სადღაც ადრე ნაცარქექიამ ამ თემაზე საუბრისას ფალიაშვილის და ქართული მუსიკის მაგალითი მოიყვანა. როდესაც ახალ (და არა მარტო ახალ) ქართულ ლიტერატურასა თუ მუსიკაზე, ხელოვნებაზე ვმსჯელობთ, რა თქმა უნდა აუცილებლადაა გასათVალისწინებელი ეპოქის ფაქტორი და აგრეთვე ჩვენი ქვეყნის სოციალურ-კულტურულ-პოლიტიკური მდგომარეობა იმ ეპოქაში..
შევეცდები ჩემი მოსაზრება მეც მუსიკალური ხელოვნების მაგალითზე გამოვხატო და ჩამოვაყალიბო:
დვორჟაკი ან გრიგი ან ჩაიკოვსკი, რახმანინოვი.. ესენი თავიანთი ერებისათVის და მათი მოყვარულებისათVის გენიოსები არიან, მაგრამ რაა მათი ადგილი მსოფლიო მუსიკალური კულტურის განვითარებაში? რა ასპექტით ვაფასებთ მათ შემოქმედებას, რა თვალსაზრისიდან?
რა თქმა უნდა არიან გიგანტები, ვინც მუსიკალურიაზროვნების განვითარებას მიუწვდომელი ღვაწლი დასდეს - ბახი, მოცარტი, ბეთჰოვენი, ვაგნერი, მალერი...(ბევრი ვიღაც და განსაკუთრებით იტალიელები გამომეტოვნინნენ

) მაგრამ მათი არსებობა არ ნიშNავს რომ რომელიმე სხვა, ნაკლებად მასშტაბური წვლილის მქონე კომპოზიტორის მნიშვნელობა დავაკნინოთ.. რა ქნა დვორჟაკმა ჩეხური მუსიკისთVის> გრიგმა ნორვეგიულისთVის? ჩაიკოვსკიმ რუსულისთVის? რახმანინოვმა და ლისტმა, შოპენმა საფორტეპიანო მუსიკისთVის? ჰაიდნმა ახალი, კლასიცისტური სიმფონიური აზროვნებისთVის? და ა.შ
ამასთან, გარდა მისი მუსიკის ობიექტურ-ისტორიული მნიშვნელობის შეფასებისა,ამა თუ იმ კომპოზიტორის შემოქმედება მსმენელის ან მკვლევარის მიერ აღიქმება და შეისწავლება როგორც სრულყოფილი ესთეტიური, მხატვრული მოვლენა, ორიგინალური სათქმელისა და თქმის მანერის მქონე... და ეს შეფასება სულაც არაა სუბიექტური, რეალობას მოწყვეტილი და ყალბი.. ეს შეფასება რეალურია - მაგალითად, XX საუკუნის დასაწყისის ქართულ მუსიკალურ-კულტურულ რეალობას თუ შევისწავლით, აღმოვაჩენთ რომ მთელი რიგი სხვადასხვა ფაქტორების გამო, ზაქარია ფალიაშVილი მართლაც გენიალური შემქმნელი და განმპირობებელია ახალი ქართული მუსიკალური ხელოვნებისა და მისი უზოგადესი კანონზომიერებებისა. თუმცა, ამ დროს ევროპაში უკვე მალერისა და შონბერგის მუსიკა არსებობდა...
ფალიაშვილთან მოხდა სინთეზი ძველი ქართული პოლიფონიური და ევროპული მუსიკალური აზროვნების ძირითად ტენდენციათა, და ამ სინთეზის საფუძველზე, თავად ფალიაშვილის უზომო ნიჭიერევის წყალობით დაიბადა ახალი ქართული პროფესიული მუსიკა.. ესაა მისი მუსიკის ისტორიული მნიშVნელობა, მაგრამ, ამის გარდა, რამდენი დიდოსტატურად დაწერილი ადგილია აბესალომ და ეთერში? ადგილები, რომლებიც ობიექტურად ღრმა მუსიკალურ აზრს და ამ აზრის საოცრად დახვეწილ ინტონაციურ გამოხატულებას წარმოადგენენ? მუსიკის ღირსება პირველ რიგში მისი ინტონაციურობაა, მისი მუსიკობა, მისი ბგერადობა და ჟღერადობა და შემდეგ სხვა ყველაფერი..
განა ასევე არაა ქართულ ლიტერატურაშიც?
პათეტიკოსი ამბობს რომ ნიცშეს ბნელი და უგვანი გადამღერებააო რობაქიძე და გამსახურდიაო..
