ჰმ, ბუკოვსკი...

კარგი კაცი იყო და კარგად წერდა, ზუსტად ისე როგორც მომწონს - როდესაც განავლიდან ხელოვნებას ქმნიან. ძია ჰენტრიც ეგეთია

თუმცა განსხვავებული...
ნოველები იმდენად ასრა, უფრო ზოგიერთ, მაგრამ რომანი "ქალები" მომეწონა ს პერვოცვო ვზგლიადა. მართლა ძალიან კარგია. ძალიან ზუსტი რამეები აქვს ქალების დაჭერილი

სავსეა სექსით და იუმორით.

- მისმინე. - ვთქვი მე. – ვიცი რაშიცაა შენი ტრაგედია.
- რა?
- ვიცი რაშიცაა შენი ტრაგედია.
- რას გულისხმობ?
- კაი. – ვთქცვი მე. – დაივიწყე.
- არა, მინდა ვიცოდე.
- სულაც არ მინდა გული გატკინო.
- მინდა ვიცვოდე რა სისულელეებს ჩმახავ.
- კარგი. თუ კიდევ ერთს დამისხავ, გეტყვი.
ლიდიამ აიღო ჩემი დაცარიელებული ჭიქა და ნახევრად ვისკით, ნახევრად წყლით შემივსო. მთლიანად გამოვცალე.
- აბა? - იკითხა მას.
- შენც კარგად იცი.
- ვიცი რომ რა?
- რომ ძალიან დიდი და ფართე გაქვს.
- რა?
- ეს სულაც არაა უჩვეულო. ბოლოს და ბოლოს ორი შვილი გყავს.
ცოტა ხანი ლიდია ჩუმად იჯდა და თიხაზე მუშაობდა. შემდეგ გადადო ხელსაწყო. სამზარეულოს კუთხესთან მივიდა. დავინახე როგორ დაიკუზა ფეხსაცმლის გასახსნელად, შემდეგ ჯინსები და ტრუსი ჩაიხადა. მისი ფისო პირდაპირ მე მიყურებდა.
- კარგი შე დამპალო ნაბიჭვარო! – თქვა მან. – ეხლა განახებ რომ ძალიან ცდები.
მეც გავიძრე ფეხსაცმელები, შარვალი და შორტები. შემდეგ ლინოლიუმის იატაკზე ჩავიმუხლე და ნელა დავაწექი ზემოდან. კოცნა დავუწყუე. მალევე ამიდგა და ვიგრძენი როგორ შევედი მასში. ბიძგები დავიწყე... ერთი... ორი... სამი...
კარზე დააკაკუნეს. ეს ბავშვური კაკუნი იყო – პატარა მუშტები გააფთრებულად და გაუჩერებლად აბრახუნებდნენ. ლიდია ქვეშიდან გამიძვრა.
- ეს ლიზაა! დღეს სკოლაში არ წავიდა! აქვე მეზობლად იყო გასული...
ლიდია წამოხტა და ტანსაცმლის მოგროვება დაიწყო.
- ჩაიცვი! – მითხრა მან.
სასწრაფოდ ჩავიცვი, როგორც შემეძლო. ლიდია კართან მივიდა, იქ კი მის ხუთი წლის ქალიშვილი იდგა.
- დედიკო, დედიკო! თითი გავიჭერი!
მე სასტუმრო ოთახში შევედი. ლიზა ლიდიას კალთაში ეჯდა.
- ოოო, აჩვენე დედიკოს. ოოო, მოდი დედიკო თითზე გაკოცებს. დედიკო ყველაფერს გამოასწორებს!
- დედიკო, მტკივა!
მე Aდავხედე მის თითს. სრულიად უმმნიშვვნელო ნაკაწრი ჰქონდა.
- კარგი. – ვუთხარი ლიდიას ბოლოს. – ხვალ გნახავ.
- ვწუხვარ. – მითხრა მან.
- ვიცი.
ლიზა მიყურებდა, ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.
- ლიზა არასდროს დაუშვებს ვინმემ აწყენინოს მის დედიკოს. – თქვა ლიდიამ.
მე გავედი, კარი მივხურე და ჩემი 1962 წლის “Mercury Comet”-ისკენ გავემართე.

