Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(5)
1
[2]
3
4
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
შარლ ბოდლერი
, (1821 - 1867)
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GIO-INTER
Crazy Member
ჯგუფი: Registered
GIO-INTER
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1139
წევრი No.: 85417
რეგისტრ.: 25-February 09
#18875266
· 5 Apr 2010, 21:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მე მაქვს მისი ბოროტების ყვავილები ქართულად, აკრიანი ნათარგმნი და ძალიან ძლეირია უდაოდ. (არა თარგმანი არამედ თვითონ შარლ ბოდლერი)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mestumre
Super Member
ჯგუფი: Registered
mestumre
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 352
წევრი No.: 30971
რეგისტრ.: 6-March 07
#18881232
· 6 Apr 2010, 04:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თარგმანიც...... მე სხვა თარგმანებიცი წამიკიტხავს მაგრამ აკრიანს ვერ შეედრაბ ვერცეთ.... აკრიანმა იცის როგორ უნდა გაადნოს და ჩამოასხას პოეზია........ როგორც თავად ამბობს "თარგმნის-ალქიმა" იცის მაგ კაცმა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
marilis
lapis
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
marilis
lapis
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1848
წევრი No.: 88249
რეგისტრ.: 6-April 09
#18881241
· 6 Apr 2010, 04:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რომ გავიგო, რომ ჩემს რომელიმე მეგობარს, ან ბოდლერი, ან რემბო და სატრფო მისი მოსწონს, მეყსეულად განვიკვეთავ გულიდან!
--------------------
=========================================
ლიანდაგები
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ikasso
Crazy Member
ჯგუფი: Members
ikasso
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2342
წევრი No.: 47567
რეგისტრ.: 22-November 07
#18881353
· 6 Apr 2010, 04:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(marilis @ 6 Apr 2010, 04:05 )
რომ გავიგო, რომ ჩემს რომელიმე მეგობარს, ან ბოდლერი, ან რემბო და სატრფო მისი მოსწონს, მეყსეულად განვიკვეთავ გულიდან!
ოცელოტასაც განიკვეთავ? ვთქვათ "სევდიანი მადრიგალი" თუ წაგიკითხა
რაღაც ამგვარი - Sois belle! Et sois triste!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ocelot
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Ocelot
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 27630
წევრი No.: 13684
რეგისტრ.: 17-October 05
#18887234
· 6 Apr 2010, 16:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ikasso
მე ვერ ვკაიფობ პოეზიაზე
მითუმეტეს დრამატურგიაზე. გაქანებული პროზისტი ვარ
ერთი ოცამდე ლექსი შეგროვდება რომელიც მომწონს
marilis
QUOTE
რომ გავიგო, რომ ჩემს რომელიმე მეგობარს, ან ბოდლერი, ან რემბო და სატრფო მისი მოსწონს, მეყსეულად განვიკვეთავ გულიდან!
ეს თემა ვერ დაინახე ეტყობა
არტურ რემბო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
marilis
lapis
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
marilis
lapis
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1848
წევრი No.: 88249
რეგისტრ.: 6-April 09
#18887746
· 6 Apr 2010, 17:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ikasso
QUOTE
ოცელოტასაც განიკვეთავ? ვთქვათ "სევდიანი მადრიგალი" თუ წაგიკითხა
რაღაც ამგვარი - Sois belle! Et sois triste! yawn.gif
გიპასუხა:
QUOTE
გაქანებული პროზისტი ვარ
ერთი ოცამდე ლექსი შეგროვდება რომელიც მომწონს
იმედია, იმ ოცამდე ლექსს მაინც წამიკითხს, რომელიც მოსწონს
Ocelot
გისმენთ, ოციკ!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ikasso
Crazy Member
ჯგუფი: Members
ikasso
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2342
წევრი No.: 47567
რეგისტრ.: 22-November 07
#18899559
· 7 Apr 2010, 07:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Ocelot @ 6 Apr 2010, 16:47 )
ikasso
მე ვერ ვკაიფობ პოეზიაზე
მითუმეტეს დრამატურგიაზე. გაქანებული პროზისტი ვარ
ერთი ოცამდე ლექსი შეგროვდება რომელიც მომწონს
marilis
QUOTE
რომ გავიგო, რომ ჩემს რომელიმე მეგობარს, ან ბოდლერი, ან რემბო და სატრფო მისი მოსწონს, მეყსეულად განვიკვეთავ გულიდან!
