Glorfindel
Leanaí ar nádúr

      
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14548
წევრი No.: 45442
რეგისტრ.: 1-November 07
|
#12543247 · 9 Feb 2009, 12:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჰარი პოტერი და ალქიმიკოსის საკანი
თავი მეოთხე : ჯადოქარი მარტვილდიდან
ჩრდილოეთ შოტლანდიის ქალაქ კინბრეისში არავისგან გამორჩეული ხალხი ცხოვრობდა, აქ იყო სრულიად ჩვეულებრივი ცხოვრება, ბავშვი იბადებოდა, იზრდებოდა, მიჰყავდათ ბაღში შემდეგ სკოლაში, კოლეჯში და შემდეგ სრულუფლებიან მოქალაქედ იქცეოდა.
აქ დადიოდნენ ჩვეულებრივი მანქანებით, ატარებდნენ ჩვეულებრივ სამოსს, დილაც სრულიად ჩვეულებრივი ეწყებოდათ ... მოკლედ ეს ქალაქი ისეთივე ცხოვრებით ცხოვრობდა როგორითაც დანარჩენი ჩვეულებრივი მსოფლიო.
თუმცა ქალაქ კინბრეისის გარეუბანში იყო ერთი არაჩვეულებრივი სოფელი სახელად მარტვილდი, სადაც ასევე არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობდა, იმის მაგივრად რომ ჰქონოდათ ტელევიზორი, ავტომობილი, კომპიუტერი და თუნდაც მაცივარი, მათ ჰყავდათ ცხენები, ქათმები, ძროხები, მაცივრის მაგივრად ხმარობდნენ ჩვეულებრივ ხის ყუთს რომელიც უფრო კარგად აცივებდა პროდუქტებს ვიდრე ბოშის უახლესი მაცივარი. ტელევიზორი არ ჰქონდათ და არც სჭირდებოდათ, არც ავტომობილის ბენზინის ხარჯვაში წვალობდნენ, და არ კომპიუტერიდან მიღებული ინფორმაცია სჭირდებოდა მათ გენიალური ნიჭით დაჯილდოვებულ თავებს.
ესენი იყვნენ ჯადოქრები, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სოფლის მაცხოვრებლები, რომლები თავს ფერმის მოშენებით ირჩენდნენ, უიკენდებზე კი ქალაქში ავტობუსით გასვლით თავს არ იწუხებდნენ და პირდაპირ აპარაციას იყენებდნენ.
ისინი ცხოვრობდნენ უცნაური ფორმის სახლებში, ზოგს ჩაიდანი ედგა, ზოგს ფინჯანი, ზოგს უზარმაზარი მუხის ფუღუროში ჰქონდა მაგიურად გადიდებული სახლი, ზოგს ხის ტოტებში ჰქონდა პატარა ქოხი აგებული, რომელიც ასევე მაგიური იყო და შიგნიდან ათასჯერ დიდი ზომის გახლდათ.
ტყე იცოცხლე, დიდი ჰქონდათ, თქვენ წარმოიდგინეთ ამაყობდნენ კიდეც ამით, ტყის ძირში უშველებელი მარად მწვანე ველი იყო ... რა თქმა უნდა ესეც მოჯადოებული, ველზე მუდამ სიმწვანე სუფევდა, სულ სხვადასხვა ჯიშის ნატურალური ბალახი ამოდიოდა, რომ ძროხებს მაქსიმალურად კომფორტულად ეგრძნოთ ჭამის დროს თავი.
დიახ ისინი ძროხებზე არანაკლებ ზრუნავდნენ ვიდრე თავიანთ შვილებზე, ძროხები ბოსელში გამომწყვდეული არ ჰყავდათ, მათ საკუთარი კარ მიდამო ჰქონდათ. გაგკვირდებათ მაგრამ, ყველა მარტვიდელი ანიმაგუსი იყო, ასეთI ტრადიცია ჰქონდათ, 15 წელს გადაცილებული ახალგაზრდა იწყებდა ანიმაგუსად გადაქცევის ოსტატობის დაუფლებას.
მარტვიდელი ჯადოქრები განსაკუთრებულები იყვნენ მათი ტრადიციებითა და წინაპრებისგან გადმოცემული მაგიით, რომლები სხვა ჯადოქრებისთვის მიუწვდომელი იყო ...
თუმცა თავიანთ სიძლიერეს ისინი სხვა ჯადოქრებზე არ იყენებდნენ, მათ თავის დროზე არჩიეს ცალკე ეცხოვრად, არაჯადოქრებისა და სხვა ჯადოქრებისგან მოშორებით.
