Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(37)
« პირველი
...
17
18
[19]
20
21
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ვაჟა-ფშაველას შემოქმედება
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Makulatura
bad motherf**ker
ჯგუფი: Moderators
Makulatura
bad motherf**ker
ჯგუფი: Moderators
წერილები: 76133
წევრი No.: 9597
რეგისტრ.: 20-March 05
#12059497
· 29 Dec 2008, 05:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ვაჟა-ფშაველა
სიტყვები არ მყოფნის ვაჟაზე საწერად...
...სამყაროს მამოძრავებელი... ადამიანზე, ზე ადამიანური...
QUOTE
შემოქმედება
ვერაფერს გამოვარჩევ
„მუდარა“ , „დამსეტყვე, ცაო“ , „სიცოცხლემ შხამი მასმია“ ...
ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულქმნილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება — ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა.
„გოგოთურ და აფშინა“ ...
„ალუდა ქეთელაური“
„ბახტრიონი“
„ივანე კოტორაშვილის ამბავი“
„სისხლის ძიება“
„გველის მჭამელი“
XIX საუკუნის ქართული ლირიკის პროზის ნიმუშები:
„შვლის ნუკრის ნაამბობი“
„ხმელი წიფელი“
„ქუჩი“
--------------------
Throw whatever you have at me... I'll keep coming. That old body will give out.
But before I end this, I want you to know one thing: I can't feel any of this.
-baldur
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 578
წევრი No.: 81046
რეგისტრ.: 1-January 09
#12398293
· 27 Jan 2009, 19:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვაჟა-ფშაველა (ლუკა რაზიკაშვილი) (1861-1915)
(ბიოგრაფიული ცნობები)
ვაჟა-ფშაველა დაიბადა სოფელ ჩარგალში (ახლანდელი დუშეთის რაიონი). რვა წლამდე ჩარგალში იზრდებოდა. ჯერ სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ 1877-79 წლებში თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში. 1879 წლიდან გორის სამასწავლებლო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1882 წ. 1883-84 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო უნივერსიტეტი დატოვა და მასწავლებლობა დაიწყო მთის სოფლებში, 1888 წლიდან კი ჩარგალში დამკვიდრდა. ფშავში დაწერა მან გენიალური პოემები, ლექსები, მოთხრობები. დროდადრო ცხენზე გადაკიდებული ხურჯინით თბილისში ჩამოჰქონდა თავისი ნაწერები. მძიმე ცხოვრებამ და გაჭირვებამ ადრე შეარყია ვაჟას ჯანმრთელობა და 54 წლისა გარდაიცვალა თბილისში, ჰოსპიტალის პალატაში (ამჟამინდელი სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა). სიკვდილის წინ ახლად მოთიბული ბალახი და მთის წყარო ინატრა... დაკრძალეს დიდუნის პანთეონში. 1935 წ. მისი ნეშტი მთაწმინდაზე გადაასვენეს.
ვაჟას შემოქმედებაში ცხოვრება და სამყარო სინათლის და სიბნელის, სიკეთისა და ბოროტების დაუსრულებელი ჭიდლის სახითაა წარმოდგენილი.
ქართველ პოეტთა შორის ვაჟა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. სიცოცხლე მთელი თავისი ნაირფერობით მაღალი გონიერების და სიკეთის განსახიერებად წარმოუდგენია.
ვაჟა-ფშაველა როგორც მოქალაქე და პოეტი, მხნე პატრიოტი იყო. მან უდიდესი გავლენა მოახდინა ქართველი ხალხის ეროვნულ გათვითცნობიერებაზე. მანვე დაამკვიდრა ქართულ პოეზიაში პიროვნული სრულყოფის - „კაი ყმის“ კულტი, რომლის მნიშვნელობა განუზომელია.
* * *
ვაჟა-ფშაველა
გულო, რას დაჰღონებულხარ
(სიმღერა)
გულო, რას დაჰღონებულხარ,
რას იბურები ნისლითა?
განა სულ ესრე ვიქნებით
დაკრუნჩხვილები ყინვითა!
ჩქარა ზაფხული მოალის,
აყოვდებიან იანი,
გაიბანება წვიმითა
მთა და მინდორი მტვრიანი,
საფლავის ქვაზედ მოჯდება
ოფოფა სავარცხლიანი.
წერონიც გამოჩნდებიან,
დამამშვენებნი ცისანი,
გუგული-დ' მერცხალიც მოვლენ,
ფრინველნი შორის გზისანი.
დასადნობია, დადნება
მთას თოვლი, ხევში ზვავია.
გამაიმტვრევა არაგვი,
გაზაფხულობით შავია,
მუქარით ანგრევს მიდამოს
გაბეზრებული ავია.
მტკვარსაც ჩასძახებს მრისხანედ:
„შენაც გაშალე მკლავია!“
ცაც ხომ ხმას მოსცემს მაღლითა
მიწის სიცოცხლით ფუილსა,
მოსქდება წვიმა ხშირადა,
დაბლა მაიღებს შხუილსა;
ზედ დაეხვევა ელვაცა
შავის ღრუბლების ხუილსა.
გულო, ჩვენც სიცოცხლეს ვიგრძნობთ,
ლაღს მოვისურვებთ მღერასა,
ჩვენც შევუფერებთ კიჟინით
ყოვლგნივ ბუნების ლხენასა,
იმედი ბევრად სჯობია
უაზრო ბედისწერასა!
1887 წ.
* * *
განაგრძეთ ქართველო დარბაისელნო, თუ ხართ ამ მაღალინტელექტუალურ ფორუმზე...
...
ვაჟას პოეზია პანაცეაა ნიჰილიზმისა, ნიჰილიზმი კი- სასიკვდილო სენია...
...
მშვიდობა თქვენდა.
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 578
წევრი No.: 81046
რეგისტრ.: 1-January 09
#12451206
· 1 Feb 2009, 04:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვაჟა-ფშაველა
კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი
...
ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, - რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში...
ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად.
ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზრდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო - მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გენიოსთ ნაწარმოებნიც უფრო სარგები და შესაფერებელია ეროვნულ ნიადაგზე. „ჰამლეტით“, „მეფე ლირით“ ვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ დასტკბება ისე, ნამეტნავად თარგმანით, როგორც თვით ინგლისელი, რომელიც ინგლისურს ენაზე კითხულობს ამ ნაწარმოებთ. შორს სად მივდივართ? ნუთუ სხვა ქვეყნის შვილი ისე დასტკბება „ვეფხისტყაოსნით“ და ისე გაიგებს მას, რაც უნდა კარგი თარგმანი წაიკითხოს, ან თუნცა კარგად იცოდეს ქართული ენა, როგორც თვით ქართველი? - არასდროს. გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება...
მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე.
პატრიტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი ჭკვათმყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს, როგორც მაგ. არის დედაენა, ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი და ეროვნული ტერიტორია, მწერლობა და სხვა. იმავ წამიდანვე, როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას, გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძე - საზრდოდ, ნანა - მოსასვენებლად.
ყველა ეს ხდება ოჯახში, დედის ხელმძღვანელობით და სწორედ აქ არის დასაბამი პატრიოტიზმისა. ყმაწვილი იმ თავიდანვე მჭიდრო კავშირს იმათთან ჰგრძნობდა, ვინც იმას ესაუბრება, ვინც გარშემო ახვევია, - ვისგანაც პირველ შთაბეჭდილებას ღებულობს. ამიტომ უყვარს ის ენა, რომელიც იმას სიყრმის დროს ესმოდა, და ის ადამიანები მიაჩნია თავისიანებად, რომელნიც ამ ენაზე ლაპარაკობენ თუ მღერიან. თავის სოფლელთა სრულიად უმნიშვნელო სხვებისაგან განმასხვავებელი საუბრის კილოც კი შვენიერებად მიაჩნია. თავისი სოფლელი, თუნდაც უკანასკნელი ადამიანი, უცხო ადგილას, უცხო მხარეს რომ შეჰხვდეს, დიდ სიამოვნებას აგრძნობინებს. ვიდრე გაფართოვდება ბავშვის მხედველობა და გაიზრდება მისი პატრიოტიზმი, მას მხოლოდ განსაკუთრებით ის სოფელი, ან დაბა უყვარს, სადაც დაბადებულა და ბავშვობა გაუტარებია.
ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? - იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, - სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. სამოწყალეო სახლში აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც, შეიძლება, ათასი ლალა გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ...
პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.
ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერის კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა.
1905 წ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
სექსტეტი
M i s s i s s i p p i
ჯგუფი: Members
სექსტეტი
M i s s i s s i p p i
ჯგუფი: Members
წერილები: 4808
წევრი No.: 38171
რეგისტრ.: 13-July 07
#12451214
· 1 Feb 2009, 04:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. სიცოცხლე მთელი თავისი ნაირფერობით მაღალი გონიერების და სიკეთის განსახიერებად წარმოუდგენია.
--------------------
Дети _ лишь оправданье нашей наготе...
მე ახლა მარწყვს ვჭამ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 578
წევრი No.: 81046
რეგისტრ.: 1-January 09
#12481941
· 3 Feb 2009, 23:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვაჟა-ფშაველა
ხმელი წიფელი
ყველას, და მათ შორის მეც, მიყვარს მაღალი, მწვანით, ყვავილებით მორთული მთა; გაზაფხულის სუნი, ახლად ამომავალი ბალახი, ახლად დამდნარის ყინულისათვის რომ უჯობნია, უცოდველად, უვნებლად ამოუჩენია თავი და შეჰყურებს მზეს, ქვეყანას, იჩქმალება, ინაბება, მაგრამ ნაზს, მიბნედილს სახეზე გამოუთქმელი ტრფიალება გადაჰფენია: - გავცოცხლდი, მადლი ჩემს გამჩენსაო, - თითქოს დუდუნებს. საამურია, გაყინული ხეები გაზაფხულის სითბოთი ზოგნი რომ გაიფოთლებიან და სხვანი აყვავდებიან. მიბუნდებულს, უღრანს, ბნელს, დაბურულს ტყეს ხომ რა შეედრება!..