ეს თემა ვერ დაინახე ეტყობა
არტურ რემბო
არა, ჯიგარო, არ მინდა დავვიჯერო გულგრილი დაგტოვოს, ვთქვათ ოვიდიუს ნაზონმა.. წარმოიდგინე, რომში ცხოვრობ 2 ათასი წლის წინ.. უმეტეს წილად გაზაფხულია გარშემო - ცა ლურჯი, ტერაკოტა, ღვინით სავსე ამფორები და მხრებში გაშლილი გოგონები ( არა მხოლოდ იმიტომ რომ ლიფჩიკებს არ ატატებდნენ მაშინ).. თან ცოტა გოიმადაც თვლიდნენ - ბიჭუნები რომ არ ევასებოდა რემბოსავით.. ლექსები კიდე რომ არ ეწერა არ შეეძლო.. გამოყრილი ჰქონდა როგორ ნიკო სამადაშვილს.. ერთხელ ბავშვობაში მამამისმაც გატყიპა, სამარცხვინო იყო ბებერი არისტოკრატისთვის "ვაჟიშვილს" ლექსები ეწერა.. მაგრამ პატარა ოვიდიუსს სილა რომ გაარტყა და იატაკზე დაეცა ლექსით უპასუხა: მამი რატომ მცემო.. გაშრა კაცი
მერე კიდე იმპერატორი რაღაცის გამო გასდსახლებაში აგზავნის დუნაიზე დღევანდლ რუმინეთში.. იქ კიდე ცივა.. ველურია ყველაფერი ხალხი, ბუნება, შავი ზღვა.. და იქ უნდა იცხოვრო შენი ბოლო 10 წელი.. და ვეღარც ნახო თბილი რომი ვეღარასდროს და უნდა დაწერო ტრისტიები..
ან ალექსნდრე პუშკინი რასაც ხედვს ცივი პეტერბურგის ფონზე.. იმ დღეს იქ დავდე:
Город пышный, город бедный,
Дух неволи, стройный вид,
Свод небес зелено-бледный,
Скука, холод и гранит –
Всё же мне вас жаль немножко,
Потому что здесь порой
Ходит маленькая ножка,
Вьется локон золотой.
ხომ ხედავ ორ-სამ სიტყვაში ცოცხალი ანგელოზი იჩითება პროზაული აღწერის გარეშე
ან იმ დღეს ერთი ჩვენებური კაცის ლექსები ვნახე, უცნაური ტიპი იყო - კონფორმისტი, ამბობენ КГБ-სთანაც იყოო შეხმატკბილებული, ულვაშა ბელადზეც კი წერდა გრამოტნი ლექსებს.. მოკლედ სამარცხვინო, არადა მომწონს ლექსები:
…ეხლა ამ ქედებზე დამფრთხალი უგეშოდ
რამდენი ირემი და ნუკრია.
ჩვენს სოფელში გოგოა, უბეში
ვაშლები და ბუდეშური უყრია…
…არსენ, გულში სიხარული რაც არი,
აბრეშუმის პერანგია ქალისა,
სიყვარული - ერთი მუჭა ნაცარი,
წაღებული იალღუჯის ქარისა….
...მწვადი იწვება, შესევიან ცეცხლს შამფურები,
ღვინით სავსე მოდის მათარა,
მთვარეა, როგორც გატენილი ძროხის ცურები,
ცა კი - პატარა..
ყველა პროზაიკოსი იგივეს ცდილობს, უბრალოდ სიტყვები არ ყოფნით ზუსტი.. უფრო სწორედ ზუსტი სიტყვების ლაკონური კომბინაცია
This post has been edited by
ikasso
on 7 Apr 2010, 07:09
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ocelot
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Ocelot
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 27630
წევრი No.: 13684
რეგისტრ.: 17-October 05
#18903871
· 7 Apr 2010, 14:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ikasso
QUOTE
ყველა პროზაიკოსი იგივეს ცდილობს, უბრალოდ სიტყვები არ ყოფნით ზუსტი.. უფრო სწორედ ზუსტი სიტყვების ლაკონური კომბინაცია
ხო, ვიცი რო ბევრი პოეზიას უფრო მაღლა აყენებს. თან ეგ უფრო вдохновение-ზეა (ქართულად როგორაა?
