დარწმუნებული ვარ ყველა ჩვენგანს დიდი თუ არა პატარა ბიბლიოთეკა მაინც ექნება სახლში...
რომელი მწერლის წიგნები ჭარბობს თქვენს ბიბლიოთეკაში?რა ჟანრის წიგნებია უმეტესობა?..
წიგნს ყიდულობთ პირდაპირ თუ გაეცნობით და შემდგომ ყიდულობთ?..
პირადად მე არ მაქვს ჩემი ბიბლიოთეკა..ერთი წიგნიცკი არ მაქვს ჩემი ფულით ნაყიდი
აი ჩემი მშობლები კი რასაც ჰქვია BooK-woRmები არიან...
შეუძლიათ თავისთვის რაღაც მოიკლონ და წიგნი იყიდონ!...
წარმოიდგინეთ იმდენი წიგნი გვაქვს რუსულ,გერმანულ ენებზე რომ პადვალში გვიდევს ძალიან ბევრი.. არც კი ეტევა... მამაჩემმა გადაარჩია საინტერესო და ნაკლებად საინტერესო წიგნები და სახლში მხოლოდ რჩეულები დევს რომელტაც ისევ და ისევ კითხვა არ ეზარება...
ე.ი საბჭოთა კავშირის დროინდელი ენციკლოპედიებიდან დაწყებული,ყველა რელიგიაზე ტომეულები... მწერლებზე.. ქართული პროზა... ასტროლოგიურრი,ბოტანიკური,ანატომიური,ზოოლოგიური,სამედიცინო,ენათა წყობილება, მითოლოგია.. ნუ მოკლედ აი ყველაფერზე აქვთ წიგნები..სხვადასხვა ენებზე...
აი რაც კი მოგინდება ყველაფერს იპოვით...
თან დედაჩემი ისე შევა წიგნები მაღაზიაში ისე იყიდის დოჩანაშვილის ტომეულებს, ენციკლოპედიებს და ა.შ რომ არც დაფიქრდება-რა დროს წიგნია ეკონომიკური კრიზისია ქალო..
ხოდა ნელ-ნელაისევ ამდიდრებენ ამ ბიბბლიოთეკას... კარგი იქნებოდა ნახევრის ნახევარი მაინც რომ მქონდეს წაკითხული !

ეს ჩემი ისტორია.. აჰა თქვენც მომიყევით თქვენს ბიბლიოთეკაზე..
This post has been edited by miss_pepsi on 27 Jun 2009, 18:11
"თავიდან მეგონა რომ სახლი უბრალოდ ქანაობდა თავისთვის" (c) Feel_For_You (კომენტარი მიწისძვრაზე)