Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(85)
« პირველი
...
3
4
[5]
6
7
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ნინო დარბაისელი
, პოეზია
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
strixnina
Пилите, Шура, пилите!
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
strixnina
Пилите, Шура, пилите!
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1719
წევრი No.: 58585
რეგისტრ.: 16-April 08
#9294995
· 21 Apr 2008, 00:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(nino darbaiseli @ 19 Apr 2008, 19:04 )
QUOTE
(damkveTi @ 19 Apr 2008, 10:56 )
ნინო დარბაისელი არის პოეტი, საკმაოდ ბევრი კარგი ლექსის ავტორი.
ჩემი აზრით, აქ დადებულ ლექსებზე ბევრად უკეთესი ლექსებიც აქვს და არ ვიცი, ესენი რა პრინციპით შეარჩია. ალბათ უფრო ახლებია და მეტად ეძვირფასება. ყოველ შემთხვევაში, მოგწონს თუ არა ესა თუ ის ლექსი, რაღაც სათქმელი ყველგანაა.
აქაური ლექსებიდან კი, თუ წაიკითხავ, განსაკუთრებით დიდი შანსია მოგეწონოს "რეკვიემი ქეთინოსათვის" და "სუფრის ფოჩები" (ოღონდ ეს ფინალი, "
და ვიღაც ტირის / ჩვენს მობინდულ სიმარტოვეში
", რაღაც ისეთია რა, რა ვიცი, აფუჭებსავით).
დიდი მადლობა,რომ კითხულობთ ჩემს ლექებს.სავსებით გეთანხმებით ''სუფრის ფოჩების თაობაზე''.ფინალი,მართლაც გაუგებარი გამოვიდა მკითხველისათვის და ეს ერთი გარემოების ბრალია.
ლექსი მიეკუთვნება პერიოდს,როდესაც გატაცებული ვიყავი ფსიქოანალიზის შედარებით გვიანდელი თეორიებით.''სუფრის ფოჩები'' სხვა არაფერია,თუ არა ცდა ლაკანის თეორიის პოეტური ექსპლიკაციისა.
როგორც ყველა ჩემი ლექსი,რომელიც უშუალობის ილუზიას ქმნის,ესეც ჩემი ''დადგმულია''.რასაკვირველია ,პირადი მენტალური გამოცდილებაც შიგ რაღაც ,მცირე როლს თამაშობს.დასკვნითი ფრაზა:''და ვიღაც ტირის ჩვენს მობინდულ სიმარტოვეში" - ,ღია მითითებაა ინდივიდუალური ქვეცნობიერის გამოცდილებაზე,მაშინ,როცა მთელი ლექსი კოლექტიური ქვეცნობიერის სიმბოლიკითაა სავსე.
ჩემი მთავარი შეცდომა,რამაც ''ჩააგდო'' ლექსის ფინალი,ის არის,რომ მეტისმეტად ვენდე მკითხველს.კიდევ ერთხელ შემექმნა ილუზორული რწმენა,რომ რაც პოპულარული წიგნიდან ვიცი მე, ის იცის ჩემმა მკითხველმაც,რადგან წიგნს ტირაჟი აქვს.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა,რომ თქვენი შემოხმიანებით განმაწყეთ შემოქმედებითი თვითრეფლექსიისთვის.გაიხარეთ!
"სუფრის ფოჩებით" შთაგონებულმა თავის დროზე ლექსების ციკლი "ხვანჯრის ფურჩალები" შევქმენი. ხოლო "რექვიემი ქეთინოსათვის" გახდა, ასე ვთქვათ, ბიძგი, რომ შემექმნა პოემა "ფუგა ნარგიზას". თუმცა, ლექსების ამ თემაში დადებამდე ვერ გავკადნიერდები.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nino darbaiseli
Crazy member
ჯგუფი: Members
nino darbaiseli
Crazy member
ჯგუფი: Members
წერილები: 3982
წევრი No.: 57334
რეგისტრ.: 1-April 08
#9295320
· 21 Apr 2008, 00:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(strixnina @ 21 Apr 2008, 00:20 )
"სუფრის ფოჩებით" შთაგონებულმა თავის დროზე ლექსების ციკლი "ხვანჯრის ფურჩალები" შევქმენი. ხოლო "რექვიემი ქეთინოსათვის" გახდა, ასე ვთქვათ, ბიძგი, რომ შემექმნა პოემა "ფუგა ნარგიზას". თუმცა, ლექსების ამ თემაში დადებამდე ვერ გავკადნიერდები.