ან კიდევ:
ის წამოხტა, სხეული შეარხია და დაიკრიჭა.
- მოდით ვიცეკვოთ!
ჰარი ესკოტმა ნაზად და თავაზიანად გაიღიმა, მაგნიტოგონთან მივიდა და მუსიკა ჩართო. თანაც ბოლომდე აუწია ხმას. ლიდია ოთახში ცეკვავდა მას შუბლზე ოქროსკულულებ გადმოვარდნილი ბიჭი შემოუერთდა. ისინი ერთად აცეკვდნენ. სხვებიც ადგენენ და ცეკვა დაიწყეს. მე ჩემს ადგილზე ვიჯექი. გვერდით რენდი ევანსი იჯდა. ისიც ლიდიას უყურებდა. შემდეგ ლაპარაკი დაიწყო. გაუთავებლად ლაპარაკობდა. საბედნიეროდ მუსიკა იმდენად ხმამაღალი იყო რომ ვერ ვარჩევდი რაზე საუბრობდა.
ვუყურებდი როგორ ცეკვავდა ლიდია ოქროს კულულებიან ბიჭთან. ლიდიას ეხერხებოდა ცეკვა. მისი მოძრაობები თითქმის სექსუალური იყო.
სხვა გოგოებს დავაკვირდი. ისინი სულაც არ ცეკვავდნენ ასე. შესაძლოა იმიტომ, რომ მე ახლოს ვიყავი ლიდიასთან, მათ კი საერთოდ არ ვიცნობდი. რენდი განაგრძობდა საუბარს, იმის და მიუხედევად, რომ მე არ ვპასუხობდი. ცეკვა დამთავრდა. ლიდია დაბრუნდა და გვერდზე მომიჯდა.
- აუუუ, როგორ დავიღალე! ძველებურ ფორმაში აღარ ვარ.
ახალი ჩანმაწერი ჩაერთეს. ლიდია წამოხტა და ოქროსკულულებიან ბიჭს შეუერთდა.
მე განვაგრძობდი ღვინისა და ლუდის სმას. ლიდია და ოქროს კულულებიანი ყმაწვილი კი შეუჩერებლივ ცეკვავდნენ – ოთახის ცენტრში, დანარჩენები კი მათ გარშემო ირეოდნენ. ცეკვა სულ უფრო ინტიმურ ხასიათს იძენდა. სიტუაცია გახურდა... ოქროსკულულებიანმა ბიჭმა ორივე ხელი თავზემოთ აიშვირა. ლიდია კი მიეკრო მას. ეს ძალზე დრამატული და ეროტიული იყო. ორთავეს მაღლა ჰქონდათ აშვერილი ხელები და სხეულებით ერთმანეთს ეკვროდნენ. მჭიდროდ, სხეული სხეულთან. ბიჭი შიგადაშიგ ფეხებს უკან იქნევდა, ლიდიაც აჰყვა. ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ. მართალი გითხრათ, შესანიშნავად გამოსდიოდათ. მუსიკას ბოლო არ უჩანდა. ბოლოს, როგორც იქნა, დამთავრდა. ლიდია დაბრუნდა და გვერდით მომიჯდა.
- ძალიან დავიღალე.
- მისმინე. – ვუთხარი მე. – მგონი სასმელს გადავაჭარბე. იქნებ წავიდეთ აქედან?
- ჰო, ვხედავდი როგორ ურახუნებდი.
- წამოდი. ეს არაა უკანასკნელი წვეულება. კიდევ იქნება.
ჩვენ წამოცვდექით და წასავლელად მოვემზადეთ. ლიდია გადავიდა, რაღაც უთხრა დიანასა და ჰარის. დაბრუნდა და ჩვენ გასავლელისკენ გავემართეთ. როდესაც კარი გავაღე ოქროსკულულებიანი ბიჭი მომიახლოვდა.
- აბა რას იტყვი ძმაო ჩემსა და შენს გოგოს შესახებ?
- მაგრები იყავით. – ვუთხარი მე.
გარეთ რომ გავედით გული ამერია. მთელი ლუდი და ღვინო უკან ამოვიდა. იქვე, ტროტუართან მდგარი ბუჩქი შევალამაზე მთვარის შუქზე.
- იმ ბიჭმა აგანერვიულა, არა? – მკითხა ლიდიამ.
- ჰო.
- რატომ?
- ეს ჟიმაობას გავდა. იქნებ უკეთესიც იყო.
- არაფერი ზედმეტი არ მიფიქრია, უბრალოდ ვცეკვავდი.
- როგორ მოგეწონება აქვე ქუჩაში რომ მივჟიმო ვინმე? არაუშავს რომ მუსიკა არ გვაქვს?
- ვერაფერს მიხვდი. ყოველ ჯერზე, როდესაც ცეკვას ვასრულებდი მოვდიოდი და შენს გვერდით ვჯდებოდი.
- კარგი, კარგი. – ვთქვი მე. – მაცალე ერთი წამი.
კიდევ ერთხელ მოვრწყი ვიღაცის ხმელი ბუჩქნარი. ექო-პარკიდან გორაკის გავლით ჰოლივუდის ბულვარზე გავედით. მანქანაში ჩავჯექით, მე დავქოქე და ჩვენ დასავლეთით, ჰოლივუდიდან ვერმონტის მიმართულებით დავიძარით.
- იცი რას ვეძახით შენნაირ ტიპებს?
- არა.
- ჩვენ მათ “წვეულების ჩამშლელებს” ვეძახით. – თქვა ლიდიამ.