#33048317 · 18 Sep 2012, 13:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ჩაკარგულ თემაში. მთარგმნელ-რედაქტორებთან შეკითხვა მაქვს: რატომ არ ველოდოთ წიგნის გაგრძელებას? ამწამს მოვრჩი კითხვას, ამდენი ხნის შემდეგ ძლივს მივედი წიგნთან, რომელმაც ჩვენში არ 'გაამართლა' თურმე - კი ბატონო, არასაბავშვოა, თუ არ ჩავთვლით წიგნის სათაურსა და ლაირას რაღაც ბავშვურ გამოვლინებებს... პროტესტის გრძნობა ზოგადად პირველ ნაწილს, წესით არც უნდა მოჰყოლოდა, არ მესმის რატომ გადაიფიქრა გამომცემლება მისი გამოცემა... კიდევ ერთი მიზეზი - რატომ უნდა დავაარსო საკუთარი გამომცემლობა =D ფილმს რაც შეეხება, ყველაფერი გასაგებია, თუკი ერთ სურათში აპირებდნენ მის მოქცევას, მაშინ გზას აცდენას უნდა შევეგუოთ. კოულტერიც ნიკოლივით მყავდა წარმოდგენილი - 10-დან 6 ქულა ფილმს. სხვა? ველი გაგრძელებას, უკვე მე-3 წელი სრულდება თარგმანიდან...
--------------------
Que toute idée publique, toute convention reçue, est une sottise, car ella a convenue au plus grand nombre!
|