ეხლა წავიკითხე მის თვინიერი
ძალიან მომეწონა წერის სტილიც და საერთოდ ყველაფერი.. აი ეს ისეთი თხრობა იყო მე რომ მიყვარს, მარტივი, სასიამოვნო, საყვარელი.. მომეწონა შესავალი ნაწილიც და იმისდა მიუხედავად რომ თვითონ მოთხრობა ძალიან სევდიანი იყო, ბევრ ეპიზოდში მეცინებოდა..
აი ის მომენტები რაც ასე თუ ისე დამამახსოვრდა ყველაზე მეტად :
"მე ვიღუპები მაგრამ დიდებული გოეთეს სიტყვებს გაუმარჯოს"
"იმაზე საწყენი და აუტანელი განა რა არის, როცა შემთხვევა დაგღუპავს, რომელიც შეიძლება არც მომხდარიყო, როცა, საუბედუროდ, ყველაფერი შენს დასაღუპავად დაემთხვევა ერთმანეთს, თუმცა შეიძლება ავდრის ღრუბელით ჩაევლო.ინტელიგენტი ადამიანისთვის ამაზე დამამცირებელი არაფერი არაა."
"რახან ასე შევრცხვი, რახან ასე მომეჭრა თავი, ბარემ სულ შევრცხვე და ლაფი დამესხას-მეთქი, რახან მიწასთან გავსწორდი, ბარემ სულ გავსწორდე. რაც უარესი მომივა, მით უკეთესი-მეთქი"
ძალიან მომეწონა მთავარი გმირის ფიქრების აღწერა.. ცოლობას რომ თხოვდა ეგ იყო სასაცილო

კაი იყო +1