), ან მოგდის ან არა, პროზას კიდე ბევრი დაწერს. პოეტების უმეტესობა ხო 20-25 წლამდე წერდა. პროსტა პროზაში უფრო დიდი შესაძლებლობებია, პოეზიაში კიდე ფორმა გზღუდავს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Fassbinder
Anarchist/socialist
ჯგუფი: Registered
Fassbinder
Anarchist/socialist
ჯგუფი: Registered
წერილები: 487
წევრი No.: 105409
რეგისტრ.: 20-November 09
#18911720
· 7 Apr 2010, 21:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
,,ვგიჟდები ბოდლერზე" გურჯობა არ გამოჩენილა ჯერ ამ თემაში?
--------------------
თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ თქვენი დედა მოვტყან!!! ჩემს იქით პარიზია… ელისეის მინდვრები... (c) ტ. ტაბიძე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
hibridi55
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
hibridi55
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 23261
წევრი No.: 88962
რეგისტრ.: 15-April 09
#19173101
· 21 Apr 2010, 22:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
"რომელი საათია" არ მოგეპოვებათ ვინმეს?
ქართულად, ინგლისურად, რუსულად, სულ ერთია.
--------------------
თუკი მოგბეზრდა ქვეყნად ძუნძული, წყალში გადახტი, გახდი კუნძული
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
xorumi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
xorumi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10348
წევრი No.: 19289
რეგისტრ.: 14-April 06
#22344016
· 3 Nov 2010, 17:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
წმინდა პეტრეს უარყოფა
სად მიაქვს უფალს ის ურიცხვი ანათემები,
მის სერაფიმებს რომ ვუგზავნით დღითა თუ ღამით?
- ვითარცა ტირანს, ამოყორილს სმითა და ჭამით,
მას აძინებენ კრულვის ჩვენის საამო ხმები.
კვნესა-ქვითინი ტანჯულთა და გულდაკოდილთა,
ეჭვი არაა, დამათრობელ მუსიკად ისმის,
თუკი - მიმთვლელი შენაწირი ამდენი სისხლის -
ეს მაღალი ცა ჯერ მაინც ვერ დაკმაყოფილდა.
ო, მაცხოვარო! გახსოვს ბაღი შენ ზეთისხილის?
მას რომ ჰვედრიდი, მოლოდინში წილხვედრ წვალების,
ვისაც ზეცაში აცინებდა ხმა სამსჭვალების,
რითაც მხეცებმა დაგიხვრიტეს სხეული ცვილის.
ღვთაებრივს, როგორ გიგზავნიდნენ ფურთხებით გმობას
სამზარეულოს თუ ბადრაგის არამზადები!
როგორ დაგცინეს ეკალწნულის თავზე დადებით,
თავზე, რომელშიც თრთოდა მთელი კაცობრიობა!
და როს სხეულის, მოწყვეტილის, სასტიკი წონა
შენ გიგრძელებდა ორ გაჭიმულ მკლავს ნამათრახევს,
როს ოფლი სისხლად ემცვრეოდა შენს ფერმკრთალ სახეს
და, დაკიდული, როს სუყველამ მზერით განგწონა -
არ მოგაგონდა ის თბილი და სხივუხვი დღენი,
როს დიდი აღთქმის აღსრულებად შენ აქ მოხველი?
როს მშვენიერი სახედარი - შენი ცხოველი -
გზებს მიჰყვებოდა, აყვავებულ რტოებით ფენილს,
როს უდიადეს იმედით და მხნეობით მკერდში
შენ გამორეკე ღვთის ტაძრიდან ვაჭრები გარეთ...
არ შეაღწია სინანულმა მაგ მკერდში მწარედ
უფრორე ადრე, ვიდრე შუბმა - შენს შიშველ ფერდში?
.. მე კი, მე მართლა გავეცლები მთელ ამ დუნიას,
სადაც ქმედება ჩუმ ოცნებას არ ჰგავს სრულებით,
ავიღებ მახვილს და - მახვილით აღვესრულები!
