მოკლედ მასალა ბარათაშვილის ლექსები ”ნაპოლეონ” და ფიქრნი მტკვრის პირას ; თემა მაქვს დასაწერი
1) როგორ წარმოგვიდგენს პოეტი ნაპოლეონის პიროვნებას და მის თვისებებს
2) იმსჯელეთ ამ ლექსისა (ნაპოლეონ) და ლექსის ფიქრნი მტკვრის პირას ურთიერთმიმართებაზე
3) თქვენი აზრით შეიძლება თუ არა ამ ლექსში(ნაპოლეონ) პოეტის პიროვნება დავინახოთ
და გეხვვეწებით ამათ მიხედვით დამიწერეთ თემა რა, მაჩვენეთ რომ ფორუმისგან შეიძლება რომ მქონდეს მართლა დახმარების იმედი, ძაან გამახარებთ მართლა, მე ვერ დავწერ სად მაქვს ეხლა ამის თავი გადაქანცული ვარ საშინლად დაღლილი ვარ

აგერ ეს ორი ლექსი :
ნაპოლეონ
ნაპოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას,
და თქვა: «აბაო ხელმწიფებამ რა შემიძინა?»
და რა იხილა თვისს დიდების მსხვერპლი თვის წინა,
მისს მოღრუბლულს შუბლს შუქი რაღაც გარდაეფინა.
«ახლა კი კმარა», თქვა მან გულში, «სურვა აღმიხდა:
სახელი ჩემი ვასახელე ქვეყნის საოცრად,
შევმოსე ძალით საყვარელი ჩემი საშვენად
და დაუმონე გულმტკიცენი მას სადიდებლად».
«მაგრამ მე გვამში სული ვერღა მომთავსებია!
მითხზავს გვირგვინსა დიდებისას მე თვითონ ბედი,
ხოლო მე უნდა მას მოვასხა შარავანდედი;
ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი!»
«მაგრამ ვინ იცის, იქნება რომ ბედსაც მოვსწყინდე,
და სხვა მან ჩემის სახელითა დააგვირგვინოს!..
არა, არა მრწამს, რომე ბედმა მე მიორგულოს:
მე მან გამზარდა და თვისს გაწვრთნილს რაღა მიხერხოს!»
«ვერა გაუძლებს ნაპოლეონ მეტოქეებსა!
რა გინდ ძლიერად, მეცნიერად, ვინ ხელმწიფებდეს,
მაინც მე იგი ვერ ვითვისო, ვერ ჩემოდნობდეს,
თვითონ სამარეც მევიწროოს, თუ ტოლი მყვანდეს!»
ბევრი დღე გავა, რომ ჯერ ბევრი ვერ ვცნათ ჩვენ მისი!
თვითონ სიკვდილიც მას უებროდ აღმოგვიჩინებს:
დამქრალი ცეცხლი და ზღვის ღელვა წარმოგვიდგინებს
მისს ცეცხლსა სულსა და ზღვა გულსა განსაკვირველებს!
ფიქრნი მტკვრის პირას :
წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;
ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა
და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.
იდაყვ-დაყრდნობილ ყურს უგდებ მე მისსა ჩხრიალსა
და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!
ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..
არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება
რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება?..
მაინც რა არის ჩვენი ყოფა — წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?
თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს
არც ვინღა არის, და წინაშე არც ვინ აღუდგეს,
რომელთ ხელთ ეპყრასთ უმაღლესი სოფლის დიდება,
შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: «როდის იქნება,
ის სამეფოცა ჩვენი იყოს?» და აღიძვრიან
იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..
თუნდ კეთილ მეფე როდის არის მოსვენებული?
მისი სიცოცხლე: ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული;
მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს
თავისს მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს
არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!..
მაგრამ თუ ერთხელ უნდა სოფელს ბოლო მოეღოს,
მაშინ ვიღამ სთქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?..
მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან — შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!
აი სულ ესააა გეხვეწებით რა !