სურვილს არ დანებდება, არ წაეღებინება. აშკარაა, არც მეცნიერულ კვლევის წყურვილით აიხსნება ეს უცნაური ამოცანა, იმიტომ რომ ასეთი ისტორია, ასეთი გეოგრაფია - ნაკვლევი-კი არ არის, მოგონილია ცხადად, რადგანაც ამის საბუთს ვერსად ვერ იპოვიდა მკვლევარი. აშკარაა არც ქართველი ათქმნევინებდა ამას, აშკარაა - არც რუსი. განა რა ანგარიშია რუსისათვის ხმა დაეგდო, რომ ქვეყანა, ქართველებისაგან მიღებული, ქართველებისა-კი არ არის, სომხებისააო... მაშ ვინ? ყველამ იცის ცხონებული სენკოვსკი რა კაცი იყო.
რომ ამ განგებ მოგონილს ისტორიასა და გეოგრაფიას დამალული სათავე ვუპოვოთ და გავიგოთ ვისი ეშმაკობა უნდა იყოს ამისთანა ისრების სროლა, უნდა მშვილდი მოვნახოთ, ვის ხელში აღმოჩნდება. ის დღეა და ეს დღე, სომხის მწიგნობარნი იმის ცდასა და მეტყველებაში არიან, რომ საქართველო, რაც შეიძლება, ამიერკავკასიაში ავის თვალით დაანახვონ ქვეყანას, რაც შეიძლება მეტი წილი ჩამოათალონ და თვით მიითვისონ, რაც შეიძლება გაუუქმონ წარსულიც, შეუბღალონ აწმყოცა.
მაგალითებრ, ყველასაგან ცნობილია, რომ ჭოროხის ხეობა ძველად-ძველიდამვე შეადგენს ნაწილს ზემოქართლისას, საცა ბოლოს ხანებში სამცხე-საათაბაგო იყო. სომხის მწერლები-კი ემინი3, ხუდაბაშოვი4, ერიცოვი5 სწორედ ამ ადგილებს გვეცილებიან და ამტკიცებენ, რომ მტკვრის სათავის ადგილები, მთელი ჭოროხის ხეობა - დიდს სომხითს ეკუთვნოდნენო. თითქმის ერთის სახტომის ადგილს-ღა გვარჩენენ. ამ მოწყალებისათვისაც მადლობელნი ვართ, მაგრამ იმას რაღას ეუბნებიან, რომ მთელ იმ ადგილებს, რომელსაც გვედავებიან, ქრისტეს წინა ხანებიდამ დღევანდლამდე ქართული სახელები შერჩენია. მაგალითებრ, ჭოროხის ხეობაში: კლარჯეთი, ლიგანისხევი, ტაოს-კარი, შავშეთი, აჭარა და მტკვრის სათავეში: კოლა, არტაანი, ერუშეთი, სამცხე და ჯავახეთი. ამ ადგილებში მეშვიდე თუ მერვე საუკუნიდამ მეთოთხმეტე საუკუნემდე ქართველებს ტაძრები და მონასტრები უშენებიათ, რომელნიც დღესაც არიან, მაგალითებრ, კოლაში - დადეშისა, არტაანში - ნაქალაქევისა, სამცხეში - აწყურისა, ზარზმისა, საფარისა, ჯავახეთში - წყაროსთავისა, შავშეთში - ტბეთისა, კლარჯეთში - ხახულისა, აჭარაში - სხალტბისა და სხვანი და სხვანი.
ვთქვათ, ეს აშკარა და უტყუარი ღაღადი ადგილების სახელებისა, მონასტრების და ტაძრების ზედ წარწერებისა - ეს მართლადა ქვების პირდაპირი და უკუუთქმელი მოწმობა „ჩოტკში“ ჩასაგდები არ არის, ვთქვათ ყოველივე ეს საბუთად მოსატანი არ არის. ევროპელ მეცნიერს სენ-მარტენს რაღას ეტყვიან, იმ სენ-მარტენს, რომელიც ცნობილია ვითარცა კაცი უფრო მწყალობელი სომხებისა, ვიდრე ქართველებისა, და რომელიც ხშირად მოჰყავთ სომეხთა მწიგნობართ, როცა ქართველების ავად ხსენება და სახელის გატეხა სურთ იმისის მოწმობითა. ეს ამისთანა სომეხთა მომხრე კაციც-კი ამტყუნებს, ამ შემთხვევაში სომეხთა მწიგნობართა და ამტკიცებს, რომ იგი სერი მთებისა, რომელიც ჭოროხისა, მტკვრისა, ეფრატისა და არაქსის წყალთგამყრელია, მუდამა საზღვარი იყო ქართველთა და სომეხთ შორისაო. ამ სახით ჭოროხის ხეობასა და მტკვრის სათავეებში სულ მთლად ხელს აბანინებს სომხებსა.
ყოველ ამისდა მიუხედავად, სომხების მწიგნობარნი მაინც თავისას იძახიან და ბინას იკეთებენ იქ, საცა არა ჰქონიათ. განა აშკარა არ არის, რომ ამ ცუღლუტურ მეცნიერობით სწადიათ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ისტორიული უფლება მიუძღვით ამ ადგილებში ბინის დადებისა... ჩვენ არც იმისთვის გავაბით ეს ლაპარაკი, რომ ჩვენი აზრი ამ საგანზე გადაწყვეტილად მიგვეჩნია. იქნება სომეხთა მეცნიერთა სიზმარნი ცხადნი იყვნენ, იქნება იგი ქვეყნები მართლა იმათი კუთვნილია. ჩვენ მხოლოდ ის გვინდოდა გვეთქვა - რა ხერხით და ოინბაზობით იქცევიან სომეხთა მეცნიერნი, რომ თავისი გაიყვანონ, ისინი ამ შემთხვევაში არაფერს თაკილობენ, თავისას რომ ამბობენ - სხვისას მალავენ. მთელი ეს ერიცოვები, ხუდაბაშოვები, ემინები და სხვანი ამისთანები რომ გადასინჯოთ, დაინახავთ, რომ თავიანთი ნათქვამი და ნაკვლევი ბაჯაღლო ოქროდ მიაჩნიათ და სხვისა-კი, თუ ანგარიშში არ მოსდით, ერთ ყალბ ფლურადაც არა.
იგი გუნდი სომხებისა, რომლის მედაფე-მეზურნედ მათნი მწიგნობარნი არიან, ამ თვალთმაქცობას არა კმარობს, არა სჯერდება: მისთვის ცოტაა სხვისა მართალი მალოს, თვისი ტყუილი აყვიროს. ამ გუნდმა კარგად იცის, რომ საბუთი, რაც გინდ დამალო, დღესა თუ ხვალე გამომჟღავნდება და თავისას გაიტანს. საქმე საბუთის გაბათილებაა, ან წაშლა, ან ჩაფხეკ-ამოფხეკა, ან გადაკეთება სათავისოდ.
რომ არც ამისთანა ოინები დაეფიცებათ სომეხთა მწიგნობარ-მეცნიერებს, ესეც ცხადია. რადგანაც დრო იქნება, როცა ისტორიული ნაშთები და სახსოვრები თავისას იტყვიან, - ვისა სჭერია და ვის უჭირავს ეს ადგილები, და რადგანაც ქვანი, მრავალნი შენობანი, ტაძრები, მონასტრები იღაღადებდნენ, რომ ძველისძველად ამ ადგილებში ქართველები ყოფილან, რა თქმა უნდა, საჭიროა ამ უტყუარს მოწმეს ქართველებისას ხმა ჩააწყვეტინონ, ხმა არ ამოაღებინონ. ამისათვის ერთი თქვენი მოსაწონებელი ხერხი უხმარიათ: აუღიათ და, საცა შესძლებიათ და მოუნელებიათ, წაუშლიათ ყოველივე კვალი.
ამისი მოხერხება ძნელი არ არის, ოღონდ ხალისი იყოს და ნამუსი ნებას იძლეოდეს, დღეს ისეთი დღეა, ოღონდ-კი ფონს გახვიდე, შენ შენი გაიყვანო, და მოტყუებით იქნება, თაღლითობით, თუ ოინბაზობით, ამას ვიღა იკითხავს. დღეს ჭკუის საწყაოდ ასეთის საქციელით გამარჯვებაა. არა ერთი და ორი მაგალითია იმისი, რომ ცდილან ნიშანი ქართველობისა დაუკარგონ ძველს შენობას, ტაძარს თუ მონასტერს, ამოფხიკონ ქვაზე ნაწერი ქართული, ან წაშალონ, ან მთელი ნაჭერი ქვა შენობიდან ამოიღონ და მის მაგიერ სხვა ჩასვან სომხურის წარწერითა. არა ერთი და ორი მაგალითია ამისთანა ოინისა და ოდესღაც გამოცხადებული იყო აქაურ ქართულ და რუსულ გაზეთებშიც.
სხვათა შორის განსვენებული დ. ბაქრაძე მოგვითხრობს ერთს ამისთანა მაგალითს, რომელიც გვანიშნებს ამ მშვენიერს უნარს სომხების ერთგვარ გუნდისა. ართვინში ერთი დიდი ეკკლესიაა თურმე ძველისძველი. იქაურს სომხობას მოუწადინებია მზამზარეულად ამ ეკლესიის დაჩემება. მანამ დაიჩემებდნენ, ბერძნები შესცილებიან, - ეგ ეკლესია ძველთაგანვე ქართველებისა ყოფილა, მაშასადამე, ჩვენთვის, ვითარცა მართლმადიდებლებისათვის, უფრო უპრიანიაო. ამ ეკლესიას მართლმადიდებლობის ნიშნად ზედა ჰქონია ქვა ქართულის წარწერითა. სომხებს აღარც უციებიაო, აღარც უცხელებიათ, აუღიათ და იგი ქვა სადღაც წაუბრძანებიათ და მიუმალავთ. ამ გზით იგი ეკლესია მართლმადიდებელთათვის ხელადამ გამოუტაცნიათ და დღეს სომხებს დაუჩემებიათ6. განა ამისთანა ოინი ფიქრად მოუვა უბრალო სომეხს კაცსა? თუნდაც საქმე უბრალო კაცისა იყოს, შთაგონება და წაქეზება ამისთანებში, აშკარაა, გაბრძნობილის მეცნიერისაგან არის. ამიტომაც საბუთი გვაქვს, ეს უკადრისი საქციელი, და ყოველი სხვა ამისთანა, სომეხთ-მწიგნობართა მანქანების მივაწეროთ და არა მთელს ერს სომხისას.
ჩვენ თავისს ადგილას ამის შემდეგაც მოვიყვანთ მაგალითებს, რომ სომეხთა მწიგნობარნი ამისთანა საქციელს არა თაკილობენ და წაშლა, გაბათილება, ან გადაკეთება საბუთებისა იმათი ხელობაა. ეხლა-კი ვიტყვით, რომ ამრიგად ქართველის სახელის აღმოფხვრას ამიერკავკასიაში და ქართველის საისტორიო სახსოვრების გარდაქმნას სომხურად - საკმარისად არა ჰხადიან. ტაძარ-მონასტრებისა აა ქვების გარდა, სხვა მოწამენიც არიან ქართველობის მღაღადებელნი ამიერკავკასიაში. ამისთანა მოწამენი მატიანენი და ქრონიკებია, მეცნიერთაგან გამოძიებულნი, და ვითარცა ისტორიულნი საბუთნი პირში უდგანან სომეხთა მწიგნობართა, თუ ხელს გაიწვდიან, რომ არწივის ნაბუდარზე წიწილები ზარდონ. სომეხთა მწიგნობართა კარგად იციან, რომ თუ ეს ისტორიული საბუთები არ გააქარწყლეს, ბევრს არაფერს გახდებიან საქართველოში. რა თქმა უნდა, ახლა აქედამ მოგვიარეს.
მათი პროფესორი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 578
წევრი No.: 81046
რეგისტრ.: 1-January 09
#12482186
· 3 Feb 2009, 23:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
ქვათა ღაღადი
III
რაცა ვთქვით, ეს არ გვაკმარა პატკანოვმა და, სწორედ მოგახსენოთ, არც სომეხთა მწიგნობართაგან ერთხელ და ერთხელ დადგენილი პროგრამა იქნებოდა აღსრულებული, რომ მარტო ამაზე გაჩერებულიყო მათი ბაირაღტარი. ქართველებს რომ ისტორიული ქრონიკები არა აქვთ, ეს კიდევ დიდი უკადრისობა არ არის და ავზნეობას ერისას არ მოასწავებს. საქმე ის არის, ზოგიერთს უცხოელს ქართველები გულკეთილ ერად მიაჩნიათ, კარგის გულისანი არიანო, შესახვედრად საყვარელნი, სასიამოვნონი, თავაზიანები. მართლა ესენი ვართ თუ არა - ამისი თქმა ჩვენი საქმე არ არის. თითქო სომეხთა მეცნიერთ ესეც-კი შურთ ჩვენთვის, თითქო უფიქრიათ, რა საჭიროა ჩვენთვის, რომ უცხოელებმა ასეთის კარგის თვალით უყურონ ქართველებსა, მოდი აქაც ხელი შევუშალოთო. ვინ მოგახსენათ, რომ ქართველები გულკეთილები არიანო, თითქო იძახის პროფესორი პატკანოვი, როცა გვწამებს ფანატიკოსობას. დიაღ, იგი ეფიცება ქცეყანას, რომ ქართველები ფანატიკოსები არიანო, ესე იგი სხვა უცხო კაცისა და რჯულის მიუკარებელნი, შეუწყნარებელნი და მდევნელნიო. ამის საბუთად ერთი რაღაც ზღაპარი მოჰყავს თამარ დედოფლის დროინდელი. ფანატიკოსობა, რასაკვირველია, სიბრიყვისა და გონებადახშულობის ავზნეობაა და ამ სიკეთეს როგორ დაიშურებდა ჩვენთვის სომეხთა მეცნიერი.
იქნება, მართლა, ავზნენი, გულღვარძლიანები ვიყვნეთ, ფანატიკოსობა გვჭირდეს, - ჩვენ არც ამაში გამოვეკიდებით. ხოლო რაკი სომეხს პროფესორს ჩვენთვის ფანატიკოსობა შეუწამებია, აშკარაა იმ აზრით იქცევა ასე, რომ სომეხს ამისთანებში ხელს აბანინებს, მითამდა ქართველები არიან ასეთნი ბრიყვნი და ავის ზნისანი და სომხები-კი არაო. ვნახოთ ასეა, თუ აქაც რაღაც ოსტატობაა და თვალთმაქცობა სწავლულისა.
როცა ქალკიდონის მსოფლიო კრებულს (596 წ.) ემოწმა ქართველობა და ამით სარწმუნოებით ერთმანეთს დაშორდნენ ქართველები და სომხები, სომხებმა ცალკე კრება მოახდინეს დვინს და დაადგინეს განაჩენი. ამ განაჩენის ძალით სომეხთა მაშინდელმა პატრიარქმა აბრამმა ასე შეაჩვენა და კრულვა-წყევლას მისცა ქართველობა: „ჩვენ დავწყევლეთ და პირქვე დავამხეთ ქართველთა კათალიკოსი კირიონი და ქართველებზე ვბრძანებთ, რომ სომხებმა ამის შემდეგ არ იქონიონ არავითარი მისვლა-მოსვლა ქართველებთან, არავითარი ურთიერთობა, არც ლოცვითა, არც ჭამა-სმითა, არც მეგობრობითა და არც შვილების აღზრდითა. არ გაბედონ წასვლა სალოცავად არც სახელ გათქმულ მცხეთის ჯვარისა, არც მანგლისის ჯვარისა, არ მისცენ ნება სიარულისა ჩვენს ეკლესიებში, ერიდნენ იმათთან დამოკიდებულებას ცოლ-ქმრობისას, ნება ეძლევათ მხოლოდ აღებმიცემობა იქონიონ, როგორც ურიებთან. ვინც ამ ბრძანებას გადავა, წყეულიმცა არს იგი სულითა და ხორცითა და ყოვლის ცხოვრებითა“.
ამას მოგვითხრობს სომხის ისტორიკოსი კაღანკატვაცი. ისტორია მისი მეცხრე საუკუნეს ეკუთვნის და თვით პატკანოვს რუსულად გადაუთარგმნია. ეს მაღალ ზნეობის და კაცთმოყვარეობის მომასწავებელი განაჩენი შიგ ამ ისტორიაშია ჩართული. სართი დასწრებისააო, სწორედ ამას ჰქვიან, ამაზე უდიდესი ფანატიკოსობა არა გვგონია სხვა იყოს სადმე. ამ სახელოვანის განაჩენის პატრონს განა ხმაღა ამოეღებოდა ჩვენს ფანატიკოსობაზე, რომ ქვეყანაზე გამკითხავი ვინმე იყოს! რატომ აგრე საქებურად გაუჩუმდა ამისთანა წრეს გადასულს ფანატიკოსობას, რაკი აქამდე მიიყვანა საუბარი.
განა მართალი არ არის ყოველ ამის შემდეგ დ. ბაქრაძე, როცა პატკანოვზე ამბობს: „პატკანოვი უკვე დასკვნილს ქართულს აზრს ან უჩუმდება, ან თუ იგი მოჰყავს, მოჰყავს გადასხვაფერებით, იმგვარად, რომ ბინდი მიჰფინოს მის წინააღმდეგ აზრს, ქართულ ისტორიის წყაროს, თვით ჩვენთა წინაპართა ხასიათს“. თუ ამისთანა ოინებსა და თვალთმაქცობას კადრულობენ და არა თაკილობენ სომეხთა ქებულნი და თავმოსაწონებელნი პროფესორნი, რაღა უნდა მოვთხოვოთ სხვა სომხებს, რომელთაც ცარიელ დიპლომებით თავი მოაქვთ, ქადულობენ და ყურებს გვიჭედავენ.
