ანუ როგორ გითხრა...
არ ვარ იმდენად ნაკითხი რომ ვინმეს სტილს მაგონებდეს კონკრეტულად...
ანუ ვისაც ვინცობ აზიური მწერლებიდან - კობო აბე, იუკიტო მისიმა, კავაბატა... არც ერთს არ გავს...
უფრო დასავლურია, რომ კითხულობ, გავიწყდება ხოლმე რომ იაპონელია ტექსტის ავტორი...
და მერე უცებ რაღაც უმნიშვნელო დეტალში გამოხტება ისე, რომ პირი მრჩებოდა მე პირადად ღია...
ხშირად ადარებენ მარკესს, თუმცა მე ვერ ვიტყვი ასე,
მარკესი უფრო ფართო ცნებებით საუბრობს,
მურაკამი ამბავს გიყვება, აბსოლუტურად თითქოს ჩვეულებრივს და მერე ისე გადაგაგდებს უცებ სიურეალიზმში, თითქოს არც არაფერი მომხდარა...
რავი, თუ გაიგე რამე კაია

მერე წავიკითხავდი "სტრანა ჩუდეს ბეზ ტარმაზოვ, ილი კონეც სვეტა" -
მერე "მოი ლიუბიმი სპუტნიკ" და "კაფკა ნა ბერეგუ"...
მეტი არ წამიკითხავს...
მინდა "ნორვეგიული ტყე" და ვერ გადამიწყვეტია ინგლისურად ჯობია თუ რუსულად...
ქრონოლოგიურად "დენს დენს დენს"-ამდეა და შეიძლება მანამდეც ჯობდეს მაგრამ რავიცი...
მე ჯერ "სტრანა ჩუდეს" წავიკითხე (ქრონოლოგიურად ჩამოთვლილებიდან ყველაზე ადრინდელია) და ჯობდა "დენს"-ით დამეწყო...