როცა ჩემ სახლამდე გრძელი გზით მოვდივარ, (გრძელი გზებით სიარული კი ისე მიყვარს, თითქმის ყოველდღე ასე მოვდივარ ხოლმე),
დიდი სტადიონი უნდა გავიარო.
სტადიონს ადგილობრივები ვეძახით, თორემ ბალახ-ბულახით აბიბინებული ადგილია,
90-იანებში აშენებული ძველი სტადიონის ნარჩენი, რომელიც ერთდროს, სკოლებს შორის, რაიონული შეჯიბრის დროს გამოიყენებოდა. როგორც თითქმის ყველა ძველ სტადიონს,
მაინც და მაინც კარგი, სახელი არ აქვს ამ ლოკაციას,
დღის სხვადასხვა მონაკვეთში უბნის მაყურებელი ძველი ბიჭებით დაწყებული, ვნებააშლილი შეყვარებული წყვილებით გაგრძელებული და სატანისტებით დამთავრებული, ყველა იქ იკრიბება.
მიუხედავად იმისა, რომ დღის ნათელ მონაკვეთში, აქ, მოვარჯიშე ადამიანენს და ფეხბურთის მოთამაშე ბავშვებსაც შეამჩნევთ,
მაინც ამბობენ, რომ მთლად კარგი სასეირნო ადგილი ვერ არის,
განსაკუთრებით, როცა მარტო მოდიხარ.
თუმცა მათ ვისაც, ათი წელი ამ სტადიონთან სიახლოვეს გაგვიტარებია,
მსგავსი ამბების არ გვჯერა და მშვიდად მივუყვებით ხოლმე გზას.
თუმცა ბოლო პერიოდში, ჩემი სიმშვიდე დაირღვა,
რადგან ზოგჯერ გატყავებული მტრედი მხვდება, ზოგჯერ ვირთხა, ამ ბოლო დროს, კატის რომელიმე ნაწილი.
დღეს, თავმოჭრილი ფისო ვიპოვე. პირველი რაც გავიფიქრე იყო: რა მაგარად უნდა აკლდეს ამის გამკეთებელს.
თუმცა, მალევე ეკოს ,,ფუკოს ქანქარის" გმირები გამახსენდნენ.
აი, ნადიმი რომ აქვთ და მზად არიან ერთმანეთიც კი დახოცონ, ოღონც საიდუმლო ამოხსნან.
სიმართლე რომ ვთქვა, არ მჯეროდა რომ არსებობს ხალხი, რომელიც სატანიზმს და მსგავს ,,ოკულტიზმს" სერიოზულად აღიქვამს,
მაგრამ ჩემ მიერ ნაპოვნი გატყავებული და ნაწამები ცხოველების სტატისტიკა სხვა რამეს ამბობს.
შეუცნობელ არს ადამიანის სისულელის და ცრურწმენის საზღვრები.
მადლობა ეკოს, რომ ასე მხიარულად აღწერა, არც ისე მხიარული და ნორმალური ადამიანების ქცევა.