- უარყო ღმერთი წმინდა პეტრემ... კარგად უქნია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Crøs
Amata
ჯგუფი: Members
Crøs
Amata
ჯგუფი: Members
წერილები: 23421
წევრი No.: 95183
რეგისტრ.: 6-July 09
#22344770
· 3 Nov 2010, 18:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
უცხო
- იდუმალებით მოცულო კაცო, მითხარ, ვინ გიყვარს ყველაზე მეტად: დედა, მამა, და უ ძმა?
-არა მყავს დედა, არც მამა, არც ძმა და არც და.
-მაშ მეგობრები?
-მაგ სიტყვის აზრი დღემდე უცნობია ჩემთვის.
-იქნებ სამშობლო?
-არც კი ვუწყი, რომელ განედზე მდებარეობს იგი.
-მშვენიერება?
-მე მზად ვარ შევიყვარო მშვენიერება, თუ იგი ღვთაებრივი იქნება და უკვდავი.
-ოქრო?
-მე მძულს ოქრო, ისევე როგორც თქვენ გძულთ ღმერთი.
-მაშ რაღა გიყვარს ბოლოს და ბოლოს, საოცარო უცხოელო?
- ღრუბლები მიყვარს . . . ჰე, ცის ტატნობზე რომ მისცურავენ . . . ის საოცარი ღრუბლები.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
xorumi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
xorumi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10348
წევრი No.: 19289
რეგისტრ.: 14-April 06
#22345071
· 3 Nov 2010, 18:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
cros
QUOTE
უცხო
ღვინის სული
ბოთლში მღეროდა ერთ საღამოს სული ღვინისა:
”შენ, ო ძვირფასო და უმადლო ადამიანო!
შუშის ამ ციხით, ამ სანთლებით წითელ ცვილისა,
მე მსურს, ნათელი ძმობის ჰიმნით შეგეხმიანო!
ვიცი, მჭირდება მე ფერდობი მზით გარუჯული.
მჭირდება შრომა, ოფლისღვა და სხივები მწველი,
რათა გამედგას ფესვები და მომეცეს სული ...
მაგრამ მე არ ვარ უმადური, არც ავისმქმნელი!
- რადგან უზომოს ვგრძნობ სიხარულს, როს ყველა არხი
ჩამიშვებს გარჯით ღონემიხდილ ადამის ტანში,
მისი თბილ-თბილი ფაშვი არის ამო სამარხი,
სადაც უკეთ ვარ ბევრად, ვიდრე იმ ცივ მარანში.
არ გეყურება მომჩქეფარე ამ ჩემი გულით
ჰანგი კვირადღის და იმედს ჭიკჭიკა ხმები?
იდაყვდაყრდნობით, სახელოთი აკარწახულით,
შენ მე დამლოცავ და არც თავად განაწყენდები.
შენს ცოლს, მოხიბლულს, მე თვალებში ცეცხლებს დავუნთებ,
ხოლო ვაჟიშვილს მივანიჭებ ჯან-ღონეს მეტად,
მით გავაკაჟებ ყრმა დევგმირის ძვლებსა და კუნთებს,
რომ სხეულს მებრძოლს დავედები გასაპოხ ზეთად.
შენში კი შთავალ, ამბროზია მცენარეული,
უკვდავ მთესველის ჩაგდებული ძვირფასი ქრთილი,
რომ ტრფობამ ჩვენმა პოეზია შვას მთვარეული,
ტანს რომ აიყრის ღვთისკენ, როგორც უცხო ყვავილი!”
