ა ესაა მეგა პიზდეცი.
ამაზე აქ ნათქვამი, როცა ვწერდი რეი ჩარლზის ჰანგები ჩამესმოდაო.
არადა ფლოიდების შაინ ონ აქ გადაკეთებული
http://lib.ge/book.php?author=432&book=10424ვიდეოც ჩავუწერეთ ერთხელ გაგლეჯილ პახმელიაზე მარა დამეკარგა საღაცა
Mr. Diamond– ჰეი მისტერ დაიმონდ!
მეძახის ის კაცი...
– მისტერ ქვრეიზი დაიმონდ
შაინ ონ,.. ინათე, ინათე
ნიუ იორკ სითიში, – იცინის,
რეპავს და თითქოს შაირობს: –
საიდანა ხარ, ძალიან შორიდან?
თუმცა ნიუ იორკში ეს სულერთია,
ახლა სახლში ხარ და დროც მოვიდა,
წამები წუთებს და წლებს ეტყვიან,
ჰეი მისტერ დაიმონდ! საუკუნეებს,
ათასწლეულებს და სულ სულ იქით,
ეტყვიან ჩვენზე ყოველ ჩვენგანზე,
მე ეს შევძელი, შენც ასე იტყვი,
ჰეი მეგობარო, ო ძმაო ჩემო,
დადექი ჩემს გვერდით, ერთად ავხედოთ
ნიუ იორკის ცას და ჩვენს გარშემო
ღრუბელნი ვფანტოთ, ანდა მოიცა,
მოიცა წამით მისტერ დაიმონდ,
ფედერალური რეზერვი იცი?
ან მის შესახებ რამე გსმენია?
დედის წინ დარბის ისევ ის კვიცი
და ის პერანგი ისევ სველია,
რომელიც შარშან ოფლით და სისხლით
და თავგანწირვით მე მოვიპოვე
და ახლა ცოტა უისკი დამისხი
და ახლა ნახე ნახე იმ ფოთლებს
აგე იმ ხეზე ფერი შეეცვლებათ,
ეს ნიუ იორკია ფოთლები ჩვენ ვართ
და ის ხეც ჩვენ ვართ, ყოველთვის ყველა,
ვრჩებით ან ვიცვლებით და გადარჩენაც,
და გადარჩენაც, ჩვენ ხომ ახლა გვსურს,
მისტერ დაიმონდ მითხარი სიმართლე
მართლა არ ელი ქვეყნის აღსასრულს?
მისტერ დაიმონდ ინათე ინათე, –
ვიდექი, ვუსმენდი ამ კაცს და ვგრძნობდი,
სიცოცხლის სურვილი ყველგან ერთია
და ჩვენ შესახებ ზღაპრული თრთოლვით,
წამები, წუთებს და წლებს ეტყვიან.
დეფი 25 მაისი 2011 ნიუ იორკი