ამაში რას გულისხმობ? გალაკტიონი არის ქართული პოეზიის ნიმუში და ყველამ მხოლოდ მისნაირად უნდა წეროს?
რატომ ვადარებთ ყველა პოეტს გალაკტიონს? ის თავისას წერდა, ეს თავისას წერს, ვიღაცა კიდე სხვას დაწერს და ასე... პირიქით ის უფრო გამაღიზიანებელია ყველა ერთ თარგზე მოჭრილივით რომ ერთნაირია, აი მაგალითად როგორც მუსიკის შემთხვევაშია დღეს. ნიაზ დიასამიძე, მერე მგზავრები, მერე ფრანი, ახლა კიდე ოჩოს ქოხი თუ რაღაც...
ადამიანს თავისი ინდივიდუალური სახე და ხელწერა უნდა გააჩნდეს და ერთის კრიტერიუმით არ უნდა შეაფასო მეორე.
მოკლედ მოვრჩეთ კამათს რა

მე მომწონს ზვიად რატიანის ლექსები. თავის სამყაროშია და იქიდან გვანიჭებს პატარ პატარა სიხარულებს ხოლმე

ორი სიჩუმე ერთ ოთახში – უკვე პოეზიაა.
ფრთხილად. მიაწექი სკამის საზურგეს, არ გაიჭრიალოს.
მშვიდად მოქაჩე სიგარეტი.
ეგონოს ოჯახს, თითქოს სამუშაოდ შეიკეტე; ეძინოს ოჯახს.
ფრთხილად გამოაბოლე პირიდან კვამლი, ისე ფრთხილად, თითქოს შიშობდე –
სულიც არ ამოვაყოლოო ჩამშვიდებულმა.
ასე ითამაშე.
ეგონოს ოჯახს. რაც უნდა, ეგონოს. ხოლო შენ მშვიდად წრუპე ყავა,
ან ჩაი, ან არაყი, ან წყალი, და მშვიდად: ორი სიჩუმე ერთ ოთახში
პოეზიაა უკვე, დაიჯერე.
და უყურე ფურცელს, სუფთას, შენსას, რომელიც არც ისე ღრმაა.
“ვიცი, უშენოდაც ვიცი ყველაფერი”, განიშნებს იგი
და დაუჯერე _ არ შეეხო, არ გააქრო,
როგორც ხავსი და კენჭები გამჭვირვალე წყაროს ფსკერიდან –
არ აამღვრიო. ორი სიჩუმე ერთ ოთახში
ისეც პოეზიაა.