მაგრამ ამჟამად ყველაფერი მავიწყდება და თვალწინ მიდგება მხოლოდ ერთი ხმელი წიფელი. ისიც უღრანს ტყეში დგას, ერთის კლდის თავზედ. ამ კლდესაც ხავერდივით მწვანე ხავსი გადაჰკვრია. ხმელს წიფელს სხვა ხეები შორს უდგანან, თითქოს განგებ გაჰშორებიან და ამაყად დასჩერებიან თავზე. ხმელის წიფლის ახლო რამდენიმე ჟოლოს ფეხია მოსული, შველისა და ირმის ნაკვნეტის ფოთლებით. ისინი გადმოძაბულან და გადმოსცქერიან დაბლა მდინარეს, მის ფესვებში რამდენიმე ფეხი ძირტკბილა მოდის, ზამთარ-ზაფხულ მწვანე, დაკბილულფოთლებიანი, ხმელს წიფელს წასვლია სიცოცხლის ნიშანწყალი: სამი ტოტიღა შერჩენია შუა წელს ქვევით, ზედა ტანი მოტეხილა და ხევში ჩაჩხატულა, გახიდულა. ამ სამ ტოტში წელიწადში მარტო ერთს გამოუვა ხოლმე სამი თუ ოთხი ფოთოლი, ისიც ფერწასული, დამჭკნარი, გაყვითლებული. სხვა ხეებს კი, რომ უყუროთ, დატვირთულნი დგანან ბუნების მინიჭებულის სარჩოთი. არაფრად აგდებენ ხმელს წიფელს, ყურადღებას არ აქცევენ. მხოლოდ ზამთრობით, როცა თითონაც შემოეძარცვებათ ხოლმე საპატარძლო ტანისამოსი და, ცოტად თუ ბევრად დაუახლოვდებიან ხმელს წიფელს, მაშინ თუ შეაცქერდებიან, ისიც გაკვრით... ეს მოხდება სწორედ მაშინ, როდესაც პირბადრი, სახენათელი, თმაგაშლილი „ადგილის დედა“ ბუნების სანუგეშოდ სიყვარულზე, სიწმინდეზე და სიცოცხლეზე ზღაპარს უამბობს. მაშინ შეუბუზღუნებენ ხმელს წიფელს: „რას გაშტერებულხარ, საწყალო? ყური დაუგდე, რას ამბობსო!“
ხმელი წიფელი ამოიკვნესებს ღრმა კვნესით და არც ავად, არც კარგად ყურს არ ათხოვებს ამ ამაყ მცენარეთ, მაგრამ „ადგილის დედის“ ზღაპარს კი ყურს უგდებს; თითოეული მისი სიტყვა ლახვარივით ესობა გულზე და უჩუმრად ცრემლსა ჰღვრის.
საბრალო წიფელი! ერთი დრო იყო, რომ ესეც ამაყად გაბარჯღული იდგა, სხვა ხეებს ბევრით მაღლა ასცილებოდა და თავის დიდრონ ტოტებითა და ფოთლებით ქოხივით ეხურებოდა თავს მთელს ტყეს. მთიდამ ბარად მომდინარი არწივი მის კენწეროზე ისვენებდა, მოჰყვებოდა ამაყად ყეფას. ეხლა კი სულთამბრძოლს დაჰფერებია, წაქცევ-წაქცევაზეა მიმზადული. ტანზე რამდენსამე ადგილს საცოდავს გამხმარი ქერქი ასძრობია და ტიტველი გვერდები უჩანს. ერთს ალაგას უფრო გრძლად აჰყრია ქერქი და დედამიწისკენ გრძლად გადმოშვერილა; გეგონებათ, ხანძალი დაუციათ და ნაწლავები გადმოუყრევინებიათო. ჭიაც ბევრი თუ აქვს ამ წიფელს, რომ რამდენჯერაც მის ახლო გავლა მომიხდება, ზედ მუდამ კოდალასა ვხედავ. ეს დასაქცევი ერთთავად ზედ აზის და, რაც ძალი და ღონე აქვს, ურახუნებს იმ გასახმობს, გასავერანებელს ნისკარტს; თან კიდეც დასჭყივის, დაჰკივის, თითქოს ნიშნს უგებსო. აგერ რამდენს ადგილას ამოუღრუტნია წიფელი გულამდის. საცაა გულსაც ფქვას დაუწყებს. წიფელი დგას, დგას შეუშფოთრად, წარბშეუხრელად; არც ავს ამბობს, არც კარგსა.
როცა ქარი უბერავს, სხვა ხეები ირწევიან, მხოლოდ ხმელი წიფელი არ ინძრევა; წინად კი, როცა იგი ჯანსაღად იყო, სიცოცხლით სავსე, ქარის ბერვაზე დაიწყებდა ზღვასავით ღელვას; მისი ტოტები და ფოთლები ჭექა-ქუხილივით ხმაურობას ასტეხდნენ. ხმელის წიფლის ტოტები ამაყად დედამიწას სცემდენ, ასკდებოდენ. დიაღ, ეხლა ქარს ვეღარ მიჰყვება ხმელი წიფელი სხვა ხეებივით, ძველებურად, შეუპოვრად გულ-მკერდს ვეღარ უპყრობს ქარიშხალს. არ მოიდრიკება კი ხმელი წიფელი და, თუ მოსტყდება, იმისი რა ვსთქვათ... მოსტყდება, წაიქცევა, გვერდზე წაწვება, ფეხვები გამოჩნდებიან, აღმე თავაჭერილები, თითქოს ლოცულობდნენ, ღმერთს ევედრებოდნენ, შველასა სთხოვდენო. ზაფხულობით უფრო შესაბრალისია ხმელი წიფელი. სხვა ხეები მორთულან მწვანის ფოთლებით, უვნებელნი, უდარდელნი; მათზედ ათასი ფრინველი სხდება საგალობლად, ქედნები ღუღუნებენ იმათ ტოტებზე, ქერონა ჩიტი დაჰკრავს დაუსრულებელს გალობას, წიპრია იკლებს სტვენით იმათ არემარეს და მოუსვენრად გადახტ-გადმოხტის; ყელმოღერებული შველი და ირემი იმათ იჩრდილავს. ეს დაფოთლილი ხეები ამაყად დასცქერიან ბეჩავს ხმელს წიფელს, იმისი ეჩოთირებათ და ამბობენ: „ნეტავი შენ არ გვაუშნოებდეო!“ - არ იციან, რომ ხმელი წიფელი იმათზე მეტად ისხენიება და არიან, იპოვებიან ისეთნი კაცნი, რომელთაც მოსწონთ და უყვართ უბედურებაში ჩავარდნილი ხმელი წიფელი... სოფელში დღეში სამჯერ მაინც მოიგონებენ ხმელს წიფელს, - სადა გყვანდათ დღეს საქონელიო? - მამამ რომ ჰკითხოს თავის შვილებს, ისინი უჩვენებენ ხმელის წიფლის მიდამოს, გაღმითს ან გამოღმითს, თავს ან ბოლოს.
- ხმელ წიფლის ძირს, კლდეში, ვეფხი დაბუდებულაო, - ხმა არის სოფელში, - ლეკვები დაუყრიაო. მონადირეებს ენახათ ხმელ წიფლის გარშემო დედა ვეფხის და იმის ლეკვების კვალიო.
- ეს სააბედე სოკო ხმელს წიფელს ავაჭერო, - ამბობს მეორე.
დიაღ, არ იციან უგუნურმა ხეებმა, რომ ხალხს ჯერ არ დაუვიწყნია ხმელი წიფლის სახელი, კიდევ ახსოვს იმისი სიდიადე.
განა ყველა, რაც ხმელია,
კაცისგან საწუნარია?!
ათასს ცოცხლასა ბევრჯელა
ათჯერ სჯობს ერთი მკვდარია.
შენის დანახვით, ტიალო,
გულს დარდი მაწევს ცხარია,
რაკი გხედავ, რო ბეჩავად
და უპატრონოდ ხარია, -
თითქო დაჰკრესო განგაში,
სამგლოვიარო ზარია.
მინდა, რომ დიდხანს ნახარში
და გულში ნადუღარია
გაგიზიარო ვარამი,
მდიოდეს ცრემლის ღვარია.
რისთვის მოსულხარ, ბეჩავო,
არ იგლოვები მკვდარია?!
შენთვის არც წაწყმედა არი,
არსად ცხონება არია!
ვინ არ შეგიკრავს კუბოსა,
ვინ არ აგინთოს სანთელი?..
ვაჰ, რა ძნელია, კვდებოდეს,
იკარგებოდეს სახელი!
ღამღამობით ათასში ერთხელ ხმელს წიფელზე ბუ შეჯდება და დაკოდილის ხმით მოჰყვება გულმოკლული ძახილს: „ვერ იპოვეო?“ და, როცა ძახილით დაქანცულს შემოესმის: „ვერა, ვერაო“, მოსაწყლებული თავს დაჰკიდებს და „ღრუ, ღრუო“, ხმადაბლა გულს ჩასძახებს.
ზამთრობით მგელი ესტუმრება ხოლმე ხმელს წიფელს, აიტუზება იმის გვერდით და ღმუის, შიმშილისაგან შეწუხებული. ხმელი წიფელი შეუშფოთრადა სდგას, არც ავს იტყვის, არც კარგს, სდგას გაშტერებული; იმან არც სიბრალული იცის, არც სიმძულვარე; არც სამტროდ აუდუღდება გული, არც სამოკეთოდ; ფიქრობს ხმელი წიფელი თავის თავზე, წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე; გულში თითქო ღრმად ჩასჭედვია მწუხარება. ხანდახან გადმოაცქერდება მის ერთ ფესვის ბოლოზე ამოსულს პატარა დასახულს ყლორტს, რომელიც მზეს და წვიმას უცდის, რომ გაიზარდოს. ესღაა იმისი ნუგეში...
[1888-1889წწ.]
