Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(77)
« პირველი
...
8
9
[10]
11
12
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ოთარ ჭილაძე
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
SCHIZOPHRENIA
ამსირჩაიჟღვანტალე
ჯგუფი: Registered
SCHIZOPHRENIA
ამსირჩაიჟღვანტალე
ჯგუფი: Registered
წერილები: 1773
წევრი No.: 64766
რეგისტრ.: 17-June 08
#13922673
· 20 May 2009, 21:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(perfectstranger @ 16 May 2009, 18:04 )
ადამიანი გაზეთის სვეტში
პანამის არხის ზონაში მომხდარი სისხლისმღვრელი შეტაკების დროს დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცთაგან ერთი თავისიანებმა მოკლეს. მან არ ისურვა მონაწილეობა მიეღო პანამელი პატრიოტების დასჯაში.
გაზეთებიდან
ამერიკელი ჯარისკაცი კრუს ხიმენესი სისხლის გუბეში აგდია პირქვე. ჯერ არ შემწყდარა ექო სროლისა და ირევიან ცაში ჩიტები, მავთულებიდან აფრენილები. ამერიკელი ჯარისკაცებიც და პანამელი პატრიოტებიც დაბნეულები არიან ოდნავ. მაგრამ ყველანი გრძნობენ გუმანით, რომ დიდი ამბის გახდნენ მოწმენი.
მზეზე ბრჭყვიალებს პანამის არხი, არხზე _ბუქსირი. ხოლო ნაპირთან დგანან პალმები და ამწეები.
მე მარცვალი ვარ ღმერთის კალთიდან გადმოვარდნილი და ღმერთმა იცის, რა მელოდება:ჩიტის ჩიჩახვი თუ ქვის საწოლი, ეკალბარდები თუ თბილი ხნული. მე არ მეგონა თუ ასე ძნელი იყო სიკვდილი. სუსტი ყოფილა ადამიანი, რადგან არ იცის როგორ იმართლოს ან ვის წინაშე იმართლოს თავი.
ამიტომ ვკვდები და ველოდები სამარადისო წყვდიადს და დუმილს. თანდათან ვეღარ ვარჩევსახეებს უიარაღო დემონსტრანტების, რომლებიც უკან იხევენ ნელა და მკაცრ პეიზაჟს უერთდებიან. უერთდებიან ან ისე გვანან , რომ უკვე ვეღარ გამირჩევია: ხისგან სხეული, ქვისგან სახე, ცისგან თვალები.ადამიანი გავს იმ ქვეყანას , რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია.ხოლო სამშობლო თავს ურცევნიათ ადამიანებს და არა მონებს. არა სხეულის, არამედ სულის საჭურისობას ნიშნავს მონობა და ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას, მონაა ისიც. ბედნიერია ყოველი თვალი, თუკი სიმართლეს უყურებს იგი. მე ასე მჯერა და ჩემი სული ნათდება, როგორც მინდვრის ნაწილი მაშხალის შუქზე.მაგრამმთავარი წყვდიადში რჩება, რადგან იმ მინდორს არც საწყისი აქვს, არც დასასრული.
ამიტომ ვკვდები. ვკვდები და ჩუმად საკუთარ სისხლის გუბეში ვწევარ და ველოდები სამარადისო წყვდიადს და დუმილს. ჩემი სხეული სისხლის გუბეზე ხიდივითაა გადამხობილი დასასჯელებს და დამსჯელებს შორის.
მალე დასრულდა ჩემი ცხოვრება: შეუგნებელიც და შეგნებულიც. მაგრამ სიცოცხლე ჯერ არასოდეს არ მდომებია ასე მტანჯველად. ასე არასდროს მომნატრებია დედა და წყალი და ძველისძველი ჩემი საწოლი.მე იმ საწოლზეც ვწვებოდი ხოლმე ასე უძრავად, რომ დამესვენა დფა განმეცადა საამო გრძნობა თავისუფლების. ასე საგანი აწვება საგანს, გამოთიშული ტანის სიმძიმით.