სოფელი მარტვიდი უცნაურობა ცნობილი იყო გარდა მხოლოდ ჯადოქარი მაცხოვრებლებისა, თვითონაც ჯადოსნური იყო. ის ვინც სოფელს გასანადგურებლად ან თავდასასხმელად ეძებდა მას ვერასოდეს იპოვიდა, ხოლო მისი უეცარი აღმოჩენენის შემთხვევაში მის მნახველს განადგურება რომ მონდომებოდა, ამას მარტვიდელი გლეხები არ შეარჩენდნენ და წინაპრების მიერ გადმოცემულ წყევლებზე მასზე გამოიყენებდნენ.
მარტვიდელებმა შვილების ჰოგვორტსში გაგზავნაზე უარი თქვეს, ისინი თავად ასწავლიდნენ ბავშვებს ჯადოქრობას, უყვებოდნენ ჯადოსნურ ისტორიებსა და თავგადასავლებს, აკითხებდნენ თავიანთ შექმნილ ჯადოსნურ წიგნებს... და მკაცრად სჯიდნენ ბნელი ძალების შესახებ თუკი რაიმეს წაიკითხავდნენ.
მოკლედ მარტვიდი სრულიად მოწყვეტილი იყო სხვა სამყაროსგან.
სოფელ მარტვიდს თავისი მმართველიც ჰყავდა, უკვე მოხუცებული ერნესტო ჰენრიკსონი, ზოგისთვის კულტი, ზოგისთვის საზიზღარი, ქედმაღალი, ამპარტავანი ვირთხა.
იგი საშუალო სიმაღლის კაცი იყო, თეთრი თმა ოდნავ მოშვებული ჰქონდა, წვერი კი ყოველთვის სუფთად გაპარსული, ცდილობდა რაც შეიძლებოდა ლამაზად და სუფთად სცმოდა, წესრიგის მოყვარული კაცი იყო და ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებდა, ამისთვის უყვარდა იგი ხალხს. თუმცა დიდ სიმკაცრეს იჩენდა იმ შემთხვევაში თუკი წესებს ვინმე დაარღვევდა, შეეძლო სამი დღით უშიმშილოდ მიეგდო დამნაშავე და არავისთვის მიეცა მისი ნახვის უფლება, სწორედ ამიტომ იგი ზოგს არ უყვარდა.
თუმცაღა, მისი სიმკაცრე და წესების სიყვარული რომ არ ყოფილიყო დღის განრიგი, ხალხი აირეოდა და სოფელი ისეთივე მშვიდი და დაწყობილი ალბათ ვერასოდეს იქნებოდა.
***************
ბატონი მუდი დილას ადრიანად ადგა, ძროხები ნახირში ჰყავდა გასაგზავნი, თუმცა ძალიან დაღლილი იყო, ძროხების გარდა, შვილებისთვისაც უნდა მოეცალა, ოთხშაბათი იყო და საბრძოლო შელოცვების გაკვეთილი უნდა ჩაეტარებინა, ეს ყველაზე ძნელი და დამღლელი იყო, ბავშვებს ხშირად არ გამოსდიოდათ ან არასწორად გამოსდიოდათ და შელოცვა მცდარი მიმართულებით მიდიოდა.
სამი შვილი ჰყავდა, უმცროსი კრაგრენი შუათანა ელიზაბეთი და უფროსი ალასტორი....
ორი წლის წინ მათ ოჯახს დიდი ტრაგედია შეემთხვა, ვარჯიშის დროს ალასტორს საკუთარი დედა შემოაკვდა და ამან ბავშვს უზარმაზარი ფსიქოლოგიური ტრამვა მიაყენა, ამან სასტიკი აგრესია შესძინა ბავშვს და სიყვარულის გრძნობა დაუკარგა, ზუსტად სამი თვის შემდეგ სოფელში გაიმართა ორთაბრძოლები სადაც ალასტორმა მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც.
საბოლოო ბრძოლაში მან დაამარცხა მისზე ორი წლით უმცროსი ტომ ევილდესი, მან ბრძოლაში სასტიკი და საშინელი შელოცვები გამოიყენა, ალასტორმა ევილდესი ჯერ კრუციატუსის წყევლით აწამა და შემდეგ მისი ბაბუის დაწერილი შელოცვა აკრენფინუსის სხეულის დამშლელი შელოცვით ბიჭს საშინელი ჭრილობა მიაყენა, რაც სამუდამოდ დარჩა ევილდესის სახეზე, ღრმა ნაიარევი შუბლიდან დიგონალით ნიკაპის ბოლომდე ...
