წანწალით დაღლილი ძაღლივით
მოვალ და კარებთან დავწვები,
თვალები მექნება დახრილი,
მზერა კი დიდი და ხანგრძლივი.
ბარათით დაღლილი მტრედივით,
სარკმელთან სიახლეს მოგიტან,
მერე დაგეხვევი რეტივით
მთვარის უალერსო ლოგინთან.
ოჯახით დაღლილი სახლივით
ხმაამოუღებად გინატრებ.
წანწალით დაღლილი ძაღლივით
კარებთან მოგიტან სიმართლეს...
ოდესღაც მიყვარდი!
გიორგი ზანგური
"სხვათაშორის, მანქანა რომ სისხლით მუშაობდეს და არა ბენზინით, ამდენი სისხლი უქმად არ დაიღვრებოდა"
"Alle Welt prostituiert sich. Bezahlen oder bezahlt werden, das ist die Frage"
"როცა შემეძლო არ ვიცოდი და როცა შევიცან აღარ შემილია"