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Crøs
Amata
ჯგუფი: Members
Crøs
Amata
ჯგუფი: Members
წერილები: 23421
წევრი No.: 95183
რეგისტრ.: 6-July 09
#22357340
· 4 Nov 2010, 14:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ამოვწიოთ ისევ ეს თემა
თ ო კ ი
ვუძღვნი ედუარდ მანეს
ჩემი ერთი მეგობარი მეუბნებოდა : ილუზიები , როგორც ჩანს , ისევე აურაცხელია , როგორც ადამიანთა ურთიერთობანი ან ადამიანთა მიმართებანი საგნებთან . ხოლო როდესაც ილუზია ქრება, ანუ როდესაც ვხედავთ ადამიანს, ან ფაქტს ისეთად, როგორიც არის იგი სინამდვილეში, ჩვენგანდამოუკიდებლად, უცნაური გრძნობა გვეუფლება, რომელსაც ართულებს ნაწილობრივ გულისტკივილი გამქრალ აჩრდილზე, ნაწილობრივ _ სასიამოვნო განცვიფრება ახალი რეალური ფაქტის წინაშე. თუ არსებობს აშკარად ჩვეულებრივი მოვლენა, ყოველთვის ერთგვაროვანი, მოვლენა, რომლის არსის განსაზღვრაშიც შეუძლებელია შEცდომა, _ ე სარის დედობრივი სიყვარული. დედის წარმოდგენა სიყვარულის გარეშე ისევეძნელია, როგორც სინათლის წარმოდგენასითბოს გარეშე. ამიტომ განა ბუნებრივი არ არის, დედის ყველა სიტყვაში, ყველა ქცევაში ბავშვის მიმართ სწორედ დედობრივი სიყვარულის გამოხატულება დავინახოთ? თუმც მოისმინეთ ეს პატარა ამბავი, რომელშიც მე გავხდი მსხვერპლი ამ უცნაური და ძალზე ბუნებრივი ილუზიისა.
როგორც მხატვარი, მე ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდები სახეებს, ფიზიონომიებს შემხვედრი ადამიანებისას. თქვენ იცით, რა სიამოვნებას გვანიჭებს ეს უნარი, რომლის წყალობითაც თავად ცხოვრება ხდება ჩვენთვის უფრო მძაფრი და შინაარსიანი, ვიდრე სხვა ადამიანთათვის. შორეულ კვარტალში, სადაც მე ვცხოვრობ, სადაც შენობები დღესაც დაშორებულნი არიან ურთიერთისაგან ბ ალახით დაფარული, ფართო ტრამალებით, ხშირად მინახავს ერთი ბავშვი, რომლის სახეც აღბეჭდილი იყო მგზნებარებით და ანათებდა ცოცხალი გონიერებით. მან პირველ შეხედვისთანავე განმაცვიფრა სხვა ბავშვურ სახეებს შორის. მე მას ხშირად ვხატავდი ხან ბოშის ბიჭად, ხან ანგელოსად და ხანაც მითურ ამურად. ვხატავდი მოხეტიალე მუსიკოსად ვიოლინოთი ხელში, ხანაც ეკლის გვირგვინით თავზე, დალურსმული ხელებით, ხანაც ეროსის ჩირაღდნით ხელში. ეს მშვენიერი ბიჭუნა იმდენად მომწონდა, რომ ბოლოს მივმართე მის მშობლებს, რომელნიც ფრიად გაჭირვებულნი იყვნენ და ვთხოვე მოეცათ ჩემთვის ბავშვი, თანაც დავპირდი, რომ კარგად ჩავაცმევდი, დავხურავდი, მივცემდი ხოლმე ცოტა ფულს და არ დავაკისრებდი სხვა მოვალეობებს გარდა ფუნჯის რეცხვისა და ჩემი ზოგიერთი სხვა დავალების შესრულებისა. როდესაც ბავშვი მოწესრიგდა, იგი კიდევ უფრო გამშვენიერდა და ჩემთან ცხოვრება მისთვის სამოთხე იყო იმასთან შედარებით, რისი ატანაც უხდებოდა მას მამის ქოხში.
მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ეს პატარა კაცუნა მაოცებდა ზოგჯერ თავისი უცნაური, ასაკისათვის შეუფერებელი დეპრესიის გამოვლინებით, მან მალე გამოავლინა აგრეთვე ჭარბი მიდრეკილება ტკბილეულობისა და ლიქიორისადმი. ერთხელაც, როდესაც დავრწმუნდი, რომ მიუხედავად ჩემი გაფრთხილებისა, მან კიდევ ერთხელ ჩაიდინა ასეთივე პატარა ქურდობა, მე დავემუქრე, მშობლებთან დაგაბრუნებ-მეთქი. შემდეგ გამოვედი სახლიდან და დიდხანს ვიყავი გარეთ საქმეებზე.
