ადრე მქონდა წაკითხული რაღაცები მისი და მახსოვს მაგრად მომწონდა.
20წლის ასაკში, მართლა აღფრთოვანებული დავრჩი.
ახლა გადავიკითხე და რამოდენიმე წიგნი დავამატე ჩემ კოლექციას.
ისე, მწერლები, რომლებიც ადრე პოეტები იყვენ და შემდეგ გადავიდენ პროზაში, როგორ ეტყობათ ეგ ამბავი და მათი წარსული საქმიანობა არ იმალება. იგვე ჭილაძე, ჯოისი და ა.შ. რომლებიც ჯერ პოზით ღიღინებდე და შემდეგ პროზაში უფრო აიმაღლეს ხმა, რომელიც გაცილებით მეტმა ადამიანმა გაიგონა, ვიდრე ადრე მათი ღიღინი.
აი, ბორხესის მოთხრობები არის ჩვეულებრვი პოეზია. ყველა სიტყვა ისე ერწყმის ერთმანეთს, რომ გგონია ლექსს კითხულობ და არა მოთხრობას!
ქვიში წიგნი ძალიან მომეწონა. რამოდენიმე მოთხრობის აზრს მივხვდი კიდეც. ერთი მეფე და პოეტი რომ არის, თუ არ ვცდები, ჯოისს ეძღვნება, ნუ ქრისტეზე მინიატურული მოთხრობის აზრიც მეტ-ნაკლებად გასაგებია.
ასევე უნდა აღინიშნოს ის, რომ ბორხესის მოთხრობები არის დეტექტიური, მისტიკური და მაგიური რეალიზმით გაჟღენთილი.
აი, რომელი წიგნებიც არ მომეწონა ეს იყო მსოფლიო გაიძვერობის ისტორია, სადაც რეალური ისტორიული ამბებია მოყოლილი )))
უმრავლესობა ვიცოდი, რადგან მეტ-ნაკლებად ისტორია კარგად ვიცი, უბრალოდ ლათინო ამერიკის ისტორიაში ვერ ვარ კარგად ჩახედული.
რა საჭირო იყო მაგ წიგნის დაწერა, როდესაც ასეთ კარგი მოთხრობების წერა შეგიძლია, ცოტა არ იყოს გაუგებარია.
იიი, ნახე რამდენი მაქვს წაკითხული დაგვყვირის ტიპი.
გასაგებია, ადამინის ბნელი მხარის ჩვენება და ა.შ. მაგრამ მაინც დიდი უაზრობა იყო.
თუმცა მაგაზე საშინელება გამოდგა წარმოსახვით არსებული წიგნი, სადაც სხვადასხვა ქვეყნების მითოლოგიაა.
გასაგებია, რომ იმ დროს არ იყო ვიკიპედია ინტერნეტი, მაგრამ რა საჭიროა წერო მწერალმა იმაზე რაც წაგიკითავს და შენი ცოდნით მოიწონო თავი ))) ვისაც სურდა მაგ ამბებს ისედაც გაიგებდა სპეციალურად მაგ თემატიკისთვის დაწერილ წიგნებში.
საბოლოო ჯამში ვაღიარებ მესიც იყო და მარადონა მოთხრობების თემაში, თუმცა ამ ჟანრს ძალიან კარგად არ ვიცნობ და შეიძლება მასზე მაგარიც ვიპოვო ვინმე ))) მაგრამ ბორხესის ხელახლა გადაკითხვის სურვილი არა მგონია გამიჩნდეს.