ამ სახით, კადნიერმა პროფესორმა ხომ თავზე დაგვახია ჩვენი „ქართლის ცხოვრება“, ხომ სახელი ჩვენი ცოტად თუ ბევრად შეგვილახა მით, რომ ქვეყანას აუწყა, ვითომც უსწავლელი და უმეცარი, ესე იგი უკანასკნელი სომეხი მაშინაც-კი უპირველესი და წინწასული ყოფილა ქართველებზე, როცა ქართველების ოქროს დრო იყო, ხომ ფანატიკოსობაც შეგვწამა, - ახლა სხვა გზიდამ მოგვიარა. სული ხომ ვითომც ამოგვხადა, ახლა ხორცის გლეჯასაც მიჰყო ხელი. ამ მხრითაც რომ ლახტი არ შემოექნია, ერთსა და უკანასკნელ საგანს სომეხთა მწიგნობრების პროგრამისას უღალატებდა და ამის ჯავრსა და ცოდვას რად გაიყოლებდა.
ისტორიულ ჭეშმარიტებად ცნობილია, რომ ეგვიპტელთა „მუშენი“, დაბადების „მოსოხნი“ ანუ „მოსხნი“, ახლანდელნი „მესხნი“, ჰეროდოტის „ტიბარენნი“, სტრაბონის „ტიბერნი“ და „კოლხნი“ შეადგენდნენ ქართველ ნათესაობის ერსა. რადგანაც ისიც ჭეშმარიტებად ცნობილია, რომ ძველისძველად ამ ქართველ ნათესაობას სჭერია მთელი სივრცე ღალისის მდინარისგან მცირე აზიაში - შავის ზღვის პირამდე და მთელი აღმოსავლეთი მხარე ამ ზღვისა, აგრეთვე იგი ადგილები, რომელნიც მტკვარსა და არაქსს შუა მდებარეობენ, აშკარაა, რომ ვისაც ამ ადგილებში დაჩემება რამ უნდა, ან ქართველის კუთვნილების გაუქმება, - მოუნდება დაამტკიცოს, რომ ზემო დასახელებულნი ერნი ქართველთა ნათესაობისა არც იყვნენ და არც არიან. სწორედ ასე მოიქცა ჩვენი გულადი პროფესორი და გვეფიცება, რომ „მოსხები და კოლხები“ ქართველის ნათესაობისანი არ არიანო, და არავითარს საბუთს ამისას არ იძლევა-კი ეს საოცარი მოფიცარი. ბალღო, რადა სტირიო? გამიდის და ვტირიო, სწორედ ეს არის.
ამგვარათვე ხელს იწვდის ტაოსკარზე, ეხლანდელ ჭოროხის ხეობაზე, იმისდა მიუხედავად, რომ უცხო ერის მემატიანენი, მაგალითებრ კონსტანტინე პორფიროგენი (911-959 წ.) იმოწმება, რომ მეათე საუკუნეზე წინათ ქართველთ ბაგრატიდთა ეჭირათ ჭოროხის ხეობა და აქედამ დაიპყრეს თვით არზრუმი და სხვა ნაწილები სომხეთისაო. თუნდ ესეც არ იყოს, მთელი ჭოროხის ხეობა, როგორც უკვე ვთქვით, სავსეა ქართულის ეკლესიებითა და მონასტრებითა ქართულისავე ზედ წარწერებითა და ზოგნი ამათგანი ეკუთვნიან მერვე-მეცხრე საუკუნეს. ყველა ეს უტყუარნი მოწამენი თვით სომხის ვარდაპეტის სარგისიანისაგან არიან წერილნი, ბროსსესაგან განხილულნი და აკადემიის მემუარებში დაბეჭდილნი. თვით ეს სარგისიანი, რომელსაც 1843-1853 წ. დაუვლია ჭოროხის ხეობა, მწუხარებით ამბობს, რომ ღონისძიება არა მქონდა გადმომეღო იგი მრავალი ქართული ზედწარწერანი, რომელნიც მე იქა ვნახეო. აბიხი, ხანიკოვი და თვით იგი კოხი, რომელიც ერთს შემთხვევაში პატკანოვმა იმოწმა, ამასვე მოგვითხრობენ.
ესეა თუ ისე, პატკანოვი უფრო შორს მიდის ამაზე, და რაკი სხვისის დაჩემების გზაზე დაექანა, თავს ვეღარ იმაგრებს და ჭანეთსაც, მოსე ხორენელის „ჭანივ“-ს, ესე იგი „ქალდეას“, ხელი წაატანა, - „ქალდეა“ შეადგენდა ნაწილს სომხეთის სამეფოსასაო. როდის და სად არის ამისი ისტორიული საბუთიო? - ეკითხება ამ გათამამებულსა და მადაგახსნილს სომხის პროფესორს დ. ბაქრაძე. მართალიც არის. თუ მოსე ხორენელი სწერს, რომ იმ ადგილებში, რომელსაც „ქალდეა“ ერქვა, ჯერ თითქმის ორი ათასის წლის წინათ სომხები იყვნენო, ეხლა ხომ ყველამ იცის, რომ ეს აშკარა ტყუილია. ისიც ეხლა ყველამ იცის, რომ სომეხთა მეისტორიეთა მამამთავარი მოსე ხორენელი ისე სარწმუნო და საქებ-სადიდებელი არ არის, როგორც სომხებსა ჰგონიათ.
ლენორმანი, ეს ყველასაგან დიდ სწავლულად მიჩნეული კაცი, აი რას ამბობს: „შეურყეველ ჭეშმარიტებად უნდა მივიღოთ, რომ სომხებს არ აბადიათ არარიგი ნაციონალური გადმოცემა პირველ ტიგრანამდე, რომელიც კიროსის თანამედროვე იყო. რაც-კი შეეხება ამაზე წინა დროს, ყველა მოთხრობა სომეხთა მწერლებისა მომდინარეობს მოსე ხორენელის წიგნისაგან, და ეს წიგნიც, როგორც თვით ხორენელისაგანაც სჩანს, არის უბრალო ასლი (კოპიო) მარაბაზ კატინის ცრუსიტყვაობისა, კომპილაციისა. ეს ბატონი კატინა ცხოვრობდა ქრისტიანობის პირველ საუკუნეს, ადგა ლიტერატორობის ხელობას, ეკუთვნოდა ედესის სკოლას და ამან შეადგინა კომპილაცია, საცა სიმართლეზე მეტი სიცრუე შეიტანა და სულ ეს ააშენა კტეზიის ქრონოლოგიურ სისტემის მსგავსად და, სხვაც რომ არა იყოს-რა, მარტო ამ სისტემის მიბაძვას უნდა გაეფუჭებინა საქმე, გაეშორებინა ჭეშმარიტებისაგან. გულუბრალო მკითხველის მოსატყუებლად კატინამ ეს ხერხიც მოიხმარა, რომ თავისი კომპილაცია მიაწერა ალექსანდრე მაკედონელის დროს. კატინის დროს ამისთანა ხერხიანობა ძალიან გავრცლებული იყო და ამ გვარის ყალბის წერილებით, ფალსიფიკაციებით მოჰფინეს მთელი ქვეყანა“ 12.
ჩვენ ეს ლენორმანის საბუთიანი აზრი იმისთვის არ მოგვყავს აქ, რომ მოსე ხორენელი შევუბღალოთ მის პატრონებსა. აქედამ ერთი იმისთანა ოინი გამოიჩეკა მერე, რომ ერთი მაგალითი კიდევ მოგვეცა გავითვალწინოთ უტყუარად, - რა საქებური და სამამაცონი ზნენი სჭირვებიათ სომეხთა მწიგნობართა საერთოდ და მათ ბაირახტარს პატკანოვს საკუთრივ. ლენორმანმა ეს თავისი და ეხლა ყველასაგან მიღებული აზრი მოსე ხორენელზე 1871 წელს გამოაცხადა. რა თქმა უნდა, ვერაფრად იამებოდათ ეს ამბავი მოსე ხორენელის მაქებარ-მადიდებელთა. განა რა უნდა ექმნათ? ქონდრის კაცი ხომ ვერ შეეჭიდებოდა იმისთანა გოლიათს მეცნიერებისას, როგორიც ლენორმანია. ან რომ გაეხედნა კიდეც, რას გაიტანდა. როგორ უშველა პატკანოვმა თავს? აი ძაღლის კუდი სადა მარხია. გამოვიდა, რომ ეს საბძელი ხომ იწვის, ბარემ ხელები მაინც გავითბოო, და გაითბო კიდეც.
პატკანოვმა ყური მოიყრუა, თითქო არც სადმე ლენორმანია და არც მის მიერ ნათლად გამორკვეული აზრი: აიღო და კარგა ხანს შემდეგ, როცა უკვე ლენორმანის აზრი გამორკვეული იყო, შეუდგა ვითომდა თავისის საკუთარის თაოსნობით მოსე ხორენელის ავისა და კარგის ჩხრეკასა, ვითომ თითონ გამოიძია, თავისს კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა, - ვითომ თითონ მიაგნო, რაც უკვე მიგნებული იყო სხვისაგან, და ლენორმანის გამონაკვლევი თავისის სახელით გაასაღა. ამ რიგად უკვე აღმოჩენილი ამერიკა აღმოაჩინა და დოინჯი შემოიყარა თავმოწონებისა. როგორ მოგწონთ ამისთანა საქციელი? თქვენ თუ არ მოგწონთ, აბა ყური დაუგდეთ პატკანოვის ამქრის მწიგნობართა, რას ამბობენ ამ სხვისის ღვაწლის დამჩემებელსა და სხვის ნაცვამით დოინჯშემოყრილ პროფესორზე: „ყველაზე უდიდესი (капитальный) საისტორიო ღვაწლი პატკანოვისა“ სწორედ ეს ღვაწლი არისო13. აკი „კაცსა მართალს, თუ მტყუანსა, კაცნივე შეატყობენო“. მიუქარავს ამ ანდაზის მთქმელსა.
თუ მართლა „ყველაზე უდიდესი საისტორიო ღვაწლი“ ესა ყოფილა პატკანოვისა, სხვა უმცირესი რაღა უნდა იყოს? ეს სხვა მეცნიერსა ვკითხოთ, სახელდობრ ბ-ნ მარს, ახლანდელს სომხების პროფესორს პეტერბურგის უნივერსიტეტში. მე პატკანოვის შეგირდი ვარო, იძახის თავმოწონებით ბ-ნი მარი. მწურთვნელის კარგად ხსენება მადლობელის გაწურთვნილისაგან მოსაწონია, მაგრამ ესეც-კი ურიგოდ არ არის ნათქვამი: „ცემა გმართებს გამზრდელისა, თუ ყრმა ჰნახო ავად ზრდილი“.
ბ-ნი მარი, თუმცა პატკანოვისამებრ ოინებში ჯერ თავი არ უჩენია და ღმერთმაც ნუ ჰქმნას, რომ იჩინოს, - სხვაფრივ-კი იმის გზაზე დამდგარა და დიდის რიხით იჭიმება, თითქო მაღლა ფრინველს არ გადაიფრენს და დაბლა ჭინჭველას არ გაიტარებსო. ერთი აკაკისთან მისი საუბარი გადაათვალიერეთ და დაინახავთ, რარიგად იბღინძება თავისის მეცნიერებით, რარიგად იბერება, რა სხვილ-სხვილად იხარჯება, რა დიდ-დიდ სწავლულებში თავსა სდებს. ამ ბოლოს დროს ბ-ნმა გოლმსტრემმა14 ამომავალ მნათობად დაგვისახა მეცნიერების ცაზე და ამას იქით, უყურეთ, ცას ქუდად აღარ მიიჩნევს და დედამიწას ქალამნადა. თუმცა ეს როგორღაცა ჰგავს, კუმ ფეხი გამოჰყო, მეც ნახირ-ნახირო, მაგრამ ჩვენ რა გვენაღვლება? ჩვენ რა საქმე გვაქვს? კუმ თავისი იცოდეს, ჩვენ - ჩვენი.
თუ რამე კულტურის ნასახი გააჩნიათ ქართველებსაო, თითქმის სულ სომხების მოწყალებითაო15, სომხების კულტურა რომ უარ-ჰყონ, ნახევარი კულტურა ქართველებისა თქვენს ჭირს წაიღებსო, ამბობს ეს ახლად ამომავალი მნათობი მეცნიერებისა. იქნება ესეც იყოს, არც აქ ავუხირდებით, იმიტომ რომ ჩვენ სახეში სულაც არა გვაქვს ვიძიოთ, ქართველი სჯობია სომეხს, თუ სომეხი - ქართველს, ამაებზე საუბარი ბრიყვის საქმეა და ჩვენ შორს ვუვლით ამისთანა აბდაუბდას. ჩვენ მარტო ამას ვჩივით, - როცა იმისთანა მეცნიერნი, როგორც ბ-ნი მარია, ამისთანებს იღაღადებენ, საბუთი მაინც უნდა დაგვანახვონ.
ბ-ნი მარი ჩვენს ენასაც კი სწვდა თავისის ბასრის ხმალითა. ენის მრავალსიტყვაობა ერის მრავალ აზროვნობას მოასწავებს, და როცა ისტორია ორს ენას ერთმანეთს მოახვედრებს, უფრო სუსტი და უძლური ენა ზედ-იჩნევს გავლენას უფრო წინწასულ და უფრო კულტუროვან ენისა.
ნუთუ ამ აზრით, ამ განზრახვით ბ-ნი მარი გვიცხადებს, რომ ქართულმა ბევრი სიტყვა სომხურისა მიითვისაო და ამით შორიდამ გვანიშნებს, - აი ერთი საბუთიც სომხების კულტურისა და ამ კულტურის ზედგავლენისა ქართველებზეო.
„ბანაკი, მუშაკი, სპეტაკი, ჟამი, ქალაქი, სენაკი, კარგი, წესი, მატიანე, პატივი, ჭეშმარიტი“ და ბევრი სხვა სულ სომხური სიტყვებია ქართულში გადატანილიო16. ესეც იქნება მართალი იყოს, ხოლო ჯერ კიდევ ღმერთმა იცის - ეს სიტყვები სომხებისაგან მიუღიათ ქართველებს, თუ ქართველებისაგან სომხებს. ჩვენ აქ არც ერთის დამტკიცება გვინდა, არც მეორისა, ხოლო გვიკვირს ასე გადაწყვეტილად ლაპარაკი იქ, საცა არავინ იცის, ჯერ რა გამოვა რისაგან, და ბ-ნმა მარმა რად ინება ასეთი ლაპარაკი?
პირიქით, თუ ლენორმანი სარწმუნო სწავლულია, თუ შეურყეველ ავტორიტეტად ცნობილია ამისთანებში დიდქებული, ლენორმანის სიტყვით, ლინგვისტი ეჟენ ბიურნუფი, რატომ ბ-ნმა მარმა ამათ მაინც ყური არ ათხოვა, თუ დასაჯერად არა, ეჭვის გასაჩენად მაინც.
ლენორმანი ამბობს, - „სრულიად შესაწყნარებელია, რომ დიდი ნაწილი ამ (ქართულის) სიტყვებისა ეკუთვნის სპარსულს ენას და ქართულში შემოსულია შედარებით ახალ დროს არა საჭიროების ძალდატანებით, არამედ ისტორიის მოქმედებით. დანარჩენი ნაწილი-კი ქართულ სიტყვებისა უძველესის დროებისანი და ზედმიწევნით ქართულის თვისებისანი არიან, როგორც ეს დაამტკიცა ჩვენმა დიდებულმა ლინგვისტმა ეჟენ ბიურნუფმაო“.
უძველესნი დრონი ქართველობისა და მათის კულტურისა ასურელ ლურსმულ ნაწერებშია მოხსენებული ჯერ კიდევ 1300 წელს ქრისტეს წინათ, როგორც ამას მერე უფრო ცხადად დავინახავთ, და სომხების ხსენება მეშვიდე საუკუნის დასასრულამდე ქრისტეს წინათ არც კი იყო. მაშ უფრო საგულვებელი არ არის, რომ სომხებს ქართველებისაგან შეევსოთ თავისი სიტყვა-ნაკლულევანება, რაკი ამ საგანზე მივარდა საუბარი?
თუნდ ესეც არ იყოს, თუნდ ყოველივე ეს სამაცდურო საგულებელიც იყოს და სხვა რამ ნიშანწყალი საბუთისა არა გააჩნდეთ-რა, სწავლული გატერიასი, მცოდნე ქართულ-სომხურისა, ხომ ცრუმეტყველი მეცნიერი არ არის. ამანაც-კი გამოსთქვა, რომ სომხურ ენის შინაგან თვისებას ნათლად ვერ მივუხვდი, მინამ ქართული ენა არ ვისწავლეო, რადგანაც სომხურის ენის ბევრი ძირკვები წმინდა ქართულ ელემენტისაგან აწარმოებენო და უქართულოდ იმათი ახსნა შეუძლებელიაო. ლენორმანის და რაულსონის თქმული, რომ სომხების არმენიაში შემოსევამ (მეშვიდე საუკუნის დასასრულს) ბევრი ალაროდიული (ქართული) ჩანთქაო, საბუთს უმატებს გატერიასის ნათქვამს და ამების გამო ბ-ნ მარს ეჭვი მაინც უნდა შეჰპარვოდა, და არა ბრძანება გაეცა, ასე იყოს, როგორც მე მიამება და როგორც გაწურთვნილი ვარ ჩემის მწურთვნელისაგანაო.
