უიჰ მომიტევეთ
წუხელის გადავიკIთხე საიდუმლო ოთახი და აღმოვაჩინე ერთი ჭუჭყიანი სიცრუე
რონმა მეგობრებს უთხრა, რომ ობობების ძალიან ეშინოდა, ბავშვობაში როდესაც 3 წლის იყო, მისმა ძმამ ფრედმა სათამაშო დათუნია უზარმაზარ ბანჯგვლიან ობობად გადაუქცია
ხოლო ფრედი რონზე მხოლოდ 2 წლით დიდია ....
5 წლის ბავშვმა ასეთი ტრანსფიგურირება როგორ მოახდინა ?
ჯოან ვის ატყუებ ბიჭო შენ ?
--------------------------------------------------------------------------------------
ჰარი პოტერი და ალქიმიკოსის საკანი
თავი მეორე - განგაში ციხე-კოშკში
წინა საღამოს წვეულების შემდეგ მესამეკურსელი გრიფინდორელი ბიჭები, შუაღამემდე ხმაურობდნენ და მოსვენბას არ აძლევდნენ გრიფინდორის კოშკში მცხოვრებ მეზობლებს.
ბანდის ეგრედ წოდებული ლიდერი ჯეიმს ჰარი პოტერი, სულ მაიმუნობისკენ უბიძგებდა მეგობრებს, მთელს სკოლაში განთქმული იყო მისი ოინები, თუმცა მხოლოდ მისი ბანდის წევრებმა თუ იცოდნენ ონავართა რუკისა და უჩინმაჩინის მოსასხამის შესახებ, რომლის წყალობით ჰოგვორტსის საიდუმლო გასასვლელები მათთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენდა, ალბათ ბევრი მასწავლებელი ვერ აიტანდა მის ასეთ ქცევას, რომ მისი კლუბის ხელმძღვანელი არ ყოფილიყო ეროვნული გმირი, მეორე ხარისხის ორდენის მფლობელი ნევილ ლონგბოტომი.
თავად ჯეიმს პოტერი გახლდათ, მერლინის პირველი ხარისხის ორდენის მფლობელი, ოქროს ხმლის მფლობელი და ჯადოსნური სამყაროს გმირის ჰარი პოტერის შვილი. შეიძლებოდა მისი გათავხედების მიზეზი სწორედაც ჰარი და ნევილი ყოფილიყვნენ .... თუცმა თავხედობისა და ლაზღანდარობის გარდა ჯეიმსი მშვენივრად სწავლობდა და მომავალი წლისვის პრეფექტის წოდებასაც ელოდებოდა.
მისი უმცროსი ძმა ალბუს სევერუსი სლიზერინის წარჩინებული მეორე კურსელი გახლდათ, თუცმა ძმისგან განსხვავებით ის სწავლას მეტ დროს უთმობდა და ლაზღანდარობაში დროს არ ფლანგავდა. თავისუფალ დროს თავის საუკეთესო მეგობართან სკორპიუს მალფოისთან ერთად ბიბლიოთეკაში ატარებდა, რაც მის უფროს ძმას სასტიკად აღიზიანებდა. ამიტომაც იყო, რომ ძმებს შორის ისეთი სიყვარული არ იყო როგორიც უნდა ყოფილიყო.
*******
დილა ცივი და ავდრიანი გათენდა, გრიფინდორის კოშკში უხალისობა იგრძნობოდა, თუმცა მესამეკურსელების ოთახი ისევ ღრიალითა და ჯადოსნური ასაფეთქებლებით აფრთხობდა და სიმშვიდეს ურღვევდა ციხე-კოშკს.
გრიფინდორის პრეფექტი, ჯეიმსისა და ალბუს სევერუსის ბიძაშვილი როუზი უისლი გახლდათ, ორჯერ წარჩინებული მოსწავლის პრიზის მფლობელი. დილაადრიან შეუვარდა ბიჭებს ოთახში
- ჯეიმს პოტერ! მისმინე ბიჭო ! შენი ქცევები უკვე ძალიან მომაბეზრებელია, ან ჩადგები კალაპოტში და წესივრად მოიქცევი ან .... ან
ჯეიმსმა უდარდელად გაიღიმა და ბიძაშვილს ცინიკურად შეხედა
- თორემ რას იზავ როუზი ?
- დეიდას გავუგზავნი ბუს რომ ცუდად იქცევი და სკოლის განაწესს არღვევ !
ჯეიმსს თვალები დაუვიწროვდა და ძალიან დაემსგავსა გაბრაზებულ ჯინი უისლის.
- კარგი ... ხო კარგი მაშინ. ოღონდ ეხლა გადი ოთახიდან კარგი ?
