დიუმა ხომ წაგიკითხავს? დიუმას მთელი შემოქმედება ისტორიული რომანებია, მაგრამ რამდენად ახლოსაა დიუმა ისტორიასთან ეს საკითხავია, კაცს ისე აქვს ისტორია გადაკეთებული, აი როგორც უნდოდა ისე ჭრიდა და კერავდა და ამ კოწიამ ინდაურებზე(

) რაღაცა სწორად ვერ დაწერა მგონი თითიდან გამოწოვილია ხომ?
ეხლა არ მითხრა დიუმაც კაგებეშნიკი უნიჭო იყოოო

მე წერა დამეზარა და ერთი ადამიანის პოსტი დავაკოპირე:
...
ისტორიული სინამდვილე და სიმართლე ის არის, რომ კონსტანტინე გამსახურდიამ ჯერ კიდევ გიმნაზიელობისას ჩამოაყალიბა პატრიოტული ორგანიზაცია "ცხრა მუხა" რის გამოც მალევე დააპატიმრეს ჟანდარმებმა. "ჩემთვის ეს პირველი პატიმრობა იყო, უბედნიერესი მომენტი ჩემი ცხოვრებისა. ბედნიერი გრძნობისაგან შეპყრობილი ვიმეორებდი ამ ბრწყინვალე სიტყვებს: "ნეტარ იყვნეთ თქვენ, რამეთუ გდევნონ ჩემი სახელით" (ავტობიოგრაფიული მოთხრობა "ლანდებთან ლაციცი")
პატიმრობა და ციხეები არც გერმანიაში დაჰკლებია, მაგრამ ეს თურმე უმნიშვნელო იყო იმ ჯოჯოხეთთან შედარებით, რაც "რევოლუციურ საქართველოში" ელოდა.
1921 წელს, წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, კონსტანტინემ ლენინს მისწერა პროტესტის წერილი "ღია წერილი ულიანოვ-ლენინისადმი". ამავე წელს გამოქვეყნდა მისი "სიტყვები ქართველი ერისადმი 26 მაისს". ეს ორი დოკუმენტი დარჩება ქართული მწელობის ისტორიაში პრინციპულობისა და თავგანწირული გმირობის მაგალითად.
1923 წელს კონსტანტინე გამსახურდია ევროპიდან საქართველოში დაბრუნდა. მან კარგად იცოდა, რაც მოელოდა, (გამომგზავრების წინ უთხრეს კიდევაც "ჩასვლისთანავე დაგაპატიმრებენ და დაგხვრეტენო") მაგრამ ემიგრანტობა მაინც არ ისურვა და საქართველოში დაბრუნდა. მისი ეს ნაბიჯი მართლაც აბობოქრებულ მორევში გადაშვებას ჰგავდა, მაგრამ კონსტანტინე "იმ გვარისა იყო, ვისაც უკან დახევა არა სჩვევია!"
შედეგიც მალე დადგა; 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის გამო "ჩეკამ" დააპატიმრა. დაჭერის წინ ს. ორჯონიკიძეს ასეთი რამ უთხრა: "სერგო, მეშინია ჩემი ხალხის მოსპობისა, თორემ შენ და შენს რუს წითელარმიელებს როსტოვს იქით გაგყრიდით".
1926 წელს, ქართველი მწერლების პირველ ყრილობაზე, კონსტანტინე გამსახურდიამ გაილაშქრა რუსიფიკაციისა და ეროვნული სულის ჩაკვლის წინააღმდეგ, რის გამოც დააპატიმრეს "შპიონის", "მოღალატის" ბრალდებით და მოსკოვში გადააგზავნეს.
ლუბიანკაზე საოცარი ამბავი მოხდა; დაკითხვის დროს გინებისთვის კონსტანტინემ ხელი გაარტყა ფელიქს ძერჟინსკის მოადგილეს. ეს მაშინ წარმოუდგენელი იყო. ამის გამო კონსტანტინეს ნამდვილი ჯოჯოხეთი დაატეხეს თავს. იგი 6 თვე იჯდა სიკვდილმისჯილთა საკანში, შიმშილობდა 14 დღე. შემდეგ გადაასახლეს სოლოვკის კუნძულებზე, სადაც 3 წელი დაჰყო და ყოველდღე სიკვდილს ელოდა, მაგრამ მაინც არ გატყდა. (იხ. სოლოვკური მოგონება "მტრების მეგობრობა")
20-იანი წლების თბილისის ქუჩებში კონსტანტინე და მისი მეგობრები შავი ჩოხით დადიოდნენ ეროვნული გლოვისა და პროტესტის ნიშნად. ორჯონიკიძეს კონსტანტინესთვის მუქარით შემოუთვლია "შავი ჩოხით სიარულს თავი დაანებეო" კონსტანტინეს კი უპასუხია: "ჩემს ჩოხასთან შენ რა გესაქმება, ჩემი ქამარი შენ ხომ არ გიჭერსო წელზე" (იხ. მერაბ კოსტავა, "გამოსათხოვარი" 1977წ.) ამის შემდეგ ცხენზე ამხედრებული, შავჩოხიანი კონსტანტინე ხშირად დემონსტრატიულად ჩაუქროლებდა ხოლმე ცეკას შენობას. სხვათა შორის, სხვები აიძულეს, რომ შავი ჩოხით აღარ ევლოთ, კონსტანტინე გამსახურდია კი სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს შავჩოხიან ჭირისუფლად და რაინდად დარჩა...
ასეთი კაცი იყო დიდი კონსტანტინე.
ავყია პროვოკატორები, როგორც სჩანს, წიგნის კითხვით თავს არ იწუხებენ, თორემ კონსტანტინე გამსახურდიას ბიოგრაფიაში მრავლად მოიძებნება ასეთი ფაქტები.
...
დავამთავრებ ისევ კონსტანტინეს სიტყვებით: "მე ჩემი თავი ქუჩაში არ მიპოვია და ჩემს სახელს რომ ახსენებთ, გიჯობთ ფრთხილად იყვეთ ზოგიერთები!"
This post has been edited by Immortal Beloved on 22 Nov 2008, 21:28