მთელს ამ საუბარს ბ-ნ მარისას ერთ ქრთილადაც არ ვიყიდით. ენის გამდიდრება სხვისა სიტყვებითა ერს არ დაამდაბლებს, თუ არ აამაღლებს. რუსული очаг და ჩვენებური „ოჯახი“ მონღოლური სიტყვაა, башка თათრულია, თუ სპარსული, სიტყვისამ „ბაშ“, сакля - „სახლი“ ქართულია, религiя, профессiя, поэзiа, литература და ათასი სხვა მაგისთანა, სულ სხვა ენის სიტყვებია, - და ამით მითამ რაო? ინგლისის ენაში თითქმის ნახევარი სიტყვები ფრანგულია, მოდით და წინ გადაუდგეს ან ენაწმინდა ქართველი, ან ენაწმინდა სომეხი და დაეჟინოს, - ჩვენ გჯობივართო. მართალია, ბ-ნს მარს მიზეზი სხვამ მისცა ამების ლაპარაკისა, მაგრამ უნდა სცოდნოდა, რომ ამაებზე საუბარი წყლის ნაყვაა და სხვა არაფერი. ბ-ნი მარი სხვაფრივაც ირჯება, თითქო ჩვენზე გულმოსულია და ჯავრს იყრის. კარგა ხანია, რაც დაიქადა, რომ დამაცადეთ, ეგ თქვენი რაღაც „ვეფხის-ტყაოსანია“, - სულ თავზე დაგიფხრეწთო, ინგლისში ერთი მანუსკრიპტი მეგულება, იმას ვიპოვი და დაგიმტკიცებთ, რომ იქიდამ არის ეგ ნათარგმნი, ან გადმოღებულიო, ვაი ჩვენო თავმოსაწონებელო რუსთაველო! თურმე ქურდი ყოფილხარ და სომეხთა მეცნიერთამებრ სხვისი შენად გაგისაღებია! ჩვენ-კი რა დიდებულ კაცად მიგიჩნიეთ, შენს სახელს შევხაროდით! ბ-ნი მარი, რომელიც ვითარცა დიდგულა მეცნიერი, შუბლზე ბუზსაც არ ისვამს, უბრალო სიკვდილის შვილი ხომ არ არის, ტყუილად დაიქადოს რამ და არ იცოდეს, რომ „ისარი და პირით სიტყვა, რა გასტყორცნო, არ მობრუნდეს“. დაიქადა და აკი... აი ის დღეა და ეს დღე, მას აქეთ შვიდი-რვა, თუ არ მეტი, წელიწადი გავიდა, - მაგრამ ქადილი ქადილად დარჩა. ბ-ნმა მარმა კარგად იცის, რა განძია ჩვენთვის „ვეფხის-ტყაოსანი“ კარგად იცის, - რა ბურჯია იგი ჩვენის თავმოწონებისათვის, ქვეყნად ხმის ამოღებისათვის. მაშასადამე, თუ თავში დასაცხები ვისმე რამე უნდა, უკეთესი იქნება აქედამ დაგვცხოს, აქედამ შეგვინგრიოს ციხე-სიმაგრე ჩვენის სახელისა და თავმოწონებისა, თუ არ ამან, სხვა რა გულთა ძვრამ უნდა აგვიხსნას ეს ამისთანა თავდაუჭერავი მუქარა და ქადები მეცნიერისა, ფსიქოლოგიურად რომ ჩავუკვირდეთ?
რა საკადრისია, კაცს ჯერ საბუთი არ ენახოს, არ გაეჩხრიკოს და არც იცოდეს, მართლა ამისთანა საბუთი არის სადმე თუ არა, აიღოს და მთელს ერს შეუგინოს მისი სამართლიანად სახელოვანი კაცი, შეუბღალოს იგი თითქმის წმიდათაწმიდა, რომელსაც შვიდას-რვაასი წელიწადია განუწყვეტლად შესტრფის და შეხარის, შეურყიოს ძირი იმ დიდებულს სახსოვარს, რომელსაც მთელმა ერმავე შიგ ჩაატანა თავისი ცრემლი და თავისი სიხარული, შიგ ჩაახვია თავისი სული და გული, შიგ ჩააწნა თვისი უკეთესნი ფიქრნი, ზრახვანი, გრძნობანი!.. რა საკადრისია! კიდევ ვიტყვით: ამისი საბუთი რომ ხელში ჰქონოდა, ვინ რაღას ეტყოდა, მართალს წინ რაღა დაუდგებოდა! მაშინ თუმცა შევწუხდებოდით, მაგრამ მაინც პატივისცემითა და მოწიწებით თავს მოვიხრიდით მართლის წინაშე. საქმე ის არის, რომ ჯერ საბუთი არ ენახა, და ან რას ნახავდა, რაც არ არის, და მაინც დაიქადა. მე ესე მომელანდაო, სიზმარში ვნახეო, რომ ინგლისში ამისი საბუთი არისო. თუ ეს მართლა სიზმარში მოლანდებული არ არის, მაშ რა იქნა იგი ქადებული საბუთი? რამ ჩაყლაპა? თუ იგი საბუთი არ აღმოჩნდა, ის პატიოსანი და ყოვლად ღირსეული თვისება ჭეშმარიტის მეცნიერისა სადღაა, რომ სთქვას: შევცდი და ვინანიო. განა რომ „სოფლის ნადიმთა მჯდომელი სოფელსავითვე ჭრელია“. განა რომ „ბუისგან ნუ გამოელი ბოლო-კარკაზის ბუდესა“.
მოდით და გულზე ნუ მოხვალთ ამისთანა თავგასულ და შეუნანებელ საქციელისაგან! ვშიშობთ, მაგრამ მაინც ვიტყვით: ნუთუ ამისთანა ქედმაღალმა მეცნიერმა, როგორიც მარია, თითონ რომ ჰკითხოთ, მართალი არა სთქვა? და თუ არა სთქვა, რას გვემართლებოდა? რათ დაიქადა ასეთის გაბედულის რიხიო, და თუ დაიქადა, რათ არ აასრულა ქადებული? რა ანგარიშია, რომ ლამის ხელადამ გამოგვაცალოს ჩვენ ჩვენი საუნჯე და ამისათვის ცარიელ მუქარის და ქადილის დალაბრებული, პირგადაღეჭილი ხმალი მოგვიღერა. ვისთვის და რისთვის ირჯება, რომ ასე უსაბუთოდ გვეტანება და ხელადამ გვაცლის ჩვენს „ვეფხის-ტყაოსანსა“? ვის შერჭმია თვალში ეკლად ეს ქართველების ეროვნულ ღირსებისა და ვინაობის სახსოვარი, რომ ბ-ნი მარი აგრე თავზე ხელაღებულად იღვწის ამ ეკლის გამოღებისათვის? ყოველივე ეს თქვენ გამოიცანით და ჩვენ-კი დიდი ხანია ვიცით, რომ „ხარი ხართან დააბი, ან ფერს იცვლის, ან ზნესაო“.
* * *
ქვათა ღაღადი
IV
სომეხთა მწიგნობარ-მეცნიერთა ამბავი დიდს მდინარე წყალსა ჰგავს: რამოდენადაც ნაპირიდამ შიგ შეტოპავთ, იმოდენად უფრო ღრმაში შედიხართ, უფრო მეტს სიგრძე-სიგანესა ჰხედავთ. თანდათან მათი სილაღე, კადნიერება და თავგასულობა მატულობს და უფრო გაბედვით თავს იქებენ, უფრო გულახდილად გვექცევიან ჩვენც. მათ მიერ ერთხელ დადგინებული პროგრამა მოქმედებისა, ერთხელ და ერთხელ შეთვისებული თვალთმაქცური ხერხი და ოინები ისე აშკარად, ისე ცხადად, ისე ვრცლად არსად არ იხატება, როგორც ერთს ევროპულ გაზეთში, საცა დაწყობილად მოთხრობილია ყოველივე ის, რაც საქებ-სადიდებელია სომხისა, გასაბათილებელია ქართველისა და რაც აშკარად ჩაგონებულია თვით ამ მწიგნობარ-მეცნიერთაგან. აქ ეს ვაჟბატონები აღარა ჰმალავენ, არა სახსარს აღარ თაკილობენ, აღარას მორცხვობენ. პირდაპირ და გულახდილად იმისთანა ხერხითა და სახსრებით საქმობენ, რომელთ ხელის მოკიდება და სირცხვილის ალმურის მოდება სახეზე ერთი უნდა იყოს ყოველ სხვა კაცისათვის სომეხი იქნება, თუ სხვა მილეთისა.
უკანასკნელ ოსმალთან ომების დროს, სახელდობრ 1877 წელს, ერთმა საფრანგეთის გაზეთმა - „Temps“ აქ ჩვენკენ ერთი კორესპონდენტი გამოგზავნა, სახელად კუტული. ამ კუტულმა აქედამ კორესპონდენციები უგზავნა ხსენებულ გაზეთს და თითქმის მთელი ორი თვე აბეჭდვინა. ეს ბ-ნი კუტული აი რასა სწერს იმის თაობაზე თუ, ვის ჩაუვარდა ხელში ჯერ მაშინ, როცა ვლადიკავკავიდამ ჩვენკენ წამოსულს, ერთი სადგური ფოსტისა ძლივს გამოევლო. ჯერ კიდევ ბალთაში17 დაჰხვედრია, განგებ თუ შემთხვევით, ერთი აფიცერი არტილერიისა, შუშელი სომეხი. ამას ჩაუსვამს იგი თავისს „პოვოზკაში“ და მოუყვანია ტფილისს. რა უამბია მისთვის ამ აფიცერს გზადაგზა, ამისი არა ვიციო-რა. იმედი-კია, ბევრს კარგს ეტყოდა ჩვენდა შესამკობლად. ამ იმედს იმაზე ვამყარებთ, რომ ამ ბ-ნს აფიცერს მოსვლისავე უმალ ტფილისში წაუყვანია თავისი ახალი სტუმარი აწ განსვენებულ გრ. არწრუნთან, „მშაკის“ რედაქტორთან, რომელიც, კუტულის სიტყვით, „ლიბერალთა დასის წინამძღომია და თუმცა სასულიერო წოდებისა არ არის, მაგრამ სომხებ შორის იმავე როლს თამაშობს, როგორსაც დელინგერი და მამა გიაცინტე კათოლიკეთა შორის, და რომელსაც უკეთ ესმის სომეხთა საღვთო წერილი ვიდრე თვით კათოლიკოზსაო“.
რა თქმა უნდა, კუტული ეგზამენს ვერ გაუკეთებდა კათალიკოსს სომხებისას, მაგრამ მაინც გადაჭრილად ამბობს, ეს ასეაო. საიდამ შეუტყვია ეს ასეთი უპირატესობა არწრუნისა და ასეთი ქვეითად ყოფნა პატივცემულ კათოლიკოზისა? აშკარაა, ან თითონ არწრუნს გაუბერია თავისი თავი, ან სხვას ვისმე მაღლა თაროზე შეუსკუპებია განგებ, რომ უცხო კაცს თვალები ჰბმოდა და თავისის თვალით არა მოეჩხრიკა რა. აშკარაა, ან თითონ არწრუნი, ან ვიღაცა ცდილა ეს ამისთანა უცნაური ამბავი ჩაეწვეთებინა ყურში ამ ახალ მოსულ ფრანგისათვის, რომ აბრუ არწრუნისა განედიდებინათ მის თვალში და ადვილად მინდობოდა ამისთანა ბრძენს კაცს და ის დაენახა, რასაც დაანახვებდა ეს დელინგერი და გიაცინტე სომხებისა. რომ კარგად დაანახვებდა, რა თქმა უნდა, ეჭვი არავის ექნებოდა.
ისიც უამბიათ, რომ არწრუნი ჯერ მოსკოვში განათლებულა და გამეცნიერებულა, მერე პეტერბურგში, და სულ ბოლოს ჰეიდელბერგში და ძალიან განვითარებულია ფილოსოფიაშიო. რომ უფრო მაღლა ასწიონ ეს ძალიან განვითარებული ფილოსოფოსი, ერთი დიდი ღირსებაც ზედ დაუმატებიათ, სახელდობრ ისა, რომ მისი ძმა გერმანიაში პროფესორიაო. თუმცა ძმის პროფესორობა არა-პროფესორისათვის დიდი თამასუქი არ არის, მაგრამ ესეც-კი არ დავიწყებიათ არწრუნის განდიდებისათვის. ესე გაუბერიათ არწრუნი, თუმცა ტიკს მაშინ ჰბერვენ, როცა შიგ არა დგა-რა. ასე მოუმზადებიათ უცხო სტუმარი, რომ მერე ყოველივე სიტყვა არწრუნისა ბაჯაღლო ოქროდ მიეღო. ფუქსავატი ფრანგი, რა თქმა უნდა, მახეში გაება, და რაც ჩასძახეს, ის ამოიძახა გაუჩხრეკლად, გამოუძიებლად. აბა დაუკვირდით ბალთაში დახვედრასა და მთელს ამ ამბავს, თუ არ დაინახოთ - რა ხერხები სცოდნიათ უცხო კაცის გაბრიყვების და ჩათრევისათვის. ეს ჯერ ყვავილებია, ხილი მერე იქნება.
რაკი ამისთანა შარავანდედით შემოსილა განსვენებული არწრუნი, აუღია და კუტული წაუყვანია ჯერ ტფილისის საქალაქო საბჭოში, რომელიც კუტულისათვის „პატარა პარლამენტად“ დაუნახვებია, საცა გამგეობის წევრნი მინისტრებად მოსჩვენებია ბ-ნს კორესპონდენტს და არწრუნი, თავისის ლიბერალურ დასით, ოპოზიციად. მერე გასძღოლია არწრუნი და დაუტარებია სომხის ეკლესიები. აქ კუტულის დაჰკვირვებია ტერტერების მშვენიერი და ძვირფასი სამოსელი. აბა რა დღისათვისღა შეინახავდნენ!.. შემდეგ წაუყვანია ეს უცხო სტუმარი სომხის სკოლებში. კუტული ქებით იხსენიებს მშვენიერ თვალებს სომხის მოსწავლე ქალებისას, თუმცა სახის ერთობ სილამაზეზე-კი ბოდიშს იხდის, უკაცრაოდაო.
განსვენებულ არწრუნს შეჰყავს კუტული სომეხთა ინტელიგენციის წრეში. კუტული გვისახელებს ვინ გაუცვნია არწრუნის წყალობითა, ხოლო საჭირო არ არის ჩვენ აქ ჩამოვთვალოთ. საკმაოა ვიცოდეთ, რომ სომეხთა ინტელიგენციის წრეში არწრუნს დაუტრიალებია თავისი ახალი მეგობარი, ანუ მწე-მქებარი, როგორც უწინ იცოდნენ. გაუმართეს სადილ-ვახშმები, ალხინეს, შეაქციეს შინა, თუ გარეთ ბაღებში, უმღერეს სიმღერები, რომანსები, და კუტული სხივის, ერთ ამისთანა ლხინიდამ ისე შეზარხოშებული დავბრუნდი შინაო, რომ კალმისათვის ვერ მომიკიდია ხელი, ისე ამერია თავში აზრებიო. ყველგან, საცა კი ლხინს დასწრებია, სულ სომხური საჭმელები მიურთმევიათ და ეს საჭმელები ძალიან მოსწონებია ხელიხელ სატარებელ სტუმარს არწრუნის ლიბერალურ დასისა. მერე გაუწვევიათ შინდისში, რაღაც დღეობა ყოფილა. აქ ხომ მთლად აღტაცებაში მოუყვანიათ. მხოლოდ ერთს რასმე გაუოცებია. თურმე ნუ იტყვით, ვინც-კი მეჯლისსა და დღეობაში ქალი უნახავს, ისეთი „დიდი ცხვირი ჰქონდათო, როგორც მთის ქედიო“. რა თქმა უნდა, არწრუნის ლიბერალური დასი ამისთანა წუნს არ აკადრედა თავისიანებს და არც კუტულს მოაფენინებდა მთელს ქვეყანაში, და რომ ეს უწყინარი და უტკივარი წუნიც-კი არ შეამჩნევინონ უცხო კაცს, დაბალი ღობეც მალე უპოვნიათ. ჭკვიანურად, გულმართლად აუხსნიათ, რომ ეგ დიდ ცხვირიანები სულ ქართველები არიანო. ესეც კარგია!., რაც მეტი აქვთ, ის მაინც ჩვენთვის არა შურთ, გულუხვად გვთავაზობენ. მეტი ტრფიალებაღა გინდათ, ჩვენის სიყვარულით ცხვირებსაც-კი იჭრიან.
რა უნდა ექმნა ამისთანა მახეში გაბმულს ქარფშუტა ფრანგსა? პარლამენტია-და სომხებისაა, სკოლებია-და სომხებისაა, ეკლესიებია-და სომხებისაა, ინტელიგენციაა-და სომხებისაა, შექცევაა, ლხინია-და სომხებისაა, დღეობაა-და სომხებისაა, დელინგერებია-და გიაცინტები-და სომხებისაა, ფილოსოფოსებია-და სომხებისაა, საჭმელებია-და სომხებისაა და მერე სად? ტფილისში. აშკარაა, აქ სომხეთია და ტფილისი სომხეთის ქალაქი. სხვა რა უნდა გამოეყვანა ასეთის ოსტატობით თვალახვეულს გუშინდელ მოსულს კაცს! აკი სომეხთა სტუმარმოყვარეობით აღტაცებული კუტული საქვეყნოდ იძახის, როცა ჯერ ტფილისში ზის და აქედამ ფეხი გარეთ არ გაუდგამს, უთუოდ ედემი აქ, სომხეთში, ყოფილაო“. ამ სახით საქართველო, ტფილისითურთ, სომხეთად მოაჩვენეს ევროპელ კორესპონდენტს და ეს ამბავი ქვეყანაში მოაფენინეს უცხო კაცს იმისთანა დარბაისელ და გავლენიან გაზეთის პირით, როგორიც „Temps“-ია. ოინი არ არის, მაშ რა არის?