ისევ კაფიებით
კაფვას თუ ჩავები,
ვეღარ გამასწრებენ
განაურჩალები.
რა შეგრჩება ხელში?!
შენივ ''ფურჩალები''!
''ფუგა ნარგიზას ''
ხეირს არ გიზამს!
პ.ს.სამმარცვლიანსა და
ოთხმარცვიან რითმაზე ნაკლებიანი პასუხი- -წაგებაა.( კაფვას თუ ჩავები /განაურჩალები -ექვსმარცვლიანია და ეს უკვე მაღალი პილოტაჟია . ფორად მომიცია!) გისურვებთ წარმატებას!
This post has been edited by
nino darbaiseli
on 21 Apr 2008, 00:45
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
strixnina
Пилите, Шура, пилите!
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
strixnina
Пилите, Шура, пилите!
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1719
წევრი No.: 58585
რეგისტრ.: 16-April 08
#9295417
· 21 Apr 2008, 00:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(nino darbaiseli @ 21 Apr 2008, 00:41 )
[QUOTE=strixnina,21 Apr 2008, 00:20 ]
"სუფრის ფოჩებით" შთაგონებულმა თავის დროზე ლექსების ციკლი "ხვანჯრის ფურჩალები" შევქმენი. ხოლო "რექვიემი ქეთინოსათვის" გახდა, ასე ვთქვათ, ბიძგი, რომ შემექმნა პოემა "ფუგა ნარგიზას". თუმცა, ლექსების ამ თემაში დადებამდე ვერ გავკადნიერდები.[/QUOTE] [/QUOTE]
ვეღარ გამასწრებენ
განაურჩალები.
ისევ კაფიებით
კაფვას თუ ჩავები,
რა შეგრჩება ხელში?!
შენივ ''ფურჩალები''!
''ფუგა ნარგიზას ''
ხეირს არ გიზამს!
პ.ს.სამმარცვლიანსა და
ოთხმარცვიან რითმაზე ნაკლებიანი პასუხი- -წაგებაა.( კაფვას თუ ჩავები /განაურჩალები -ექვსმარცვლიანია და ეს უკვე მაღალი პილოტაჟია . ფორად მომიცია!) გისურვებთ წარმატებას!
ამგვარი ღრმა შეღწევა... სტრიქონში იშვიათია. სწორედ რომ! რითმაც არის და რითმაც, მარა ასეთი?!
:განაოგნარი:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
patriciia
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
patriciia
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16099
წევრი No.: 35185
რეგისტრ.: 21-May 07
#9297431
· 21 Apr 2008, 09:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ამგვარი ღრმა შეღწევა.
Such a deep penetration :lol:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nino darbaiseli
Crazy member
ჯგუფი: Members
nino darbaiseli
Crazy member
ჯგუფი: Members
წერილები: 3982
წევრი No.: 57334
რეგისტრ.: 1-April 08
#9298316
· 21 Apr 2008, 11:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(strixnina @ 21 Apr 2008, 10:50 )
მე მოვრჩი მაიმუნობას. პახმელიას მიტრიალებს ეს თემა.
"სკუშნა ჟიც მოი ევგენიი..."
რამდენიც უნდა იძახო:
''სკუჩნო ჟიც მოი ევგენიი",
ერთი კაფიის ვალში ხარ,
აქ არ გაგივა ეგენი!
This post has been edited by
nino darbaiseli
on 21 Apr 2008, 11:36
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
strixnina
Пилите, Шура, пилите!
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
strixnina
Пилите, Шура, пилите!
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1719
წევრი No.: 58585
რეგისტრ.: 16-April 08
#9298912
· 21 Apr 2008, 12:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(nino darbaiseli @ 21 Apr 2008, 11:34 )
QUOTE
(strixnina @ 21 Apr 2008, 10:50 )
მე მოვრჩი მაიმუნობას. პახმელიას მიტრიალებს ეს თემა.
"სკუშნა ჟიც მოი ევგენიი..."
რამდენიც უნდა იძახო:
''სკუჩნო ჟიც მოი ევგენიი",
ერთი კაფიის ვალში ხარ,
აქ არ გაგივა ეგენი!