ახლა ჩემს ტანში სხედან ტყვიები, როგორც მხეცები ღრმა სოროებში. და ტუ ქვეყანას მართლა მოაკლდა ეს რამდენიმე გრამი სიკვდილი მე კმაყოფილი ვიქნები ამით . მაგრამ არ მინდა და არც მგონია, რომ ჩაეტიოს გაზეთის სვეტში ჩემი ვნებები და სურვილები. ჩემი სიკვდილის ერთადერთ მიზეზს სიცოცხლე ჰქვია, ხოლო გაზეთი ადვილად კვდება, როგორც ფრინველი.
სამარადისოდ მოვწყდი ქვეყანას , რადგან სამხედრო წესდების მუხლებს მთლად ვერ დაემთხვა ჩემი სურვილი. ვერც ამ მუნდირმა ვერ გამიდევნა მარადიული ეჭვი და შიში. და მეც ტკივილით მოვწყდი ქვეყანას, როგორც წყდებიან საკრავს გამები. ხნულს ვერ მონახავს ყველა მარცვალი, რომ პურად იქცეს და დააპუროს მშიერი ხალხი. ანდა ხედ იქცეს და მის ტოტებზე ჩამოჯდეს ხოლმე ჩიტების გუნდი.
ამიტომ ვწევარ და ველოდები სამარადისო წყვდიადს და დუმილს.
ჯარი სამშობლოს მტრისაგან იცავს და სიცოცხლესაც მხოლოდ სამშობლო მოსთხოვს ჯარისკაცს. ვერც ჯარისკაცი ვერ ეტყვის უარს, თუ აქვს და იცის საკუთარ ჭერის და პურის გემო. თუ მზეს აფასებს და თუ კუსავით ყოველთვის თან არ დაათრევს ჯავშანს. თუ შეუძLია, რომ მოიკვეთოს ფეხები, რომელსაც გადაჰყავს გზიდან და დაითხაროს თვალები, რომელიც აცდუნებს მხოლოდ...
ფიქრის უფლება ყოფილა თურმე ყველაზე ძვირი, რადგან ჩხოვრების ავანჩავანი ფიქრში ირკვევა. ხოლო სიცოცხლეს ვერ დაგიბრუნებს ვერც ერთი ღმერთი. მე კი ვფიქრობდი გზითა და სიცხით გაბრუებული და დაქანცულიც. ყაზარმის დოლით და საყვირებით დაფეთებულიც. ჯერ არ არსებობს ტვინის რენდგენი და ვერ გაიგებ რას ფიქრობს კაცი, მაგრამ გჯეროდეთ რომ ვერასოდეს ვერ შეათავსებს ბოროტს და კეთილს. ბევრი კანონი არსებობს ქვეყნად, მაგრამ მე მწამდა ერთი კანონი: თავისუფლების და სიყვარულის. მაინც ყველასთვის უცხო ვარ ახლა. ამხანაგებმა დამცხრილეს ტყვიით, ხოლო საბრალო დემონსტრანტებში ჯერ არ ცამქრალა ეჭვი და შიში. არ შეილება, რომ მტრები იყვნენ უიარაღო დემონსტრანტები. არ შეიძლება, რომ უსასრულოდ მხოლოდ ძლიერი იყოს მართალი. მაგრამ თუ სხვებიც არ მიეხმარნენ, როგორ დაიცავს სიმართლეს სუსტი. მე კი ჩუმად ვარ, როგორც მარცვალი ღმერთის კალთიდან გადმოვარდნილი. და ღმერთმა იცის რა მელოდება ჩიტის ციჩახვი ტუ ქვის საწოლი, ეკალბარდები თუ თბილი ხნული.
იმ დღეს ურემი მოყავდა გოგოს. მე გზასთან ვიდექ და ვუყურებდი. ის კი თავისთვის ფიქრობდა, ალბათ, და მოდიოდა შარაგზის მტვერში.
რატომღაც ცრემლი მომაწვა ყელში. ცრემლი მომაწყვა ყელში ბურთივით და უცებ ისე შემეკრა სუნთქვა, ტითქოს გაყინულ წყალში ვხტებოდი.
მე რა მინახავს ამ ქვეყანაზე და მაინც მჯერა, რომ ვერაფერი ვერ შეედრება იმ მტანჯველ თრთოლვას, რომლითაც ვნება იღვიძებს ჩვენში.