ერთი ეს ვიკითხოთ: რა აზრია ამისთანა სასაცილო ცუღლუტობასა და თაღლითობაში? ამისი პასუხი შეიძლება გამოიჩხრიკოს ერთის გარემოებისაგან, რომელსაც თითონ კუტული გვანიშნებს. იგი თურმე ეშურებოდა „დაესწროს ყარსის აღებას“, მაგრამ რადგანაც თითონ კუტულს და მის ახალ მეგობრებს ჰსურვებიათ დიდ აღმოსავლეთის საქმესთან ფეხზე წამოაყენონ სომხების საქმეც, იგი ტფილისში ყოვნდება, რომ აქაურ ხალხების ვითარება შევიტყოო. შეატყობინეს კიდეც: ტფილისი და საქართველო ჩვენი ბინააო, ჩვენი ქვეყანააო, და რადგანაც მართლა ესეა, ვიღა გვეტყვის, რომ სომხები დაქსაქსულნი არიან და ბინის მოსაკიდებელი ადგილი არა აქვთო. აბა ერთი გაუსისწვრიეთ ქედამ თვალი სენკოვსკის მიერ თქმულსა, თუ ის არ დაინახოთ, რასაც ვეძებდით, თუმცა ქედამ იქამდე დიდი მანძილია და თუმცა აქ ახალნი არიან და იქ ძველნი. ვინ იცის? ადვილად საფიქრებელია, რომ დელინგერები და ფილოსოფოსები სენკოვსკის დროსაც იყვნენ. ყოველი მსგავსი მსგავსსა შობსო, ნათქვამია. მამა რომ შვილსა გვანდეს, ან შვილი მამას - აქ დაუჯერებელი არა არის-რა. ახლა გამოვიკვლიოთ, რა შთააგონეს კუტულს აქაურ ხალხების ვინაობისა და ავკარგიანობისა. ჩვენ ვამბობთ შთააგონ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
l.s.d
----
ჯგუფი: Registered
l.s.d
----
ჯგუფი: Registered
წერილები: 897
წევრი No.: 13925
რეგისტრ.: 25-October 05
#12482544
· 4 Feb 2009, 00:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
El Pastor
აბლას ესპანიოლ?
--------------------
Paris je t'aime
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 578
წევრი No.: 81046
რეგისტრ.: 1-January 09
#12482645
· 4 Feb 2009, 00:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ქვათა ღაღადი
V
ეს ქება-დიდება სომხებისა ხომ ვნახეთ რა ოსტატობით ჩაუგონებიათ უცხო კაცისათვის სომხების მეცნიერთა, რომ ევროპას მოჰფინოს. ახლა ყური დავუგდოთ, რა წკეპლებში გავუტარებივართ ქართველები. უამისოდ სომეხთა მწიგნობარ-მეცნიერნი რაღა სახსენებელნი იქნებოდნენ, ბარაქალას ვიღა ეტყოდა? კუტული ამბობს, რომ წარსული ქართველებისა ყოვლად უნუგეშო სურათს წარმოადგენსო. ღონემიხდილს ცუდის ქართველობით, ერთმანეთის შურითა და მტრობით, არა ჰქონია ერთი წუთიც მოსვენებული ცხოვრებაო.
მართალია, არა ჰქონია, მაგრამ არა მარტო იმ მიზეზებით, რომელიც არწრუნს და მის ლიბერალურს დასს ყურში ჩაუწვეთებია. ვისაც საქართველო დაუვლია და უჩხრეკია არა სომეხთა მეცნიერთა წინამძღოლობით, არამედ თავისით, ვისაც თითონ თავისის ღვაწლით უკვლევია საბუთები ქართველების წინანდელ ცხოვრებისა, ისინი არც ისე გვხვევენ მჩვარში, როგორც კუტული და მისნი შთამგონებლნი. პირიქით, გაკვირვებულნიც არიან - ამ პატარა საქრისტიანო ქვეყანამ, ამ ერთმა მუჭა ერმა, როგორ გაუძლო იმდენს ბრძოლას ბარბაროსებთან. „თუ ერთობ მხნე, თავგანწირული და მამაცი ერი არა ყოფილიყო ქართველობა, ეს შეუძლებელი იქნებოდაო“, ამბობს აღმოსავლეთის მცოდნე მეცნიერი დელორიე, თანამემამულე კუტულისა. განა მარტო ეს ამბობს!.. ხოლო არწრუნს, ამ ძალიან განვითარებულს ფილოსოფოსს, ისე შეუკრავს და შეუბოჭავს საცოდავი კუტული, რომ დავთრები სულ მთლად დაჰბნევია, აღარც იქით მიუხედნია, აღარც აქეთ, მართლის გამოსაძიებლად და მარტო არწრუნს და მის დამქაშებს მისცემია თავით ფეხამდე.
კუტული თუმცა მთელი ორი თვე ბუკსა და ნაღარასა სცემს სომხების ქება-დიდებისათვის გაზეთს Temps-ში, მაგრამ ქართველებს არც წინანდლებს, არც ახლანდელებს, არა გვზოგავს, ძირიანად გვთხრის და ქართველების სახელგანთქმულს ვაჟკაცობასაც კი თითქმის უარობს. სომეხთა მწიგნობარნი და ფილოსოფოსნი დღეს-აქამომდე ვაჟკაცობას არ შეგეცილებიან, რადგანაც, იმათის აზრით, ვაჟკაცობა სულელობაა, გიჟ ვრაცუას საქმეა. აბა, თუ არ სულელი, ვინ გიჟი იქნება ტყვიას გული მიუშვიროსო, და ამ სახით ვაჟკაცობას, ვითარცა ჩვენის სულელობის ნიშანსა და საბუთს, ჩვენ გვითმობდნენ და არ გვედავებოდნენ. მაგრამ სჩანს უანგარიშიათ, რომ ასეთი ფილოსოფია მათი ვერ გასჭრის იმის თვალში, ვინც, როგორც კუტული, ეკუთვნის იმისთანა ერს, რომელსაც თავმოსაწონებლად, სხვათა შორის, თავისი ვაჟკაცობა მიაჩნია და სამართლიანადაც. აი მიზეზი, რად მოუწადინებიათ აქაც ჩვენის სახელის წახდენა კუტულის თვალში.
კუტული უმჟღავნებს ევროპას, რომ არაფერი არ მოიპოვება სასიქადულო საქართველოს ისტორიაშიო. ვთქვათ, იმ ორიოდე დღეში, რაც კუტულმა ტფილისში დაჰყო, ასე შიგჩახედვით გამოიძია და ისწავლა მთელი წარსული ისტორია საქართველოსი, რადგანაც კარგს მთქმელებს კარგი გამგონი შეჰხვედრიათ. ვაპატიოთ და შევუნდოთ მთქმელსაც და გამგონსაც მათი აშკარა ცუღლუტობა და ოინბაზობა. სჯობია ვიცოდინოთ, - რა წამოაყრანტალებინეს ამ საცოდავს ფრანგს ჩვენს დღევანდელ დღეზე მისმა ახლად მოპოებულმა მეგობრებმა. „ქართველები შეადგენენო გენერლების, მეურმეების და ჩალვადრების ნაციასაო“, ამბობს ბრძენთაგან გაბრძნობილი არამკითხე მოამბე. „თუმცა გენერლები ბევრი ჰყავთო, მაგრამ იმათი გენერლები გამოჩენილნი არ არიანო“.
როგორ მოგწონთ ეს ჩვენის გენერლების ჩაყენება მეურმეებისა და ჩალვადრების მწკრივში! ზემოთ ხომ ვნახეთ, რა საყვირით, რა ბუკ-ნაღარითა და რა თავმოწონებით ჩამათვლევინეს კუტულს სომხის გენერლები და აბა თუ ერთი ქართველი დაესახელებინათ გამოჩენილად. ამას რად იზამდნენ? ეს ხომ ქართველების კაკალას ჩხრიალი იქნებოდა და მაშინ სომხების ბამბა ისე ვეღარ დააჩხრიალებდა, როგორც სომეხთა-ფილოსოფოსების სურვილია. რა თქმა უნდა, ჩვენს გენერლებს არც არწრუნის ქება ეჭირვებათ, არც კუტულისა და არც ჩვენი სარჩლი. ბაშკადიკლარი, კურუკ-დარა, ფარსი, დევაბოინე, ავლიარი, ბეგლი-ახმედი, არტიანი, ახალციხე, ჩოლოქი, მთელი დაღისტანი და ერთობ მთელი კავკასია იღაღადებენ მათთა სახელოვანთა საქმეთა და ამ ხმამაღალს ღაღადს ვერ დააჩუმებს ხრინწიანი წრიპინი და ჩხავილი სომეხთა გულნამცეცა მეცნიერებისა. მარტო იგი ჰხადის ღირსეულს უღირსად, ვინც თითონ უღირსია.
„თავად-აზნაურობა ქართველებისა გაკოტრებჟლიაო“, ამბობს კუტული. ქართველებმა არშიყობის მეტი არა იციან-რაო და მარტო სამსახურში შესვლას სცდილობენ, რადგანაც ეს ადვილი ხელობააო. ვაჭრობისა და ხელოსნობის ნიჭი არა აქვთო და თუ თითო-ოროლა ვაჭარი ჰყავთ, ისინიც-კი ფულს სომხურადა სთვლიანო. საკვირველი არ იქნება დაეჯერებინათ, რომ ქართველებს საკუთარი თვლაც-კი არა ჰქონიათ. გლეხები საქართველოსი „ზარმაცნი და ლოთები“ არიანო. „ამათ ერთი მტკაველი მიწაც მებატონეთაგან არ შეუსყიდნიათო“, და სხვანი და სხვანი.
რასაკვირველია, აქ დაუმალეს კუტულს ის უეჭველი გარემოება, რომ ჯერ მაშინ ქართველს გლეხობას გამოსყიდული ჰქონდა თავიანთ მებატონეთაგან ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიებში მილიონნახევრის მამული, როგორც ამტკიცებს თვით მთავრობის ოფიციალური უწყებანი20, ეს ამბავი თუმცა დიდი რამ არ არის, მაგრამ მაინც სომხების დელინგერებმა და ფილოსოფოსებმა საჭიროდ დაინახეს დაუმალონ ევროპელს და არ გამოამჟღავნებინონ საქვეყნოდ, - ვაი თუ ეს სიკეთე დავთარში ჩაუწერონ ქართველებს და ჩვენთვის რა სახეიროაო. ქართველების კარგი სომხისათვის ავია, ამ ვაჟბატონების აზრით. ამ სახით ტყუილი მართლად გაასაღეს.
ბევრი რამ სხვა საგალობელი უგალობეს თავისის-თავის შესაქცევრადა და სადიდებლად კუტულს სომეხთა ფილოსოფოსებმა. ყველას ამას აქ არ მოვიყვანთ, რადგანაც უამისოდაც გრძელი საუბარი მოგვივიდა. საოცარი ყოველ ამაში ის არის, რომ ამ ოინბაზობამ სომეხთა მწიგნობარ-მეცნიერებისამ დიდ ხანს თავი ვერ დაიჭირა და იგი კუტული მერე მიუხვდა, რა აღდგომის კვერცხები არიან ქებულ-დიდებულნი სომეხნი კავკასიაში. საქმე ის არის, რომ მინამ კუტული ტფილისში იყო და აქ სომეხთა ფილოსოფოსების მიერ აყენებულ ბუქში ატრიალებდა თავბრუდასხმული, სომხების ქება-დიდებაში მოიღალა, ხოლო როცა წავიდა ერევნის გუბერნიაში და თავისის თვალით დააკვირდა სომხებს, მაშინ - ღვთის წყალობა თქვენა გქონდეთ - კაი საქმე იმათ დააწია. მიჰყო პირი და ბრე გაადინა. „სომხები ერთობ მხდალნი, ერთობ უვიცნი, უმეცარნი, ერთობ თავშეუდებელნი არიან თავისს სამშობლოშიო“- მაშ, როგორც ეტყობა, მარტო იქა ყოფილან მეცნიერნიც, თავშედებულნიც, ვაჟკაცნიც, საცა მათის ანდაზისამებრ, პურის სუნი მისდენიათ. „სიტყვამან შენმა გამოგაჩინოს შენ“, ამაზეა ნათქვამი, თუ სხვა რაზედმე?
ამ სახით, არწრუნმა და მისმა ლიბერალურმა ამქარმა ხომ დააყვირა ევროპელი გაზეთი, რომ ქართველებს, სულიერად და ხორციელად ღონემიხდილებს, და მასთან ერთად ჩვენებურ თათრებს სხვა არა დარჩენიათ-რა - ან უნდა გასომხდნენ, ან სომხებს ყმად ეყმონო. ახლა ამ მეცნიერთა საბუთების გასაძლიერებლად მიეშველა ერთი სომხის გენერალიც, ან განსვენებული ქიშმიშოვი, რომ უფრო მაგარი რაზმი შეიკრას. უღენერალოდ ჯარი რა ჯარია. რომ ესეც არ ჩამორჩეს სხვა თავისის ჯურის მწიგნობარ-მეცნიერთა, ერთი ზალაყინი ამანაც დაგვიზილა. გენერალმა ქიშმიშოვმა შეთხზა ერთი წიგნი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაბეჭდეს მისის სახელის მაოხრებელთა ამ სათაურით: „უკანასკნელნი წელნი საქართველოს სამეფოსნი“. რა ლამაზად გვამკობს ცხონებული ქიშმიშოვი, ყველას წაკითხული ექნება. „მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს, - ბძანებს ღენერალი, - საქართველო ჰგავდა ზღვიდამ რიყეზე გამოგდებულს ხომალდსა, და ვისაც ღონე ჰქონდა და მკლავი უჭრიდა, რაც უნდოდა, იმას ათლიდაო... მშიერ-მწყურვალს ბატონიშვილებსა და თავადებს ინახავდნენ, აჭმევ-ასმევდნენ, ტფილისის ბაყლები და მედუქნეებიო“.
დალოცვილს ეს მაინც მოჰგონებოდა, რომ მეთვრამეტე საუკუნის მთელი მეორე ნახევარი თითქმის მეფე ერეკლეს ხანა იყო და ამ ხანაში გაითქვა სახელი ამ სახელოვანმა მეფემ მტრებზე გამარჯვებით. თვით სომხების დედაბუდე ერევანი და განა, საცა სახანოები იყო, საქართველოს ხარჯს აძლევდა, თუნდა იმას ნუღარ ვიტყვით, რომ თითქმის ყველა ახლო-მახლო ხანები ფიანდაზად ფეხქვეშ ეგებოდნენ ძლევამოსილს მეფესა და რუსეთიც იწვევდა საშველად ოსმალებთან ომებში. ერეკლე მეფემ შეაერთა დიდის ხნის გაყრილი ქართლ-კახეთი, იმერეთიც ლამობდა შემოერთებას, მაგრამ შინაურმა შოთებმა და წაჯეგ-უკუჯეგობამ ხელი შეუშალა უკვე მხცოვანსა და ღვაწლმოსილს ვაჟკაცს მეფეს. განა ისე უპატრონო, გარიყული ხომალდი იქნებოდა მაშინ საქართველო, როცა მის მეფეს ამოდენა შესძლებია. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ მეფე გიორგის დროს, ესე იგი 1798 წლის მერმეთ, საქართველო დიდს ბედნიერებაში იყო, მაგრამ არც ისეთი იყო, რომ ვისაც გინდა და არ გინდა, ხორცი ეგლიჯა. არც იმისთანა რამ ვიცით, რომ შესაძლო იყოს ვთქვათ, - აი საქართველოს ამან ეს ჩამოათალაო, იმან ესაო და საქართველო ასე წაიგ-წამოიგლიჯაო მეთვრამეტე საუკუნის უკანასკნელ წლებში, როგორც განსვენებულ ქიშმიშოვს მოუწადინებია.
მართალია, ერეკლე მეფე დაგვიბერდა, მართალია, იგი ბოლოს აღა-მაჰმადხანისაგან დაგვიმარცხდა კიდეც, მერე ხომ (1798 წ.) სამუდამოდაც გამოეთხოვა თავისს საყვარელს საქართველოს, მართალია, შეგვეხსნა იგი რკინის კარი, მაგრამ საიმისოდ-კი მაინც საქმე არ გაგვხდომია, რომ დიდსა და პატარას ხორცი ეგლიჯა საქართველოსათვის. თვით გამარჯვებულმა აღა-მაჰმად-ხანმაც-კი ვერ გაბედა წაგლეჯა რისამე. მართალია, მეფე ერეკლეს შემდეგ დავუძლურდით, ღონე მიგვეხადა შინაურ არეულობისაგან, მაგრამ საჭე ხომალდისა კვლად ხელთ გვეჭირა და ზღვის ღელვას არ დავამსხვრევინეთ, არ გამოვარიხინეთ, და გიორგი მეფემ, როგორც მიიღო მამისაგან, ისე ჩააბარა რუსეთს საქართველო, მთლად და დაუგლეჯელად, - უპატრონე და შეინახე შენი ერთმორწძუნე ერიო.
