არ ვიცი, დევს თუ არა სადმე ეს ლექსი, მგონი, არა.
ახლა ავკრიფე. ჰოდა, დატკბით, ფორუმელებო!

ხანმოკლე მარში,
რიგგარეშე სიყვარულის გამოცხადება
ვალდებულებას და სიყვარულს შორის დარგული
ეს მე ვარ-
როგორც შლაგბაუმის ვეება ძელი.
პარუირ სევაკი
ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ხმარდება ძებას;
და არა მხოლოდ უდიდესი ნაწილი, და არა მხოლოდ ჩემი ცხოვრების,
და არა მხოლოდ ძებნას.
ადვილია -
ისაუბრო სიყვარულზე, მონატრებაზე.
და ბევრად უფრო ადვილი, მართლა გიყვარდეს.
მაგრამ მე ახლა სარკესთან ვდგავარ,
ცივი კედლების უმარტივეს სიმსუბუქეში,
ფანჯარა ოდნავ შეღებულია,
რომ შემოიჭრას ჩემს ოთახში ღამის ჰაერი
და ძველისძველი დაღლილობა,
როგორც ნუგეში.
მე საკუტარი ღიმილიც კი არ გამაჩნია;
ხოლო ის რაღაც, ნასესხები ღიმილის მსგავსი,
ზოგს რომ ჩემამდე მოიტყუებს და ზოგს რომ აფრთხობს,
მართლა ღიმილი კი არ არის -
ის აკრულია ჩემს სახეზე,
როგორც ოტახის მორცხ კედელზე ძველი შპალერი,
რომლის მწყობრი და ტყუპისცალი ორნამენტები
ნაფიც მსაჯულთა უმრისხანეს დასს მომაგონებს.
მე კი მოწმე ვარ,
მოსყიდული მოწმე ვარ იმის,
თუ როგორ იქცა სიყვარული - მორჩილი ხორცის
და სიმარტოვის ერთადერთი საერთო ჰიმნი -გაუმხელელ და ზომიერად უზომო განცდად.
და მეჩვენება,
მეჩვენება, რომ მე ვარ ქურდი
და მარადიულ გამოფენის ძველი კედლიდან
მე გავიტაცე სიყვარული, როგორც შედევრი,
და სიცრუეა,
რომ ნაქურდალს გემოც მეტი აქვს!
მე ვხედავ ქალაქს...
ჩემი მკვიდრი განურჩევლობით,
თვალით მივყვები ყოველ გამვლელს, ავედევნები,
ზოგს თმას მოვქაჩავ - ისევ თვალით -
ზოგსაც ვაშიშვლებ
და ან ვიღაცის მძიმე ჩანთას თვალს შევაშველებ;
და ვხედავ ქალაქს.
და ძარღვებში სისხლის მაგივრად
დააბიჯებენ გაყინული ეჭვის წვეთები
და მე არ ნჯერა, რომ ოდესღაც ქვეყნიერებას
მეც ამათსავით დაბადებით გამოვეცხადე;
რაღაც სხვა მოხდა -
ვთქვათ, უბრალოდ, გამომეღვიძა...
როგორ მჭირდება, რომ ყოველთვის ჩემი სიტყვები
ისე სადად და ბუნებრივად აღიქმებოდეს
და ისე ქმნიდეს სინამდვილეს, როგორც ტალახის
მუქი შხეფები
ჩემი შარვლის ვიწრო ტოტებზე.
ჩემს გაჩენამდე სიყვარული არ არსებობდა
და მე ვიყავი, ვინც ეს გრძნობა გამოვიგონე!
მე ვბოდავ, ვიცი,
ბოდვა არის ჩემი სიტყვები
და მომიტევონ შენმა დიდმა, ფართო თვალებმა,
თუ გავაწბილე მათი ხარბი მოუთმნელობა -
მაგრამ ბოდვასაც ხომ სჭირდება კლასიკოსები!...
და ან მითხარით,
იმ ღირსეულ პერსონებიდან,
რომელთა ჩემთან შედარებაც უხერხულია,
ვის ჰყოფნის ძალა - დაიგუბონ სულში სიგიჟე,
როცა საკუთარ სიყვარულზე გეშს აიღებენ.
რა ქნას ცხოვრებამ - ის საკუთარ საქმეს აკეთებს
და არც ისეთი მოკლე არის, ჩვენ რომ ვაბრალებთ
და რა ქნას, როგორც დაევალა, ისე გვექცევა;
დროის პრიზმაში
ვით ფოტო-ფირს, ისე გიმჟღავნებს.
ჩვენ კი იმასაც შეველევით, რაც გვაბადია
და დაღლილ ნზერას მოუთმენლად გადავატარებთ
მეხსიერების ვიწრო სრუტეს
და აღმოვაჩენთ,
რომ ჩვენს წარსულში არაფერი აღარ იცვლება:
ისევ დამსხვრეულ გემებს ვხედავთ, ნაცნობ ნიჟარებს,
წყლიდან ამოწვდილ ცოცხალ ხელებს
და რამდენიმე
ძვირფასი გვამიც განისვენებს ხრიოკ ნაპირზე...
და მეჩვენება რომ გავრბივარ და მეშინია, რომ ნაქურდალი სიყვარული არ გამომტყუონ
და ჩემს სირცხვილში არ ჩამახრჩონ
და თან მამწარებს,
რომ ჯერ ვერავინ დააეჭვა ჩემმა გაქცევამ
და ქურდობისთვის დასასჯელად არავინ იწევს.
და მე ვიქნები ბედნიერი, თუ დავივიწყებ,
რომ ყველაფრიდან ჩენი წილი სითბო მერგება;
და მე ვიქნები კმაყოფილი, თუ მოახერხებს
და თვითონ შემცვლის - რისი შეცვლაც არ შემიძლია...
რადგანზამთრები არ არსებობენ
და რომ გხვდებიან -
როგორც ანჩხლი და უსახური კარის მცველები -
თავიდან თვითონ გვიწუნებენ, კოპებს შეჰყრიან,
ბოლოს კი მაინც გზას გვითმობენ
და ჩვენ მივდივართ...
და სიყვარული ისევ რცება იმ საიდუმლოდ,
რომლის ამოხსნაც ჩემი მხრიდან უხერხულია!
და არაფერს არ შეუძლია ისე დაგღალოს,
როგორც არაფერს.
This post has been edited by seagull jonathan on 4 Nov 2011, 00:39
Клетка пошла искать птицу.
...რადგან კვენტინი მოკვდა.