გუშინ დავამთავრე კარამაზოვები. სამი თვე ვკითხულობდი ( D:) (ეს იმიტომ ,რომ მისი კითხვის პროცესში სხვა წიგნებიც შემომეკითხა "დასვენება-პაუზების" სახით)რამდენიმე დღით გადავსახლდებოდი მაშინდელ რუსეთში, დავიღლებოდი და ისევ აქეთ. საკმაოდ დიდზე "ჩამომივარდა ყბა". დიდი კრიტიკოს-ექსპერტი მე არ ვარ ისეთი რეცენზია დავწერო, როგორიც ეკადრება.
იმან გამაოცა, ეს საუკუნეზე მეტი ხნის წინ მცხოვრები დოსტოევსკი ასე თანამედროვედ როგორ წერს (ენას კი არა, აზროვნებას ვგულისხმობ).
მაშინდელი ქალების "სითამამემაც", და შესაბამისად, კაცებიც ავტორიტეტად რომ თვლიან ამ ქალებს და უჯერებენ (თუმცა პატივს მაინცდამაინც არ ცემენ) მსუბუქად რომ, ვქთვათ, გამაკვირვა.
ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერ შევიყვარე ეს ალიოშა. საერთოდ რატომ იყო წიგნში, უბრალოდ, კარამაზოვი რომ იყო, იმიტომ?

მაინც გაყვება მამის კვალს

( ხასიათში)
კოლიას და სმერდიაკოვს "რესფექთ" ჩემგან

. თუმცა ამ მეორემ კი გააფუჭა ბოლოს ყველაფერი.
მსაჯულები რომ გავიდნენ, ისე ავნერვიულდი, თითქოს რამე მნიშვნელობა ჰქონდა მათ განაჩენს.
ჰოდა, ყველაზე უფრო, რაღა თქმა უნდა, ივან კარამაზოვი. :აღტაცებულ:
მე მაპატიეთ, გუშინ ღამე დავამთავრე და ჯერ კიდევ... ნუ ატყობთ ალბათ D:
p.s. "ივან" ქართულად ივანე რატომ არის? ივან -მა თქვა უფრო რუსულად არ ჟღერს, ვიდრე ივანე-მ? ანუ ფუძე უნდა იყოს "ივან" და არა "ივანე"(და სხვა სახელებშიც)