თუნდ დავიჯეროთ ქიშმიშოვის სიტყვა, რომ საქართველო გამორიყულ ხომალდსა ჰგავდა, და ნუ წავუხდენთ ამ პოეტურს სურათსა ჩვენის ღონემიხდილობისას. ეს ბატონიშვილებსა და თავადიშვილებს რომ ტფილისის ბაყლები ინახავდნენო, რაღაა? რომელი სიტყვის ნაწილია? ვინ ვისის მოწყალებით აქ, საქართველოში, ლუკმასა ჭამენ, ან ჭამდნენ წინათ, - ეს ღმერთმა იცოდეს, ადამიანის გულთამხილავმა ნამუსმა, ანდა ადამიანისავე გაბოროტებულმა უმადურობამ. ვთქვათ, მართლა ასეთნი ღარიბნი ვიყავით და ვართ კიდეც, - ამით მითამ რაო? თუ თაფლი არ იყო, ეს ამოდენა ბუზი რად მოვიდა ბაღდადიღამ? თუ პური არ იყო, ბინა აქ რად დაიდეს წინააღმდეგ წინათ-ხსენებულ ანდაზისა? საცა ასეთი სიღარიბე-სიღატაკეა, იქ ვაჭრობა და აღებ-მიცემობა რა წყალს დალევს, რით ამოივსებს კუჭსა? სჩანს, საქართველო არც თუ ისეთი ღარიბ-ღატაკი ყოფილა, როგორც არწმუნებენ დიდსა და პატარასა, რადგანაც არამც თუ თავის თავს ინახავს, სხვასაც ისე ასუქებს, რომ თავისს ტყავში აღარ ეტევიან. ღარიბ-ღატაკს ხომ უნდა ჰქონდეს რამ, რომ ვაჭარმა გამოსცინცლოს ქონის მოსაოხებლად. უამისოდ ღარიბი რა მუშტარია?
ან რა ნიშნის მოგებაა, ღარიბი და ღატაკი ხარო? რა წასაყვედრვბელია და საყვირი დღე-მუდამ ამისთანა ამბავი? რა საძრახისია სიღარიბე, თუმცა-კი არც ბედნიერებაა? რუსები იტყვიან: бедность не порок. განა კაცს კაცად ხდის მარტო სიმდიდრე და სხვა არაფერი? იესო ქრისტე ღარიბი იყო, თავშიშველი და ფეხშიშველი დადიოდა, ღმერთად-კი იწამა მთელმა განათლებულმა კაცობრიობამ. სჩანს, ღირსება და სახელოვანება მარტო სიმდიდრე არა ყოფილა. სხვაც რამ სდომებია კაცის თავმოწონებას, სახელოვანებას, სახელდობრ ის, რაც, კაცთა საუბედუროდ, ბევრს თავმოწონებულს მდიდარს აკლია, და რას ჩაგვცივებიან და სულ იმას გვიკიჟინებენ, ღარიბნი ხართ და ჩვენ-კი მდიდრებიო. სიღარიბე მწიკვლი არ არის, ცოდვა არ არის. მწიკვლი და ცოდვა სხვისაგან გამომცხვარის პურის ჭამაა, სხვისა ოფლის სმაა, და ვისაც ეს ანდერძად და მცნებად გულში ჩაუწერია, იმან შეინანოს ეს ცოდვა, იმან ჩამოირეცხოს ეს მწიკვლი. ხმელის პურის ჭამა სჯობია სხვისის ოფლით დამბალსა და დასველებულს.
კიდევ კარგია და მადლობელნი უნდა ვიყენეთ, რომ ცხონებულმა ქიშმიშოვმა საქართველო სამეფოდ მაინც ახსენა და ეს ცოტად თუ ბევრად საპატიო ხარისხი შეარჩინა ჩვენს გაბრიყვებულს ქვეყანას. სხვა მეცნიერნი სომხებისა ამასაც კი არ იმეტებენ ჩვენთვის, თითქო იწყინეს, რომ ქიშმიშოვმა, ამ სომეხმა კაცმა, როგორ გაბედა და საქართველო და ქართველები საპატიო სახელით მოიხსენიაო. თუმცა დღეს ბავშვმაც-კი იცის, რომ საქართველო ცნობილი იყო ვითარცა სამეფო, და მისნი გამგენი - ვითარცა მეფენი, მაგრამ ბოლოს დროს გამოვიდა მოედანზე ერთი ახალი მეცნიერი სომხებისა, ბ-ნი გ.ა.ეზოვი, და ჩვენს ქვეყანას ჩამოართვა ხარისხი სამეფოისა და ჩვენს მეფეებს სამეფო გვირგვინი მოხადა, თითქო ერთიცა და მეორეც ქიშმიშოვისაგან იყო ბოძებული, ანუ თვით ბ-ნ ეზოვის მამა-პაპისაგან.
ამას უსაბუთოდ არ ვამბობთ. ბ-მა ეზომა ამ უკანასკნელ ხანებში გამოსცა მის მიერ შეთხზული უშველებელი წიგნი და უწოდა მეტად მაღლა მყვირალა სახელი: „Сношения Петра Великого с Армянским народом“. მაშ!.. თუ ყვირილია, ყვირილიც ასე უნდა!.. შუშხუნა ხომ გაუშვა ამაებში გაოსტატებულმა მეცნიერმა, ახლა ნახეთ, როგორ იხსენიებს ჩვენს საქართველოს და მის მეფეებს. იგი ამ უშველებელს წიგნში საქართველოს სპარსეთის სახანოდ ნათლავს და მის მეფეებს ხანებად და ამით, აშკარაა, იმის თქმა უნდა, რომ ვინ მოგახსენათ, ვითომც საქართველო სამეფო იყოო და მისნი გამგენი მეფეებიო.
ვთქვათ, ბ-ნ ეზოვს ღმერთმა იმოდენა უნარი მეცნიერებისა და მართლმოყვარეობისა არ მისცა, რომ ეს საქმე გამოერკვია უცხო ენით დაწერილ წიგნებიდამ, თავისი სომხური წიგნები მაინც წაეკითხა. აქ რა იმისთანა ალალმა დაჰქროლა, რომ ჭკუა-გონება დაჰბნევია. სხვა არა იყოს-რა, სომხების მეისტორიეთაგან მაინც უნდა შერცხვენოდა!.. მოსე ხორენელს აღარ ვიტყვით და განა სტეფანოზ ასოღიკი და არისტაკეს ლასტივერი მეთერთმეტე საუკუნეში, მათეოს ედესელი მეთორმეტე საუკუნეში, ვარდან დიდი მეცამეტე საუკუნეში და ბევრნი სხვანი საქართველოს სამეფოდ არ იხსენიებენ და მისთა მპყრობელთ - მეფეებად, როცა აღტაცებით მოგვითხრობენ საქართველოს მეფეების მზრუნველობას სომხების კეთილდღეობისა და მათის მონასტრებისათვის? ახია ჩვენზე. ახია!
ესე გაბიაბრუება განა გაგონილა მეცნიერებისა, ესეთი გაყალბება მეცნიერისა!.. მართალია, საქართველო სამეფო იყო თუ არა - ეგ დღეს ჩვენთვის დიდი საძიებელი არ არის. ეგ წასული საქმეა. დღეს ის დღეა, რომ „ერთი მაქვს სჯობს ათას მქონდას“. და თუ ეს შხამჩართული, გესლმორეული მაგალითი მოვიყვანეთ, მარტო იმისთვის ვჩადით ამას, რომ მკითხველმა დაინახოს, რა გაუწყვეტელი ლარი გაჰყავთ ჩვენს საყვარელ მწიგნობარ-მეცნიერებს თავიდამ ბოლომდე, ოღონდ ქართველს, საცა-კი მოასწრებენ, სახელი გაუტეხონ, ოღონდ ქართველი დაამდაბლონ, დააქვევთითონ, ყოველივე ღირსება, თუკი რამ გააჩნიათ, აჰყარონ და არარად გაჰხადონ ქვეყნის თვალში, და სხვა დარდი არაფრისა აქვთ. თითქო მართლა მარტო ქართულის წაწყმედაა სომეხთა ცხონება და თითქო თავიანთი საკუთარი საცხონებელი ღმერთს იმათთვის არ უღირსებია.
ბ-ნი ეზოვი კუდმოკლე თვალთმაქცობით, უბირად, გაუთლელად, უხერხულად ოსტატობს, რომ თეთრი შავად დაანახვოს ქვეყანას. თითონ განგებ თვალებზე ხელი აუფარებია, განგებ ყურებში ბამბა დაუმია და ჰგონია, რომ სხვა ყველანიც დაბრმავდებიან, დაყრუვდებიან და ეშმაკობას, კუდიანობას ვერ მიუხვდებიან. ბ-ნი ეზოვი ვითომც გამეცნიერებულია, ვითომც განათლებული კაცია. ხოლო არა გვგონია, მართალმა მეცნიერმა, მართლა განათლებულმა იკადროს ის, რასაც იგი ჰკადრულობს. სჩანს მართალი ყოფილა ვისაც უთქვამს, რომ „არ გათეთრდება ყორანი, რაც გინდა ხეხო ქვიშითა“.
ეს ხომ ჩამოართვა ჩვენს ქვეყანას ათადამ-ბაბადამ კუთვნილი ხარისხი, ხომ აჰყარა ყოველივე სამეფო პატივი ჩვენს მეფეებს და სპარსეთის მოხელეებად გაგვიხადა, ახლა თითონ საქართველოს ერს მისდგა და ტყავს აძრობს თავისს სახელოვანს წიგნში. მაშ? სომეხთა მეცნიერი ისე ხელს როგორ გაიქნევს, ისე როგორ დაიბერტყება, რომ თავისი მტვერი არ მოგვაყაროს.
რაც-კი სადმე ქართველებზე ცუდი თქმულა, ბ-ნს ეზოვს ყველა თითქო რაღაც სიხარულით მოუკრებია და გულში გვახლის. რაც კეთილი თქმულა, ყველა ეს საქებურად მიუმალავს, როგორც ვიცით ამ ჯურის მწიგნობარ-მეცნიერთა კეთილის გულის ამბავი. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო და ბ-ნი ეზოვი არც ისე თავზე ხელაღებულია, რომ ამ ანდაზას გაჰქცეოდეს. შარდენი აი რას ამბობს ქართველებზეო: „იგინო ბიწიერნი არიან, ლოთნი, გარყვნილნი, უნამუსონი, სიტყვის გამტეხელნი, უპირულნი, გამცემ-მოღალატენი, გაიძვერანი, ლოთობაში და გარყვნილობაში ერისკაცთ სასულიერონიც არ ჩამოუვარდებიანო, სრულიადაც არ მიაჩნიათ სირცხვილად სასულიერო პირთ, რომ ლამაზი მხევლები ჰყავთ ხასებადაო“.
იქნება ასეც იყოს, ნუ გამოვეკიდებით მეცნიერს ეზოვს. ხოლო ვკითხავთ-კი იმავე შარდენს სხვა არა უთქვამს-რა ქართველებზე ამ საძაგლების მეტი? აბა გულზე თავისი პატიოსანი ხელი დაიდოს და პასუხი ისე გვითხრას. განა იგივე შარდენი არ ამბობს, რომ ქართველებს ნიჭი არ აკლიათ, ამათ რომ მწურთვნელი ჰყავდეთ - სახელს იშოვიდნენ მეცნიერებასა და ხელოვნებაშიო. განა იგივე შარდენი არ ამბობს, რომ ქართველები ზრდილნი არიან, მოსიყვარულენი, საკუთარის ღირსების გრძნობისანი, სომხებზე უფრო ძლიერნი, გულმაგარნი ვაჟკაცნი და თავგანწირულნი მეომარნი თავისის თავისუფლებისათვისაო.
თუ მარტო ჩვენი ძაგება არ ჰქონია ფიქრად, თუ მარტო ჩვენის სახელის გატეხა არ მოსწყურებია, განა შარდენის მეტი სხვა არავინ რას ამბობს ქართველებზე? სად და რად მიმალა ესენი, თუ ჩვენი ავკარგიანობა სურდა ყოველის მხრით გამოერკვია და ეს მის მიერ საჭიროდ დანახული იყო იქ, საცა პეტრე დიდზეა ლაპარაკი და სომეხთა ერზე? აი, მაგალითებრ, სახელოვანი ბოდენშტეტი, რომელიც დიდს ხანს იყო საქართველოში და არა გზადაგზად, როგორც შარდენი, რასა სწერს ჩვენს ავკარგიანობაზე; „ქართველი უზრუნველია, სახვალიოდ არა ფიქრობს, დიდს ფასს არა სდებს მიწიერს მოსახვეჭსა, არა აქვს დაუძინებელი წყურვილი მოხვეჭისა, ამიტომაც ვაჭრობა განსაკუთრებით სომეხის ხელშია, სამაგიეროდ, ქართველები ყველაზე უფრო ზნეობიანნი, ყველაზე უფრო პატიოსანნი კაცნი არიან ამ მხარეში. სტუმართმოყვარეობა დიდი იციან როგორც სხვა კავკასიელთაც, ერთგულნი არიან - როგორც მათნი ხმალნი, სწრაფნი და მარდნი - როგორც მათნი ტაიჭნი, ვაჟკაცნი ომში, შინ თავაზიანნი და საამურნი“ 21.
რასაკვირველია, ჩვენ არც არავისის ქებით არა მოგვემატება-რა და რაც არა გვაქვს, არ მოგვეცემა, და არც ბ-ნის ეზოვის ძაგებით არა დაგვაკლდება-რა და რაცა გვაქვს, არ წაგვერთმევა. და თუ ამაებს გამოვეკიდებით, მარტო იმისთვის, რომ გვეჩვენებინა, სადა ჰფრენს გონება ბ-ნ ეზოვისა, როცა ჩვენს სანუგეშოზე პირს უჭერს და ძაგებაზე პირსა ხსნის.
ძნელია, როცა წინათვე აკვიატებული სურვილი დაჰბღუჯავს ხოლმე იმისთანა წყალწყალა მეცნიერს, როგორიც ბ-ნი ეზოვი ყოფილა, რომელსაც ქართველების ხსენებაზე პირზე მარტო შხამი მოსდის და სხვა გზა არ არის, უნდა გადმოანთხიოს. განათლებული კაცი-კიაო!..
თუ სწავლა-განათლებას იმოდენაც არ შესძლებია, - კაცს ჩააგონოს, რომ ოინების გასაღება მეცნიერებაში ისე ადვილი არ არის, როგორც ყალბის ფულისა ბაზარში, ღმერთმა პატრონს მშვიდობაში მოახმაროს და ჩვენ-კი გვიხსნას ამისთანა სწავლა-განათლებისაგან და ამისთანა სწავლა-განათლებულებისაგანაც. „ვისაც დიოგენის ფარანი აქვს, იმას მისი ყავარჯენიც უნდა ჰქონდეს“, ესე იგი, მისი ზნე. გაუწურთვნელი ზნე, ყავარჯენი კი არა, ჭირია. ტყუილად კი არ ამბობს ბოსსუეტი: „ერიდენით და უფრთხილდით საკუთარს ზნესა. ზნე იმისთანა მტერია, რომელიც, საცა წახვალთ, ყოველგან თან დაგდევო სიკვდილის კარამდინაო“.
* * *
ქვათა ღაღადი
VI
ეს ხომ ვნახეთ, ბ-ნი ეზოვი რა ხალისიანად ალაპარაკებს შარდენს, როცა ჩვენ გვაძაგებს და ავად გვიხსენიებს. ისიც ხომ ვნახეთ, როგორ მოსჭრა ენა ამავე შარდენს ამ განათლებულმა სომეხმა, როცა ჩვენზე ორიოდე სიტყვას კარგს იმეტებს. ისიც ვნახეთ, რომ არც ერთი ჩვენზე კარგის მთქმელი თვალწინ არ დაიყენა, რომ ქართველებზე კარგი არავინ გაიტაროს გუნებაშიო. ეს საოცარი მანქანა ბ-ნს ეზოვს კიდევ საკმარისად არ მიაჩნია. ახლა სხვა მოწმე მოიწვია ქართველების უფრო მეტად სახელის წახდენისათვის. ეს მოწმე გახლავთ განჯა-ყარაბაღის სომეხთა პატრიარქი ცხონებული ისაია.
რომ ღირებული ფასი დავდოთ ამ პატიოსანის მოწამის ჩვენებას და ბ-ნ ეზოვის ოსტატობას, საჭიროა ცოტა შორიდამ დავიწყოთ საუბარი და ერთი პატარა ხანა ამიერკავკასიის ისტორიისა გავიხსენოთ.
რუსეთის იმპერატორს პეტრე დიდს კარგა ხანია თვალი ეჭირა სპარსეთზე და ფიქრობდა აქეთ რუსეთის ვაჭრობის განდიდებას და ამისათვის გზების შეძენასა და გახსნას. მინამ შვედელებთან ომები ჰქონდა, რასაკვირველია, შორმხედველი იმპერატორი ისე მხნედ ვერ მოეკიდებოდა ამ საქმეს, როგორც ჰსურდა, და როცა ნეიშტატის მორიგებამ 1721 წ. აგვისტოს 20-ს შვედელებთან საქმე გაათავა, მაშინ თითქმის მთლად მოიცალა თავისის დიდის ხნის სურვილისათვის, რომ სპარსეთზე გამოილაშქროს. განჯა-ყარაბაღი მაშინ მთლად სპარსეთის ხელში იყო და აქაური სომხობა, შეწუხებული სპარსთაგან, ცდილობდა თავი როგორმე დაეღწია და ამის გამო პეტრე დიდთან საქმე დაიჭირეს. სხვათა შორის ვარდაპეტი მინასა გაგზავნილი ჰყავდათ პეტრე დიდთან და ეს ვარდაპეტი იყო პირდაპირი შუამავალი იმპერატორის მთავრობისა და სომხებშ შორის თვით რუსეთში, რომელსაც, თვით სომხების სურვილისამებრ, ჰპირდებოდა განჯა-ყარაბაღის გარდაცემას.
