#ლექსები
ნინო დარბაისელი
ავრორა ბორიალის ანუ პარეიდოლია
(ნ. რატიანს)
შემოდგომით ნისლი მიწოლას რომ ბედავს, არ ჰგავს სახლის საქმით ქანცგაწყვეტილ
დედას?
თელა მობარბაცე, თავს რომ ვეღარ მალავს,
არ ჰგავს გვიან მოსულ, ნაქეიფარ მამას?
რომ უბერავს სუსხი, ლამის სახლიც დაძრას,
არ ჰგავს თავაწყვეტით მოთამაშე და-ძმას?
“გეყო სისულელე, ნუღარ აჭარბებო”,
არ გგავს ღამის ჩრდილთა ბუბუნები, ბებო?
მამიდ, მთვარე არ ჩანს, ჰქონდა სახე შენი.
ჩემთვის შენახული რაღაც მუდამ ჰქონდა.
მომელოდა კოშკი, ზეცას შენაშენი.
ავიხედე - დაბლა მიწა მომაგონდა…
მე - ვარ შუქი უცხო, მქვია, ,,ბორიალის”-
ავრორასი, ვაფრქვევ ფერებს, როცა მინდა.
მიყვარს მარტოდმარტოს ცაზე ბორიალი.
გამოვჩნდი და ჩავქრი. ზეცაც დაიბინდა.
რა კოსმოსი, მაკრავს ირგვლივ ანარქია.
ჯოჯოხეთი მექცა ლამის სამოთხედა.
შენ - ვინა ხარ, სად ხარ, რა სახელი გქვია?
ვიცი, დამდევ ყველგან, ისმი და ვერ გხედავ!
გბაძავს ყველაფერი და თავის თავს არ ჰგავს.
წარბად მელანდება შავი მე თოლია,
ვეღარ ვარჩევ უკვე საპოვნ-დასაკარგავს.
დიაგნოზი?! - გჭირსო პარეიდოლია.
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს.
...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004