ფეისბუქზე დავდე, ჩემს პირად გვერდზეც და იმ ექაუნთზეც, სადაც ნაწარმოებებს ვაგროვებ
ძალიან გახარებული ვარ
მილიონი მადლობა.
* * *
ლექსები
ნინო დარბაისელი
სათვალავი.*
-გამირითმე, აბა, ერთი!
-შენ ხარ ღმერთის შენაეთი.
-გამირითმე, აბა, ორი!
-ქორი, ღორი, მორი - სწორი.
-გამირითმე, აბა, სამი!
- საამოა - სავარსამი?*
-გამირითმე აბა, ოთხი!
- ხარ შორიდან მონაფორთხი.
-გამირითმე აბა, ხუთი!
-მძვრება სული - შენახუთი.
გამირითმე, აბა, ექვსი!
- ლორდ ესექსი, კექსი, ლექსი?
-გამირითმე, აბა, შვიდი!
- ლხინია თუ პანაშვიდი?
-გამირითმე აბა, მე - რვა!
- გიყვარს თვითონ ჭრა და კერვა.
-გამირითმე, აბა, მე - ცხრა!
-გულში ბრაზი სულ დამიცხრა.
-გამირითმე აბა, ათი!
- ძილის დროა და საათი.
ათი, მათი, მარიფათი,
არაქათი და ხიფათი,
წათი, თათი, ათინათი…
დავიღალე ამ ყველათი!
- - -
* სათვალავი ანუ “სჩიტალკა” - ხალხურ საბავშვო პოეზიას განეკუთვნება. მჯერა, იქნება ქართულ პოეზიაში მისი კარგი ნიმუშები, მაგრამ რაც მე ვიცი, სულ უწმაწურია. მოცალეობის ჟამს მოვინდომე, “წმაწურიანი” ნიმუში შემეთხზა.
** სავარსამი - მამრ. საკ. სახ. ნიშნავს საამოს.
This post has been edited by nino darbaiseli on 18 Feb 2026, 04:24
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)