პეტრე დიდმა ამ ვითარებას საქმისას ხელი მოჰკიდა და მიზეზად ეს გაიხადა. ისიც იცოდა ამ ბრძენმა იმპერატორმა, რომ ქართველებიც აქ ხელს შეუწყობენ, რადგანაც საქართველოსაც ემძიმებოდა სპარსთა ასე ახლო ყოფნა და კარგი იყო განჯა-ყარაბაღიდამ გაერეკათ სპარსები. რა თქმა უნდა, რუსეთთან, როგორც ერთმორწმუნე ერთან, მეზობლობა ერჩივნათ ქართველებს, ვიდრე სპარსებთან. ეს კარგად იცოდა პეტრე დიდმა და ამიტომაც სომხებს დაჰპირდა და ქართველებსაც აცნობა, - მე ჩემის მხედრობით მოვალ და თქვენც თქვენის მხედრობით მზად იყავითო, მიზეზიც კარგი გამოუჩნდა. შამახიას ამ დროს დაეცნენ ლეკები და ყაზიკუმუხელები, რომელნიც მოიწვიეს იქაურთა მუსლიმანთა. ლეკებმა მთლად აიკლეს შემიხია, იქ მყოფნი რუსეთის ვაჭარნიც გასპარცვეს და ნახევარ-მილიონის ქონება წაართვესო, როგორც ეს აუწყა პეტრე დიდს ერთმა მისმა მოხელე რუსმა.
რაკი პეტრე დიდმა ეს ამბავი შეიტყო, ვახტანგს მეფეს მოსწერა, რომ მე ასტრახანიდამ წამოვალ და შენც, შენის აღთქმისამებრ, მომეშველე და შენის მხედრობით წამოდი განჯას საქრისტიანოს დასახსნელადაო და, სიტყვითაც შემოეთვალა, ლეკების ჯავრი ამოიყარეო. ვახტანგმა შეჰყარა მხედრობა რიცხვით 30000 კაცი და წავიდა ლეკებზე. ლეკებმა ნახეს ეს თუ არა, გაეცალნენ. მთელს ამ მოძრაობას ის ფერი დასდეს, ვითომც მარტო ლეკების დასასჯელად წავიდა ვახტანგი, რომ სპარსელებს ალღო არ აეღოთ და არ მომზადებულიყვნენ. თვით სპარსელებს, ვითარცა შიიტებს, ეჯავრათ ლეკების, ვითარცა სუნიტების, შესევა შამახიაში და ვახტანგის მადლობელნიც დარჩნენ, რომ ასე მოიქცა. ლეკებთან რომ საქმე გაათავა, ვახტანგმა მერე დააბანაკა განსჯასთან და აქ ელოდა პეტრე დიდს ასტრახანიდამ. იმპერატორს პეტრეს რაღაც საქმე აღმოუჩნდა შიდა-რუსეთში, უეცრად ასტრახანიდამ შინ დაბრუნდა და ვახტანგს აუწყა, კულავ მოვალო. იმედგადაწყვეტილი ვახტანგი უკან წამოვიდა ტფილისს.
პატრიარქი ისაია ამ ვახტანგის ამბავს სწერს რუსეთში ვარდაპეტს მინასის, რომელიც წინათ მოვიხსენიეთ, - რომ ვახტანგი 30000 კაცით მოვიდა და წავიდა ლეკებზეღაო, მეც თან გავყევიო. მივედით თუ არა, ლეკები გაგვეცალნენო. მერე როცა ვახტანგი იმედგადაწყვეტილი, რომ პეტრე დიდი აღარ მოვაო, დაბრუნდა ტფილისში, ისაია პატრიარქიც თან გამოჰყოლია და მთელი ოთხი თვგ დარჩენილა ტფილისს. იმავე წერილში ისაია აუწყებს ვარდაპეტს მინასის, რომ ვახტანგი სექტემბრის ბოლოს ხელახლად აპირობს წასვლას განჯისაკენ და თან მიჰყავს ქართველებისა და სომხის მხედრობაო; ეხლა ქართველები და სომხები სულით და გულით ერთნი არიანო, ერთმანეთის თანაგრძნობით სავსენი და მარტო პეტრე დიდის მოშველებასღა ელიანო. შენც მანდ ეცადეო.
მეორედ წავიდა ვახტანგი თუ არა, ამას თავი დავანებოთ. ბ-ნი ეზოვი ვახტანგის პირველ გამხედრების გამო ასე ამკობს ქართველებს თავისის მხრით. თათრების დასასჯელად, რომელთაც ლყკჟბი მოიწვიესო, ვახტანგმა ნება მისცა თავისს მხედრობას თათრების დარბევისაო. ქართველები დაერივნენ მთელს ადგილებს ტერტერას წყლამდეო, საშინლად ააოხრეს და ნარბევს ურმებით ეზიდებოდნენო. ქართველები იკლებდნენ და გძარცვავდნენ არამცთუ მარტო თათრებს, ქრისტიანებსაცაო. როცა ქართველების ჯარი სომხების სოფლებს ახლო გაუვლიდაო, ხალხი წინ მოეგებებოდა ხოლმე, წინ მოუძღოდა ხალხს შემოსილი სამღვდელოება ჯვრებით, სანთლებით ხელში, ზარის რუკით და ერთის ყოფით და ამბითაო. ქართველები-კი მიესეოდნენ, გძარცვავდნენ, სტაცებდნენ სამოსელს, საეკლესიო წიგნებს, ნივთებს და მთელს ქონებასაო. „ამ სახითაო, რაც გადარჩაო ლეკებს, სწერს პატრიარქი ისაიაო, ის ყოველივე გააჩანაგა ხარბმა, გაუმაძღარმა და შეუბრალებელმა ქართველმა ერმაო“.
ამას თურმე სწერს პატრიარქი ისაია ვარდაპეტს მინასას-კი არა, თავისს მოკლე ისტორიაში. ესეც დასახსომებელია. სომეხთა მეცნიერების ისტორია, როგორც ეტყობა, ერთია და მართალი და ჭეშმარიტება სხვა. ამას ქვევით დავინახავთ.
იქნება მართალია, რომ ქართველები ხარბნი, გაუმაძღარნი და შეუბრალებელნი იყვნენ და არიან. იქნება ისიც მართალია, რომ ქართველებმა აიკლეს სომხები, დაძარცვეს და გააუპატიურეს მათი სამღვდელოება, არ დაინდეს მათი საეკლესიო წიგნები, საღმრთო ნივთები და ამგვარად შებღალეს მათი სარწმუნოება. ხოლო ეს გვიკვირს და საოცარიც არისა მისთანა ავაზაკური საქციელი როგორ არ აუწყა ისაიამ ვარდაპეტს მინასის მაშინ, როცა ვახტანგის ამბებსა სწერდა და როცა, ვითა გუშინდელი ამბავი, უფრო მწვავედ გულში მოდებული ექმნებოდა, ვიდრე მაშინ, როცა ისტორია უწერია, ესე იგი როცა დროჟამი უკვე სიმწვავეს დაანელებდა და დაამებდა ცოტად თუ ბევრად. განა ნამეტანობისაგან გულისა ბაგეთ არ ენდა ემეტყველნათ მაშინ, როცა გული უფრო სავსე ჰქონდა ჯავრითა და წყრომითა? ესეც იქით იყოს. ხოლო ეს სულიერი ბატონი და პატრონი სომხებისა, ეს მათი თავი-და-თავი, ეს უპირველესის ხარისხის კაცი, ეს მათი მწყემსთმთავარი თან გაჰყოლია, ბ-ნ ეზოვისავე სიტყვით, ვახტანგის ხარბს, გაუმაძღარსა და შეუბრალებელს ერსა, ქართველების კალთას შეჰკედლებია და ტფილისში შეუფარებია თავი მთელს ოთხს თვეს. ისტორია ისაია პატრიარქს როგორ დავუჯეროთ, როცა ასეთი გარემოება წინ გვიდგა.
სწორეთ მოგახსენოთ, ცალის მხრით დიდი სიყვარული ჰქონია თავისის ერისა, დიდი პატივი თავისის სამწყსოს სარწმუნოებისა, სამღვდელოებისა, რომ სომხის ამკლებებს, სომხის გამძარცველს, სომხის სამღვდელოების გამაუპატიურებელს, სომხის სარწმუნოების შემბღალველს ერს თან გამოჰყოლია, მისი კალთა დაუჭერია. მეორეს მხრით დიდი ვაჟკაცი ყოფილა, რომ ხარბს, გაუმაძღარსა და შეუბრალებელს ჯარს, თუ ერს, მინდობია. თუ მართლა იმისთანა საშინელი და უკადრისი ამბავი დამართეს, რაღა გული აძლევდა ნებას, რომ ამისთანა დაუნდობელსა და საძაგელს ერს მხარს უმშვენებდა და თან მისდევდა. რა პასუხიღა უნდა მიეცა დარბეულ, აკლებულ და გაუპატიურებულ სომხებისათვის, როცა ამისთანა ნდობით ექცეოდა, პატივს აძლევდა დამარბევდეს, ამკლებელსა და სარწმუნოების გამაუპატიურებელ ერსა.
აბა ერთის მხრით ეს გაძარცვ-გაგლეჯა სომხებისა, ეს გაუპატიურება მათის სარწმუნეოებისა, ეს აკლება მათის სამღვდელოებისა, ეს საღმრთო და საეკლესიო ნივთების შეგინება, და მეორეს მხრით ასეთი ტკბილი განწყობილება სომეხთა მამამთავარისა ერთმანეთს პირში წაუყენეთ და სამართალი ისე ქენით, თუ ის არ გამოვიდეს ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო. განა შესაძლებელია ერთი, თუ მეორე არის, და მეორე, თუ პირველია?! ბ-ნი ეზოვი რას დაგიდევთ? ხომ გამოლანძღა ისაია პატრიარქის მოწმობით ქართველები და სხვა რაღა მოეთხოვება სომეხთა მეცნიერსა. თუ მართლა ქართველებმა ასე საძაგლად იჩინეს თავი და ეს ყოფა დააწიეს სომხებს და სომხის სამღვდელოებას, მაშ რადა სწერს ასევე მართლმოყვარე ისაია პატრიარქი ვარდაპეტს მინასის, ვით სასიხარულო ამბა
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
KAKADU
Junior Member
ჯგუფი: Registered
KAKADU
Junior Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 26
წევრი No.: 8190
რეგისტრ.: 12-January 05
#12491832
· 4 Feb 2009, 22:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ყოჩაღ ხალხნო
იმედია ვინმე ვაი ქართველი არ შემოვარდება და თავის სიბინძურით არ დაატალახიანებს აქაურობას
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცინიკოსი
მინარქისტი
ჯგუფი: Members
ცინიკოსი
მინარქისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 2566
წევრი No.: 27560
რეგისტრ.: 28-December 06
#12492308
· 4 Feb 2009, 22:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მაღალინტელექტუალურ ფორუმს,უთუოდ, დაამშვენებს ქართველი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებთა ქართული
განხილვა
კხმ
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 578
წევრი No.: 81046
რეგისტრ.: 1-January 09
#12493674
· 5 Feb 2009, 00:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მაღალინტელექტუალურ ფორუმს,უთუოდ, დაამშვენებს ქართველი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებთა ქართული განხილვა... ქართული მწერლობა არის ის ისტორიციზმის ბერკეტი, რომელსაც ძალუძს ნიჰილიზმის დამსხვრევა -განადგურებით, რომ ემუქრება ქართველ ერს მის კულტურასა და სახელმწიფოებრიობას
...
იხ:
ნიჰილიზმი-მასების ავტოდესტრუქციული სინდრომი...
-
ვაჟა ფშაველა- ქართული ისტორიციზმის წყარო
-
იოანე ზოსიმე
-
ქართული ფოლკლორი ისტორიციზმის ბერკეტი
...
მშვიდობა თქვენდა, ქართველებო.
მშვიდობა(ერთობა) თქვენდა...
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
ქვათა ღაღადი
VII
ეს ხომ შეგვამკო ტოტლებენის მოწმობით ბ-ნმა ეზოვმა, ახლა უყურეთ, თავისით როგორ გვიხსენა ერეკლე მეფე და როგორ დაამდაბლა თვით საქართველოც, მეფე ერეკლეს დროინდელი. მოგეხსენებათ, რომ ერეკლე მეფეს პეტერბურგთან მოლაპარაკება ჰქონდა, რათა რუსეთს მიეღო საქართველო თვისდა მფარველობის ქვეშ. აი ამის გამო რეები გამოატყვრინა ბ-ნმა ეზოვმა და აუწყა თავისს მკითხველებს. „ერეკლემ 1782 წელს ხელახლად გაჰგზავნა უმაღლესს სახელზე წერილი და ითხოვდა მიეღოთ საქართველო რუსეთის ტახტის უმაღლეს ხელმწიფების ქვეშ. ერეკლე ითხოვდა, რომ მეფის ხარისხი დაემტკიცებინათ მისთვის და მისდა შთამომავლობისათვის, საქართველოში დაეტოვებინაო ხარისხი კათოლიკოსობისა, როგორც სამღვდელოების უფროსისა, გამოეგზავნათ ოთხი ათასი კაცი ჯარი, რომელიც საჭიროა მტერთა მოგერიებისათვის და ზოგიერთ გადამდგარ ადგილების უკან დასაბრუნებლად და, დასასრულ, ფულიც მოეშველებინათ მხედრობის შესანახად. ამ სახითაო, უმატებს თავისით ბ-ნი ეზოვი: „ერეკლე უთმობდა რუსეთის კარს მას, რაც უფლებით ეკუთვნოდა სპარსეთს და არა თითონ, უთმობდა უმაღლეს ხელმწიფებას საქართველოზე, რომელიც de facto უღონობით ხელში ვეღარ შეემაგრებინა და ამის სანაცვლოდ ითხოვდა მეფის ხარისხს, რომელიც მას არა ჰქონია სპარსეთში (?)“ 26.
ყოველ ამას განმარტება არ უნდა. აქ მარტო შესანიშნავია წრესგადასული თვითნებობა კაცისა, რომელიც ხელში დაუჭერია ერთ რაღასა უცნაურს გულთნადებსა და არაქათს არ აძლევს გაინძრას. გამოდის, რომ მაშინდელი საქართველო რაღაც საბოქაულო ყოფილა სპარსეთისა და ერეკლე მეფე მისი ბოქაული და სხვა არარა. ერთი ჭკუისა და ლოღიკის ლარი გაუსინჯეთ ზემოხსენებულ ნათქვამს ბ-ნ ეზოვისას - რა უცნაურობა გამოდის. ჯერ ხომ ამბობს, ერეკლე მეფე უთმობდა იმას, რაც მას არ ეკუთვნოდა, მერე ამბობს, უთმობდა იმას, რაც უღონობით ხელში ვეღარ შეემაგრებინაო. სჩანს, ხელთა ჰქონია, თორემ რა სათქმელია, ხელში ვერ შეიმაგრა ის, რაც კაცს ხელთ არა აქვს. რა შემაგრება უნდა იმას, რაც არ არის და კაცს ხელში არ უჭირავს. აბა ყოველივე ეს ერთმანეთს პირში წაუყენეთ და აშკარად დაინახავთ, რომ ბ-ნი ეზოვი ერთით იმას ამტკიცებს, რასაც მეორით უარ-ჰყოფს.
ან ამას დააკვირდით, რომ მეფე ერეკლე, რომელიც თვითმპყრობელ ხელმწიფედ შეიქმნა საქართველოსი, რომელიც თვით სპარსეთს ძილს უფრთხობდა ერთს დროს, სასაცილოდ აიგდო ბ-ნმა ეზოვმა, - რუსეთს იმას უთმობდა, რაც არ ეკუთვნოდაო, და ვარდაპეტი მინასა-კი, რომელიც რუსეთს ჰპირდებოდა და უთმობდა განჯა-ყარაბაღს, თითქმის ქება-დიდებით შემოსილია. ერეკლე მეფეს-კი არ ეკუთვნოდა საქართველო და ვარდაპეტს ძინასას-კი ჰკუთვნებია განჯა-ყარაბაღი, საცა მაშინ სპარსეთის ხანები ბატონობდნენ და არა ვარდაპეტი მინასა. ქათამი წყალს დალევს და ღმერთს შეჰხედავსო, ამაზეა ნათქვამი.
