the_lizard_king რატო მეჩხუბები ვახ
მე ის კი არ მითქვამს შენ ვერ გაიგეთქო, საერთოდ ვთქვი ერთი წაკითხვით ვერ იგებენთქო საერთოდთქო : )
რაც შეეხება მის ორიენტაციას, პედარასტი კი არა ბისექსუალი იყო, მაგრამ საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ამას?!
უაილდი საინტერესო მწერალი იყო და დარწმუნებული ვარ უფრო საინტერესო პიროვნება იქნებოდა, სხვაგვარად არც შეიძლება
და დორიანშიც პირადად მე უფრო მეტი პიროვნული მრავალფეროვნება ლორდ ჰენრიში დავინახე ვიდრე დორიანში, დორიანი უბრალოდ ახალგაზრდა ბიჭია რომელიც აღფრთოვანებულია ჰენრით და ცდილობს მას მიბაძოს და დაემსგავსოს, მაგრამ ბევრად სუსტია ვიდრე ჰენრი
აი მხატვარი კი ერთი შეხედვით თითქოს მნიშვნელოვანი ფიგურა უნდა იყოს, მაგრამ მისი სუსტი ნებისყოფა და დაცლილი შინაგანი სამყარო არ აძლევს ამის საშუალებას მას, ამიტომაც იყო, რომ მისი ნახატები არანაირ ღირებულ საგნებს არ წარმოადგენდნენ, გარდა ერთისა პორტრეტისა
ის კიდე სულ სხვა თემაა რატომ იყო პორტრეტი გამორჩეული და ღირებული ნაწარმოები : )