იხილეთ:
http://es.youtube.com/watch?v=HhGDyNRdpcQ
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 578
წევრი No.: 81046
რეგისტრ.: 1-January 09
#12482014
· 3 Feb 2009, 23:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვაჟა-ფშაველა
მთანი მაღალნი
იდგნენ და ელოდნენ. უსაზღვროა მთების მოლოდინი; უსაზღვრო ზღვადა დგას იმათ გულში. წითლად, სისხლისფრად შედედებული უთიმთიმებთ გულ-მკერდში. გარეთ, სახეზე კი არაფერი ეტყობათ, გარდა შტერობისა. ეს არის კიდეც ნიშანი მოლოდინისა. ვინ რა იცის, რა ამბავია მთების გულში, რა ცეცხლი სდუღს და გადმოდის.
მთებო, მთებო! რას ელით, ვის ელით? ნუთუ გყავთ სატრფო დიდი ხნის უნახავი? იქნებ შვილი დაჰკარგეთ? იქნება ძმა ან დედა გყავთ შორს წასული და არაფერი ამბავი მოგსვლიათ? პასუხი არ ისმის. სდგანან წარბშეუხრელად. ელოდენ, ელიან და კვლავ ექნებათ მოლოდინი, რა დააშრობს იმათ გულში იმ მოლოდინის ზღვას? არა აქვს იმას ბოლო, არც დასასრული, როგორც ღვთაებას.
როცა ყველა სულდგმულს, მწერს, ბალახს, ყვავილებს, მდინარეს და მოუსვენარს, დაუღალავს ნიავს დაეძინებათ, მაშინ, მხოლოდ მაშინ ამოიოხრებენ და ცრემლსა ღვრიან. ჩვენ, კაცნი მაშინ ვამბობთ: ახ, რა მძიმე ლოდივით ნაღველი მაწევს გულზეო.
რატომ არ მღერით, მთებო?! განა ისე უნდა მოვკვდე, რომ თქვენი ხმა, თქვენი სიმღერა ვერ გავიგონო? რატომ არ იცინით? ღიმილი მაინც მაჩვენეთ თქვენი, კარგებო! მაგრე როგორ დაგიმონათ, შეგიპყრათ, დაგიმორჩილათ ერთმა ფიქრმა, რომ სხვა ყოველივე ძალა და ნიშანი სიცოცხლისა დათრგუნვილა თქვენს გულ-გონებაში?! არა, არა. ხანდახან თქვენც გიხარიანთ, და ქვეყანას კი ჰგონია, ვითომ თქვენ არაფერს ჰგრძნობთ. ხომ ვიცი, თქვენს გულში სანთლები დაენთება, როცა ლაღი არწივი დაგთამაშებთ თავზე და დასასვენებლად თქვენს კალთაზედ ჩამოეშვება. რა ლამაზები ხართ მაშინ! როგორ გიხდებათ, რომ ის თქვენი აღზრდილი შვილი ისე მამაცი, შეუპოვარი და ლამაზია. ის ხომ შიკრიკიცაა თქვენი. ღმერთს უამბობს, ატყობინებს თქვენს ამბავს...
არა გაქვთ აზრი? იდეა? გრძნობა? არ ოცნებობთ? როგორ არა! მაშ რაა ის მშვენიერი ყვავილები, თქვენ რომ გულმკერდს გიმშვენებთ? ეგაა თქვენი ოცნება, იმედი, ნუგეში. რად იბურავთ თავს ხშირის ნისლებით, თუ ჩუმ-ჩუმად რასმე არა ჰფიქრობთ და მაგ ფიქრს არ გვიმალავთ ადამიანის შვილებს?! რად მოგყავთ ბალახი? რად ადენთ ცივთა წყაროთა? რად აქანებთ ზვავებს? რადა ზრდით ლაღთა ხარ-ჯიხვთა? ვის ატყუებთ, თქვე კარგებო!
სდგანან და ელიან. წვიმა წვიმს იმათ თავზედ, ელვა უტუსავს ოქროს ქოჩორს, მეხი ეთამაშება იმათ თვალებს და ხშირადაც ერჭობა ისარივით გულ-მკერდში. არაფერია. ინგრევა ხშირად ნახევარი მთა და ზვავად მიდის ხევში. არაფერი ეგრევ, თუ კლდე და ლოდები მაინც ელიან. წადით, ვისაც არ გინდათ ჩვენთან, მაღლა, ცის ახლოს ყოფნა, დაბლა განისვენეთ.
სდებს თოვლს. ჰყინავს. ცივა. ქვა ტყვრება. მთებს სუდარი ჩაუცვამთ ტანზე, თითქოს მკვდრები იყვნენ. დაგვმარხეთ, დაგვიტირეთო, - გვეძახიან. ჩვენ კი იმათგან მოველით დამარხვას...
სდგანან და ელიან. გული სტკივათ, ძალიან სტკივათ. მაგრამ არ იხოცებიან, არც ჭლექდებიან. ელიან, ვის? ან რას? რაღაცას. დიაღ, რაღაცას. ეს რაღაცაა უნახავის დანახვა. ჰნახეს და გაათავეს, რასაც იმათი თვალი და გული მისწვდებოდა. სხვა ახალი მოსწყურებია იმათ თვალსა და გულსა. ეს ხომ თვალგულის გაუმაძღრობაა? სწორედ რომ ისაა.
1895
http://video.google.es/videosearch?hl=es&q...-8&sa=N&tab=iv#
This post has been edited by
El Pastor
on 3 Feb 2009, 23:45
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 578
წევრი No.: 81046
რეგისტრ.: 1-January 09
#12483159
· 4 Feb 2009, 01:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვაჟა-ფშაველა
აკაკის საიუბილეოდ
მშობელი ქვეყნის მოზარევ,
უნდა გიმღერო მთურადა.
იმავ ჭირით ვარ სნეული,
რაც შენ გატყვია წყლულადა.
რა ვუყოთ? ბედი შავბედი
თუმცა გვექცევა მგლურადა,
მაინც ვაჟღერებ ჩონგურსა
მტარვალთა შესამუსრადა,
შენს სამახსოვროდ, მოხუცო,
თავს ჩაჩქნად დასახურადა!
თუნდ არ მოგწონდეს, იქნება,
ჩემის ფანდურის ჩხაკუნი,
მიიღე სარეკელასი
როგორც წისქვილში რაკუნი,
ეს ჩემი შენთვის მიძღვნილი
სალამი, გრძნობის ნაჟური,
დღევანდელ დღესა არ ძალიმძს,
არ ჟღერდეს ჩემი ფანდური!
ილიაც მესაუბრება,
უნდა დავუგდო მას ყური.
დავალებული გულისა
უნდა ამოთქვას ენამა:
წყლულები საქართველოსი
გაიგო შენმა სმენამა.
მეც ამატირა ბევრჯელა
შენს თვალზე ცრემლის დენამა.
ნეტავი ბევრი გაზარდოს
შენისთანები დედამა!
რომ მიყვარს მამულიშვილი,
დაე, იცოდეს ყველამა,
გადაგვარების მოსურნე
შეჭამოს ტურა-მელამა!
მადლობელი ვარ გულითა,
შოთაის სულის ლხენამა!
სამშობლოს სამსახურისთვის
ჩანგი გიკურთხოს ზენამა!
1908 წ.
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Pier-Pablo
The Hound of the Baskervilles
ჯგუფი: Registered
Pier-Pablo
The Hound of the Baskervilles
ჯგუფი: Registered
წერილები: 1231
წევრი No.: 4823
რეგისტრ.: 8-April 04
#12485525
· 4 Feb 2009, 12:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
El Pastor კარგი ადამინი ხარ შენ და კარგი და გენიალური ადამინი იყო ვაჟაც
--------------------
დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან... ნიკო ლორთქიფანიძე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
KAKADU
Junior Member
ჯგუფი: Registered
KAKADU
Junior Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 26
წევრი No.: 8190
რეგისტრ.: 12-January 05
#12491538
· 4 Feb 2009, 21:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გაიხარეთ ქართველებო. წამოვწიოთ ამ ფორუმზეც ჩვენი კლასიკოსებიც რომ ბევრი უამრავი უტვინოს თავში შევიდეს რა ბუმბერაზი ხალხი გვყავდა ქართველებს. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
HEPHAESTUS
მწყემსი კეთილი
ჯგუფი: Members
HEPHAESTUS
მწყემსი კეთილი
ჯგუფი: Members
წერილები: 7561
წევრი No.: 82728
რეგისტრ.: 18-January 09
#12492450
· 4 Feb 2009, 23:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამარჯობათ. ძალიან გამიხარდა რო ეს თემა ვნახერამოდენიმე სიტყვას მეც დავწერ რამოდენი სიტყვას ამ უცნაური კაცის შესახებ.
ვინც ჩარგალში ყოფილა ალბათ დამეთანხმება რო ძალიან ლამზი ადგილებია. მაგრამ ვინც სანადიროდ ყოფილა ჩრგალში იმ ადგილებში სადაც თვიტონ ვაჟა ნადირობდა დამეთანხმება რო ულამაზსია ის ადგილები და მტები. ტიტქმის ყველა ადგლას ვიყავი რაც ვაჟას აქვს ნახსენები ტავის მოთხრობებში. (საშავრდნოს მთა, ახუნი, აფხუშო, საშუბე და სხვა) და ძალიან მარტივად რო გითხრად ვაჟა არ იქნებოდა ვაჟა რო სხვა ადგილას დაბადებულიყო... მე ვერ ავღწერ იმ სილამაზეს და იმ განცდას როცა ნისლები დაიძრება ჩარგლის ხეობაში, და როცა ამ ყველაფერს შენ ზემოდან უყურებ...არვიცი ეს ყველამ თვიტონ უნდა ნახოს, (ალბათ ესთი სურატების და ასეთი პეიზაჟების ყურებიტ შექმნა ისეთი შედვრი როგორიც არის "მთანი მაღალნი"...და ცვეტში ის მტები მართლაც რაღაცას ელიან რაღაც დიდის მოლოდინში. უნდა ნახოთ რა არის წვიმის მერე როცა ამ თის გულები დაიწყებს ლაპლაპს მის გულზე, უნდა ნახოტ მზის ამოსვლა საშუბეზე...მე ვერ ავხსნი ისე ძალიან. და არც იქნება კორექტული ალბათ. ის განცადაც ვიცი რაც შვლის ნუკრის ნამბობშია აღწელი, (სამწუხაროდ). არვიცი როგორ გრძნობდა ეს კაცი ასე სიდიადით ბუნებას, რა ძლით იყურებდა მის ბნელ კუნჭულბში... არვიცი სავა მწერალი ვინც ასე განცდიდა სამყაროს, ასე მისტიკურად და ასე თავისებურად. თუმცა არიან სხვა დიდი მწერლები ვინც იცოდ რა არის ბუნება და მისი გავლენა. (ტურგენევი, ჰემნგუე, ფოლკნერი...)