ის მოდიოდა შარაგზის მტვერში და როცა იგრძნო ცემი თვალები, შეშფოთდა, როგორც სუსტი ცხოველი და არა ქალი... რადან მე მხოლოდ მკაცრი მუნდირი ვიყავი მისთვის. არ ეშინია ქალს მამაკაცის, მოსაცვენებლად შეკრთება ხოლმე. არ ეშინია, როგორც ხეობას არ ეშინია შლეგი მდინარის. ან როგორც გვირაბს არ ეშინია აგუგუნებულ მატარებლების. მე შემეჯავრა ჩემი მუნდირიც და ავტომატიც. და მთელი ღამე საწოლზე ვიჯექ ბნელში ბუსავით. ირგვლივ ხვრინავდნენ ამხანაგები და გულზე ყველას ეწვა კოშმარი. შორს კი ბრწყინავდა პანამის არხი, მძიმედ ფეთქავდადევის ყელივით, და უზარმაზარ ლუკმების მსგავსად ნელა მისდევდნენ გემებს გემები.
თანდათან ძალას იკრებდა ქარი. ტამამდებოდა და კარვებს შორის დააგორებდა ვეება მთვარეს. როგორც უგონოდ მთვრალი მედოლე დააქროლებდა მტვარეს დოლივით. მთვარე კი მართლა იყო გაზრდილი უაზრო სევდიტ და სიმარტოვით და გულუბრყვილო კაცის ფიქრებით. ცემი ფიქრებიც მთვარეზე ავლენ, რადგან მტვარეზე ადის ყოველი, რასაც მიწაზე არ ყავს გამგები. მთვარეზე ავლენ და მიირებენ უცნაურ ფორმებს სტალაქტიტების... და ოქროსფერი სტალაქტიტებიც შეეჩვევიან ცდასა და დუმილს.
მე მთელი რამე ვიჯექი ასე. არ მომეკარა არაფრით ძილი. მაგრამ სულ თვალწინ მედგა ქალაქი, ცემი გამჩენი და გამკითხავი. ეშმაკმა იცის რას არ ვფიქრობდი, რას არ ვისმენდი და არ ვხედავდი. ხან მომეჩვენა, რომ ის ქალაქი ნელა ქრებოდა სილის ბორცვივით. ტითქოს ვირაცა აციდა საყრდენს და იშლებოდა სილის ბორცვივით.
ხან კი ვიღაცა იპყრობდა ქალაქს. მე კი ვიცავდი და ავტომატიც მჭახედ მრეროდა, რომ იმ სიმღერით ჩაეკლა ჩემში სიკვდილის შიში. მე კი სრულებით არ მეშინოდა , რადგან სიკვდილი მერჩია მაინც მონობის ურელს და ჩემი გულიც აფეთქდებოდა დინამიტივით, თუ ვეღარაფერს ვერ ვიღონებდი.
ხოლო ის გოგო, იმ დღეს რომ ვნახე, ჩემს გვერდიტ იდგა და მიყურებდა არტაცებული და ბედნიერი. მეც ვგრძნობდი ქალის მხურვალე სუნთქვას და მიხაროდა, რომ მხოლოდ ჩემთვის სუნთქავდა იგი მთელი არსებით. და ხარ თუ დედა, სატრფო ტუ ცოლი, პატიოსანი ხარ თუ მეძავი... რმერთმა შეგინდოს ყველა ცოდვები, ამ თრთოლვისათვის. ასე თანდათან გავიდა რამე, უკანასკნელი და უცნაური. მე ჯერ მინდოდა რომ მესარგებლა ღამის წყვდიადით და დემონსტრანტებს შევერთებოდი. და ცემი სისხლი მიმეცა მათთვის, როგორც ნიშანი პატიოსნების და ერთგულების. პატივისცემის ღირსია ყველა ვისაც სამშობლო შერჩა და უყვარს. ვისაც სამშობლო უყვარს და ცდილობს, აღარ დაადგას ქედზე უღელი, არ დაამციროს ადამიანთა ყველაზე დიდი მონაპოვარი, ყველა ნაყოფზე ტკბილი ნაყოფი: თავისუფლება! მე წასვლა მსურდა, მაგრამ გუშაგი სიგარეტს წევდა და სიგარეტის წითელი თვალი გზას მიკეტავდა. ხოლო ჯარისკაცს, რომელიც ბანაკს ტოვებს თავისით, გუშაგის ტყვია ელის კეფაში.
