მოდი აქ ახლავე დავწერ, რომ მერე ტვინი არ წაიღონ - ჩემი 4395 ფბ მეგობრიდან ვინც აქტიურად დაიწყებთ მიშას გასამართლებაზე ივანიშვილივით თუ სალომე ზურაბიშვილივით თუ ბევრი სხვასავით ბოდვას, ახლავე მოვრჩეთ აქ მეგობრობას. თქვენ თქვენთვის მე ჩემთვის ძმებო. მე თქვენს ГРУზიაში არაფერი მესაქმება.
დღეს მაცნობეს - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მომანიჭა ღირსების ორდენი და ეროვნული პრემია. მადლობა ბატონო პრეზიდენტო. მიშა, თავისუფალ საქართველოს უკვდავება და გამარჯვება ყოველთვის! Today I received the Order of Honour and National Prize by President of Georgia Mikheil Saakashvili. Thanks Mr. President. Misha, immortality and victory to free Georgia, always!
აღარც ძაღლი ყეფს. აღარც ქარავანი მიდის.
Good luck Mr. Gorsky - ყველაზე მაგარი ფრზაა. ეს არის ამერიკა.
მიშა. ეპოქალური პრეზიდენტი. ვინც ურთულესი რამ შეძლო. უახლეს ისტორიაში, თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს, საძირკველი ჩაუყარა. მოინდომა და შეძლო. იყო გამარჯვება და იყო მარცხიც, მაგრამ დღეს, ამიერიდან, ვერასდროს ვერავინ უარყოფს შექმნილს. გაკეთებულს. აშენებულს. თავისუფლებისკენ მიმავალი გზა ბოლომდე გასავლელი გვაქვს და ამ გზაზე ერთმანეთს შევეხიდებით თუ ხელს ვკრავთ, ყოველ ჩვენგანზეა დამოკიდებული. ჩვენს ნებაზე და ჩვენს არჩევანზე. სამყაროს დიდი და აუხსნელი კანონის ნებით, ყველაფერი მაინც კარგისკენ მიდის და ყველაფერი, რაც შემდეგ იქნება, იქნება შემდეგ... მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.
დ. 29 ოქტომბერი 2013
აქ,
დაივანებს ღვთაება ვიშნუ.
ყოველის სულში შეიცვლის ცა ფერს.
უთვალავობით მთვარის და მზის შუქს
და სურნელებებს აქ მიმოაფენს.
აქ,
დაივანებს ღვთაება შივა.
აამეტყველებს სიჩუმის ანბანს.
ასობგერებით სამყარო იშვა.
შენ გმოსავს მტვერი, შენ განგი განგბანს.
აქ,
დაივანებს ღვთაება ბრაჰმა.
სიზმრად დაწნული მძივი ამარტა.
საწუთრო ჩვენი მის სუნთქვებს აჰყვა.
უსასრულობაც მასთან ამაღლდა.
აქ,
დაივანებს ღვთაება კრიშნა.
რამა სიყვარულს აქვე იწამებს.
სიკვდილი რადგან სიცოცხლეს ნიშნავს,
ამიტომ გაჩნდი დედამიწაზე.
დეფი 8 აგვისტო 2013