შოთა რუსთაველმა ორი დიდი რევოლუცია მოახდინა.
1. ეპიკური პოემის ლირიული გმირი გააადამიანურა... ატირა. ეს შუასაუკუნეებში წარმოუდგენელი იყო, რადგან მაშინ გმირი ღმერთკაცი იყო, უფრო მეტი ვიდრე ადამიანი (პარალელი თუნდაც იგივე ეპოქის აღმოსავლურ პოემებთან , სადაც ბოროტ სულთან, "რაქშასთან" მებრძოლ გმირებს, სხვადასხვა ზებუნებრივი ძალების მოხმობა შეეძლოთ)
ფაქტიურად ეპოსის დესაკრალიზაცია მოხდა. ეს დიდი რეფორმაა , რომელიც ევროპაში განმანათლებლობამდე იშვიათი გამონაკლისების გარდა ფაქტიურად არ აღინიშნება. ყოველ შემთხვევაში სტანდარტად არ გვევლინება
2. როცა ავთანდილის ცნობიერებაში მოხდა კონფრონტაცია და მეტიც, ბრძოლა საზოგადო მორალსა (მეფის მორჩილება. მეფე სრულყოფილია, ღმერთის ალეგორიაა მაშასადამე გაცნობიერებული დოგმატების განსახიერებაა, პლატონის მემოების მსგავსის ) და შინაგან სურვილებს შორის (შინაგანი მორალური ვალდებულება რომელიც ტარიელთან ტრანსცენდენტალური კავშირით იყო გამოწვეული), ავთანდილმა მეორეს მიანიჭა პრიორიტეტი, რაც დესაკრალიზაციის მეორე დიდი და მკაფიო დადასტურება იყო. მგონი არავის სჭირდება ახსნა თუ რას ნიშნავს შუა საუკუნეების ეპოქალურ კონტექსტში შინაგანი ნების ტრიუმფი საზოგადოდ მიღებულ დოგმებზე, ადათებზე, ვალდებულებებზე.
მეფის სურვილის საპირსპიროდ, ავთანდილი წავიდა

ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ დღეს, ამ დიდი რეფორმატორის და ნამდვილი ნონკონფორმისტის, ადამიანის, რომელმაც არსებული ფორმების თუ არსობრივი მიმართებების დეკონსტრუირება მოახდინა, ამ მართლა უზადო პოეტის ტექსტი თავად არის აპელირების საგანი, იმ კვაზილიტერერატორებისთვის, ვინც ყველაფერ იმას აშენებენ, რაც შოთამ დაანგრია. თანამედროვე კონტექსტში რა თქმა უნდა. ვინც ყოველგვარი დისპუტი მოსპო შოთას ტექსტის გარშემო და მაშასადამე მოკლა ნაწარმოები. რადგან თუ ტექსტი გადის კულტურული ველიდან და გარდაიქმნება რაღაც საკრალურად , იგი ვეღარასოდეს დაიბრუნებს მის გარშემო რეფლექსიას. ის მკვდარია როგორც მხატვრული ნაწარმოები.
საინტერესოა რა იქნებოდა თავად შოთა თანაედროვე ფილოსოფიური მიმდინარეობების გავლენის გარეშე, ან დიონისე არეოპაგელის ან ნეოპლატონიზმის...
სპარსული პოეზიის კიდევ ერთი ნიმუში , სადაც გმირები ღმერთკაცები არიან, არის კიდევ ორი მეტაფორა ვარდის სილამაზეზე და ბოროტ რაქშას კეთილი მანდალა ამარცხებს?
ახლა ის გადაღრძუებულები ზიან და კიცხავენ რატომ შეიტანეს ბესიკ ხარანაული XII კლასის სასწავლო პროგრამაში. და რომ ჰკითხო, შოთა მათი სულთმნათია.
აი ასეთ ონტოლოგიურ ქაოსში გვიწევს ცხოვრება და ნაღდის ფალშიშგან გარჩევა. ჯანსუღ ჩარკვიანი რომ პოეტად მიაჩნიათ იმ ქვეყანაში ნამდვილად მიკვირს როგორ არსებობდა შოთა
This post has been edited by shota gagarini on 16 Mar 2009, 18:33