მე არ მჯეროდა, რომ გაიგებდა ცემს პატიოსან სურვილს გუშაგი. არც ის მინდოდა რომ ასე ადრე მოეჭრათ ჩემი ცხოვრების ტოტი, ძლივს ამოზრდილი და მოხიბლული ამქვეყნიური წვიმით და ქარით, მზითა და თოვლით, ცითა და ზღვებით და იმ სოფლელი გოგოს სურნელით. ნუთუ საკუთარ სისხლის გუბეში უნდა მეცქირა ჩამავალ მზისთვის... ნუთუ ვერასდროს ვერ მოერევა და ვერ განდევნის ბოროტს კეთილი. თუ სიკეთეა სულის საწყისი, ვირას ჭირდება ამდენი სისხლი. და რატომ კვდება ადამიანი, ტუ დამტკიცება უნდა სიმართლის. რატომ ვერ ძღება ყველას სტომაქი კუთვნილი პურით, წყლით და ჰაერით...
ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე ჰგონია, მაგრამ აქამდე ვერ უპოვია საბრალოს თავი. და გადის მისი მოკლე ცხოვრება შურში, მტრობაში და სიძულვილში. შენ რატომ უნდა გეძინოს ცუდად, მე თუ რაღაცით ვარ ბედნიერი... ან რატომ უნდა გეძინოს მშვიდად, როცა მე ვწევარ სისხლის გუბეში. უცნაურია. მაგრამ ჩემსავით ბევრს ჩაუყლაპავს ბოლო ცრემლები: სიმწრის, სიბრაზის და სინანულის.
მეც რა თქმა უნდა ვნანობ სიცოცხლეს, ძალიან მალე დასრულდა იგი. მაგრამ არ ვნანობ ასე რომ მოვკვდი, რაღაცას ნიშნავს ასე სიკვდილიც. რაღაცას ნიშნავს, რადგან ამ ქვეყნად ბოროტის გარდა არის კეთილიც. ბევრია ჩემზე პატიოსანი, ჩემზე ჭკვიანი და მოყვარულიც. და როგორც ტყიდან მეორე ტყეში გადააქვთ ქარებს თესლი ხეების, ისე გადადის გულიდან გულზე ჩვენი ფიქრები და სურვილები. ცა ხომ ვრცელია, მაგრამ ამ ცაშიც ეჯახებიან ღრუბლებს ღრუბლები. ამ შეჯახებას მოაქვს ქუხილი, ქუხილს კი ცეცხლი, რომ ცეცხლის შუქით გზა გაინათონ წვიმებმა ბნელში. ხოლო წვიმები კლდესაც რეცხავენ და კაცის გულსაც. და როგორც ბროლის მაღალ ტაძარში, მთელი ქვეყანა შედის წვიმაში.
1963
ზოგ კრებულში "ადამიანი გაზეთის სვეტში" ასე მთავრდება:
"კვლავ მავთულებზე დასხდნენ ჩიტები,ველზე დაეშვა საღამოს ბინდი,არხში თანდათან გამუქდა წყალი,გაქრნენ პალმები და ამწეები,ხოლო ბრჭყვიალა ავტომატებმა კვლავ ხალხს მიაპყრეს მკაცრი თვალები,ხალხმა კი მაღლა ასწია მაინც ამაყი თავი და პლაკატები."
strixnina
QUOTE
ე-9 კლასის (კლასი არ მეშლება მგონი) მშობლიური ლიტერატურის სახელმძღვანელოშია შეტანილი. გიჟდებიან ბავშვები ისე მოწონთ. უპრობლემოდ სწავლობენ ზეპირად. ამხელას და ასსე
ურითმოს
ურითმო უძახე შენ და ქე გოუდის რიკირიკინი!
:lol:
ხუმრობის გარეშე, ამ ნაწარმოებს უნიკალური ფარული რითმა და რიტმი,საოცრად ჰარმონიული ჟღერადობა და ლამაზი ენობრივი იმპროვიზაციები აქვს,შინაარსზე რომ აღარაფერი ვთქვათ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
hexe
კანფეტი
ჯგუფი: Members
hexe
კანფეტი
ჯგუფი: Members
წერილები: 11063
წევრი No.: 19934
რეგისტრ.: 25-May 06
#14092275
· 1 Jun 2009, 21:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
sazageli iezuiti
QUOTE
ხო მაგარია ჭილაძე . წამიკითხავს და მომწონს ძალიანაც მაგრამ ცოტა მემძიმება, ცოტა იუმორის გრძნობას მოვისაკლისებ მის წიგნებში.
