თამარ
სანთელად საკუთარ სულს და ხორცს აგინთებ,
თამარის ხატებთან დავდნები ნელ_ნელა...
შენდამი ფერებას ავსახავ ამით მე
და დაისს ტუჩების ფერებად შევღებავ...
შავ თმებზე ჩამოშლილ ყოველ სტროფს ვადიდებ
თან მუზებს აგკიდებ ვარდის ფერ მტევნებად.
მოღრმო ხევს დავლოცავ, მტკნარი წყლით აგივსებ,
სულ მუდამ გაჩუქებ ზეციურ ვედრებას.
თამარ, გთხოვ სანაცვლოდ გულისთქმა მაღირსე
და აისს ახალი გრძნობებით დავიწყებ...
კვლავ იებს მოგიძღვნი, თავისთვის მძინარეს,
ჩვენსკენ მოვაბრუნებ სიცოცხლის მდინარეს.
თავს გულზე დაგადებ, მაჩუქე გუგუნი,
გამიკრთე სითბოთი ცანი მოღრუბლულნი...
ათასგვარ ფერებით დავხატავ განთიადს,
გულით შემოგფიცავ, საღამოს, მთვარიანს.
ბილიკებს დავხაზავთ სავალი გზებივით
ზეციურს შეგიქებ მაგ სახელს, ღმერთივით...
თუ გინდა მოგიძღვნი ცხოვრების ყოველ წამს,
ყოველ წუთს ჩაგძახებ ტკბილ სიტყვას _ მიყვარხარ.
მიყვარხარ ყოველ დღე, ყოველ თვე, ყოველ წელს,
ყოველ წამს, ყოველ წამს, ყოველ წამს მიყვარხარ...
მომწონს
Quasi unа fantasia . . .