Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(77)
1
[2]
3
4
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ოთარ ჭილაძე
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zazabichi
ImagicussucigamI
ჯგუფი: Members
zazabichi
ImagicussucigamI
ჯგუფი: Members
წერილები: 21726
წევრი No.: 13736
რეგისტრ.: 19-October 05
#8746429
· 7 Mar 2008, 02:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ხო მაგისაა? ნუ თუ არა, მაინც მამა ლექსია : )
მზად ვარ გისმინო და გემსახურო.
ქარში იშლება დეკემბრის თოვლი
და მღერის შენი მძიმე საყურე,
გაბრუებული დეკემბრის თოვლით.
მე ალბათ დიდხანს მექნება ვალი,
მაგრამ ვიქნები სულ მხიარული.
ეს გაუმარჯოს შენს ეშმაკ თვალებს
და სარკეებში ნასწავლ სიარულს
სარკმელში ისევ თოვლი ირევა
და ყვება თავის უბრალო ამბავს.
და სკამზე, როგორც ნანადირევი,
კიდია შენი ლამაზი კაბა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
xachapuridze
Crazy Member
ჯგუფი: Members
xachapuridze
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2529
წევრი No.: 35832
რეგისტრ.: 2-June 07
#8746557
· 7 Mar 2008, 02:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მაგისია, ერთ-ერთი პირველი. ქალები ჭკუას ვკარგავდით.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
hexe
კანფეტი
ჯგუფი: Members
hexe
კანფეტი
ჯგუფი: Members
წერილები: 11063
წევრი No.: 19934
რეგისტრ.: 25-May 06
#8747651
· 7 Mar 2008, 11:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Don Diego
QUOTE
სიმართლეა ჩვენზე, ქართველებზე, მწარე სიმართლე...
ჰმ საინტერესოა ... სადმე ინტერნეტში ხომ არ გეგულება ეგ ნაწარმოები? :)
QUOTE
ხო მაგისაა? ნუ თუ არა, მაინც მამა ლექსია : )
კი მაგისია.. :)
სიზმარი
გამოჩნდა მიწა. შენთან ვარ თითქმის.
იღვიძებს მიწა და პერანგს იცვამს.
ეს ხომ თოვლია. მე წუთებს ვითვლი.
ნათურებს ანთებს და მორბის მიწა.
ოღონდ შენთანაც სინათლე ენთოს
და ყველა სასჯელს უხმოდ ავიტან.
და აი, უკვე შენთან ვარ, ღმერთო,
ეს შენი ხმაა- როგორ? საიდან?
ამოდის მთვარე და ცალი თვალით
ჩემს ხელებს ზვერავს ჩუმად და მკაცრად,
მე კი ოთახში შემომყავს ძალით
და თავქვეშ გიდებ ბალიშის ნაცვლად.
1967
:) :) :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Don Diego
Indulto
ჯგუფი: Registered
Don Diego
Indulto
ჯგუფი: Registered
წერილები: 1870
წევრი No.: 52304
რეგისტრ.: 24-January 08
#8751390
· 7 Mar 2008, 16:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
hexe
QUOTE
სადმე ინტერნეტში ხომ არ გეგულება ეგ ნაწარმოები?
არა ინტერნეტში არ მეგულება, ისე იყიდება , მე მგონი შვიდიოდ ლარი უნდა ღირდეს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
hexe
კანფეტი
ჯგუფი: Members
hexe
კანფეტი
ჯგუფი: Members
წერილები: 11063
წევრი No.: 19934
რეგისტრ.: 25-May 06
#8770281
· 9 Mar 2008, 14:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Don Diego
QUOTE
არა ინტერნეტში არ მეგულება, ისე იყიდება , მე მგონი შვიდიოდ ლარი უნდა ღირდეს
დიდი მადლობა
წავიკითხავ აუცილებლად.. :)
This post has been edited by
hexe
on 9 Mar 2008, 14:55
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
marien
Crazy Member
ჯგუფი: Registered
marien
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1005
წევრი No.: 51622
რეგისტრ.: 16-January 08
#8779050
· 10 Mar 2008, 13:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ხოო ყველაფერი კარგი აქვს ბატონ ოთარს, "მარტის მამალი" წაიკითხეთ,ეგეც მაგარია, ლექსებიც ძალიან მიყვარს, ჩემი საყვარელი მწერალია, დიდი კლასიკოსია :bis:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Don Diego
Indulto
ჯგუფი: Registered
Don Diego
Indulto
ჯგუფი: Registered
წერილები: 1870
წევრი No.: 52304
რეგისტრ.: 24-January 08
#8813982
· 13 Mar 2008, 12:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ერთადერთი ნაწარმოები, რომელიც ისე ძალიან არ მომეწონა "აველუმია", თქვენ რას ფიქრობთ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61490
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05
#8842920
· 15 Mar 2008, 18:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ყოველმან ჩემმან მპოვნელმან
კარგია, ძალიან მიყვარს, მაგრამ ცოტათი მარკესის გავლენას განიცდის მგონი (შეიძლევა ვცდები)..ურსულა-ანა, ფერნანდა-ბაბუცა, სხვა პარალელებიც არის..