ულამზესია წიფლის და წაბლის ტყეები, შემოდგომისას, ფერბის ტრუმფია. სულ სხვდასხვა ნაირი. ზამტარშიც ვყოფილვარ (შუფხოში) და გაზფხულზეც, როცა საძოვრები სილურჯეში გაგადიდს უკვე იმედნად არის ახასხასბული, მაგრამ აი შემდგომა მაინც სულ სხვაა...
პ.ს. ვაჟას აქვს ერთი ნაკლბათ ცნობილი მოთხრობა, "არწივი" უძლიერსია ჩემი აზრით
--------------------
ნიცშეანელი
John 14:19
Yet a little while and the world will see me no more, but you will see me. Because I live, you also will live.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 578
წევრი No.: 81046
რეგისტრ.: 1-January 09
#12494187
· 5 Feb 2009, 01:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მშვიდობა თქვენდა, ქართველებო, -მშვიდობა(ერთობა) თქვენდა...
მშვიდობაი ივერიასა ზედა.
ილია ჭავჭავაძე-ქართული ისტორიციზმის დვრიტა
შვლის ნუკრის ნაამბობი
I
პაწაწა ვარ, ობოლი. ბედმა დამიბრიყვა: ცუდ დროს დავობლდი. ტანზედ მაცვია პატარა, მოკლებეწვიანი, თეთრი თვლებით მოწინწკლული თხელი ქათიბი. ჯერ რქები და კბილები არ ამომსვლია, ჩლიქებიც არ გამმაგრებია.
გზადაკარგული დავდივარ. აი, დახედეთ ჩემს სისხლიან ფეხებსა, - ეს, წყლის დასალევად რომ ჩავედი ხევში, მაშინ ვიტკინე... გული მიწუხს... გული... საბრალო დედაჩემი! მანამ დედა მყვანდა ცოცხალი, სულ ალერსში ვყვანდი: ძუძუს მაწოვედა, მიალერსებდა, მაფრთხილებდა. რაღა მეშველება მე საბრალოს ეხლა! ძუძუს აღარა ვწოვ, მხოლოდ ბალახის ნამსა ვსუტავ დილით და საღამოთი, როდესაც ნამია, და რძის ნდომას იმითი ვიკლავ. უპატრონო რომ ვარ, სულ მეშინიან, ვკანკალებ, მუდამ დღე სიკვდილს ველი, გჰზაარეული დავეხეტები... ღმერთო, რამდენი მტერი გვყავს!
წეღან ველის პირად გავედი დაღონებული... იქით-აქეთ თვალს ვავლებდი. უცებ ჩემს თავზედ ჭექა გაისმა. ავიხედე მაღლა: მხრებშეკუმშული, ნისკარტდაღერებული, უზარმაზარი ლეგა ფრინველი მოდიოდა პირდაპირ ჩემკენ. მე, შეშინებული, ტყეში გადავხტი. წამოვიდა ის წყეული ფრინველი, ტანი ვეღარ შეიმაგრა და ჩემს ნადგომ ადგილს დაეცა. ჟრიანტელი მივლის, როდესაც მისი მოკაკული ნისკარტი და ალმასივით ბრჭყალები მაგონდება. პირდაპირ მოვიდა და, იქ რომ არ დავხვდი, ბალახებზედა და მაყვლოვანზედ მხრებით ტყლაშუნი გაადინა. მიავლ-მოავლო საზარელი ყვითელი თვალები, ეწყინა ჩემი გაქცევა, აიწია, ძლივს განთავისუფლდა, კინაღამ მაყვლებში ჩაება. მე ერთს ხეს ვეფარე და იქიდამ გულის ფანცქალით ცალის თვალით გავყურებდი.
გენაცვალე, ტყეო! შენ ბევრს შველი, თორემ აქამდის ჩემის ქათიბის ბეწვიც არ იქნებოდა! გული მეუბნება, მტრის მსხვერპლად გავხდები. ჯერ მე გამოუცდელი ვარ, მხოლოდ ერთი კვირა ვიყავი დედასთან. ის მასწავლიდა, ვინ იყო ჩემი მტერი და ვინ მოკეთე. ეხლა ვინღა მასწავლის? სულ შამბში ვწვები, ვიმალები, მუმლისა და კოღოებისაგან მოსვენება აღარა მაქვს. დედასთან კარგად ვცხოვრობდი, თავისუფლად ვსუნთქავდი...
მე და დედაჩემი, აგერ ტყიანი სერი რომ წამოწოლილა და აქეთ-იქით ხევები ჩაუდის, იქ ვცხოვრობდით, მუდამ დაჩრდილულნი გაბურულის ტყით; უხვედრი იყო ჩვენი ბინა. დედაჩემი დაწვებოდა ხოლმე გორაკზე, მე გვერდით მოვუწვებოდი. სამივე მხრიდამ ხეები გვეფარა, - მეოთხეს თვითონ გაიყურებოდა.ხანდახან ყურებს დააცქვეტდა, მე შევყურებდი და ვბაძავდი იმის ქცევას, ჩემს პატარა ყურებსაც ავცქვეტდი. სამჯერ უჩვეულებრიო ხმაურობა შემოგვესმა: ის არა ჰგვანდა არც წყლის ჩქრიალს, რომელიც მუდამ მესმის, არც შაშვის ფაჩუნს, არც კოდალას რაკუნს, არც კიდევ ხმელის ხის წვერიდამ ჩამოვარდნილ ტოტის რახუნს და არც ნიავისაგან გაშრიალებულ ფოთლების ხმას... ეს შევნიშნე მე: რა წამს ამ უცხო ხმას გაიგონებდა დედაჩემი, ზე წამოვარდებოდა და მეტყოდა: „შვილო! მომყე, მე მომყეო!...“ გაიქცეოდა და მეც მივხტოდი, რაც ძალი და ღონე მქონდა; არც ვიცოდი და არც მესმოდა, თუ ვის უფრთხოდა. ეხლა კი ვიცი... ოჰ, რამდენი მტერი გვყავს! ოჰ, ადამიანო!... რატომ არ გებრალები მე, პატარა? რატომ არ მაძლევ თავისუფლებას, რომ გულდასვენებულმა თავისუფლად ვიარო, ვთელო ლამაზი მწვანე ბალახი, გადავგდე სერზედ და დავსტკბე საღამოს ნიავის სიოთი?!
ვერ გავცილებრივარ ტყეს. თუ გავედი ველად, უნდა ტყის პირს არ მოვსცილდე, - მაშინაც ნახევარი სიცოცხლემაკლდება! სულ აქეთ-იქით უნდა ვიყურო, ვეფარო ხეებს, კლდეებს, ბალახებსა და კანკალით ვჭამო საჭმელი, შიშისაგან ზეზეულად უნდა დავდნე!... რას გიშავებ, ადამიანო, მითხარი, რას? რა დაგიშავა საბრალო დედაჩემმა, რა შეგისვა, რა შეგიჭამა, რომ მოჰკალი და უპატრონოდ დამაგდე, დამაობლე?! ოჰ, ადამიანებო! თქვენს ხერხსა და ღონეზე ხართ დაიმედებულნი და ჩვენი ჯვარი არა გაქვსთ... არა ჰგრძნობთ, რომ ჩვენც გვიყვარს თავისუფლება, არა ჰგრძნობთ თქვენის შეუბრალებელის გულით, რომ ჩვენც გვიყვარს სიცოცხლე, ბუნება: ფოთლის შრიალი, წყლის ჩქრიალი, რომელსაც სულგანაბული ეგრე ხშირად ყურს ვუგდებ ხოლმე, ბალახის ბიბინი და ტყის ცხოველებთან ერთად ნავადრობა... შენ კი, ოჰ, ადამიანო!... თვალებდასისხლიანებული, გაფაციცებული დამეძებ მე და ჩემს ფერს სუსტსა და უპატრონოს ათასს სხვას... იარაღი გაქვს, მოგვეპარები, უხთლად გვკრავ ტყვიას და გამოგვასალმებ წუთისოფელს...
II
როგორ არ უნდა მეშინოდეს?.. ჯერ სულ ერთი კვირაა, რაც მე წუთისოფელს ვხედავ, და რამდენი შიში და ვაება გამოვიარე! გუშინწინ წვიმიანი დღე იყო. სიცოცხლითა და სიმშვენიერით აღსავსე დედაჩემი წიფლის გვერდზეც იდგა და გემრიელად იცოხნებოდა... მეც გვერდით ვუდექი, მიხაროდა დედასთან დგომა, მტერი და სიკვდილი არც კი მაგონდებოდა დედის იმედით. ხშირის ფოთლებიდამ წვიმის ნამი კამკამით ჩამოდიოდა... მე თავს ვუშვერდი, რომ სასიამოვნო წვეთებს გავეგრილებინე.
- არ გიამა, შვილო? – მკითხავდა დედა.
მე თავს ვუქნევდი და ვხტოდი, ხან ძუძუებში ვბურჩნიდი.