გამივა, გამივა ჩემო ნინო. გამივა და ძმრადაც მედინება. ოღონდ ზშენგან არა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nino darbaiseli
Crazy member
ჯგუფი: Members
nino darbaiseli
Crazy member
ჯგუფი: Members
წერილები: 3982
წევრი No.: 57334
რეგისტრ.: 1-April 08
#9302892
· 21 Apr 2008, 17:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
(strixnina @ 21 Apr 2008, 10:50 )
მე მოვრჩი მაიმუნობას. პახმელიას მიტრიალებს ეს თემა.
"სკუშნა ჟიც მოი ევგენიი..."
-რამდენიც უნდა იძახო:
''სკუჩნო ჟიც მოი ევგენიი",
ერთი კაფიის ვალში ხარ,
აქ არ გაგივა ეგენი!
-გამივა, გამივა ჩემო ნინო. გამივა და ძმრადაც მედინება. ოღონდ ზშენგან არა.
-გახელებულთან მოლექსე
ჭკვიანი კაციც - ხელია!
ყველა მეტოქე გამექცა,
თვალთა მდის ცრემლი ცხელია.
ახალიც არვინ მაკითხავს,
მარტო ვარ,მომიწყენია,
მართლის მთქმელებო,
დააყეთ ეგ შეკაზმული ცხენია!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Codex
Carpe Diem
ჯგუფი: Members
Codex
Carpe Diem
ჯგუფი: Members
წერილები: 11416
წევრი No.: 19810
რეგისტრ.: 20-May 06
#9302909
· 21 Apr 2008, 17:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მე რამდენადაც ვიცი ეს ავტორი ძალიან კარგი ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგი და კრიტიკოსია.
ვსმისლე პროფესიონალი.
თუმცა ლექსები დიდი არაფერი :)
თუმცა ამდენი გენიოსი "პოეტის" პირობებში ისევ პროფესიონალი კრიტიკოსი იყოს ადამიანი ჯობია :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
strixnina
Пилите, Шура, пилите!
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
strixnina
Пилите, Шура, пилите!
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1719
წევრი No.: 58585
რეგისტრ.: 16-April 08
#9303302
· 21 Apr 2008, 18:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
თუმცა ლექსები დიდი არაფერი
და ვინმემ რაიმე სხვა თქვა აქ? ლექსები არ ვარგა და თუ ვინმე გადაწყვეტს ამგვარი ორიჯინალური სახით, ანუ საკუთარი ხელით საკუთარ ლექსებზე წემის გახსნას, რაღაცები უნდა აიტანოს კიდეც; და საერთოდ, საკუთარ შეცდომებზე სწავლა და რამე... ეს რომ ამ ადამიანს პირველად გაეკეთებინა გამოუცდელობაში, ჰა, სულწასულობაში ჩამოართმევდა კაცი. სხვაგანაც მახსოვს მე ეს თემა ამავე ადამიანის გახსნილი და იქაურმა გამოცდილებამ ,როგორც ჩანს, ჭკუა ვერ ასწავლა.
და შეირგეთ რბილად ნათქვამი "არ ვარგა", რადგან ლექსები გაცილებით მეტის საშუალებას იძლევა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nino darbaiseli
Crazy member
ჯგუფი: Members
nino darbaiseli
Crazy member
ჯგუფი: Members
წერილები: 3982
წევრი No.: 57334
რეგისტრ.: 1-April 08
#9304033
· 21 Apr 2008, 19:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ძაანაც მომწონს ფორუმი!
სუ ენად გავიტლიკები,
ვერავინ ვერ გამაჩუმებს,
ბევრიც რომ ყაროს ტლიკები.
მე სახით ვდგავარ,იფარეთ
'' ნიკები'',''სმაილიკები''!
შეგირდებს ასე მოძღვრავდა
ზურაბიშვილი ავლეპა,
თუ არა სწადის გამგონეს,
ფუჭია ჭკუის სწავლება.
არ დაგიმალავთ,მივიღე
ძვირფასი გამოცდილება.
გახსნა სჯობს გაუხსნელობას -
-ასე გადავჭერ დილემა.
თუმცა ''არ ვარგას'' ვარჩევდი
ერთ ჭკუადამჯდარ რჩევასა,
ამ ლექსებს არად დავეძებ,
ვისაც ევასა - ევასა!
ისე ვხალისობ კაფიით,
პატრონ მოუკვდეს კდემასა.
სხვაც ბევრი იცით მელექსე,
ერთიც რომ არ გაემაზა?
ყველგანაც გავხსნი თემასა,
თუნდ მიმცეთ ანათემასა!
