არა, არა, ჩემო გალაკტიონ, ნუთუ ვერ ხედავ რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად ჯდება დოსტოევსკის ჟანრში:
- გზააბნეული ბიჭი, რომელსაც რჩეული ჰგონია თავი და სამყაროს შეცვლას ლამობს - ამის ქვეშ უამრავი კომპლექსი, რომელიც იწვევს იმას, რომ მუდამ ჰგონია, რომ მის წინააღმდეგ არიან ან რაიმე კრიტიკულ ფრაზას მაინცდამაინც მის მიმართ ამბობენ.
- ახალგაზრდა კაცი, ხუმარა, ხანდახან შემაწუხებელი, კეთილი გულის, ზოგჯერ непредсказуемый, მოკლედ, ტიპი, რომელსაც მთელი ამ ხალისიანობის და ვითომ კომიკურობის მიუხედავად, ერთხელაც იქნება და დაუდგება "ყველაფრის თქმის" ჟამი.

- გოგონა, რომელიც უზრდელის და თავქარიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ასეც სურს, რომ მასზე იფიქრონ, სინამდვილეში კი, ძალიან გულჩათხრობილი და ფაფუკი არსებაა (

)
- შემთხვევითი გამვლელები, რომლებიც არ უშვებენ შემთხვევას ხელიდან, რომ თავიანთი ყოფიერება და მნიშვნელობა დააფიქსირონ, ერთი-ორი (მათი აზრით) გესლიანი კომენტარი შემოაგდონ, რათა მერე მშვიდად გააგრძელონ გზა, სრულიად დარწმუნებულებმა იმაში, რომ უკან მოტოვებულ მოჩხუბართა მეხსიერებაში სამარადჟამოდ დარჩება მათი ის ერთი, მაგრამ საზარლად ეფექტური გაელვება.
- რელიგიის განყოფილებაში რომ შეიხედო, კომპლექტი მთლად შეივსება: 1. გასხივოსნებულები, 2. თეისტები, რომლებიც ათეისტებს თამაშობენ, 2. დემონურობის ნიღაბს ამოფარებული კომპლექსიანი და გულჩვილი მარტოსულები, 3. ვანაბი კერპთაყვანისმცემლები, 4. წარბშეჭმუხნული აგნოსტიკოსები - რევოლვერით ხელში, 5. და კიდევ უამრავი წვრილ-წვრილი სარეველა მრაკობესობა.
მე
ვარ დოსტოევსკის რომანში, შენ?