ბუკინისტებში ვნახე ეგ წიგნი, სულ დაშლილი იყო, 1 ლარი ღირდა..ამოვფხიკე საფულე და 90 თეთრზე მეტი არ მომიგროვდა, კდიევ კარგი, მომცეს..
QUOTE
მაგრაამ მახსოვს ეს თოჯინა ბაბუამ იმიტომ უყიდა რომ ანეტა არ გაზრდილიყო და შესაბამისად ის არ დაბერებულიყო..
ექიმმა არ აჩუქა?
საწყალი ანეტა, როგორ დაუსვეს წერტილი მის ბავშვობას..თუმცა, მაინც ხომ იპოვა მიტო..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
anaana_ana
:)
ჯგუფი: Registered
anaana_ana
:)
ჯგუფი: Registered
წერილები: 231
წევრი No.: 48302
რეგისტრ.: 1-December 07
#8866596
· 17 Mar 2008, 20:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
[quote]ერთადერთი ნაწარმოები, რომელიც ისე ძალიან არ მომეწონა "აველუმია", თქვენ რას ფიქრობთ?[/quote
აველუმი შუმერული სიტყვაა და თავისუფალ,დამოუკიდებელ,არავიზე დამოკიდებულ ადამიანს ნიშნავს :)მგონი ესეთი განმარტება ეწერა,ზუსტი მნიშვნელობა არც მწერალმა იცოდა..ძალიან საინტერესო პერსონაჯია აველუმი.თავიდან ძალიან არ მომწონდა,ფრანსუაზა,სონია და ერთადერტი მელანია(მგონი ესე ერქვა ცოლს)როგორი ამაყი დადიოდა.. საუკეთესო ამათშორის ფრასუაზა იყო.. გამოვტყდები,საკმაოდ დიდიხანი ვკითხულობდი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
perfectstranger
Crazy Member
ჯგუფი: Members
perfectstranger
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3132
წევრი No.: 19244
რეგისტრ.: 13-April 06
#8873869
· 18 Mar 2008, 13:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Don Diego
QUOTE
,,გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” ჭილაძის პირველი რომანია
უკვე რამდენი გამოეხმაურა ამ ციტატას, მაგრამ მეც ვიტყვი, რომ ,,ყოველმან ჩემმან მპოვნელმან უფრო ადრე დაიწერა".
არა მგონია. ყოველ შემთხვევაში, ეგრე ვიცი რომ ,,გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" ოთარ ჭილაძის პირველი გადასვლა იყო პროზაზე. თავად აქვს ნათქვამი, თავდაპირველად პოემის დაწერას ვაპირებდიო, მაგრამ მერე მივხვდი რომ პოემის ფორმა ამ ყველაფერს ვერ დაიტევდაო...
კრიტიკოსი ოტია პაჭკორია: როცა გამოვიდა პირველი რომანი_,,გზაზე ერთი კაცი მიდიოდა", უნებურად გამიჩნდა განცდა _ ხომ არ იყო ოთარ ჭილაძე ზომაზე მეტად ხელგაშლილი, მფლანგველი...უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ხომ არ ჩადო რომანში მთელი თავისი ლიტერატურული გამოცდილება, ცხოვრებისეულიც და არ დაიტოვა არაფერი, ზოგჯერ უარყო უბრალოდ აუცილებელი განტვირთვაც... ერთი სიტყვით ძნელი სათქმელი იყო _ იარსებებდა თუ არა ოთარ ჭილაძე პროზაიკოსი ამ რომანის შემდეგ... ...მაგრამ ,,ყოველმან ჩემმან მპოვნელმან" ნათელჰყო, რომ გამოცდილება, ლიტერატურული და ცხოვრებისეული გამოცდილებაც, წარმოსახვის ძალაც და სახე-ხატთა მარაგიც ოთარ ჭილაძეს თურმე საკმაოდ ჰქონია.