თუ მეფე ერეკლე იმას უთმობდა რუსეთს, რაც მას არ ეკუთვნოდა, მაშ მის მემკვიდრეს და შვილს გიორგი მეფეს ხომ უფრო არ ეკუთვნებოდა და როგორ მოხდა, რომ საქართველო რუსეთმა გიორგი მეფისაგან მიიბარა და ამ მეფეს ცალკე ტრაქტატით შეეკრა. ამ ამბავს მაინც უნდა შეეფერხებინა და საგონებელში ჩაეგდო ბ-ნი ეზოვი. თუ საქართველო სამეფო არ იყო, მისნი მპყრობელნი მეფეებად არ იწოდებოდნენ, მაშ რუსეთის სახელმწიფო ტიტულში რუსეთის იმპერატორები რად იხსენებიან საქართველოს მეფეებად სხვათა შორის. სჩანს, სამეფოდ ხსენება საქართველოსი და მისია მპყრობელთა მეფეებად წოდება მოგონილი ამბავი არ არის, სჩანს საბუთია, რომ ეს საქართველოს მპყრობელთა ხარისხი რუსეთის სახელმწიფო ტიტულშია შეტანილი. ბ-ნი ეზოვი რომ ასე თავშეუდებლად არ აჰყოლოდა თავისს გულისთქმას, არა გვგონია ეს უეჭველი საბუთი რუსეთის სახელმწიფო ტიტულისა ასე შეერყია წინდაუხედავად. ცოტად რომ მაინც ჩაფიქრდებოდა თავისს ნათქვამს, შიშით გული გაუსკდებოდა, - ეს რა უბედურება გადამკიდა ჩემმა ენამაო, ნურც ჩვენის სიტყვით გაიხეთქს გულსა. რუსის კანონებში ბევრი შესაწყნარებელი მიზეზია, რომლის ძალითაც დიდი შეღავათი ეძლევა ჭკუა ატაცებულს დამნაშავეს.
ვთქვათ, ასეც იყო, რომ საქართველო არც სამეფოდ ყოფილა ოდესმე, არც მისთა მპყრობელთ ხარისხი მეფობისა არა ჰქონიათ, ვთქვათ არც ერეკლე მეფეს, არც გიორგის არ ეკუთვნოდა საქართველო, მაშ ვინ ჩააბარა იგი რუსეთს? ბ-ნ ეზოვს რომ ჰკითხოთ, გამოდის, რომ იგი ჩაუბარებია თითქმის სომეხთა არქიეპისკოპოსს იოსებ არღუთინსკი-დოლგორუკოვს. რა თქმა უნდა, ამას პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ აბა გადაიკითხეთ ბ-ნ ეზოვის წიგნი, თუ ეს ასე არ გენიშნოთ, მთელი სამი-ოთხი გვერდი ამ წიგნისა27 ისე ოსტატურად შორიდამ უვლის ამ ამბავს, ისე მოხერხებულად სტრიქონებს შუა მიძვრება-მოძვრება ეს სასურველი აზრი ბ-ნ ეზოვისა, რომ ანაზდეულად შეგეფეთებათ და გამოგენასკვებათ თითქმის ის დასკვნა, რომ თუ ხსენებული არქიეპისკოპოსი არ ყოფილიყო, საქართველო არ მიეკედლებოდა რუსეთს.
ბ-ნი ეზოვი, სხვათა შორის, გვარწმუნებს28, რომ არქიეპისკოპოსი იოსები დიდს მხნეობას იჩენდა: იგი აკავებდა ერეკლე მეფეს, რომელიც მზად იყო დამორჩილებოდა აღა-მაჰმად-ხანსაო და იმედს აძლევდა, რუსები მოგეშველებიანო, იბირებდა ხანებს, ხელი შეუწყონ რუსის მხედრობასა, ფიცით არწმუნებდა, რომ რუსთაგან არავითარი წყენა არ გექნებათო და სხვანი და სხვანი. ერთი სიტყვით, რაც ყოფილა, არქიეპისკოპოსი იოსებ არღუთინსკი ყოფილა!
როცა საქართველოში იმპერატორ პავლე პირველის მანიფესტი გამოცხადდა რუსეთთან შეერთებისა, მაშინ იმპერატორმა მოინდომა ჯვრები და ორდენები, გრაფობის და ბარონობის ხარისხი, მიენიჭებინა თავისს ახალ ქვეშევრდომთა წარჩინებულ კაცებისათვის და შეეკითხა კნორრინგს და კნორრინგი ლაზარევს. გენერალმა ლაზარევმაო, - ამბობს ბ-ნი ეზოვი, - როცა დაეკითხნენ, ვინ არიან ღირსნი ჯილდოსიო, ასეთი პასუხი მისცაო: „რაც შეეხება ჯვრებს, ჩემის აზრით, ყველაზე უფრო ღირსნი არიან თავადნი ეგნატე თუმანოვი, დარჩო ბებუთოვი და სოლომონ არღუთინსკი-დოლგორუკოვიო. მთლად აქაური აზნაურობა ბევრით წინ არ არიან ჩვენს однодворц-ებზეო და ვის უნდა ებოძოს გრაფობა და ბარონობაო? ამას ისიც უნდა დავუმატოო, რომ ზოგიერთს ოჯახში თუ ერთი ძმა ჩვენი მომხრეა, მეორე - მეამბოხეაო... ძნელად გასარჩევია აქაური ბატონიშვილი უბრალო მუჟიკისაგანაო“.
კნორრინგმა და ლაზარევმა ჯილდოს ღირსად შვიდმეტი კაცი წარადგინა, მათ შორის ქართველები. თ. სოლომან ავალიშვილი, სურამის მოურავი თ. ევგენი აბაშიძე, თ. გიორგი ამილახვარი, სარდალი თ. ივანე ორბელიანი, სარდალი თ. გიორგი ციციშვილი, სახლთხუცესი და მარიამ დედოფლის ეშიკაბაში თ. ალექსანდრე მაყაშვილი, მდივანბეგი თ. ზაქარია ბარათაშვილი, მდივანი სულხან თუმანიშვილი, თ. შანშე ერისთავი, ეშიკაბაში ალექსანდრე ჭავჭავაძე, ნინოწმინდელი მიტროპოლიტი მიხაილი, ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე, არქიმანდრიტი ექვთიმე. კიდევ ბევრნი არიან ღირსნი დაჯილდოებისა, უმატებს კნორრინგი29, მაგრამ ყველაზე მეტი სამსახური და ერთგულება რუსეთისა ამათ მიუძღვითო.
ხომ ჰხედავთ, რარიგად გვერდი აუარა ბ-ნ ეზომა ამ ჯილდოს ღირსთ ქართველებს და შვიდმეტი კაცი მარტო სამს კაცზე ჩამოახდინა, ისიც მარტო სომხებზე, და ისიც არ გამოეპარა რომ ეთქვა აქაური ბატონიშვილები მუჟიკები არიანო. აი ეს გახლავთ სომეხთა მეცნიერება. ხომ ასე საქებურად ექცევა ეს სომეხთა მეცნიერი ისტორიულ ამბებს, უფრო საქებურად საქმობს მაშინ, როცა თავისს ნათქვამს ამოწმებს ვითომდა ისტორიულ სიგელითა. ჩვენი ჟურნალი „მოამბე“ ამხელს ამ თვალთმაქცურს მოწმობას ამ რიგად „სითამამე და აღვირახსნილობა ბ-ნ ეზოვისა იმდენად დიდია, რომ გვეუბნება, ეს ცნობები ამოვკრიფე აქტებიდამ და იხილე ესა და ეს ნომრებიო, სახელდობრ, 529, 530, 531 და 532. გადავშალეთ პირველი ტომი, ათჯერ წავიკითხეთ ეს ნომრები და ვერაფერი მიმსგავსებული ეზოვისა ვერა ვპოვეთ“... „საიდამ მოსჩმახა ეზოვმა, - ამბობს მერე „მოამბე“, - რომ მხოლოდ მარტო სამი სომეხი იცნეს ღირსად ჯილდოსი და ბატონიშვილები მუჟიკებსა ჰგვანანო? ზღაპარს მაშინ გამოიცნობთ, როცა გაიხსენებთ ეზოვის დაფარულს აზრსა. საქართველო საქართველო-კი არ არის, ძველი სომხეთიაო. ეს მაცდური და წყეული სურვილი გზას უბნევს ბ-ნს ეზოვს და სისულელეს აროშვინებს მეცნიერების სახელით“ 30.
რომელი ერთი მოგახსენოთ ამ ბ-ნ ეზოვის მეცნიერული ოინებისა, სად როგორ იკეთებს თავისს განგებ შეთხზულს საქმესა, რაცა ვთქვით, ისიც საკმაოა დავინახოთ - რა ერთის ზომის, ერთის თვისების ლარი გააქვთ, როგორ გვეპყრობიან, როგორის დაჟინებით, სისტემატიურად გვთხრიან ქართველებს ქვეყნის თვალში იგი ერთგვარი გუნდი სომხებისა და მათ მიერ მოვლინებულნი სომეხთა მეცნიერნი, ფილოსოფოსნი, დელინგერები, გიაცინტები და პროფესორები. რაებს არა სჩადიან, რა უკადრისს და სათაკილო ფარხმალსა ჰკიდებენ ხელს, რომ თავიანთის თავის საქებ-სადიდებლად საყვირი აყვირონ, ჩვენი ხსენება და სახელი ლაფში ამოსვარონ და თითონ სომხებს ჩვენი თავი შეაძულონ, შეაზიზღონ. თვითონვე კი იძახიან, სირცხვილია მეცხრამეტე საუკუნეში, ამ განათლებულ დროს, ერმა ერის მოსაძულებელი, გადასამტერებელი რამა სთქვასო და ამ მიზეზით ერთი ერი მეორეს მიუსიოსო, და სხვა ამისთანა სიტყვები, რომელიც ვარაყიან ნაჭუჭსა ჰგავს, გული-კი ჭიანი აქვს.
გამოდის, რომ ჩვენი ავად მხსენებელნი, ზედ-მომსევნი ეგენი ყოფილან თითონ და ჩვენ კი ან ხმას არ ვიღებთ, ან მარტო ზედ-მოსევას ვიგერიებთ, ციხეში მათ მიერ შემწყვდეულნი, გამოდის, რომ ზედ-მისევა, თავდასხმა-კი არაფერიაო და მოგერება, ფარის მიგებება-კი ცოდვა არისო. ამისთანა ფილოსოფიით ატყუონ წინდაუხედავი ბალღები. ჭკუათმყოფელს კაცს-კი პირში კავს ვერ ამოსდებენ, ვერ გააკმენდინებენ ხმას იმ უუწმინდაესს გრძნობას ადამიანისას, რომელსაც ეძახიან გრძნობას საკუთარის ღირსებისას. ადამიანის უუძვირფესესი საუნჯე მისი ვინაობაა და ნურავის ნუ უკვირს, თუ ამ ვინაობის შემაგინებელს, შემბღალველს ყოველი პატიოსანი კაცი სამართლიანის გულის წყრომით ზედ აეგება. განათლება პატიოსანს კაცს „სილბოს აძლევს ნაქსოვისას“, როცა სხვას უნდა „გული მისცეს გულისათვის“ და საშველად ხელი მიაწოდოს და „სიმტკიცეს ნაჭედისას“, როცა თავისს საკუთარს ვინაობას ჰპატრონობს. იქ „სილბო“ ღირსებაა, აქ-კი ლაჩრობა, იქ „სიმტკიცე ნაჭედისა“ გულქვაობაა, აქ-კი ღირსება.
ესეც-კი სათქმელია: „ქვეყანაზე რომ ბაჟი ედოს თავისის თავის ქებასა და სხვის ძაგებას, რამდენი სომეხთა მეცნიერი დამუნჯდებოდა სომეხთა სასახელოდ და ჩვენდა სამშვიდობოდ. ვაი, რომ ესე არ არის! ვაი, რომ ერთიცა და მეორეც უხარჯოა, მუქთია!
---
* * *
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
ქვათა ღაღადი
VIII
სომეხთა მწიგობარ-მეცნიერნი რომ ასე იქცევიან და ოინბაზობენ, - ადვილად გამოსაცნობია რადა და რისთვის. ხოლო გვიკვირს რომ ამ რიგადვე ეპყრობიან ისტორიულ საბუთებს რუსის ზოგიერთი მწერლებიცა. იმის დასამტკიცებლად, რომ სომეხნი სულითაცა და ხორცითაც მედგარნი, გულგაუტეხელნი, ხელ შესაწყობნი არიან და მერმისი მათი საკუთნოა, ისტორიული საბუთები მოჰყავთ და ამით არწმუნებენ ქვეყანას, რომ ეს ასე ყოფილა, არის და იქნება კიდეცაო. სომხებმა ყოველივე ეს სიკეთე თვისი ისტორიით დაამტკიცეს და ძალიან ვცდებით, რომ ამ ნიჭიერ, გამრჯელ, სულითა და ხორცით ღონიერს ერს ხელს არ ვაშველებთ, გზას არ ვუხსნით და ვაბრკოლებთო.
რა თქმა უნდა, ერს რომ გზა შეუკრან წარმატებისა, - რაც გინდ პატარა ერი იყოს - არავისათვის არც მოსაწონია, არც გამოსაყენებელი. არ არის ქვეყანაზე იმისთანა ერი, რომელიც, თუ ცოტაოდენად მაინც გონებად მოსულია, ცოტაოდენი ისტორია ჰქონია და კულტურაში ცოტაოდენად ფეხი მოუკიდებია, რითიმე გამოსადეგი არ იყოს სახელმწიფოში, რაც გინდ დიდი სახელმწიფო იყოს და მოჭმული თვისი სულიერ და ხორციელ ძალ-ღონითა. „რაც უკვე დარგულია და ხარობს, ფეხით ნუღარა დასთრგუნავ, ეცადე გაიზარდოსო“, ნათქვამია. ნიჭი, სიკეთე ცალკე ადამიანისა, თუ მთელის ერისა ისეთი რამ არის, რომ, რაც გინდ ნამეტანი იყოს ვისთვისმე, მეტი ბარგი არ არის, თუ საკუთარს სხვისაც ზედ წაემატება. ამიტომაც დიდი ცოდვაა ადამიანს, თუნდ ცალკე პატარა ერს, ნიჭი შეუკრა, შეუბოჭო, სიკეთის ღონე შეუხუთო. არა ნაკლები ცოდვაა ერთის ღვაწლი, თუ კია სადმე, მეორეს მიაკერო და მართლად ღვაწლდამდები ჩრდილში მიაყენო და სხვისით სხვა გამოამზეო საქებ-სადიდებლად. თუ თავმოსაწონებელია სადმე, ყველამ თავისით უნდა მოიწონოს თავი, ყველას თავისი უნდა ეკუთვნის.
ჩვენდა სამწუხაროდ, ასე არ იქცევა ბ-ნი ვლად. გოლმსტრემი, რომელმაც ამ ახლო ხანში დაბეჭდა „Петербургские Ведомости“-ებში თავისი წერილი ამ სათაურით: „И Камни возопиют!“ 31. მართალია, ეს გაზეთი ერთი იმისთანა გაზეთია რუსეთში, რომელიც ესარჩლება ყოველ დაჩაგრულ ერსა და ამისთანა მართლა პატიოსნურს მიმართულებას გაზეთისას არ შეიძლება სრულის სიამოვნებით არ მიეგებოს ყოველი ჭკუათამყოფელი და გულთა მყოფელი კაცი, რა თესლისაც გინდ იყოს. იგი დაუცხრომელად იღაღადებს თავის სასახელოდ და ჩაგრულთა საოხად, რომ სიმტკიცე სახელმწიფოსი, რაც გინდ დიდი და ძლიერი იყოს, უნდა ემყარებოდეს ერთსულობაზე და არა ერთსახეობაზე, ერთფერობაზე. ამიტომაც მარტო სიყვარული და ტკბილად მოქცევაა იგი ქვითკირი, იგი დუღაბი, რომლითაც შენდება და მყარდება ციხე-სიმაგრე ერთობისა სახელმწიფოშიო. ყველას, მცირეა, თუ დიდი, თავისუფალი გზა უნდა ჰქონდესო იმ ნიჭით, იმ უნარით, იმ მადლით ემსახუროს სახელმწიფოს, რაც ღმერთს უმოწყალოებია როგორც დიდისა, ისეც პატარისათვისაო. არავინ არის ქვეყანაზე იმისთანა, რომ რაიმე კეთილი, სახელმწიფოსათვის გამოსაფენი ნიჭი და უნარი არა სჭირდესო, ოღონდ-კი ნუ შეჰხუთავთ, გზა მიეცით ყველას თავი იჩინოს თავისებურად, თავისის ღირსებისა ღა სიკეთისამებრო.
სწორედ ამასვე გვიქადაგებს თვით ბ-ნი გოლმსტრემიცა თავისის წერილის დასაწყისში და ვინ იქნება ისეთი უბირი, ბრიყვი და გულწამხდარი, რომ სიყვარულითა და სიხარულით ხელი არ მიაშველოს ამის მთქმელსა და თქმული მისი არ ჩაიჭდიოს გულში, ვითარცა აღსავსენი მართლითა და კაცთმოყვარებითა.
დიდი ხანიაო, - ამბობს ბ-ნი გოლმსტრემი, - ჩვენნი წინმხედველნი და შორსგამჭვრეტნი კაცნი ჰკითხულობენ, - ეს ასე შორს რომ მივდივართ აღმოსავლეთ აზიაში, რა მიგვაქვს თანაო. პასუხი ამისი დიდად საიმედო და სანუგეშო არ არისო. ნივთიერ ცხოვრებისათვის, ესე იგი ის, რაც გარეთა კულტურის მანიშნებელია, ჩვენ თითონა ბევრი არა გვაქვს-რა და ამისთანებში დღესაც ერთმანეთს ვერ მოვრიგებივართო, ერთმანეთში ვერ გავსულ-გამოვსულვართ და ვერა გაგვირჩევია რაო. ხოლო ნამეტანობას სულიერის ღონისას უნდა ვმადლობდეთ, რომ რუსეთის ერი ბევრს განსაცდელს მთლად და უვნებლად გადარჩაო. ესე იყოო, სხვათა შორის, პეტრე დიდის დროსა, როცა ეს მედგარი გენიოსი არ შეუშინდა ძირითადის ცვლილებით დაუძლურებას ერისას, მისის ეროვნულ ძალ-ღონის დაშრეტასაო. მაშინ რუსეთის ქვეყანა ჯერ ხელუხლებელი ქვეყანა იყოო, ესე იგი მძინარე ლომიო.
