არადა 15 წლის კაპიტანი ყველაზე დიდი შტერობაა რაც კი დაუწერია ჟიულის
წავიკითხე 80000 კმ, გრანტის შვილები, საიდუმლო კუნძული, ესენი მართლა მაგარი იყო და მერე მივადექი 15 წლის კაპიტანს და იქ დამთავრდა ჩემთვის ჟიულ ვერნი.
როცა ამ ნაწარმოებს წერდა იმ ორიოდე წლის პერიოდში 5 თუ 6 რომანი აქვს დაწერილი და ეტყობა რომ მიაყარა და მიაყარა დეტალებზე ფიქრში დროს აღარ კარგავდა და უამრავი პრიმიტიული შეცდომა და აბსურდული სიუჟეტია რომანში. ბევრი შეუსაბამობა დროსა და სივრცეში. ფანტასტიკასაც აქვს თავისი ნორმა და ზღვარი. შეიძლება მწერალმა შეცდომები დაუშვას, მაგრამ არა ისეთი რომ 13-14 წლის ბავშვი მივმხვდარიყავი. ძაღლი რომ ასოებს ცნობდა და პატრონის სახელს წერდა, მსგავს რამეს არ ვგულისხმობ. ესეთი რამეები ფანტასტიკაში მოსულა.
ეხლა წვრილმანები ნამდვილად აღარ მახსოვს, მაგრამ ყველაზე დიდი შტერობები კარგად მახსოვს.
რომანის ყველაზე მთავარი სიუჟეტი არის ყველაზე დიდი აბსურდი. ტიპები ახალი ზელანდიიდან მიცურავენ ჩილეში და იმის გამო რომ ვიღაცამ კომპასი გატეხა თუ გააფუჭა, გზა აურია და ესენი ვერაფერს მიხვდნენ. სად იყო კომპასი მეზღვაურები რომ ვარსკვლავების მიხედვით ორიენტირებდნენ ზღვაზე! კაი ამათ ვარსკვლავები არ იცოდნენ, მაგრამ ჩემმა 5 წლის შვილმა იცის, რომ მზე აღმოსავლეთიდან ამოდის და ზღვაზე გაზრდილმა ხალხმა არ იცოდა? აღმოსავლეთის ნაცვლად ათასობით კილომეტრი სამხრეთისკენ მიცურავდნენ და ვერ მიხვდნენ რომ არასწორი მიმართულებით მიდიოდნენ. უფრო მეტი, სამხრეთ ამერიკის კონტინენტს შემოუარეს, მთელი ატლანტის ოკეანე გადაცურეს, აფრიკას მიადგნენ და ეგონათ ამერიკააო. ანგოლაში იყვნენ და თავი ბოლივიაში ეგონათ. ჟირაფები და ანტილოპები რომ დაინახეს იმით მიხვდნენ რომ სამხრეთ ამერიკაში კი არა აფრიკაში იყვნენ, რადგან ამერიკაში ჟირაფები არ არიანო. მაგდენს თუ ხვდებოდნენ, იმას ვეღარ მიხვდებოდნენ რომ 1 ოკეანის ნაცვლად 2 ოკეანე გადაცურეს და რაც სამხრეთ ამერიკამდე მანძილი უნდა გაევლოთ იმაზე მრავალი ათასი კილომეტრით მეტი იცურეს და მრავალი კვირეებით თუ თვით მეტ ხანს გაგრძელდა მგზავრობა? მაინცდამაინც ჟირაფი სანამ არ დაინახეს ვერ მიხვდნენ.
კიდევ მახსოვს ტყვედ რომ ჩავარდებიან და ის მონების ვაჭრები ჯუნგლებში რომ მიერეკებიან მრავალი დღეების განმავლობაში. ამ ამბავს ავტორი დიკ სენდის დღიურის სახით გადმოგვცემს. დიდი მწერალი ეგეთ სირობას არ უნდა წერდეს. ტყვეებს არ ასვენებენ, მარტო ღამე ჩერდებიან, ტანსაცმელი არ აქვთ, საჭმელი და სასმელი და ეს დღიურებს წერდა. დაჯდომის ნებას არ აძლევდნენო და ეს როდის წერდა, ღამე? ან რაზე წერდა, წყალი არ ქონდათ და იმ ჯუნგლებში ქაღალდი და მელანი სად იშოვა? თუ ქვაზე ჩხაპნიდა დღიურებს?
მოკლედ, კითხვის დროს სულ ასეთი შეკითხვები მიჩნდებოდა. დრო არ მაქვს თორემ კიდე გავიხსენებდი რაღაცეებს.
აუფ რამდენი დამიწერია, წავედი.