#9864020 · 1 Jun 2008, 23:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
* * * არ ვიცი... რაღაც ტკივილი მახრჩობს, მონატრებული ვწურავ ფიალებს, ჟიპიტაური მალიმალ მათრობს, ეს მთაც ვერაფრით გადავიარე.
უღელტეხილი ხდება უვალი, ბალალაიკაც დარდით ღიღინებს, მე შენთან მოვალ კოცნის მწყურვალი, არ ვიცი კარგო, თუ გამიღიმებ.
დღეს გული ებრძვის მწვავე იარებს, ბაგეებს სცრება ჩუმად ბგერები, დათვისჯვარი თუ გადმოვიარე, ძვირფასო, შენს თმებს მოვეფერები.
მოვეფერები ყვითელ დალალებს, აედინება კოცნის სურნელი. მე სიყვარული მალაპარაკებს შემყარე სენი განუკურნელი.
დღეს გული ებრძვის მწვავე იარებს, ბაგეებს სცრება ჩუმად ბგერები, დათვისჯვარი თუ გადმოვიარე მოგეფერები...
|