#36903931 · 19 Jun 2013, 12:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წადი, თუ მიდიხარ, არ გადებ ბორკილებს, არც ბაგეს დაგილბობ ცრემლიან კოცნებით, ტყუილად გგონია, სხვას ნახავ ჩემნაირს, ან მე მოგიკვდები უშენოდ ოცნებით. წადი, რა, რას ნახავ, ნაგვემი მომაგნებ, სიცოცხლის მოგიყვანს ჩემამადე წყურვილი, მე უკვე შენში ვარ და გულზე გაჩნივარ, ჯერ შეუმჩნეველი, ყვავილის წყლულივით. წადი, რა, გგონია გამიჩენ სადარდელს? მუქარა ვერ გაჭრის ჩემს ნებას ხევსურო, თუ წახვალ, გნდომია სხვის მერქვას სახელი და მხრებზე იმ სხვისი მკლავები მეხუროს. წადი, თუ მიდიხარ, არ გადებ ბორკილებს, არც ბაგეს დაგილბობ ცრემლიან კოცნებით, ტყუილად გგონია სხვას ნახავ ჩემნაირს, ან მე მოგიკვდები უშენოდ ოცნებით
ავტორი არ ვიცი (
|