,,დაკარგული დრის ძიების" პირველი და მეორე ნაწილი მაქვს ამობეჭდილი, რუსულ ენაზე.
სანამ წიგნებს შევიძენდი, ესენი წავიკითხე.
ახლა, აღარ მჭირდება, თუ ვინმეს გინდათ გაჩუქებთ.
მენანება მაკულატურისთვის.
superwomanბოლო ნაწილის გამოსვლა დაანონსა ,,არტანუჯმა".
ერთობ უცნაურად კი თარგმნიან.
წაკითხვას რაც შეეხება, მკითხველს გააჩნია.
მე თანმიმდევრულობას ვანიჭებ უპირატესობას.
ბავშვობიდანვე რომ მიყვები უფრო უჭერ მუღამს.
ისე კი, რატომ გადაწყვიტე პრუსტის წაკითხვა?
ისეთი არ არის ჩაგითრიოს, ღამეები გათენებინოს,
მშვიდად და აუჩქარებლად უნდა იკითხო,
მომენტებში შეიძლება მოგწყინდეს,
მარკიზ ნორპუაზე რომ წერს, მაგალითად იქ.
თუმცა...