რაოდენ შემზარა, როდესაც შინ მობრუნებულმა ვიხილე ჩემი ონავარი პატარა მეგობარი აი, ამ კარადაზე ჩამოკიდებული. ფეხები თითქმის ეხებოდნენ იატაკს; სკამი, რომელსაც, როგორც ჩანს, ფეხი ჰკრა, იქვე ეგდო. თავი კრუნჩხვისაგან განზე მოქცეოდა; დაბერილი სახე და საშინელი, დაჟინებული მზერა ფართოდ გახელილი თვალებისა თავდაპირველად ჰქმნიდნენ რაღაც ილუზიას სიცოცხლის ნიშანწყლისას. მისი ჩამოხსნა ყულფიდან არც ისე იოლი აღმოჩნდა, როგორც თქვენ ფიქრობთ. საკმაოდ გამაგრებულიყო . შემზარა იმის გაფიქრებამ, რომ არსებობდა საფრთხე მისი იატაკზე ჩამოვარდნისა. ცალი ხელით სხეული მეჭირა, მეორე ხელით კი თოკს ვჭრიდი, მაგრამ, საქმე ამით არ გათავებულა. პატარა ბოროტმოქმედმა გამოიყენა ძალზე წვრილი თოკი, რომელიც ღრმად შეჭრილიყო მის სხეულში და ახლა ყელის გასათავისუფლებლად საჭირო იყო წვრილი მაკრატლით მომესინჯა თოკი, დაბერილ კისერში რომ ჩასვლოდა ღრმად.
მე დამავიწყდა თქმა იმისა, რომ თავდაპირველად ვღრიალებდი, მიშველეთ-მეთქი; თუმცა არცერთმა მეზობელმა არ მოინდომა ჩემი შველა, მათ გამოავლინეს ცივილიზებული ადამიანის თვისება, რატომღაც თავს რომ არიდებს ჩამოხრჩობილი კაცის საქმეებში ჩარევას. ბოლოს გამოჩნდა ექიმი, რომელმაც განაცხადა, ბავშვი უკვე რამდენიმე საათის გარდაცლილიაო. უფრო გვიან, როდესაც გავხადეთ მას დაკრძალვის წინ, გვამი იმდენად გაქვავებულიყო, რომ ვერ მოვუხარეთ ხელ-ფეხი, რის გამოც იძულებული გავხდით, შემოგვეჭრა მასზე ტანსაცმელი.
რა თქმა უნდა, ყოველივე უნდა მომეხსენებინა კომისრისათვის, რომელმაც გამომცდელად შემომხედა და მითხრა: “ცუდადაა საქმე!” _ ვინაიდან,როგორც ჩამნს, მას ჰქონდა პროფესიული ჩვევა, ყოველი შემთხვევისათვის, მართალის თუ მტყუანის შეშინებისა.
რჩებოდა ერთAდერთი უკანასკნელი მოვალეობის აღსრულება, რის გაფიქრებაც კი მზარავდა ტანში: უნდა შემეტყობინებინა მშობლებისათვის. ფეხები უკან მრჩებოდა, როდესაც გადავწყვიტე წასვლა. ბოლოს, როგორც იქნა, მივედი, მაგრამ ჩემდა განსაცვიფრებლად, დედამ მომისმინა ყოველგვარი ცრემლის გარეშე. . . მე მივაწერე ეს უცნაურობა ამ საშინელ ტრამვას, მის მიერ განცდილს და გამახსენდა გამოთქმა “ყველაზე საშინელი მწუხარება მუნჯი მწუხარებაა!” რაც შეეხება მამას, მან მხოლოდ ოდნავ ჩლუნგი დაფიქრებით გამოსცრა: “ბოლოს და ბოლოს, როგორც ჩანს, ასე სჯობდა! მაგის ბოლო მაინც ეგ იყო”.
ამასობაში გვამი ჩემს დივანზე ესვენა და მე ვამთავრებდი მოსამსახურე ქალის დახმარებიტ უკანასკნელ სამზადისს, როდესაც ჩემს სახელოსნოში შემოვიდა დედა გარდაცვლილისა: მას უნდოდა, როგორცთქვა, დაეხედა შვილის გვამისათვის. რა თქმა უნდა, მე არ შემეძლო დამეშალა მისთვის ვარამის გადმოღვრა, ამ უკანასკნელ ნუგეშზე უარის თქმა. . . შემდეგ მან მთხოვა მეჩვენებინა ის ადგილი, სადაც ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო.
