ხე მოჭრეს და მისგან ფანქრები დაამზადეს.
დადის დაღლილი მხატვარი
და ამაოდ ეძებს ჩრდილს.
ალუბლის მურაბა
სარკმელში სტუმარივით იყურება,
ჩაფიქრებული ალუბლის ტოტი,
მაგიდაზე ახლადგახსნილი მურაბა მიდევს.
მიტოვებული სახლი
ყველაფერი აივსო სიცარიელით
კიბეს მთელი ღამე
ფეხის ხმა ესიზმრებოდა.
* * *
დგას მთაზე ათასწლოვანი მუხა
და ნაჯახის ხმებით
მიამბობს ტკივილს...
პოეტი მეძავთან
ნეკნებზე თითები დავაწყე
\"ჩემი სასიყვარულო ინსტრუმენტი\" წავჩურჩულე ყურთან,
პიანისტი ხარო?_მკითხა.
* * *
მზის ჩასვლისას ვიჩხუბეთ...
\"აღარ შეგეხებიო\"_ და ერთი საათი
ჩემს ჩრდილზე იდგა გაუნძრევლად...
შემოდგომა
ქუჩა დაბერდა,ფოთლები გასცვივდა
ძალა გამოელია და
დგას ლამპიონის ყავარჯნებზე ჩაფიქრებული...
გაზაფხული
აპრილის ოთხშაბათში ვიდექი,
ხეებს ვიღაცამ სული შეუბერა,
ქერტლივით გაიფანტნენ კვირტები.
10 წუთის შემდეგ
ტრაგედიაც ამას ჰქვია,
აპლოდისმენტები მომიძღვნა და
შემთხვევით მოვყევი ხელისგულებს შორის...
მარტის ღრუბელში
ამოვლებული ვაშლ;ის ხე,
ახლაც ყვავილობს ჩემს ეზოში.
* * *
კვირტებით დათოვლილ
ალუბალს შევხედე და
გუნდაობა მომინდა..
რა ლამაზებია
ჰო პ.ს.
ერეკლე დეისაძის ყოფილა

))))
მომეწონა...