#ლექსები
ნინო დარბაისელი
გზა
ადამიანის მართლა ასე, არაფერი არ გყოფნის,
ღმერთო?
შესაწირავზე - ეგ რა არისო,
კიდევ მეტი შეგიძლიაო!
ცოდვებზე -
- კარგად გაიხსენე, ჯერ სადა ხარო!
იქნებ შრომა - შენი სახელით, ქანცგაწყვეტამდე?!
- ეგ არაფერი, ხვალ - ხვალეა და მიმოიხედე, დღევანდელი - ვის ეყოფაო!
გასაგებია ნება შენი,
ქრისტიანებმა -
მიწიერი ცხოვრებისას სულ ქრისტეს ვბაძოთ,
მისი წესითაც კი ვიკვებოთ,
ყოველდღე - პური,
ზეთისხილი და მარცვლეულ-ბურღულეული,
კვირაში სამჯერ - ხილი - ჩირად, ნედლიც - ხანდახან და ბოსტნეული.
ყოვდლდღიურად თხილეული და ყველ-მაწვნეული,
კვირაში ერთხელ - თევზი ანდა ფრინველეული,
იშვიათად - წითელი ხორცი,
ასე კვება ხომ ცილამცირეა!
და ქრისტესავით სასწაულებს ადამიანი როგორ მოახდენს,
ან კეთროვანი - სიტყვით როგორ განიკურნება?
უჩინოს თვალნი აღეხილება?
მკვდრეთით აღსდგება?
იქნებ ავდგეთ და
სათითაოდ ჯვარზეც გავეკრათ ქრისტესავით?!
- მაგაზეც გვეტყვი, რაღაც, კარგად ვერ გაკრობილხარო…
როგორი შიშით ავჩერებივართ გოლგოთის სავალს,
ყველა საკუთარ ჯვარს ვეზიდებით
და დაცემამდე თვალს ვაპარებთ განვლილისაკენ,
იქნებ გამოჩნდეს გზად მიმავალი ვინმე სვიმეონ ქანაანელი.
რად მინდა შენი სამართალი,
რისი გამძლე ვარ!
მოწყალებას გთხოვ მხოლოდ და მხოლოდ
ლოცვით დაღლილი.
შენ, ვინც ამხელა სამყარო შექმენ,
ცითა და მიწით,
ანგელოზებით,
დააბინადრე ზედ არსება ყოველგვარი და
ყოველ მათგანს მრავალთა შორის არსებობის წესიც დაუდე.
რა არის შენთვის
ერთი კიკნა ქალის ვედრება,
განა ისეთი რა შეგთხოვა,
რომ არ შეისმენ,
კიდევ რამდენი გემუდაროს,
რა გზას დაადგეს!
ნეტა შენს იქით
ადამიანს გზა მაინც ჰქონდეს!
* * *
#ლექსები
ნინო დარბაისელი
სონეტი ლუვრის
პირამიდა - დიდი და
პირამიდა - მცირე.
- სენას მოვდევ ხიდიდან -
წრფელად შემოგცინე.
ვარდისფერი მეგონა!
-კიბეებზე ვამბობ.
შეცდომით გაგეგონა.-
- აქებ, დითირამბობ.
-არ გეყოფა ცხოვრება,
სულ რომ ნახო ლუვრი!
-სად რა გვემახსოვრება?!
- ერთსაც ჩამოვუვლი!
- როგორ გინდა, დაოკდე?
- მე - აქ - უნდა მოვკვდე!
* * *
#ლექსები
ნინო დარბაისელი
მარიაჟობა ლუი ვუტონით
პარიზში რომ ვიგრძენი, გავხდი აგრესიული,
სხვების შესაძენების სიაც მქონდა სიური!
მაგრამ უცებ გამიჩნდა ზრახვა რამ “მე- სიური”,
მეტი საქმე არა მაქვს, დავრჩე დეპრესიული!
არაფერი მინდოდა გერმანულ-პრუსიული.
დავუყევი შოფებს და ჰქონდათ ფასდაკლებანი,
ჩემი გულის სიმები ჟღერდა, როგორც ებანი,
რისი მორიდებანი თავის გადადებანი,
მეც ქალი ვარ, მეც მინდა თავზე დავიცე ბანი!
ახლობლებიც გამიწყრნენ, კიდეც გამებუტონო,
უსაჩუქროდ დავბრუნდე, აღარც ჩამეხუტონო
ჩანთავ, კაშნევ, საფულევ, მაინც თქვენ შეგიძინეთ
ერთად ლუი ვუტონო, ჩემო ლუი ვუტონო!
შემოდგომაც მოვიდა, “ტოტით” მორთულ- მართული,
ყელზე - კაშნე, საღამოს - კარგი ფართი- ფართული!
სულ არ არის ცხოვრება მოსაწყენი და რთული.
ფრანგულ - ლუი ვუტონთან, ესეც ლექსი - ქართული.
* * *
#ლექსები
ნინო დარბაისელი
მარიაჟობა ლუი ვუტონით
პარიზში რომ ვიგრძენი, გავხდი აგრესიული,
სხვების შესაძენების სიაც მქონდა სიური!
მაგრამ უცებ გამიჩნდა ზრახვა რამ “მე- სიური”,
მეტი საქმე არა მაქვს, დავრჩე დეპრესიული!
არაფერი მინდოდა გერმანულ-პრუსიული.
დავუყევი შოფებს და ჰქონდათ ფასდაკლებანი,
ჩემი გულის სიმები ჟღერდა, როგორც ებანი,
რისი მორიდებანი თავის გადადებანი,
მეც ქალი ვარ, მეც მინდა თავზე დავიცე ბანი!
ახლობლებიც გამიწყრნენ, კიდეც გამებუტონო,
უსაჩუქროდ დავბრუნდე, აღარც ჩამეხუტონო
ჩანთავ, კაშნევ, საფულევ, მაინც თქვენ შეგიძინეთ
ერთად ლუი ვუტონო, ჩემო ლუი ვუტონო!
შემოდგომაც მოვიდა, “ტოტით” მორთულ- მართული,
ყელზე - კაშნე, საღამოს - კარგი ფართი- ფართული!
სულ არ არის ცხოვრება მოსაწყენი და რთული.
ფრანგულ - ლუი ვუტონთან, ესეც ლექსი - ქართული.
This post has been edited by nino darbaiseli on 5 Oct 2026, 17:12
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)