“ო, არა, ქალბატონო, _ მივუგე მე, _ ეს ჯოჯოხეთური ტანჯვა იქნება თქვენთვის!” უნებლიეთ შევავლე თვალი იმ ავბედით კარადას და შემზარა იმ ამბავმა, რომ მის კარზე ისევ მოჩანდა ლურსმანი და მასზე დაკიდებული თოკი. გასანადგურებლად მოვვარდი მომხდარი ამბის ამ საშინელ კვალს, მაგრამ იმ წუთში, როდესაც ვაპირებდი მათ გადაგდებას ფანჯრიდან, საბრალო ქალი მეცა ხელში და იკივლა: “ო, არა, გევედრებით! დამიტოვეთ ეგ მე!” _ “როგორც ჩანს, შეიშალა სასოწარკვეთისაგან, _ გამიელვა, _ ვინაიდან ნაზი გრძნობა აქვს თვით იმისადმიც კი, რამაც სიცოცხლე მოუსრაფა მის ვაჟს და სურს შეინარჩუნოს იგი საშინელ და ძვირფას რელიქვიად”. ასე რომ, დედა დაეპატრონა ლურსმანს და თოკს.
ბოლოს და ბოლოს დამთავრდა ყველაფერი! კიდევ დამრჩენოდა მცირედი სამუშაო, რასაც გულმოდგინედ შევუდექი, რათა თანდათან გავთავისუფლებულიყავ ამ პატარა გვამის ტირანიისაგან, რომლის აჩრდილიც ყველგან დამდევდა და არ მაძლევდა მოსვენებას თავისი ფართოდ დაჭყეტილი უძრავი თვალებით. მაგრამ მეორე დღეს მივიღე მთელი დასტა წერილებისა: ნაწილი ჩემი სახლის მკვიდრთAგან, ნაწილი მეზობელი სახლებიდან; ერთი პირველი სართულიდან; ერთი მეორედან და მესამიდანაც კიდ ა ა.შ.; ერთნი ნახევრად ხუმრობით, თხოვნის სერიოზულობის შესანიღბად, სხვანი თავხედურად და თავაგდებულად მწერდნენ, მაგრამ ყველას მიზანი ერთი და იგივე იყო, სახელდობრ ის, რომ სურდათ მიეღოთ ჩემგან ნაჭერი ამ ავბედითი და სასწაულთმოქმედი თოკისა. თანაც მწერდნენ არა იმდენად მამაკაცები, რამდენადაც ქალები; ამასთან ყველა ისინი _ დარწმუნებული იყავით ამაში _ როდი ეკუთვნოდნენ უმდაბლეს, უბირ ფენას მოსახლეობისას. . . მე შევინახე ეს წერილები. . .
და მაშინ, უეცრად, გამინათდა გონება და მივხვდი, თუ რად მოითხოვდა დედა ასე დაჟინებით ჩემგან ამ თოკს და რა იყო მისი ნუგეში.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
xorumi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
xorumi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10348
წევრი No.: 19289
რეგისტრ.: 14-April 06
#23047159
· 19 Dec 2010, 22:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ერთ ღამეს, როცა ქალთან, ვინაც ყველასთან წვება,
ვიწექი ისე გაშოტილი, ვით გვამთან გვამი,
მე ვიხმე სიზმრად ის მშვენება სევდანასვამი
რომელსაც ჩემი ღრმა სურვილი აქ ეთხოვება.
თვალწინ დამიდგა დიდებული ნაკვთების წყება,
ის გამოხედვა, სიმტკიცით და გრაციით სავსე,
თმა, სურნელოვან ჩაჩქანივით დამდგარი თავზე,
რომლის ხსოვნაზე სიყვარულით ეს გული ლღვება.
_ო, მე მხურვალეს დავკოცნიდი შენს მეფურ სხეულს,
რბილ ტერფებიდან მივწვდებოდი კულულებს მრუმეს
და დავაფრქვევდი ყველგან ალერსს უნაზეს-უღრმესს,
თუ ერთ საღამოს ერთადერთ ცრემლს, უვნებლად მცვრეულს,
შენ დაიდენდი, დედოფალო არშებრალების,
რომ დაგებინდა ბრწყინვა შენი ცივი თვალების!
* * *
პ.ს. დონ ჟუანი ქვესკნელშიც უნდა დამეპოსტა მაგრამ აკრეფა დამეზარა
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(5)
1
[2]
3
4
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0994 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.