მე მაინც ვფიქრობ რომ დამბლდორმა ნაღდად ვერ გათვალა რომ შეიძლებოდა სნეიპი იმ მიზეზით მოეკლათ რა მიზეზითაც მოკლედ... და საერთოდაც მგონია რომ დამბლდორს არ უფიქრია ვის ხელში გადავიდა მისი ჯოხი
იმიტომ რომ ქინგქროსზე ამბობს, არც მეგონა გეგმაში გაპარული შეცდომა ასე კარგად თუ შემობრუნდებოდაო...
სნეიპს როცა მოკვლას სთხოვს, ამით დრაკოს დახმარებას ცდილობს და ალბათ თვლის რომ ვოლდემორი იმდენად სულელია რომ არც იცის, ან თუ იცის არ იფიქრებს რომ ჯოხიც წარმოადგენს რამეს, იმიტომ რომ ვოლდემორს სულ თავისი თავი ეგონა ყველაზე მაგარი..
დამბლდორი მაინც გენიოსად რჩება ჩემს თვალში, იმიტომ რომ მისთვის მთავარი კონკრეტული ადამიანები არასოდეს ყოფილა, თვითონვე თვლის თავის სისუსტედ იმას რომ ჰარი იმაზე მეტად შეუყვარდა ვიდრე უნდა ყვარებოდა... ანუ ნელნელა აღარ ყოფნიდა ძალა რომ გაეწირა... მე5ეს ბოლოში ესაუბრება მგონი ამაზე..
ჩემთვის საყვარელ პერსონაჟებს რაც შეეხება პირველ-მეორეში თითქმის არ ყალიბდება აზრები პერსონაჟებზე, ამიტომ ჩემთვის ყველაზე საყვარელი ლუპინია.. არ ვიცი რატომ, ისიც არ ვიცი შვილის მიტოვება რომ გადაწყვიტა მისი სისუსტეა თუ პირიქით, შვილის დაცვის მცდელობა.. ალბათ უფრო საკუთარი თავის დამდაბლება... ნუ მაინც ყველაზე ძალიან მიყვარს.. მერე სირიუსი...
ზოგადად პერსონაჟების ანალიზი რომ გავაკეთო..
მაკგონაგელი უბრალოდ ძლიერი ქალის იმიჯია და პატივს ვცემ..
არისტოკრატობის სიმბოლოები არიან ლუციუსი და ნარცისა..
ჰაგრიდი უბრალოდ ძალიან კეთილიადა გულუბრყვილო და მაგიტომაა საყვარელი, თორე ისე ერთი გაუთლელი, გაუნათლებელი ტყის კაცია

ვგიჟდები მესამეში რონს და ჰარის რომ ეუბნება - ვფიქრობდი თქვენთვის მეგობრობა უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ცოცხები და ვირთხებიო...
ლუნა და ტონქსი ერთნაირად მიყვარს

ძაან კარგები არიან...
ფლერის მიმართ მაინც არ ვარ დადებითად განწყობილი, მიუხედავად იმისა რომ კარგი ოჯახის ქალი დგება, მაინც თავში ავარდნილის სტატუსს ვანიჭებ... რად მინდა ბილის სილამაზე, ჩემი ორივეს გვეყოფაო რომ ამბობს

ნელნელა დავწერ დანარჩენებს...