ვგიჟდები
1.
დავჯდები და ვიფიქრებ ბევრს
ავიღებ კალამს და დავწერ ლექს
მივყვები მარტო ამ ლამაზ დღეს
და ველოდები კაშკაშა მზეს
დავთვრები მაგრად ვიმღერებ ბევრს
და გავუყვები ოცნების გზებს
სიმღერ სიმღერით მივდივარ მეც
და არსად არ ჩანს ლამაზი მზეც
მივყვები მარტო ჩემ სასტიკ ბედს
მაგრამ მე ვერ ვხედავ საოცარ ხედს
ხედი რომელიც მანახებს ბევრს
მე მხოლოდ ამასა ვთხოვ ჩემს მაღალ ღმერთს
2.
მე ველი სიკვდილს სანატრელს
რომ გამითხრიან სამარეს
მე ვეღარ ვხედავ მამა ღმერთს
და ადამიანს საყავრელს
მე მინდა ქვენად ზეცადა
მაგრამ ვერ მივალ ვერსადა
და არაფერი მეცადა
რომ სიყვარული მენატრა
ღმერტო მე შენი შვილი ვარ
რომელსაც უჭირს ქვეყნადა
მე აღარ მინდა სიცოცხლე
და წამიყვანე ზეცადა
მე სიყვარული მებადა
და სილამაზე მელანდა
რომელიც თვალსა რჩებადა
სულ მეყვარება ქვეყნადა
3.
არ მწირდება ფული
რად გავიბოროტო სული
მე მჭირდება გული
და დიდი სიყვარული
მე მჭირდება სული
და სიყვარული სრული
რომ გამინათსო გული
მეღირსოს სიყვარული
4.
ვარ ერთი ბიჭი
მე ეხლა ვიპოვე ჩემ თავში ნიჭი
ნიჭი რომელიც სიყვარულია
მე უსიყვარულოდ ცხოვრება მიჭირს.
მე შენთვის ვიბრძვი
და ცხოვრებაც მიჭირს
დავდივარ ფიქრით
და წლებიც მიმდის.
მე ახლა მიჭირს
მე ახლა მიმძიმს
და გულის მიმდის
მე მიყვარს მიკი
5.
დადგება დრო როდესაც მეტყვი მიყვარხარ?
და აღარ მექნება ჩემს თავზე კითხვაც ვინავარ.
გავუძლებ ამ დროს სწრაფად მიმავალს???
მე ისევ მთვრალი ვარ სიყვარულით შინავარ
სულაც არ მასვენებს ფიქრები შენზე
ღამე ვერ ვიძინებ ვბრაზდები ჩემზე
მაგრამ ისევ ვფიქრობ საოცარ დღეზე
და მუდამ ვიტყვი სალოცავს ღმერთზე
6.
ყველაფერი ხომ მუქი შავია
გარეთ სიცივე, ნელი ქარია
დიდი სიჩუმე ბევრი კვამლია
ჩემი ქალაქი ისევ მკვდარია
ეს ყველაფერი ვისი ბრალია?
ეს ჩემი გული კიდე მთვრალია?
ქუჩა შავია დიდი მთვარეა
ეს სიყვარულიც ჩემი ბრალია
რაც მე ვიხილე სიზმარი არ არის
მე დავინახე ბოტლები არაყის
გუბე დგას ტალახის
არ მჯერა არაფრის
სიზმარი არ არის?
ზღაპარიც არ არის?
ხმაც არ ისმის არავის
ეს ხომ ჩაბნელებული გზა არის
ქუჩა სავსეა ნაგავით
ვიღაცა ლოთობს არაყით
არავინ უკრავს საკრავით
და ვერ ვეხმარები არაფრით
რეალობაა ეს ყველაფერი
და ვერ ვუშველე მე ვერაფერი
მე ისევ წავალ დავჯდები სახლში
ქვეყნად მეყვარება მე ყველაფერი