იუმორი აქვს მაგრამ შავი იუმორი
აი სასაცილოა სატირელი რომ არ იყოსო ზუსტად ჭილაძის ნაწარმოებებზეა ნათქვამი ;)
bise05
QUOTE
უბრალოდ ამ მწერალში რაც არ მომწონს არის, ასე ვთქვათ, "სამშობლოს კომპლექსი" ,
გეთანხმები "სამშობლოს კომპლექსი " ნამდვილად ახასიათებს ჭილაძეს ეს განსაკუთრებით "გოდორში" იგრძნობა
მაგრამ ამით არ არის დასაწუნი ჩემი აზრით
პირიქით შეიძლება ითქვას რომ მე ამით უფრო მეტად მომწონს :)
QUOTE
ურითმო
ჭილაძე და ურითმო?
ჩემი აზრით კი მისი პროზაც პოეზიასავით იკითხება :)))
This post has been edited by
hexe
on 1 Jun 2009, 21:10
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Miss Lula Yorke
Nachtpfauenauge
ჯგუფი: Registered
Miss Lula Yorke
Nachtpfauenauge
ჯგუფი: Registered
წერილები: 1585
წევრი No.: 52154
რეგისტრ.: 22-January 08
#14097700
· 2 Jun 2009, 09:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დღეს ვიწყებ " მარტის მამალს" და ვიცი რო წინ დიიიიიიიდი სიამოვნება მელის ... :უსერ:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Pier-Pablo
The Hound of the Baskervilles
ჯგუფი: Registered
Pier-Pablo
The Hound of the Baskervilles
ჯგუფი: Registered
წერილები: 1231
წევრი No.: 4823
რეგისტრ.: 8-April 04
#14098263
· 2 Jun 2009, 10:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ძალიან ძალიან მაგარია, განსაკუთრებით:
დღესაც ასეა დღესაც ასეა
ქარი, სიჩუმე, და ფოთოლცვენა..
და მე ვგრძნობ როგორ მიცლს ხასიათს
ქარი... სიჩუმე .. და ფოთოლცვენა.... :cry:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
hexe
კანფეტი
ჯგუფი: Members
hexe
კანფეტი
ჯგუფი: Members
წერილები: 11063
წევრი No.: 19934
რეგისტრ.: 25-May 06
#14101139
· 2 Jun 2009, 14:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Miss Lula Yorke
QUOTE
დღეს ვიწყებ " მარტის მამალს"
ერთადერთი ეს არ მაქვს წაკითხული
ილიას მკველეობას ეხება ხომ?
:)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Miss Lula Yorke
Nachtpfauenauge
ჯგუფი: Registered
Miss Lula Yorke
Nachtpfauenauge
ჯგუფი: Registered
წერილები: 1585
წევრი No.: 52154
რეგისტრ.: 22-January 08
#14109938
· 3 Jun 2009, 00:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
hexe
QUOTE
ილიას მკველეობას ეხება ხომ?
მეც ეხლა დავიწყე... მგონი ილიას მკვლელობაზეა ჰომ : (((
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Anchxli
Crazy Member
ჯგუფი: Members
Anchxli
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3316
წევრი No.: 83908
რეგისტრ.: 4-February 09
#14271448
· 14 Jun 2009, 12:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
''რკინის თეატრი'' განუმეორებელია.