ეხლა სულ სხვააო. დრონი იცვალნენ, სულიერ ძალ-ღონეს ერისას გაფრთხილება, დაზოგვა უნდაო. რაც უფრო ფეხმაგრობს რუსეთში გონებითა, სულიერად და ხორციელად, იმას უნდა ემატოთ და ის ვამრავლოთ, იმიტომ რომ, - თუმცა ძნელია გამოვტყდეთ, - მაგრამ იგი ზნეობური დონენი, რომლითაც ჩვენ გავდივართ შორეულ აღმოსავლეთში, ძალიან დიდი საგზალი არ არისო...
... ისე უმართლოდ და ცილის წამებით არა ერს არ მოჰქცევიან, როგორც სომხებსაო. რომ ჭეშმარიტი ნათელი მოეფინოს სომხების საქმეს, უნდა ძველისძველს დროს გავუსწოროთ თვალი, იმ დროს, რომელიც გამოძიებულია სწავლულთაგან, არქეოლოგთაგან, მოგზაურთაგან, რომელთაც ჯერ არ შეჰყრიათ „პოლიტიკური სიბრძნე“ და მით არ წაუხდენიათ თვალთახედვა მეცნიერებისაო. ქვანიც-კი იღაღადებენო, ჰბძანებს გაფიცხებული ბ-ნი გოლმსტრემი, ქვანიც-კი, რომელნიც გაფანტულნი არიან არარატის მაღლობებში, ვანის ტბის გარეშემო, ურმიის ახლო, არზრუმთან და ერევნისა და ფარსის ადგილებშიო. ქვანი ხომ არა ტყუიან არასოდესაო!.. მართალია, ქვანი არა ტყუიან, მაგრამ, კიდევ ვიტყვით, კარგს მთქმელს კაი გამგონიც უნდა. ქვევითა ვნახავთ, რომ ქვებს კარგი გამგონი არ შეხვედრიათ.
ცეცხლის ასოებით მოგვითხრობენო, - ამბობს იგივე ცეცხლმოკიდებული გოლმსტრემი, - ზედ წარწერანი კლდეებისა ამბებს ძველისძველს, ასურ-ბაბილონის დროებისასაო. ჩვენმა ასირიოლოგ-არქეოლოგმა ბ-ნმა ნიკოლსკიმ, რომელსაც ეს ადგილები დაუვლია 1893 წ., დიდი ამბები აღმოაჩინაო. ლურსმული წარწერანი, იმ ადგილებში ნაპოვნი, რაღაც განსაკუთრებულ ენას ეკუთვნიან და გვაუწყებენო, რომ ტიბრისა და ეფრატის სათავეში, ვანისა, ურმიის და გოქჩის ტბების ახლომახლო ერთი რიცხვმრავალი ერი ყოფილა. ასირიის ნაშთთა სიტყვით, რომელნიც ეკუთვნიან მეათე და მეცხრე საუკუნეს ქრისტეს წინათ, იმ ერს რქმევიაო „ნაირი“. მერე მეცხრე საუკუნის მეორე ნახევარში, როცა მთელს ამ ერს ერთი სახელმწიფო შეუდგენია, ქვეყანა ეს ურარტად არის ხსენებული, აქედამ არის წარმომდგარი ებრაული სახელწოდება „არარატიო“. ესერთი და იგივე სახელიაო.
შუაგული ამ ურარტთა სახელმწიფოსი ჯერ ერევნის დაბლობებში ყოფილა და მერე მტრის უფრო უკეთ მოსაგერებლად სამხრეთისაკენ დაუწევიათ, ვანის ტბის აღმოსავლეთითაო. ურარტთა მეფეების ქვეყანა თუმცა კულტურის მხრით ასურელთა ზედგავლენის ქვეშ ყოფილაო, მაგრამ არაერთხელ ურარტლნი ძლევამოსილობით შესცილებიან ასურელთა სამსოფლიოდ ხელმწიფობასაო. ასურელთა მეფის თიგლათპილასარის III დროს, მერვე საუკუნის პირველ ნახევარშიო, გამარჯვება ურარტელების მხრივ იყოო. მთელი ჩრდილო და ნაწილი დასავლეთისა ურარტლებმა წაართვეს ასურელებსაო. სასწორმა ბრძოლისამ ტოკვა დაიწყო და მოსალოდნელი იყო ურარტელებს დაეპყრათ მთელი მაშინდელი ქვეყნიერება და სამსოფლიო ისტორიისათვის სხვა მიმართულება მიეცათო, ხოლო მერე როცა ასურეთში სხვა მეფე დამჯდარა, ხელახლად გაძლიერებულან ასურელნი და მტრები დაუმარცხებიათ. ურარტის მეფეს ურსას მთელი ჩრდილო-დასავლეთი ფეხზე წამოუყენებია და მისევია ასურელთაო, მაგრამ დამარცხებულანო.
გარდა ყოველ ამისა ბ-ნი ნიკოლსკი მოგვითხრობსო, რომ ზედ წარწერანი გვეუბნებიან, რა კულტურა ჰქონიათ ურარტელებს, რა ქალაქები, სრა-სასახლეები, არხები და სხვა ამისთანა. ეს ზედწარწერანი ზოგი ასურელთა მეფეების ბრძანებით არის ნაწერნი, ზოგი ურარტელთა, იმისდა მიხედვით, ვინ იმარჯვებდა ომშია. ეს წარწერანი ძველად ძველის დროისანი გვაუწყებენო ორის მოძღვრების ბრძოლასაო, ერთი მოძღვრება მხეცურია და მეორე უფრო კაცებურიო. პირველი ეკუთვნის ასურელთ და მეორე ურარტელთაო. ურარტელებმაო, ამბობს მერე იგივე ავტორი, დიდი სამსახური გაუწიეს მთელს მაშინდელს მსოფლიო ცივილიზაციას და აქედამ მთელს ქვეყანასაო. ჯერ იმითი, რომ ჩრდილოეთიდამ მიწოლილი ურარტი ძალიან აბრკოლებდა ასურელთ, - მხეცურის მოძღვრების ერს, - და საკმაო მოცილეობას არ აძლევდა მისეოდნენ სირიას, პალესტინას და ეგვიპტეს და ერთობ მთელს სამხრეთ-დასავლეთსაო. მეორე დიდი ღვაწლი ქვეყნიერების წინაშე ურარტისა ის არისო, რომ ერთის მხრით სკვითებს და სხვას ჩრდილოეთის ბარბაროსებს გულდაგულ წინ ედგნენ და კავკასიის მთებს აქეთ არ უშვებდნენ და ამით სამხრეთ-დასავლეთის ცივილიზაციას არ ათელვინებდნენო, და მეორეს მხრით - გზაში ედგნენ და ფეხს წინ არ ადგმევინებდნენ ეულს ხალხს სამხრეთის მინდვრებისას, საიდამაც გამოვიდა სისხლისმღვრელი რჯული - ისლამიო.
გამოდის, რომ, ბ-ნ გოლმსტრემის სიტყვით, ურარტელნი ჯერ კიდევ ძველისძველად დაწინაურებული ერი ყოფილა მაშინდელ კვალობაზე, ერი რიცხვმრავალი, ძლიერი, კაცთმოყვარულ მოძღვრებისა, ერი მედგარი, გულმტკიცე, გულმაგარი და თითქმის თავდადებული მოჭირნახულე და მეომარი მთელის მსოფლიოსათვის, მერე იმისთანა მებრძოლი, რომ კინაღამ მთელს სამსოფლიო ისტორიას სხვა მიმართულება მისცაო. მოდით, და თუ ეხლა ამისთანა ღვაწლმოსილ ერის ნატამალი სადმეა, გულში ნუ ჩაიკრავთ, ხელს ნუ მიაწვდით, ფეხზე ნუ დააყენებთ და გზას ნუ გაუხსნით ქვეყნისა და კაცობრიობის სადღეგრძელოდ და საბედნიეროდ. მართალია ბ-ნი გოლმსტრემი: დიდი უმადურობა და უსამართლობა იქნება ეხლანდელ კაცობრიობისაგან, რომ ასე არ მოექცეს ურარტის ნატამალ ერსა, თუ დღეს იგი სადმეა. ბატონი გოლმსტრემი გვეფიცება, რომ ურარტის ნატამალი ერი დღესაც არისო, მაგრამ ქვეყანა უსამართლოდ და უმადურად ექცევაო. ცოდვააო ამისთანა ჭირში გაუტეხელი, გონებით, ზნეობით, სულიერად და ხორციელად ღონიერი, გულმტკიცე და გულმაგარი ერი ფეხზე არ წამოვაყენოთ და ჩვენის კულტურის დროშა ხელთ არ მივცეთ მთელის აზიის გასანათებლად და გასაბედნიერებლადაო.
ხომ ასეთი საქებური და სასურველი ერი ყოფილა მოსახლე-მკვიდრი უწინდელ ურარტისა. ეხლა ვიკითხოთ: ვისთვის და რისთვის იხარჯება ასე უხვად, ვის ამკობს, ვის აქებ-ადიდებს ურარტელების სიკეთისა და ღვაწლის ხსენებითა? სომხებს, რომელნიც ვითომ ურარტელები არიან მოდგმით და იმათი შთამომავალნიო, და რადგანაც, ქართულის ანდაზისამებრ, მამა ნახე, დედა ნახე, შვილი ისე გამონახეო, ბ-ნ გოლმსტრემსაც აუღია და ამბობს, - რადგანაც ურარტელნი ასეთი სახელოვანნი ყოფილან, ასეთი ღვაწლმოსილნი მთელის კაცობრიობის წინაშე, ასეთი მხნენი, ხასიათ მაგარნი და მედგარნი, და რადგანაც ახლანდელი სომხები მათი სისხლ-ხორცია, მათის მოდგმისაა, აშკარა ყოველივე სიკეთე ურარტელებისა მოასწავებს სომხების ღირსებას, კუთვნილებას, ისტორიულად დასაბუთებულსაო. ამ სახით სომხებმა ისტორიულად დაამტკიცეს თავისი სულიერი და ხორციელი გაუტეხლობა, მედგარობა, სიმაგრე ხასიათისა, და რადგანაც ესეა, ხელი უნდა შეეწყოს, გზა გაეხსნას ამისთანა სულითა და ხორცით ძალოვანს ერსა, რომელმაც ასე სახელოვანად თავი იჩინა ჯერ კიდევ უხსოვარ დროსაო და რომელიც კაცთმოყეარეობდა ჯერ მაშინ, როცა სხვანი მგელკაცობდნენო.
ვერ წარმოიდგენთ, რა სასაცილო ამბავი გამოდის იმ პიტალო უმეცრებისაგან, რომელსაც ასე სასაცილოდ გაუხურებია და გაუფიცხებია ამ საქმეში უმეცარი ბ-ნი გოლმსტრემი. ბ-ნთ ეზოვებს და მისის ამქრის მეცნიერებს რომ სცოდნოდათ, ურარტელების სახელ-ქვეშ რომელი ერია ცნობილი ევროპის სახელგანთქმულთა სწავლულთა და მეცნიერთაგან, ხელს მოსჭრიდნენ ბ-ნ გოლმსტრემს და ურარტელებს-კი ასეთის ქებით არ შეამკობდნენ.
თურმე ნუ იტყვით, ურარტელნი ქართველები ყოფილან და ბ-ნი გოლმსტრემი აქ იმ გულუბრყვილო დათვის მაგივრობასა თამაშობს, რომელმაც აქაო-და შუბლზე ბუზი აზის და აწუხებს ჩემს მეგობარსაო, აიღო და შუბლში უშველებელი ლოდი დაიზილა ბუზის ასაფრენად. სწორედ ასეთი ამბავი დამართა ბ-ნმა გოლმსტრემმა იმ ერთგვარ სომეხთა გუნდსა, რომელთა მრწამსიც სხვის მიერ გამომცხვარის პურის დაჩემებაა, რაკი გემრიელია, თითქოს თავისი არა აბადიათ-რაო. ესეთი მეხი არავის დაუცია ამ გუნდისათვის თავში, თუმცა-კი მარტო სომხის გაბერა უნდოდა ქებით და დიდებითა. ტყუილად დაიხარჯა ძვირფასი ტყვია-წამალი. ბ-ნმა გოლმსტრემმა გულში ტყვია ჰკრა სომეხთა გუნდსა, თუმცა მარტო ვარდის კონის სროლა კი უნდოდა. ძნელია უვიცობა, ანუ განგებ შეკეთებული, განგებ გაფიცხებული, განგებ ყალხზე შემდგარი ხელთქმნილი და არა გულთქმნილი თავგამოდება.
დიახ, ბატონებო, ურარტელნი ქართველთა წინაპარნი ყოფილან, ქართველთა სისხლ-ხორცი ერი ყოფილა, სამწუხაროდ - თუ ბ-ნ გოლმსტრემისა არა, იმ სომეხთა გუნდისა, რომელიც საცა-კი სხვის კარგს რასმე დაინახავს, მსუნაგსავით მაშინვე ხელს სტაცებს, ჩემიაო, თითქო თავისი საკუთარი სიკეთე და ღირსება არ გააჩნია, თითქო თუ სხვისა არ ჩაიცვა, არ დაიხურა, თითონ ტიტველ-შიშველიაო. მართლაცდა, არც ესეთნი არიან სომხები, რომ თავისი არა ჰქონდეთ-რა თავმოსაწონებელი.
ჩვენ უსაბუთოდ არ ვამბობო ურარტელების ქართველობას. ამის დასამტკიცებლად სწორედ იმ ქვებს ავალაპარაკებთ, რომელთ ღაღადებას ასეთი გოდება და ცრემლთა ღვრა მოართვევინა სომხებისათვის ბ-ნს გოლმსტრემსა და ვითომ საშინელის გულმტკივნეულობით დააძახა: „И Камни вопиют! Камни не лгут“!
ჩვენ თავის ადგილას დავუმტკიცებთ ბ-ნ გოლმსტრემს, რომ არამცთუ მკვდრებს ქვებს, ცოცხალ კაცსაც-კი უბედავს და მისის პატიოსანის სახელით მართალს არ გვეალაპარაკება. ასე შეაქცია მან ბ-ნი ნიკოლსკი, რომელიც იქნება სხვას ყველაფერს ამბობდეს, ხოლო იმას-კი არა, რასაც იმისის სახელით ბ-ნი გოლმსტრემი გვეუბნება, რასაც მის მაგიერად გვეფიცება და რაც სიზმარში მარტო სომეხთა მეცნიერთ დღემუდამ ელანდებაო.
გვიკვირს, რომ ამ პატივცემულ რუსთა ასირიოლოგ-არქეოლოგს ასე უკადრისად მოეპყრო რუსისავე მწერალი და მისი ფრთხილი, ჭკუადამჯდარი საზრისი ამ საგანზე განგებ, თუ უვიცობით გადაასხვაფერა, გადააკეთა, რომ მისის პატივცემულ სახელით ტყუილი მართლად გაუსაღოს ერთგვარ სომეხთა გუნდსა. აშკარაა, ბ-ნი გოლმსტრემი აქ რაღაც უცნაურ მახეში გაბმულა, ტყუილებით გატენილი გუდა ზურგთ აუკიდიათ და თვით პატივცემული „Петербургские Ведомости“ შეუცდენიათ და თავიანთ სიყალბის მონაწილედ გაუხდიათ. წინათაცა ვთქვით, - ეს გაზეთი თავისდა სასახელოდ ჩაგრულთა მოსარჩლეა, მისი გონება ერთმანეთის შეუწყნარებლობის ვიწრო ფარგალში არ ატრიალებს, იგი ყველას, დიდია თუ პატარა, თავისას აკუთვნებს და ამისთანა მართლა კაცთმოყვარული, მართლა ჰუმანური ღვაწლი მისი ვალად სდებს ყოველს რიგიანს კაცს იმისთანა რამ არ მიაწოდოს დასაბეჭდად, რაც ტყუილია, რაც მოტყუებაა... იმას აღარ ვიტყვით, რომ ერთობ მწერლობა იმისთანა საქმეა, საცა ტყუილსა და ჭორს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. კიდევ მეტს ვიტყვით: იმისთანა წმინდა საქმეში, როგორიც ბეჭდური სიტყვაა, ტყუილებით და ჭორებით ბურთის გატანა ყველა უკადრისობაზე უსაძაგლესია. „ვისაც ყურნი ესხნენ სმენად, ისმინონ!“
ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ეს პატიოსანი გაზეთიც არ დაუნდვიათ, მოუტყუებიათ იმ ჭკვიანურ ანგარიშით, რომ თუ ეშმაკობა გაგვივიდა, ხომ რა კარგი, თუ არა-და, თავშიც ქვა უხლია გაზეთს, თუ ტყუილში დაიჭერენო. არც ბ-ნ გოლმსტრემისათვის აიტკივებენ ძალიან თავსა. იმათ რა ენაღვლებათ, ოღონდ სხვისის ხელით ნარი გლიჯონ, თუ შესაძლოა. მაშ რის სომეხთა მეცნიერნიღა იქნებიან, რომ სხვა დაზოგონ, სხვის სახელს გაუფრთხილდნენ? ეს დავთარში იმათ არ უწერიათ.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(16)
« პირველი
...
8
9
[10]
11
12
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1634 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.