როუზიმ ერთი გამანადგურებელი მზერა ესროლა მამიდაშვილს და ოთახი დატოვა, ბიჭებმა მშვიდად ამოისუნთქეს.
თუმცა როუზის ოთახიდან გასვლა და საერთო ოთახში პროფესორ ლონგბოტომის შემოვარდნა ერთი იყო, მან გაცოფებული ხმით შესძახა გრიფინდორელებს,
დანიელ ტომასმა ჯეიმს საცოდავი თვალბებით გახედა, - აი სად დაგვენძრა ჯიმი ... მემგონი როუზიმ ყველაფერი უთხრა.
ჯეიმსი კი საკუთარ ყურებს არ უჯერებდა, - არა დენ, არამგონია, როუზი ძალიან მკაცრია ... მაგრამ მაგას არ იზამდა.
ნევილმა კლუბის ყველა წევრი შეკრიბა და უთხრა
- მეშვიდეკურსელებს, თუკი სურვილი გაქვთ, დიდ დარბაზში ჩადით, ხოლო დანარჩენები აქ დარჩებით და განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იქნებით .... ჰოგვორტსი საფრთხეშია და სანამ მთელი დამცავი ჯარი გამოიღვიძებს, დიდი საშიშროების ქვეშ ვიქნებით ყველანი.
განცვიფრებული და შეშინებული გრიფინდორის კლუბი ემოციებს ვერ მალავდა ... პირველკურსელების უმეტესობა შიშის ცრემლებს ღვრიდა,
-იქ უნდა წავიდეთ, გადაჭრით განუცხადა მეგობრებს ჯეიმსმა, - იქ სადაც ხალხს უჭირს, ჩვენი ადგილიც იქ არის.
- ჰო მაგრამ ხომ გაიგე რა თქვა პროფესორმა, - ჰკითხა ნორმან ფლენჩლიმ, - თუ სიკვდილის მხვრელები არიან, ჩვენ მათი მომრევები არ ვართ ჯეისმს ...
- აბა ასე უბრძოლველად ვიყოთ ? - გააპროტესტა ნიკ ფინიგანმა, - შენი არ ვიცი მაგრამ მე ჯიმის მივყვები !
- კარგი, მაშინ ვისაც წამოსვლა უნდა წამომყვეს - განაცხადა ჯეიმსმა და უჩინმაჩინის მოსასხამი აიღო ... თუმცა აქ ოთხნი თუ ჩავეტევით ძლივს ...
- სულ ექვსნი ვართ - თქვა დენმა, - ვინ დარჩება ?
თუმცა დარჩენის მსურველი უკვე არავინ აღმოჩნდა...
- ჯეიკობ შენ და ბობი დარჩით და პირველ კურსელებს მიხედეთ .... ჩვენ წავალთ ! - თქვა ჯეიმსმა.
- კ-კრგი ჯიმი, ოღონდ ... ფ-რთილად იყავით ! - ნერვილობისგან ენა ებმოდა ჯეიკობს...
- შემოძვერით მოსასხამში - დაიჩურჩულა ჯეიმსმა და მოსასხამი ოთხ მეგობარს გადააფარა... ისინი ჩუმად გავიდნენ*საერთო ოთახში, შემდეგ ფუშფუშა ქალბატონის პორტრეტი გადაწიეს და გავიდნენ
**********
გრიფინდორის ქვიდიჩის გუნდის კაპიტანმა, ორლანდო ბრეიკერი, თავის ძმაკაცებთან ერთად ჯოხ მომარჯვებული გარბოდა საერთო დიდ დარბაზში, მისი ადგილი თუ არა ბრძოლაში, მაშინ არსად არ იყო ... ჯოხით ბრძოლის საუკეთესო ოსტატი გალდათ, ბოლო 4 წელი, იგი ყველას სჯობნიდა ჰოგვორტსის დუელებში, რომელიც მისმა უფროსმა ძმამ, სკოლის ჰედბოიმ ჯასტინ ბრეიკერმა ჩამოაყალიბა შვიდი წლის წინ, როდესაც მეექვსე კურსზე იყო.
ორლანდომ ჰოლში დალანდა, დემენტორი რომელიც ცდილობდა ჰაფლეპაპელი მოსავლის კეტრინ ბრეიზერისთვის სული ამოეწოვა,
ორლანდო გაგიჟებული სისწრაფით გაემართა დემენტორისკენ, ჯოხი მიუშვირა და რაც ძალა და ღონე ჰქონდა შეჰყვირა
- ექსპექტო პატრონუმ !
ჯოხიდან უზარმაზარი ცალრქიანი ცხენი გამოვადა და დემენტორი ადგილზე გააქრო.