გინდაც ნიცშეს შემოქმედება იყოს ამ მწერალთათვის ერთ-ერთი განმაპირობებელი მხატვრული პოზიციისა და მსოფლაღქმისა განა ეს მათი ნაკლია ან უღირსება? მხოლოდ მათზე მოახდინა ნიცშემ გავლენა მსოფლიო ხელოვნებაში (არა მარტო ლიტერატურაში)..
მათი შემოქმედება იქმნებოდა, ასე ვთქვათ იინტონირებოდა უამრავი ფაქტორის ზეგავლენით - ილიას და სამოციანელთა მიერ დაწყებული განახლება ქართული მწერლობისა, შუა საუკუნეთა ქართული მწერლობა და პოეზია, ქართული ფოლკლორი, ახალი ქართული კაზმული ენის ძიებისა და ჩამოყალიბების პროცესი, საქართVელოს ბედი ჯერ მეფის, შემეგ კი კომუნისტური რუსეთის პირობებშI, დაკარგული თავისუფლება, ევროპული მწერლობის და ხელოვნების მიღწევათა ხედვა და ათვისება, და თანაც ამ ყველაფრის გარდატეხვა შემოქმედისათVის დამახასიათებელი სუბიექტური მსოფლაღქმისა და შIნაგანი სამყაროს გავლით
ეს იყო ახალი ქართული მწერლობის ჩამოყალიებების პროცესი და ამას ზედ დაერთო საშინელება - კომუნისტური ეპოქა..
ამ ყველაფრის საბოლოო პროდუქტია რობაქიძის, გამსახურდიას, გალაკტიონის, ცისფერყანწელთა შემოქმედება...
ნიცშეს უგვანი გადამღერება კი არაა რობაქიძე-გამსახურდია, არამედ მათი შემოქმედების ერთ-ერთი ტენდენციაა ქართVელი შემოქმედის უშინაგანესში გარდატეხილი ამ გერმანელი გენიოსის სამყარო...
რა განაპირობებს ხელოვნების ნაწარმოების ქმნადობას? ის იქმნება მრავალი ფაქტორის გავლენით, ეს ქმნადობა პროცესია, პროცესი რომელშIც ჩართულია ცნობიერი და ქვეცნობიერი, გინდაც ზეცნობიერი ძალები, სულიერი და ინტელექტუალური გამოცდილება ავტორისა, ის ინტონაციური ველი, ის მეტაფიზიკური და ფიზიკური სამყარო, რომელშIც ხელოვანი ცხოვრობს და არსებობს..
ეს უფრო თქმის მანერას ეხებოდა, ახლა სათქმელს მივხედოთ.. განა სათქმელიც ამ უამრავ ფაქტორთა, ამ სიმბიოზურ ან დიალექტიკური ბუნების მქონე ველის (ხელოვანი, ცხოვრება, მითოსი, ფოლკლორი, და ა.შ...) გავლენით არ იბადება, პროცესუალდება, ყალიბდება და საბოლოო სახეს არ იღებს? სათქმელიც ურთულესი ბუნებისაა..
'დიონისოს ღIმილში' რაა სათქმელი? რა იხატება ჩვენს თვალწინ, ჩვენს თვალწინ კი არა თავად ჩვენშიც?
ადამიანის სულშI მიმდინარე 'განწვალება'ქრისტესა და დიონისოს შორის? ადამიანში ერთდროულად არსებული ჰედონიზმი და ასკეტიკა? ქართVელის და საქართVელოს ტრაგედია? სამშOბლოს ბედი გარდატეხილი ახალგაზრდა კაცის ბედში და ცნობიერებაში? 'ვის მიგამსგავსო - რამინს თუ ვისსა?'- ქვეცნობიერი ლტოლვა და თაყვანისცემა საყვარელი ქალის შვილისადმი - როგორც შენს ცხოვრებაშI მოვლენილი დიონისოსადმი. დიონისო, რომელიც რამინსა და ვის შორისაა განწვალებული და ადამიანის სულსაც განყოფს ფიზიკურ და მეტაფიზიკურ რეალობებს შორის.. ქრისტე მხსნელი და ქრისტეს ჯვარი - საქართVელოს უბედურებათა სავარაუდო მიზეზი.. 'დედა თამარი"- მარადიული მეფე საქართVელოსი და მის გვირგვინს დაპატრონებული წითელი გველეშაპი. საკუთAრი სულის ჯოჯოხეთში ჩასვლა, საკუთარი სათაყვანებელის - დიონისოს უნებლიე მოკვდინება, მითოსურ-წარმართული სამყაროს მიზეზით სავარსამიძის ჩიხში შესვლა - 'ტაია შელია, ცხოვრების ნახევარ-გზაზე შემომაღამდაა!!'- რომანის ბოლო სტრიქონი, მთელი ისტორიის და საზრისის დამტევი...