ჩვენს წინ ერთ ხმელ ხეს გარეშემო კოდალა ევლებოდა და ისე მაგრა უკაკუნებდა, რომ მიკვირდა, - დედაჩემი ამოდენაა და არ შეუძლიან ეგრე ტყის გახმაურება, როგორც ამ პატარა ჩიტს-მეთქი! უვლიდა გარშემო ხეს ფეხების ფხაკუნით და ხან ერთსა და ხან მეორე ადგილასჩაჰკრავდა ნისკარტს... კოდალას ცელქობას მე სიხარულით შევყურებდი; უცებ „ჩხი!“ „ჩხი!“ მომესმა. მოვიხედე გვერდზე: თავზე ერთი ჩხიკვი გვევლებოდა. „თავი მომაფარეო, - მითხრა დედაჩემმა: - თორემ ჩხიკვი თვალებს დაგთხრისო!...“ მე თავი მოვაფარე. დედაჩემი იგერებდა თავით იმ საძაგელს. ჩხიკვი ჩემკენ იწევდა; ბევრი იცოდვილა, მერე დაგვანება თავი, თავმოკატუნებული წიფლის ტოტზე შესკუპდა და მოჰყვა კნავილს. იმისი ხმა სწორედ ჩემს ხმასა ჰგვანდა. დედას გაეცინა და მითხრა:
- დიდი ეშმაკი რამეა, შვილო, ეგ ჩხიკვი, გაუფრთხილდი!... შენისთნა პატარა ნუკრებს ძლიერ ემტერება, შვილო... კრუსუნსა და კნავილს მოჰყვება და ახლომახლო რომ შენისთანა ბრიყვი და გამოუცდელი ნუკრი შეხვდეს, აბნს მისცემს, გადაეძრახნება. მაგასაც ის უნდა: მიახტება და თვალებს გამოსჩიჩქნის!...
მე ტანში ჟრუანტელმა დამიარა...
- ხმასაც არ გავცემ, დავემალები მაშინათვე!
- ჰო, ეგრე, ეგრე, შვილო! მანამ დედა ცოცხალი გყავს, ნუ შეგეშინდება; როცა მე აღარ გეყოლები, მაშინ სიფრთხილე გმართებს!
ოჰ, რამდენი გამოცდილება მაკლია ჯერ კიდევ მე, საცოდავსა!...
III
ერთხელ ძლიერ დაცხა. დედაჩემი საწოლიდამ ადგა და მითხრა, წყალზე წავიდეთო. წავედით, დავყევით წვრილიანს სერს, ჩავიარეთ შამბზე და ჩავედით ხევში. ხევი ღრმა იყო. მზის სხივები ვერ ჩასწვდომოდა, აქეთ-იქით ნაპირებზე ხეები ერთმანეთზე გადაკვანძულიყო წვერებით. ხის ძირებზე, იქვე ხევის პირად, ჟოლის ფეხები იყო ამოსული, წითლად თავი დაეხარათ და გადმოჰყურებდენ წყლის დენას. ცივი, ანკარა ხევი მოჩუხჩუხებდა გალიპულს ქვებზე, ერთის კლდიდამ მეორეზე გადადიოდა და გუბდებოდა. დედაჩემი მივიდა და ჩადგა შიგ გუბეში. მე ძლივს დავდიოდი ქვებზე, ჩლიქები მტკიოდა.
- მოდი, შვილო, ჩდექ წყალში, საამურია სიცხეში წყალში დგომა.
მე მივედი და კრძალვით ჩავსდგი ჯერ ერთი ფეხი; წყალი საშინლად ცივი იყო და გადმოვხტი ისევ უკან.
- ცივია, არ შემიძლიან დგომა.
- არაფერი გიშავს, უნდა ეხლავე შეეჩვიო, შვილო!
ცოტა ხანი დავდექი წყალში და მერე გამოვბრუნდით უკან. ჩვენს ზევით ნაკაფიანებში ხმაურობა ისმოდა.
- ეგ საშიში ხალხი არ არის, - მითხრა დედამ: - ერთი დედაკაცი და პატარა ბალღია. ჩვენი მტერი ეგრე არა ყვირის. ჩვენ მაინც სიფრთხილე გვმართებს: ესე წვრილიანზე ავიაროთ, ველის პირად ნუ გამოვჩნდებით, ნუ დავენახვებით.
დედაჩემი წინ წავიდა. მე გულმა არ მომითმინა და გავხედე; ტანი დავმალე, მხოლოდ თავი გამოვაჩინე. ამ დროს ქვეიდამ ხმა მომესმა: „ვაი, ვაი, დედილო, მგელი, დედილოჯან, მგელი!“
- ნუ გეშინიან, შვილო, გენაცვალე. აბა სად არის, დამანახვეო? – ჰკითხავდა დედა.
- აგე, ყურები არ გადმოუცქვეტია, ადამიანო, ტყიდამ! – თვალცრემლიანი უჩვენებდა ბავშვი თითით ჩემზე.
- უი, შენ კი გენაცვალოს დედა, მგელი კი არ არის, შვლის ნუკრია, შვილო! ქა, რა ლამაზია!
- დავიჭიროთ, შენი ჭირიმეო, - ეუბნებოდა პატარა დედას და თან მოუთმენლად ემზადებოდა ჩემკენ გამოსაქცევად.
- არა, გენაცვალოს დედა, ცოდოა, შვილო, როგორ იქნება, განა მაგას არა ჰყავს დედა! ხომ უნდა იტიროს იმან თავის შვილზედ!
მე სულგანაბული ყურს ვუგდებდი და მიამა, რომ გავიგონე ერთადერთი სიტყვა ჩვენის შებრალებისა. მე კიდევ მინდოდა ყური მეგდო, მაგრამ დედაჩემი დაბრუნებულიყო, მოირბინა და მითხრა:
- ჰაი, შე ბრიყვო, გჯერა, რასაც ეგენი ამბობენ?! რას უყურებ იქა? წავიდეთ ჩქარა, მომყე! ეგენი წავლენ, ასწავლიან მონადირეს ჩვენს ბინას და გამოგვასალმებინებენ სიცოცხლეს.
საბრალო დედაჩემი წინათვე ჰგრძნობდა, რომ ისე იქნებოდა.
IV
შეკუნტრუშდა დედაჩემი, შევკუნტრუშდი მეც და გავსწიეთ ზეითკენ სკუპ-სკუპით. სულ ბოლო დროს ესღა გავიგონე: „უი, დედაც იქა ჰყოლიაო!“
შევუდექით შამბიანს, ბუერიანს გვერდობს. ბუერის ძირები ცივის წყაროთი იყო მორწყული. აქა-იქ ლაფზე ეტყობოდა ჩემსაებრ პატარა ნუკრის ნაფეხურები. საშინლად ცხელოდა. ვსწუხდით. დავწექით ბუერებში. იმისი განიერი ფოთლები არ გვაკარებდნენ მწვავე მზის სხივებს. უცებ გარშემო შემორტყმულ მთების წვერებიდამ ამოცვივდენ ღრუბლები, შეიყარნენ ერთად. ცამ დაიგრიალა, იჭექა, ელვა დაიკლაკნა.
წვიმა სვეტ-სვეტად ჩამოდგა გაღმა სერებზე, მალე ჩვენს გარეშემოც ხის ფოთლებსა და ნამეტნავად ბუერებზე დაიწყო ტლაშა-ტლუში. ისეთი ხმაურობა დადგა, თითქოს ტყე და მთა-ბარი იქცეოდა. ყველა სულდგმულმა ხმა გაკმინდა: ჩიტები ვეღარ ბედავდნენ ჭიკჭიკს, ცელქობას... საძაგელი ჩხიკვი, რომელიც ისე მაშინებდა წინად, ეხლა სრულებით არ მეჩვენა ისე საზარელი; დამჯდარიყო წიფლის შიმელაზე, მიეხუჭა თვალები და ნისკარტიდამ ცინგლი ჩამოსდიოდა, მხრები საცოდავად ჩამოეშვა. იმის ახლოს იჯდა გულწითელი ჩიტი, „წიფლის-ჩიტა“, უწყინარი, უვნებელი, ღაბუა. მშვენივრად მიეხუჭა თვალები! მოფრინდა „წიპრანა“ და „წრიპ, წრიპ!“ შესძახა. ჩხიკვს შეეშინდა, გაახილა თვალები, გაუსკდა გული, მიასკდა ხან იქით, ხან აქეთ, უშნო „ჩხიი, ჩხის!“ ძახილით. მე გამეცინა. წინათ ყველაზე ღონიერი ის მეგონა, ეხლა კი გავიგე, რაც შვილი ბრძანებულა.
გადაიქუხა. ჩიტებმა მორთეს ერთხმად სიმღერა. ბალახებმა და ხის ფოთლებმა სიხარულის ცრემლს დაუწყეს ფრქვევა. დედაჩემს ნაწვიმარზე სიარული უყვარდა... წავიდოდა ველად და მეც თან გამიყოლიებდა. ეხლაც წავედით, შევუდექით ველის პირებს, გავსწიეთ მთისკენ. ტკბილი ხმა ისმოდა სალამურისა. მთის ძირზე გაშლილიყო ცხვარი და ტკბილად სძოვდა ახლად დანამულს ბალახს. მზე გორის პირას იყო ჩამალული ნახევრამდე. იმისი მკრთალი სხივები მხოლოდ მთებისა და ტყის წვერებს ეთხოვებოდა.
გორის პირზე ზევით მხრივ იჯდა ნაბადწამოხვეული მეცხვარე და შეექცეოდა სალამურს. იმის გვერდით წამოყუნტებულიყო ბანჯგვლიანი, საზარელი შესახევდავი ძაღლი; ცოცხლად აყოლებდა თვალებს ცხვრის ფარას და ხანდახან აჩერდებოდა ალერსიანად თავის პატრონს.
_ ცუდს ადგილას მოვედითო, - მითხრა დედაჩემმა, - მეცხვარე უიარაღოა, იმისი ნუ შეგეშინდება, მაგრამ ის ძაღლი დაიყრის ჩვენს სუნს, და იქნებ გამოგვეკიდოსო. მოვბრუნდით უკან. თვალი გეჭიროს: თუ ჩვენსკენ გამოიქცა, მე დავენახვები და შენ ბალახებში ჩაიმალეო. – ჩვენს დანახვაზე ცხვარი წაფრთხა და დაიწყო ჩვენკენ ყურება. მე ხშირისა და დაბერებულის არჯაკელის გროვაში ჩავიმალე და არ ვაშორებდი თვალს იმ კუდბუთქვა ძაღლს... ცხვრის დაფრთხობა და ძაღლის წკმუტუნი ერთი იყო. სცქვიტა ყურები და გამოექანა ჩემკენ...