იმდენად ოსტატურად აშიშვლებს პერსონაჟების ფარულ ფიქრებს, ამაზრზენად სულაც არ გეჩვენება :love:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
aranormaluri
ბუზები მახვევიან კაცებივით
ჯგუფი: Members
aranormaluri
ბუზები მახვევიან კაცებივით
ჯგუფი: Members
წერილები: 8952
წევრი No.: 58931
რეგისტრ.: 19-April 08
#14282262
· 15 Jun 2009, 02:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
perfectstranger
QUOTE
ფოლკნერსა და მარკესს რაც შეეხება მხოლოდ სიამოვნებას მანიჭებს მათ გვერდით ჩემი მოხსენიება. ეს ჩემთვის დიდი პატივია და, ამდენად, კრიტიკად ვერ ჩავთვლი. ხოლო თუკი ვინმეს (ჩვენიანი მყავს მხედველობაში) მართლა სჯერა, რომ მე ფოლკნერსა და მარკესს ვბაძავ, თანაც ორივეს ერთდროულად, ნამდვილად ვერ დავუჯერებ, რადგან ჩემი წიგნები, საბედნიეროდ, სხვა ენებზეც ითარგმნება, მათ შორის ესპანურადაც, და თუ ჩვენებური კატეგორიულობით არა, ევროპული ტაქტიანობით მაინც მიმანიშნებდნენ ამას. თუმცა უნდა ვაღიარო, დანიელებმა მართლაც შემარქვეს "კავკასიელი მარკესი", ოღონდ, წმინდა პრაქტიკული მოსაზრებით, რეკლამისთვის, რაკი ჩემი გვარი და სახელი არაფერს ეუბნებოდა იქაურ მკითხველს. ისე, ჩვენში რომ ვთქვათ , უკვე ვერანაირი კრიტიკა ვეღარ გამომასწორებს და ვერც ხელობაზე ამაღებინებს ხელს. ეს ჩემი ერთადერთი ხელობაა (სხვა ვერაფერი ვისწავლე ამქვეყნაზე), მთელი სიცოცხლე ის მაჭმევდა პურს, თუმცა, დღეს აღარც სახელად მარგია, აღარც სახრავად. ხოლო უფრო გულახდილები თუ ვიქნებით, ამ თქვენი ყბადაღებული მწერლობით გინებისა და სიძულვილის მეტი ვერაფერი დავიმსახურე...
2002
:up:
ვინც ამბობს რომ ჭილაძე მარკესს ჰბაძავს ადგეს და თვითონაც მიბაძოს თუ ასე ადვილია. ეგ რომ შესაძლებელი იყოს ყველა მრკესი გახდებოდა.
და რა მაინტერესებს "სამშობლოს კომპლექსი" რა არის? რას გულისხმობს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Anchxli
Crazy Member
ჯგუფი: Members
Anchxli
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3316
წევრი No.: 83908
რეგისტრ.: 4-February 09
#14294792
· 15 Jun 2009, 23:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ვინც ამბობს რომ ჭილაძე მარკესს ჰბაძავს ადგეს და თვითონაც მიბაძოს თუ ასე ადვილია. ეგ რომ შესაძლებელი იყოს ყველა მრკესი გახდებოდა.
სად მარკესი და სად ჭილაძე ხალხო. მარკესი ისე უაზროდ აკვეხებს სექსის სცენებს, მინდება წიგნი გვერდზე გადავდო.
ჭილაძე კი იმდენად კარგად აღწერს თითოეული ადამიანის სულიერ მდგომარეობას, მისწრაფებებს.
ისე განსხვავდებბიან ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
aranormaluri
ბუზები მახვევიან კაცებივით
ჯგუფი: Members
aranormaluri
ბუზები მახვევიან კაცებივით
ჯგუფი: Members
წერილები: 8952
წევრი No.: 58931
რეგისტრ.: 19-April 08
#14296927
· 16 Jun 2009, 01:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Anchxli
QUOTE
მარკესი ისე უაზროდ აკვეხებს სექსის სცენებს,
რას გადაეკიდე ამ სექსს :D ეგ ხო არ არის მარტო. სხვა იმდენი დამთხვევაა. თუნდაც იწყებს ერთი პერსონაჟით და იმისი შვილიშვილით ამთავრებს. ან გარემოს აღწერს დეტალურად: გემოს, ფერებს, გამომეტყველებას, სუნს.
ადამიანურ გრძნობებზე წერენ... ყველანაირი შელამაზების გარეშე. ზოგჯერ ამაზრზენ რაღაცეებსაც. არ იცი შეგძულდეს თუ რა იფიქრო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Anchxli
Crazy Member
ჯგუფი: Members
Anchxli
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3316
წევრი No.: 83908
რეგისტრ.: 4-February 09
#14300645
· 16 Jun 2009, 12:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
aranormaluri
QUOTE
რას გადაეკიდე ამ სექსს biggrin.gif ეგ ხო არ არის მარტო. სხვა იმდენი დამთხვევაა. თუნდაც იწყებს ერთი პერსონაჟით და იმისი შვილიშვილით ამთავრებს. ან გარემოს აღწერს დეტალურად: გემოს, ფერებს, გამომეტყველებას, სუნს. ადამიანურ გრძნობებზე წერენ... ყველანაირი შელამაზების გარეშე. ზოგჯერ ამაზრზენ რაღაცეებსაც. არ იცი შეგძულდეს თუ რა იფიქრო.