This post has been edited by
nino darbaiseli
on 21 Apr 2008, 19:38
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
strixnina
Пилите, Шура, пилите!
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
strixnina
Пилите, Шура, пилите!
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1719
წევრი No.: 58585
რეგისტრ.: 16-April 08
#9304105
· 21 Apr 2008, 19:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
პატრონ მოუკვდეს კდემასა.
სხვაც ბევრი იცით მელექსე,
ერთიც რომ არ გაემაზა?
:D :D
ა ლავ თუ მუვ ით მუვ ით :2kiss:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nino darbaiseli
Crazy member
ჯგუფი: Members
nino darbaiseli
Crazy member
ჯგუფი: Members
წერილები: 3982
წევრი No.: 57334
რეგისტრ.: 1-April 08
#9304398
· 21 Apr 2008, 19:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პ.ს.
ბევრი გეფერეთ,გიფარეთ,
ფორაც მოგეცით ფორული...
ერთი თხოვნა მაქვს ნათელი
და არა -მეტაფორული:
იყოს ''ლიტ.გე''და ''ებლიტფო''
და გინდა ''ყარა-ყორუმი'',
არ დამიმალოთ,თუ სადმე
კიდევ გაიხსნას ფორუმი!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
patriciia
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
patriciia
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16099
წევრი No.: 35185
რეგისტრ.: 21-May 07
#9304501
· 21 Apr 2008, 20:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
nino darbaiseli
თუ ასე მოგწონს, აჰანდე,
თავი მიეცი გვემასა!
რა ხეირი გაქ, ვერ ვხვდები,
ყველგან თუ გახსნი თემასა,
ან იმით რა გიკეთდება,
რო მიგცენ ანათემასა!
ამა კაფიის მნახველი
ვფიცავ ჩემ თავზე ზენასა
ძალიან გაკვირვებული
თავს ვეღარ ვუყრი რჩევასა,
ჭკვა დამჯდარ ვერ მავიხელთე,
არ იშლის ბოლთის ცემასა :lol:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nino darbaiseli
Crazy member
ჯგუფი: Members
nino darbaiseli
Crazy member
ჯგუფი: Members
წერილები: 3982
წევრი No.: 57334
რეგისტრ.: 1-April 08
#9304899
· 21 Apr 2008, 20:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სეირსაც მოაქვს ხეირი,
თუ მოწყენილი ხარაო,
ნეტა კი თქვენთან ჩამამსვა,
მაცინა-მახარხარაო.
რარიგად გავიხარებდი
კვლავ ქართველებთან ერთობით.
მშობლის მოწვდილი ხმიადი
არ იწუნების ერთ ობით,
კენტად ვზი ამერიკასა,
ურთიერთობით ვერთობი.
* * *
QUOTE
(patriciia @ 21 Apr 2008, 20:07 )
გვემასა-თემასა-ზენასა-რჩევასა-ცემასა.. [
.
ამა რითმათა პატრონსა
რა გითხრა,არ ვიციაო!
კარგი მოლექსე ვერა ხარ,
გვერდს მიდექ,პარტიციაო!
,შენც ფორა გინდა,როგორაც
სხვებისთვის მამიციაო?
სად სხვები ნეშომპალობენ,
იქ ხარობს ჩემიც იაო!
მახვილი გულში ბევრისთვის
ბოლომდე ჩამიციაო.
პ.ს.
იმ ''მოშახმატეს'' რა ვუთხრა,
დედოფალ ცვალოს ''პეშკაში''
რა რითმაც მანდ მოიძიოთ,
ჩემგანვე გქონდეთ ფეშქაში!
This post has been edited by
nino darbaiseli
on 21 Apr 2008, 21:36
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
patriciia
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
patriciia
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16099
წევრი No.: 35185
რეგისტრ.: 21-May 07
#9305763
· 21 Apr 2008, 21:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
nino darbaiseli
QUOTE
ამა რითმათა პატრონსარა გითხრა,არ ვიციაო!
ნეტა შენ, ამ რითმების თვლის
საქმე რო არ გაქ მეტიო,
სჯობს საკუთარი დასთვალო,
თავს რო დამასხი რეტიო,
ცხო საქმე გამაგეჩინა,
მისთვის გეხმარა ნეტიო,
მეტს არას გეტყვი, მებრალვი,
ბეჩავ ყოფილხარ, კენტიო.....
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(85)
« პირველი
...
3
4
[5]
6
7
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0350 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.