მეცხვარემ დაგვცა კივილი. მე ავკანკალდი. დედაჩემს შეასწრო თვალი და გაექანა იმისკენ. დედაჩემი გასრიალდა და ერთს წამს დამეკარგა თვალიდამ. ცრემლი მომერია, გული მომიკვდა; ვაიმე, დედავ, თუ დაგიჭიროს მაგ წყეულმა! დიდი ხანი მესმოდა ბრაგა-ბრუგი და ხევიდამ ქვების ჩხრიალი.
ვაიმე, თუ დაიჭირა დედაჩემი და თავის ალმასის კბილებით სწეწს! დაბინდდა. მეცხვარემ მოუსტვინა ცხვარს და შეაყოლა ბილიკისაკენ. გულის ფანცქალით ვადევნებდი თვალს იმის მოძრაობას. საწყალს ცხვრებს სცემდა ზოგს დიდის კომბლით და ზოგს ქვებს ესროდა. ერთს პატარა ჩემოდენა ბატკანს მიარტყა ქვა, საბრალო წაიქცა და საცოდავად დაიწყო ფეხების ქნევა. მეცხვარე ავიდა ზევით და დაუწყო ძახილი „ყურშიას“. ცოტა ხანს შემდეგ ცის ტატანზე დავინახე, რომ იმისი ყურშია, წითელ-ენაგადმოგდებული, ედგა პატრონს გვერდით.
მე მეშინოდა: ვინ იცის, ჩემი დედის სისხლით აქვს-მეთქი გამურული ლაშ-პირი. დაბნელდა. დაუკუნეთდა. ხმაურობა აღარსაიდამ ისმოდა. რა იქნა დედაჩემი? იქნება ვეღარ მიპოვოს, თუ ცოცხალია?
ცოტა ხანს შემდეგ ხავილი შემომესმა. დედაჩემის ხმასა ჰგვანდა. მეც გავეხმაურე. საბრალო აფორთქლებული მოიჭრა ჩემთან.
_ აქა ხარ, შვილო? ნუ გეშინიან, შენი დედა ცოცხალია. ძაღლი და მგელი ვერაფერს დააკლებენ... ცოცხალი ხარო? – მკითხავდა.
_ ცოცხალი ვარ, - ვუპასუხე მე.
მიალერსა დედამ... ნეტა ვის შევტირო, ვის შევეხვეწო, ვინ არის ისეთი ძალუმი, რომ დედაჩემის თვალებში ჩაიხედოს, დამატკბოს იმის ალერსით!
როგორ უნდა მოვინელო ეს ჯვარი? ნეტა სისხლის მსმელს მტერს მეც მოვეკალი! რისთვის დავრჩი მე ცოცხალი?!
წინადღეს ცოცხალს, მშვენებით სავსეს ჩემს ნუგეშს შევსტრფოდი, და რა მომაგონებდა, თუ მეორე დღეს დამეკარგებოდა სამუდამოდ!
V
მთელი ღამე დავდიოდით ველზე. აღარ გვეშინოდა; გავედით სვილში და ტკბილად შევექცეოდით. თენება დაიწყო, მივიქეცით ტყეში. წყეული იყოს იმ დღის გათენება! ველზედ სქლად იწვა ბალახი. ველში იდგა ორი-სამი ძირი ბალი; ჯგუფ-ჯგუფად ეხვეოდნენ ჩიტები, შაშვები; ჟივილ-ხივილი ისმოდა; ზოგნი მოდიოდნენ და ზოგნი მიდიოდნენ, მიეზიდებოდნენ შვილებისთვის საზრდოს. დედამ გამაფრთხილა და მითხრა: საშიშია ამ დროს სიარული, ჩვენი მტერი ნაწვიმზე დაგვეძებს, აქეთ-იქით თვალი გეჭიროსო.
ეს იყო უკანასკნელი გაფრთხილება დედაჩემისაგან. დედაჩემი სწუხდა, თითქოს სიკვდილსა ჰგრძნობდა. მოჰკვნეტდა ერთს ფოთოლს და გაუყუჩდებოდა.
ჩვენს ზევით იყო დგნალები, ერთმანეთზე მიწყობით ამოსული. იმათ წინ იდგა სამი თუ ოთხი შეკუმშული და აწურწუტებული არყი.
უცებ, როგორც ცის ჭექამ, იგრიალა თოფმა, იმის ხმამ დაიარა მთები და კლდეები. ხის ფოთლებმა და მცენარეებმა კანკალი დაიწყეს, ბოლი გაერთხა ნამიანს ბალახზე. დედაჩემმა ერთი კი ამოიკვნესა და წაიქცა. ვაიმე! მე იქვე გავისხიპე. დედაჩემი მიგორავდა, ვხედავდი, თავქვე და სისხლიანს კვალს სტოვებდა ბალახზე. არყების უკანიდამ გამოხტა ახალგაზრდა ბიჭი, ლეგა ჩოხის კალთები აეკვალთა. „გაუმარჯოსო!“ დაიძახა და სასწრაფოს წკრიალით გამოეკიდა დედაჩემს უკან. საწყალი დედაჩემი ცდილობდა ადგომას, წამოიწევდა ხოლმე, მაგრამ ისევ ჩაიხვეოდა მუხლებში, დაეცემოდა და გაგორდებოდა. მე მოვკვდი, ტანში დავიშალე, როდესაც შეჩვენებულმა მონადირემ ამოაძრო ხანჯალი და გამოუსო დედას ყელში. სისხლმა იფეთქა და გადაერწყია ხეებზე. ვაჰმე! სულ ცხადად ვხედავდი, მაგრამ რითი ვუშველიდი მე, საცოდავი?! აგერ ძუძუებზე, იმ ძუძუებზედ, რომლებსაც მე ვწოვდი, დაუსო ხანჯალი და გამოშეშხა. შეიდო კისერზედ და გასწია. მე დაიწყე ტირილი. გული შემიწუხდა. მას აქეთ ცოცხალმკვდარი ვარ; ვტირი და ეს არის ჩემი ნუგეში; დავდივარ და შევსტირი ხეებს, მთასა და კლდეებს, დავსტირი წყალსა და ბალახს, მაგრამ ჩემთვის დედა არა ჩნდება, დედაჩემს ვეღარა ვხედავ, ვარ ობოლი და, ვინ იცის, ვინ დამეპატრონება, ვინ შეირებავს ჩემი სისხლით ხელებს?!
1883 წ.
მშვიდობა თქვენდა, ქართველებო, -მშვიდობა(ერთობა) თქვენდა...
მშვიდობაი ივერიასა ზედა
არწივი
არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა,
ცალს მხარს მიწაზე მიითრევს,
გულისპირს სისხლი სცხებოდა.
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს ველადა!
---
ის კი არ არის ბიჭობა
ის კი არ არის ბიჭობა,
რო გამაგრებდნენ, ჰმაგრობდე.
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
თავისთავადა ჰვარგობდე.
არც ის მგონია ბიჭობა,
ვისაც ერევი, ახრჩობდე,
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
რომ სხვის დამრჩვალსა სწამლობდე.
მითხარ, ვის უთქვამ ბიჭობად
დამჩაგვრელებსა სწყალობდე?
აბა, ბიჭობა ის არი,
დაჩაგრულთათვის სწვალობდე.
არც-რა ბიჭობა ეგ არი,
მაძღარი ჰმღერდე, ჰგალობდე,
თავი მოგქონდეს სხვებზედა
და ამის გამო გვშარობდე.
მგოსნობას არვის აცლიდე,
მუდამ ჰკვეხდე და სცხარობდე.
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
მშიერ-მწყურვალიც ჰგალობდე.
გამარჯვება და მშვიდობა შენდა ქართულო გონო,- მშვიდობა(ერთობა) შენდა
...
This post has been edited by
El Pastor
on 5 Feb 2009, 01:43
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
birjaviki
Super Member
ჯგუფი: Registered
birjaviki
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 484
წევრი No.: 81892
რეგისტრ.: 8-January 09
#12494301
· 5 Feb 2009, 01:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////
იპოსტება?
უკაცრავად პოსტებს ვაგროვებ.
მოდერებო ნაჯახების ქნევა არ იყოს !!!
--------------------
asds-ი ვარ არ გეჩვენებათ
ადამიანობისთვის არასდროს არის ადრე ... ყოველთვის გვიანია © asds
Fuck Russia! Fuck USA! Fuck this world & Fuck you too mother fuckers! © FSB
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 578
წევრი No.: 81046
რეგისტრ.: 1-January 09
#12494442
· 5 Feb 2009, 01:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვაჟა-ფშაველა
პატარა მწყემსის ფიქრები
(ფშავლების ცხოვრებიდამ)
ბეჩაობით გაზრდილი ვარ, ძმისავ, მას აქეთ, რაც ფეხზე სიარული შევიძელ, სულ სხვისშვილადა ვარ. შვიდის წლისა მამაჩემმა დიდყურაანთ დამიყენა მოჯამაგირედ და ამ ხუთის წლის განმავლობაში მამაჩემი ჩემის ჯამაგირით იხდის მახტას. წლისა და წლის თავზედ მოდის ხოლმე ჩემი ჯამაგირის ასაღებად. მე კი ერთი ფრჩხილის საკვეთი დანაც არ მიყიდია. ეჰ, ნეტავი მშობლები ცოცხლები მყვანდენ და, რა ვუყოთ!..
მარტოობამ დამატანა ძალა: ხშირად ოთხი თვე გავა, კაცს ვერ დავინახავ თვალით; მოხუცებული პაპუა რა ტოლამხანაგობას გამიწევს? საღამოზე ბინაში მისვლაც კი მეზარება ხანდახან, მაშინვე ჯავრობას დამიწყებს, სულ ჯავრობს, ბუზღუნებს: „ეშმაკ-ქაჯთ შეჰხედავ, ცხვარს ვერ უმარჯვებ ბალახიან ადგილებსაო“. ჩვენს მთებში ხომ ბალახს ძებნა არ უნდა, ლაშარის-ჯვრის მადლმა!
ჩემი განუშორებელი დღედაღამ ამხანაგი ყურშია არის. ენაცვალოს თავისი პატრონი ყურშიას, ის არავის დააჩაგვრინებს ჩემს თავს! იმ დღეს პაპუჩელთ ტუღუნა ყოფილიყო სანადიროდ როჭოებზე, პაპას გამაჰპარვიყო სათიბიდამ. ის იყო ცხვარი გადავჰფინე თხილიანთ ვაკეზე; ზევიდამ ხმა მომესმა „თილო, ჰა, თილო!“
„ვინა ხარ, მტერი თუ მოკეთეო?“ - დავუძახე მე ქვევიდამ.
„აბა, თუ ბიჭი ხარ, ამოდი, მეჭიდეო“, - მეუბნებოდა თავმომწონებით ტიღუნა. მეც არ დავუშინდი, ვიჭიდენით. ტიღუნა ხერხით მჯობდა, მე - ღონითა, „სწორული“ მოგვდიოდა. ბოლოს იმან წამაქცია და ყელში წამიჭირა. ნახა ჩემმა ყურშიამ, რომ ტიღუნა აღარა ხუმრობდა, ეძგერა, წააქცია და, მე რომ არ მივშველებოდი, სულ ლუკმა-ლუკმა დაგლეჯდა. ჩემს ყურშიას ჯერ ძაღლი არ მოჰრევნია; ამაყი და დიდგულაც ძლიერ არის, მეც არ დამიზავებს, თუ უმიზეზოდ გავაჯავრებ, სამს დღეს ხეირიანის თვალით აღარ შემომხედავს, - გამებუტება. ბეწვი გასწყდა, კინაღამ ტიღუნას ახალი ჩოხა და წითელი პაიჭები არ შემოახია. მე ვინ მომაშავებს, - წითელს არ ვიტყვი, - თუნდაც თეთრ პაიჭებს?!
მამაჩემი გულშავი კაცია, სრულებით არ ვებრალები, ისევ დედაჩემს ვენაცვალე სულში. ამ ხუთ წელიწადში ერთხელ ძლივსძლივობით დამითხოვეს დიდყურაანთ შინა. დედას ჩემი დანახვა ძლიერ გაეხარდა, დიდხანს მკოცნა: „ენაცვალოს დედა ჩემს ბეჩავსო“, - იტყოდა ხოლმე, რამდენჯერაც მაკოცებდა. დედამ ერთი პირი ჭრელი წინდა მომცა; ეს წითელგულისპირიანი პერანგიც ჩემთვისა ჰქონდა შენახული, ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა: - როგორ გექცევიან დიდყურაანიო, ხომ არა გცემენ, ან ხომ არ გამშევენო? დიდიხანია, შვილო, რასაც ეს ტყავანი გაცვიანო? ბარეღამც დიდყურაანთ ცუდად მექცევიან, მაგრამ იმათზე ცუდს როგორ ვეტყოდი დედას. როდესაც დედამ ჩემი ტანისამოსი ნახა, დაგლეჯილი ტყავ-ნაბადი, დაუწყო ჩხუბი მამაჩემს: „შე დამეხილო, რაზე ჩაუგდე სხვათ ეს ბალღი ხელში, რად აკვლევინებ ქვეყანასაო?!“ - ამბობდა რა ამას, თან თხილის გულის სიმსხო ცრემლები ჩამოსდიოდა თვალებიდამა და კალთა ევსებოდა. მეც დამენანა, შამებრალა თავის თავი და ტირილი დავიწყე.
დედამ საცვლები დამირეცხა, ნაბადი დამიკერა, ტყავი გამიპოხა და ისეთი ჩამაცო. დიდი ხანი მე წმინდა პური აღარ მეჭამა, დედამ გამომიცხო კვერი, წმინდის ფქვილი მოლოდინაანთაგან ისესხა, „ჩამიხურა“ ერბოში და მაჭამა. გული დამიბრუნდა შინ, აღარ მეწადა ცხვარში წასვლა. რადა ვყევივარ, მიკვირს, მამას სხვისშვილად? დიდყურაანთ ერთხელ არ გამგზავნიან ქორწილში, არც ხატში... შენი ქორწილი ცხვარიაო, - მეტყვიან, მომაგონდება წითელკაბიანი ქალების თამაშობა და გული მომიკვდება...
საშინლად იტანება მგელი. ნეტავი დამბაჩა მაინცა მქონდეს, რომ დავახალო და გავაფრთხო. დედაჩემს შავეხვეწე, ერთის ვარიათი ტყვია-წამალი მიყიდე და მამას დამბაჩა მითხოვეო. დამპირდა, მაგრამ არ ვიცი, ამისრულებს პირობას, თუ არა. თუ დამბაცა ვიშოვნე, ჯიხვების და როჭოების ჯავრსაც მაშინ ამოვიყრი, ეხლა რომ არ მეპუებიან და, სადაც არა მგონია, გადმოჰყუდებენ ჯიხვები რქებს კლდის თავებზედ, ხან ხროდ შეყრილები დააქანებენ ქვიშის ზვავს და როჭოები ჩემს წინ ამოიღებენ ფრთხიალს, - აბა, მაშინაც ნუ შემეპუებიან!
ჩემი შინ ყოფნის დროს ჩვენსა მღვდლის შვილი ვასო მოვიდა. იმან მიამბო, რომ ქალაქში ბევრი ტყვია-წამალი არისო. ნეტავი მე მომიტანა... ახ, ნეტავი მეც ნასწავლი ვიყო! რამდენი მიამბო ვასომ ნახული და გაგონილი. თუმცა პაპუამ მითხრა ცისა, დინდგლისა არისო, მაგრამ ვასომ, ეს რომ ვუთხარი, სიცილი დაიწყო, - იქამდისინ მაშ რატომ არ დადნაო.
ვასოს ლამაზად ეცვა: მაუდის ჩოხა, ჭრელი ახალული, ვერცხლის ქამარ-ხანჯალი. თოფიც მამამ უყიდა. მე ვინ რას მიყიდის?! როდის გავიზრდები, მე თვითონ ვიყიდი ჩემთვის ყველაფერს: ტყვია-წამალს ბლომად ვიქონიებ, ერთს შევერცხლილს თოფს, სირმიანს ჩოხას... ვასომ ერთი სროლა ტყვია-წამალი მომცა, მაგრამ ისიც იქვე დავწვი ნიშანზედ. ვასო კარგი გულისაა. მაშინ რომ მყოლიყო ის როჭო, რომელიც გუშინ ჩემმა ყურშიამ დამიჭირა, ვასოს ვაჩუქებდი. რად მინდა, ტყუილად მომიკვდება; თუმც კალათაში მიზის, მაგრამ პაპუა იმას ყურს არ უდგებს, არაფერს არ აჭმევს...
საწყალი! როგორ ჰფეთქდა, გული როგორ უცემდა, წინაპირველად ხელში რომ ავიყვანე. შავარდენი მოსდევდა. ჭექასაებრ ხმა, ქუხილი რომ შემომესმა. თავი მივიბრუნე და დავინახე: წინ როჭო და უკან შავარდენი დამალებულები მოდიოდენ; ორივენი მე მომიახლოვდენ. ცხვარი მაშინ ქობთოხევსა მყვანდა, წყლის პირას ვიჯექ და დიყის სტვირს ვაკეთებდი. შეშინებულმა როჭომ გზა ვეღარ გაიგნო, ჩემს წინ გუბეში ჩაეცა, ჩემი ყურშია გადუხტა და დაიჭირა. შავარდენი გაწყრა, წავიდა მაღლა-მაღლა კივილით და ცაში დაიღუპა. მე როჭო ხელში ავიყვანე. საცოდავი! კანკალებდა და გასაფრენად იზიდებოდა, დაფეთებულს თვალებს აქეთ-იქით ავლებდა, წუხელ კი უფრო გულდასევდიანებულს ჰგავდა, ორჯერ გადაუხედენ ჩრაქვით, თვალებმიხუჭული, მობუზული იჯდა.
ჩემმა ყურშიამ შარშან უფრო საკვირველი საქმე ჩაიდინა. ერთხელ ცხვარი აფხუშოს კუდებში მყვანდა. იმღამინდელი წვიმისაგან სველი იყო ბალახი. მე ისეც სველი, უფრო დავსველდი. ის იყო მზემაც გააწითლა მთის წვერები. მე დავჯექ ერთი კლდის თავზედ და ვუცდიდი მზის ამოსვლას. ჩემს წინ ერთი ცირცელი იდგა... საპარავის-ყელში გამოჩნდა არწივი; არწივი თავმომწონებით, ამაყად მოიზლაზნებოდა; მხოლოდ დროდადრო მოიხრიდა თავქვე და იქით-აქეთ კისერს; იმას აჰსევიყო ორი ყორანი და აღარ ასვენებდნენ; გაუელვებდა ერთი იმათგანი, ამობრუნდებოდა გულაღმე და „ყრანტ“, „ყრანტს“ შესძახებდა. არწივი ყორნებს თავს არ უყადრებდა, არ ივლებდა ბაი-ბუად იმათგან მიტანილს იერიშს; იგი ხანგამოშვებით შააფრაშფრაშებდა მხოლოდ მხრებს და ერთმხრივ მიიწევდა. ერთი ყორანი უფრო აწუხებდა. არწივი გაჯავრდა, დაჰკრა გაზი, ყორანი მხარგაშლილი თავქვე წამოვიდა, თან ბუმბულის კვალი გამოჰყვა, ერთი კუმში იმის ბუმბულისა, ქარმა ცისაკე წაიღო. არწივმა იმას ყური არ უგდო, ის ისევ თავისთვის დინჯად მიდიოდა და უფსკრულებს თვალს ადევნებდა. მეორე ყორანმა მაშინ ფეხი უკან დადგა, არწივმა საძერიანი გადაიარა, დამეკარგა თვალიდან.
ახლა ახუნიდან გამოჩნდა ერთი ორბი. კლენჭებში ძვალი ეჭირა: ორბი ძვალს ათამაშებდა: ჩამოაგდებს დედამიწაზე და დაეტანება; მერე ისევ წაიღებს. წავა, წავა მაღლა, გაუშვებს კლანჭებიდამ და ჩამოჰყვება თვითონაც თანა. ესე რამდენჯერმე ჩამოაგდო ძვალი და წაიღო. მალე მეც დამიახლოვდა, მაგრამ ვერ კი დამინახა, ცირცელი მეფარებოდა, ყურშიაც გვერდზე მეწვა. აფხუშოს კუდები კლდიან-რიყიანები არის, ორბი უფრო რიყეს უგანებდა ძვალს. აკი გაუწყრა ღმერთი და ჩვენს ახლო ჩამოაგდო ორბმა ძვალი. ყურშია გადაეტანა და, მანამ ორბი აიღებდა, ყურშიამ დაასწრო აღება. ორბს ეწყინა, გველივით სისინი დაიწყო და თოფნასროლივით საჩქაროდ შაეფარა კლდეებში. მერე პაპუას ვკითხე: რადა შვრებოდა, ჩემო პაპავ, ორბი იმასაო? - ორბმა ეგრე იცისო, - მითხრა იმან: - როცა ძვალს ნისკარტით ვერ გასტეხს, რომ ტვინით ჩაიპოხოს ყელი, რიყეზე ჩამოაგდებს მაღლით ძვალს, დაამსხვრევს და მერე ტვინს ისე შაექცევაო. დიდება შენთვისა, ღმერთო, ფრინველსაც ამოდენა ჭკუა ჰქონია!.. თქვენი ჭირიმე, მთებო, რამდენი რა არის კარგი სანახავი აქა!.. გაზაფხულზე, როცა ზვავები დადნება, ნაზოვრებში კენკეშა და ჩადუნა ამოჩნდება, მოვკრეფ ნორჩ ჩადუნას, მივიტან ბინაში. მოვხარშავთ რძეში. იმაზედ გემრიელი განა კიდევ რამ იქნება?!
დოლობაც ამ დროს არის, გვიჩნდება ბატკნები. დღე და ღამე სიხარულით აღარა მძინავს. უდგა ბატკნებს და ბატკნის დედებს ბღავილი... მაგრამ, ახ! ამ ორი წლის შემდეგ დიდყურაანთ დამითხოვენ შინ და ხელცარიელი როგორ მიუვიდე დედას, რომ ერთი სატყავე მაინც არ მიუტანო?
1886
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 578
წევრი No.: 81046
რეგისტრ.: 1-January 09
#12568050
· 11 Feb 2009, 14:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
* * *
განაგრძეთ ქართველო დარბაისელნო, თუ ხართ ამ მაღალინტელექტუალურ ფორუმზე...
...
ვაჟას პოეზია პანაცეაა ნიჰილიზმისა, ნიჰილიზმი კი- სასიკვდილო სენია...
...
მშვიდობა თქვენდა
.
ვაჟა-ფშაველა
ია
უღრანს ტყეში მოსული ვარ... მანამ ცოცხალი ვარ, ჩემის სილამაზით დავატკბობ ტყეს, ბალახს და იმ გაღმიდამ გამომცქერალს გულსავსიანს კლდესა, სურნელებას მივაფრქვევ არე-მარეს. ყველას ვუყვარვარ: აგერ იმ დამპალს ყუნჭს თვალი სულ ჩემსკენ უჭირავს, მიცინის ხოლმე, უნდა ჩემთან მოვიდეს, - მაკოცოს, მაგრამ არ შეუძლიან, მხოლოდ შორიდამ გამიცინებს, გაიღიმება საცოდავად, თუმცა უშნოდ, მაგრამ გულკეთილობა კი დიდი გადაეფინება ხოლმე პირზედ.
განა მარტო იმას უხარიან ჩემი სიცოცხლე? წვერხმელი ხეებიც მე დამხარიან ზევიდამ, თვითონ თავშიშველნი, ტოტებს მე მაფარებენ: ჩვენს იას არ შეგვიცივდეს, ან არაფერმა არ აწყინოსო. პირდაპირ შხაპუნა წვიმას არ უშვებენ ჩემამდის: წვიმას შეუძლიან ერთბაშად ჩამომაცალოს ფოთლები. უფოთლებოდ ყოფნა და სიკვდილი ჩემითვის ერთია. არა, ხეები: არყი, წიფელი, თხილი, თამელი, დუდგულა გარშემო მეხვევიან და მყარაულობენ, წვიმის ნამს ინახავენ ტოტებით, ფოთლებით და მერე ნელ-ნელა მამცვრევენ პირზე თითო-ოროლ ნამობით, პირსა მბანენ. მე ყელს მოვიღერებ და ვინატრებ, ნეტა სიმღერა შემეძლოს, ნეტავი დამბადებელს ჩემთვის ნიჭი მოეცა, რომ მექო მაღლა ცა და ღრუბელი, მზე, ეს ჩემი მფარველი ხეები, ეს მთები, ის ჭალები და ღაბუა ჩიტები, რომელნიც ხმელს, ყვითელს ფოთლებში წითლის და მწვანის ფრთაბუმბულით ჩემს წინ დაგოგავენ და ხანდახან შემომჭიკჭიკებენ პირში, მათამაშებენ, უხარიათ ჩემი სიცოცხლე. ჩემი ერთი თვის სიცოცხლე სხვის ოცდაოთხის თვის სიცოცხლეს სჯობია, მაგრამ დიდხანს სიცოცხლეს კი დანატრებული ვარ. დილას ერთმა „წიფლის-ჩიტამ“ ჩემს ახლოს იგალობა, ლამაზი რამ იყო, - ყელწითელი, ღაბუა; იმასაც ჩემსავით თავი მოსწონდა, იხედებოდა გულზედ და მხრებზედ; ყველას მოსწონს თავი, ყველას უხარიან სიცოცხლე, ყველას უყვარს ბუნება.
გუშინ ცამ იჭექა, ჭექა-ქუხილი ჩვენ არ გვაშინებს: ქუხილი წვიმის მომასწავებელია და წვიმა ხომ ძუძუს გვაწოვებს დედამიწის გულზე. მზე - მამაა, ზევიდამ დაგვყურებს და გვეალერსება, თვალყურს გვადევნებს. წვიმის მოსვლა მცენარეთ უხარიანთ, - უხარიანთ, ყელამდის სიხარულით მოიყარნენ; ეხლა ისინი ახალს კაბებს და ქათიბებს ჩაიცმენ. აი ეს ორი დღეა, რაც ჩემი დობილი სასუტელაც ამოჩნდა; უხარიან, უხარიან საცოდავს, სულ თავს იქნევს დაბლა და მაღლა, უკრავს თავს დედამიწას, მზის სინათლეს, მეჩურჩულება, ზღაპრებს მიამბობს სიცოცხლეზე, სიყვარულზე; ხანდახან კიდეც გაიკასკასებს, გადამეხვევა და მაკოცებს. გუშინ დილით მე და ჩემმა დობილმა ორივემ ვიტირეთ.
რა შეუბრალებელია კაცი?! რასაც კი დაინახავს, უნდა რომ თავის სასარგებლოდ მოიხმაროს. ალბათ ვერ აფასებს ჩვენს სილამაზეს! ჩვენ წინ კაცმა გამოიარა, ცალს მხარზედ ცული ედო, მეორეზედ თოფი ეკიდა. მიადგა ერთს მშვენიერს ტოტგადართხმულს წიფელს, დაუშინა ცული და წააქცია. საბრალო, როდესაც წაიქცა, დაიკვნესა. ჩვენს იქით გუგულისკაბა ამოსულიყო და ჯერ ხმელს, ჩამოსულს ფოთოლს არ ამოსცილებოდა. როდესაც ხე წაიქცა, გადიყრეინა ზევიდამ ფოთლები და წითლად გამობჭყვინდა, ცრემლები დასხმოდა ჩაღრმავებულს გულში.
შუადღის დროს დაღალულ-დაქანცული ქედანი მოვიდა და დაჯდა ჩვენ წინ თელის ტოტზე და დაიწყო ღუღუნი. უხაროდა იმასაც გაზაფხულის მოსვლა და ის, რომ მშვიდობით ნახა კიდევ ნაცნობი ადგილი. უცებ თოფი გავარდა, ქედანმა ხმა გაკმინდა, ჯერ ფეხით ჩამოეკიდა ტოტზე, მერმე ძირს ჩამოვარდა, ჩემს წინ დაეცა. სისხლი წამოუვიდა ნისკარტიდამ და თვალები დახუჭა; გადმონადენი სისხლი წვეთ-წვეთად დაეტყო ფოთლებზე. მე და სასუტელას კანკალი მოგვივიდა... მე გარკვევით არაფერი მესმის, მხოლოდ რაღაც ბუბუნი, გრიალი, ბუნდი ჟრიამული მოდის ჩემამდის.
ვაჰმე, რა საბრალო არი
ია, მოსული მთაზედა!
ბეჩავს დააზრობს სიცივე,
ან ელვას დაჰკრავს თავზედა;
ღმერთს მიუცია საწყლისად
მოკლე სიცოცხლე ჟამია,
ქვეყნისა მისგან შვენება
ერთი ბეჩავი წამია.
ია დაიწყებს კდომასა,
დაიქვითინებს: „ვაჰმეო!
თუ გამაჩინე, უფალო,
დიდი დღე რად არ მამეო?!“
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
El Pastor
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 578
წევრი No.: 81046
რეგისტრ.: 1-January 09
#12592973
· 13 Feb 2009, 17:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვაჟა-ფშაველა
პაპიჩემის ანდერძი
შვილო, რად სტირი ნეტარა,
რა უბედობა გეწვია?
ჭირში ყოფნის დროს გაძლება
მუდამ ვაჟკაცის წესია!
ვაჟკაცს არ შვენის ცრემლის ღვრა,
ქვითინი დიაცურადა.
მტერს ხმალი უნდა საფთხულად,
კვალზედ მიყოლა მგლურადა.
აგრემც ექმნები პაპაშენს
დღეგრძელიო და სრულიო,
ნუ დაისვენებ, ებრძოლე
მტერს, სანამ გიდგა სულიო.
შვილო, მეც ეგრე ვიყავი,
ეგ არის ჩვენი რჯულიო.
1886
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(37)
« პირველი
...
17
18
[19]
20
21
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0553 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.