შენ კიდე რას გადაეკიდე ამ ფერებს და სუნს :D სულ არ ვაქცევ ხოლმე მაგათ ყურადღებას.
ადამიანურ გრძნობებს ორივე მართლაც შელამაზების გარეშე აღწერს, თუმცა ისე ოსტატურად, რომ არც კი გძულს რომელიმე პერსონაჟი. არმც და არამც :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ocelot
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Ocelot
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 27630
წევრი No.: 13684
რეგისტრ.: 17-October 05
#14302858
· 16 Jun 2009, 15:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Anchxli
QUOTE
მარკესი ისე უაზროდ აკვეხებს სექსის სცენებს
კერძოდ რომელ რომანში?
თუ კოელიოში გეშლება? :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Anchxli
Crazy Member
ჯგუფი: Members
Anchxli
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3316
წევრი No.: 83908
რეგისტრ.: 4-February 09
#14303658
· 16 Jun 2009, 16:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Ocelot
QUOTE
კერძოდ რომელ რომანში?
თუ კოელიოში გეშლება?
კოელიო ცალკე თემაა :D
ბოლოს მარკესის პატრიარქის შემოდგომა წავიკითხე_ ნუ იქ ისეთი დეტალებია აღწერილი, სახე მქონდა ზიზღისგან ათასნაირად დამანჭული :D
რაც შეეხება მარტოობის ას წელს_ ნუ აქ ინცესტი მოსული პონტია. კიდევ... გაგრძელება მეზარება :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ocelot
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Ocelot
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 27630
წევრი No.: 13684
რეგისტრ.: 17-October 05
#14304503
· 16 Jun 2009, 16:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Anchxli
QUOTE
ბოლოს მარკესის პატრიარქის შემოდგომა წავიკითხე_ ნუ იქ ისეთი დეტალებია აღწერილი, სახე მქონდა ზიზღისგან ათასნაირად დამანჭული
ქალი და მამაკაცის ვიპ-იუზერი ხარ და რამ დაგმანჭა? :D ჰენრი მილერი წაიკითხე, მოგეწონება :D
QUOTE
რაც შეეხება მარტოობის ას წელს_ ნუ აქ ინცესტი მოსული პონტია
მანდ სუ რამოდენიმე სცენაა და დიდ არაფერ დეტალებში არ გადადის. აბა როგორ გინდა შენ, მე-20 საუკუნის მეორე ნახევარია და სექსები არ იყოს? :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Anchxli
Crazy Member
ჯგუფი: Members
Anchxli
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3316
წევრი No.: 83908
რეგისტრ.: 4-February 09
#14305038
· 16 Jun 2009, 17:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Ocelot
QUOTE
ქალი და მამაკაცის ვიპ-იუზერი ხარ და რამ დაგმანჭა?
და არა აბანოსი :D
QUOTE
მანდ სუ რამოდენიმე სცენაა და დიდ არაფერ დეტალებში არ გადადის. აბა როგორ გინდა შენ, მე-20 საუკუნის მეორე ნახევარია და სექსები არ იყოს? biggrin.gif
სექსების გარეშე თანამედროვე ლიტერატურა ვეღარ წარმომიდგენია, უბრალოდ არასაჭირო ადგილას ნამდვილად ზედმეტია :D
ახლა კოელიოს ''ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა'' გამახსენდა. ვერონიკა ორგაზმს შეიგრძნობს (თუ როგორც არის), იმანჭება იატაკზე სიამოვნებაგონდაკარგული, მთავარი მეორე მოქმედი გმირი კი გაშტერებული უყურებს (გადავაჭარბე).
საიდან სად მოიფიქრა ახლა კოელიომ, რა საჭირო იყო საერთოდაც ეგ სცენა, ისეთი გაცხარებული ფსიქოლოგიური ფიქრები გადიოდა ეთერში, მარა, ა ბატონო _ სექსები :D
This post has been edited by
Anchxli
on 16 Jun 2009, 17:39
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(77)
« პირველი
...
8
9
[10]
11
12
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0456 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.