მისი ბანდის წევრები კი ჰოლში განლაგდნენ და ყველა გასასვლელი ჩამკეტი ჯადოთი ჩაკეტეს და მოსალოდნელი სფრთხის შემთხვევაში, გასასვლელები უსაფრთხოდ დატოვეს ... დიდ დარბაზამდე კიდევ შორი გზა იყო ... ელფიას ჯორდანი და რუბერ მაკლაგლენი მარცხნივ გავიდნენ დერეფანში ... იქ უკვე სამი სიკვდილის მხვრელი იდგა და პროფესორ ჯასტინ ფინჩ ფლეჩლის ებრძოლებოდა. პროფესორმა ერთი სიკვდილის მხვრელი მოკლა , ხოლო მეორეს კრუციატუსის წყევლას თავის არიდება ვეღარ მოახერხა და დაკრუნჩხული იატაკს დაემხო.
- ნუ ღელავთ პროფესორო მოვდივართ ! - ჯორდანმა სიკვდილის მხვრელი განაიარაღა და გაკოჭა, მაკლაგლენი პროფესორის თავდამსხმელ სიკვდილის მხვრელს თავისი ზორბა მკლავებით მივარდა და კისერი მოამტვრია.
- გმადლობთ ბიჭებო, თქვენ მე სიკვდილს გადამარჩინეთ- გაწამებული პროფესორი ფეხზე წამოდგა და მტვერი გაიწმინდა, - წარმოუდგენელია - ეს ნაძირლები ისევ არსებობენ ?!
- როგორც ჩანს კი ... მაკლაგლენმა მუშტებზე დაიხედა, - ოხ ერთი კარგად მაბეგვინა რა !
- ჯორდან, შეგიძლია ფენიქსის ორდენის წევრებს მოუხმო ? მე მანამდე პროფესორ მაკგონაგელთან ავალ დირექტორის კაბინეტში, მხოლოდ ის მოახერხებს ტრანსფიგურირებული რაინდების გაცოცხლებას .
- დიახ პროფესორო, - თავი დაუკრა ჯორდანმა და მაკლაგლენთან ერთად ''მიშველე ოთახის'' - კენ წავიდა საიდანაც ღორის თავში გადავიდოდნენ და ფენიქსის ორდენის შენიღბულ წევრს, ნათან რობერტს ინფორმაციას მიაწვდიდნენ
***********
ჯეიმსი და მისი მეგობრები ჩუმად მიდიოდნენ დიდი დარბაზისაკენ, სწორედ ამ დროს მათ წინ ვეება რუბეუს ჰაგრიდი გაგიჟებული მორბოდა,სიკვდილის მხვრელების გინებით და უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა.
- ჯეიმს, უკანნ ორი შავკაპიშონიანი დავინახე - თქვა დენმა, რა ვქნათ ?
- ალბათ დროა საერთო დარბაზამდე უფრო სწრაფად მივიდეთ - წარბშეკრული ჯეიმსი, თაფლისფერი თვალებიდან სისასტიკით იყურებოდა ...
- ბიჭებო, მოიცადეთ ! - ნორმანმა უჩინმაჩინის მოსასხამის ქვეშ მდგონი ბიჭები შეაჩერა, არ ჯობია მამაჩემთან მივიდეთ ?
- არა ნორმან, მამაშენი ეხლა ალბათ იბრძვის, ან შეიძლება შენ გეძებს ! - ჯეიმსს ხმაში შიში შეეპარა.
- ახლა უკვე ოთახი ძლიერი ჯადოთი იქნება დაცული, მეგობრები დაამშვიდა ნიკმა, - დროა საქმეს მივხედოთ .
საერთო დარბაზამდე შიშით და სიფრთხილით მიდიოდნენ, აქ უკვე დიდი ომი იყო, გაცოცხლებული აბჯრები მთავარი კარისკენ მიდიოდნენ, იქიდან კი უცხო ხალხის შემოსვლა არ წყდებოდა .... საჭირი იყო კარიბჭის სასწრაფოდ დახურვა,რაც დიდ სირთულეს წარმოადგენდა.
იქაურობა სრულ ქაოსს მოეცვა, ციხე კოშკი დაცემის პირად იდგა, ფენიქსის ორდენი კი ჯერ არ ჩანდა ...
ციხე კოშკის განგაში, ნელ-ნელა მის განადგურებად იქცეოდა ...
This post has been edited by GLORFINDEL on 4 Feb 2009, 15:36
- the green man of the woods, who brings life to the dawning spring. You are the deer in rut, mighty Horned One, who roams the autumn woods, the hunter circling round the oak, the antlers of the wild stag, and the lifeblood that spills upon the ground each season. - To Cernunnos