პათეთიკოსს ეს ყველაფერი არ მოსწონს, მისთVის ეს მხოლოდ უგვანი გადამღერებაა ნიცშესი..
რაა მიზეზი იმისა, როდესაც ადამიანს არ მოწონს ესა თუ ის შედევრი? გასაგებია რომ ვიღაცეებს სძUლთ გამსახურდიები.. ისიც სავსებით გასაგებია, რომ შედარებით ცუდ ბედში მყოფი ბაბუების შთამომავლები გამწარებული და ნატანჯი წინაპრების მონაყოლის მიხედვით საუბრობენ (თუმცა, რა თქმა უნდა, აქ ზვიად გამსახურდიას მამობა და თავად კონსტანტინეს როლი როგორც ეროვნული იდეის მტვირთVელისა კომუნისტურ ეპოქაში თავის როლს თამაშOბს, თორემ, მარტო კონსტანტინე კი არა, მაშIნ გადარჩნენ გალაკტიონიც, ზაქარია ფალიაშვილიც, კოტე ფოცხვერაშვილიც (არადა დამოუკიდებელი საქართVელოს ჰიმნის ავტორი იყო), ივანე ჯავახიშვილიც და ა.შ... ისინი რომ ზვიადის მამები ყოფილიყვნენ მათაც გალანძღავდნენ ამ საქართVელოსათVის საუბედუროდ, ვერ შემდგარი პრეზიდენტის მტრები და არ მოყვარულები)..
ეს ყველაფერი გასაგებია..
მაგრამ რაა მიზეზი, როდესაც ობიექტურად მაღალმხატვრული და დიდი კულტურულ-სოციალური მნიშვნელობის მქონე შედევრი ადამიანს არ მოწონს ან არ უყვარს?
მე მაგალითად, ბრამსი არ მიყვარს და ვერ ვუსმენ, არც შUმანი.. ამის მიზეზს ვერ გეტყვით..
სწორედ სიყვარული და უსიყვარულობაა ხოლმე ყველაფრის საბოლოო შეფასების და მიღება-არ მიღების მიზეზი ან მოტივაცია, ან შედეგი..
ეს ალბათ უფრო ფსიქოლოგიისა და ესთეტიკის სფეროა და ჩემს ისედაც დილეტანტურ მსჯელობას იქ გადაჭრით აღარ დავამძIმებ..
მაგრამ ერთი რამ ცხადია, კონსტანტინე გამსახურდია, რობაქიძესა და ჯავახიშვილთან ერთად არის ახალი ქართული მწერლობის მესაძირკვლე, გალაკტიონ ტაბიძესთან ერთად ქართული სიტყვის ვირტუოზი და დიდოსტატი (ვიღაცეებმა ეს ვირტუოზობა შეიძLება გადაჭარბებულ თვითმიზნურობად და 'კუდაბზიკობად'აღიქვან)
მის შემოქმედებაშI მოხდა ქართული და ევროპული აზროვნების უშინაგანეს და უმთავრეს ტენდენციათა მეტად თავისებური სინთEზი, კრისტალიზაცია. ამასთანავე ის ნამდვილად გამოხატავდა ადამიანის სულშI მიმდინარე ურთულეს პროცესებს და ყველაფერთან ერთად იყო ქართული პატრიოტული იდეის ღირსეული მტვირთVელი კომუნისტური იმპერიის ყველაზე ურთულეს პერიოდში.. კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება მარადიული ღირებულებების გენიალურად მოკაზმული, თავისებური, იმ დროისათVის ახლებური და ორიგინალური გამოხატვაა და უკვე თავადაც იქცა ქართVელი ერის კულტურული მემკვიდრეობის ძვირფას და მნიშვნელოვან ნაწილად
მუსიკაში ზაქარია ფალიაშვილს და ტრადიციულ სკოლას მოყვა XX საუკუნის 60-ნელთა ღირსეული თაობა - ნასიძე, ყანჩელი.. ლიტერატურაში - ჭIლაძე, დოჩანაშვილი,კალანდაძე, მაჭავარიანი, და ა.შ. მაგრამ ამ ორი თაობის ურთიერთობა სულ სხვა საუბრის საგანია.
მე კი ძალიან მიყვარს კონსტანტინეს და რობაქიძIს შემოქმედება..
ვისაც სურს ისტერიჩკად და გოიმად მომნათლოს, შეუძLია პირადად მინახულოს წმიდა სამების საკათEდრო ტაძარშI. ჩემი ნომერია 895770105

პატივისცემით, სვიმონ ჯანგულაშვილი. სტილისთVის და შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით - ჩქარ-ჩქარა ვწერდი
This post has been edited by farviz on 31 Aug 2007, 20:27
სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს...