თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფრანგი მწერალი... ფრანგ სნობთან რო ახსენო მაგ კაცის სახელი ეგრევე აზრზე მოვა და ყველაფერი მოგვარდება. მოკლედ ფრედერიკ ბეგბედერი ერთი უბრალო რეკლამშიკი არ გეგონოთ. რეკლამშიკი იყო მაგრამ მის ნაწარმოებები ანტირეკლამაააა....
რაზე წერს ? რაზე და ქალებზე, სექსზე,ნარკოტიკზე,ღამის კლუბებზე და რეკლამებზე.. კაროჩე ყველაფერ იმაზე რაზეც ოცდამეერთე საუკუნის ყველა ავტორი ტვინს ტყნავს. ტყნავს . ტყნავს და კიდე ტყნავს...
ბეგბედერი თავის წიგნებიანადა ნარკოტიკია, კითხულობ იღებ სიამოვნებას იმ წამს, ხურავ წიგნს და უკვე დაგავიწყდა.. მაგრამ გახსოვს, რომ იკაიფე,თანაც კარგად...
უამრავ საქმეში ეკვეტება ეგ კაცი ხან ჟურნალისტია, ხან თეატრმცოდნე, ხანაც მწერალი და რეკლამშიკი. ყველაზე ცნობილი ნაწარმოებით”windows on the warl" უამრავი ლიტერატურული პრემია მოხსნა და სახელიც დაიმკვიდრა. სკანდალნი ტიპია იასნა, იცის როგორ შეიფუთოს... ისე”99ფრანკი” მაგარი ნაწარმოებია, ფილმიც გადაიღეს და საკმაოდ კარგადაც.
წიგნის გმირი თვითონ ბეგბედერია, ანუ ბეგბედერი ფაქტიურად გვიყვება ამბავს საკუთარ თავზე შეთხზულს, კარგი რამეა..
ქართულად გვეღირსა მისი ნოველების კრებული” ექსტაზი” კაიფში დაწერილი ნოველები სადაც ბევრს წერს ამ ნარკოტიკულ ნივთიერებაზე, მის მოქმედებაზე და აშშ. კაროჩე ისე წერს გეონება სამყაროსი ბეგბედერზე მაგარი კაცაი მეორე არ დადის. ცინიკოსია და ტვშიც აქვს აავარდნილი.. მერე რა მიზეზი აქვს კაცს..
კაროჩე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ , რომ ექსტაზი ლიტერატურაში დაამკვიდრა ფრედერიკმა..
http://avoe.ge/movies/one.php?mid=8798 ეს ფილმის ლინკი გაგისწორდებათ
-------------------------------------------------------------------------------------------------
თუ ვინმე სიტყვას შეაწევს ამ კაცს მერე დავწერ კიდე რამეეებს...
--------------------