This post has been edited by
perfectstranger
on 18 Mar 2008, 13:38
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
NinaNoir
Crazy Member
ჯგუფი: Members
NinaNoir
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3098
წევრი No.: 10066
რეგისტრ.: 10-May 05
#8878196
· 18 Mar 2008, 19:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
,,გზაზე ერთი კაცი მიდიოდა”
:love:
ისე როგორც რომანმა "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან" შემძრა, როცა წავიკითხე, ძალიან ცოტა ნაწარმოებს უმოქმედია ჩემზე
This post has been edited by
NinaNoir
on 18 Mar 2008, 19:32
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
რუსთაველი
Odin is with us
ჯგუფი: Members
რუსთაველი
Odin is with us
ჯგუფი: Members
წერილები: 13304
წევრი No.: 32042
რეგისტრ.: 26-March 07
#8894986
· 20 Mar 2008, 01:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამოჩნდა მიწა ცივი და სველი.
ფოთოლზე ფოთლის დაცურდა ლანდი
და გამახსენდა, რომ მთელი წელი
აღარც ისმოდი და აღარც ჩანდი.
ხოლო ის წელი, ის ერთი წელი,
რომელიც უკვე უკუნეთს ერთვის,
ჩემთვის გავიდა ძალიან ნელა
და ღმერთმა იცის რა იყო შენთვის.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
hexe
კანფეტი
ჯგუფი: Members
hexe
კანფეტი
ჯგუფი: Members
წერილები: 11063
წევრი No.: 19934
რეგისტრ.: 25-May 06
#8919957
· 22 Mar 2008, 09:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ექიმმა არ აჩუქა?
უი ხო ექიმმა აჩუქა..
როცა ანეტა ავად იყო ექიმმა მოუტანა დიდი ყუთი და უთხრა რომ ამ ყუთში იყო ის რაც მას გაამხიარულებდა..
ბაბაუას კი არ უნდოდა რომ ანეტას ეს თიოჯინა მოსწყენოდა, რადგან იცოდა რომ სანამ ანეტა ამ თოჯინით ითამაშებდა ის ჯერ კიდევ ბავშვი იქნებოდა და შესაბამისად არც იგი დაბერდებოდა .. :))))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ტემპერა
პოლ, არ დაბერდე
ჯგუფი: Moderators
ტემპერა
პოლ, არ დაბერდე
ჯგუფი: Moderators
წერილები: 55583
წევრი No.: 8896
რეგისტრ.: 20-February 05
#8919997
· 22 Mar 2008, 10:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
,,ყოველმან ჩემმან მპოვნელმან,, ვთვლი რომ ერთერთი საუკეთესოთაგანია რაც კი წამიკითხავ.
მეც იგივეს ვიტყოდი..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ნაიადა
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ნაიადა
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 12862
წევრი No.: 27911
რეგისტრ.: 6-January 07
#9102025
· 5 Apr 2008, 19:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
hexe
QUOTE
ძალიან მიყვარს მისი ლექსები
და არამარტო ლექსები.
ო. ჭილაძისნაირებზე ითქმის: დაბადებით მწერალი.
აქვს საკუთარი სამყარო, სადაც ცხოვრობს.
ეს სამყარო ირეალური რეალობაა და ძალიან, ძალიან მშვენიერია.
ლამაზი და მშვენიერი.
მქონდა პერიოდი, როცა ,,რკინის თეატრს" ყველგან თან დავატარებდი, რათა ხშირ-ხშირად ამომეკითხა საყვარელი პასაჟები............ :)
ბევრი მისი ლექსი ზეპირად ვიცოდი, მიმავიწყდა.
ეს კი, მგონი, მახსოვს:
,,ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით,
უცახცახებდა პატარა მხრები,
გარეთ კი, თვითონ ბუნების ნებით,
თავგანწირულად დნებოდა თოვლი.
ჩნდებოდა მიწა,-შავი და სველი,-
როგორც დაწრეტილ მდინარის ფსკერი
და ხეებს, თუმცა არ ედოთ ფერი,
მაინც ამაყად ეჭირათ თავი...........
ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით,
ხოლო მუსიკა,-ქარივით ლაღი,
ჭაღს აწყდებოდა და დიდი ჭაღიც
თრთოდა მუსიკის უცნაურ თრთოლვით.
ირგვლივ უძრავად ისხდნენ სტუმრები
და სტუმრებისთვის უხილავ ცაში,
მსუბუქი ფრთებით მიჰქროდა ბავშვი
და სხეულს ვეღარ გრძნობდა სრულებით............"
This post has been edited by
nia-aneta
on 5 Apr 2008, 19:40
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(77)
1
[2]
3
4
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0371 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.