ალასტორს სასტიკად ეზიზღებოდა მისი სოფელი და თანასოფლელები, მას სურდა მარტვილდიდან გამოღწევა და სხვა ჯადოქრების გაცნობა.
ალასტორს გაგონილი ჰქონდა რაღაც ჰოგვორტსის სასწავლებელზე სადაც თერთმეტი წლიდან ბავშვებს ჯადოსნობას ასწავლიდნენ, თუმცა სამწუხაროდ ის უკვე თექვსმეტი წლის იყო.
******* ბატონი მუდი შინ მალევე დაბრუნდა, სამზარეულოში მივიდა და საჭმლის მომზადება სთხოვა ელიზაბეთს.
-შვილო, ელი, შენი უფროსი ძმა ხომ არ გინახავს ? - ბატონმა მუდიმ გადაღლილი თვალებით გადახედა ქალიშვილს - წავიდა, ადგა თავის ჯოხი აიღო და წავიდა. - ელიმ უდარდელად გაუღიმა მამას, - ხომ იცი რა ტიპიც არის, მოვა რა ... - ძალიან მადარდებს ეგ ბიჭი.... ძალიან - წარბები შეჭმუხნა ბატონმა მუდიმ, - ვშიშობ რაღაც სისულელე არ ჩაიდინოს და თანაც ის ევილდესი მუდამ შურისმაძიებელი თვალით უყურებს ... მეშინია ერთხელაც თავს არ დაესხას და რამე ცუდი არ უქნას.
- კარგი რა მამა, ხომ იცი ალასტორი უკვე მშვენივრად ერკვევა შელოცვებსა და წყევლებში, თანაც ბატონი ჰენრიქსონი არ დაუშვებს რომ უკანონო ბრძოლა მოხდეს სოფელში. - ელიმ მამის დამშივდება სცადა, - დაწყნარდი მამა, ალი მალე დაბრუნდება და ერთად ვივახშმებთ, - ელი მამას გულზე მიეკრა და მისი აფორიაქებული ხვნეშა უფრო მკაფიოდ მოესმა. *******
- იდიოტები, კრეტინები, ლაჩრები, გარეწრები , ნუთი ჰგონიათ რომ აქ გამაჩერებენ, ნუთუ ჰგონიათ რომ დანებდები და იმ არამზადას საზიზღარ სახეს არ ავათლი?!, დაგწყევლოს ეშმაკმა ალასტორ მუდი, შენი ცხოვრების დასასრულს ძალიან მალე იხილავ .... ძალიან ! - ევილდესი თვალებიდან პირდაპირ ცეცხლს ღვრიდა, ტეში გარბოდა და გამწარებული ანადგურებდა ყველა ცხოველს რომელიც კი წინ შემოხვდებოდა,. - მოგკლავ მუდი ! მოგკლავ !, ოხ ნეტავ ახლა აქ იყო ... ოხ ნეტავ ახლა დამანახა როგორ მოგდის სისხლი სახიდან, როგორ გიმახინჯდება ეგ ისედაც მახინჯი სახე, შენც უნდა შეიგრძნო ის ტკივილი რასაც მე ვგრძნობ, ის სიმწარე რაც მე განვიცადე.... - დაგწყევლოს ეშმაკმა ალასტორ მუდი ! დაგწყევლოს !
********
ხანძარია ! ხანძარიააააააააა - სოფლის მაცხოვრებლები ჯოხ მომარჯვებულნი გარბოდნენ ტყისკენ,
-აქუამენტი ! -აქუამენტი ! - აბა ყველამ ერთად ! - აქუამენტი !
გაგიჟებული ჯადოქრები ყველანაირად ცდილობდნენ ჩაექროთ ხანძარი
- სხვა გზა არ გვაქვს ჰენრიქსონ ! - სოფელს ჯადო უნდა ავხსნათ რომ მაგია ტყის გადარჩენაში გვეყოს ! - ახალგაზრდა პეტრი ლაინდრუსი აფორიაქებული ცდილობდა ჰენრიქსონის დარწმუნებაში, რომ მაგია მოეხსნათ და მთელი ძალებით ცეცხლის ჩაქრობა ეცადათ.
და აი, მაგია მოეხსნა სოფელს და უცნაური, თითქოს უფერული და უსხეულო წყლის მასამ ტყეს გადაუარა და სისველის გარეშე ცეცხლი უკვალოდ გააქრო.
- ვაშაააა ! - გადავრჩით იბიომატ - როგორც იქნა ! და ეს კი დრო იყო იმისა, რომ ალასტორი სოფლიდან გასულიყო ... მან უკვე აპარაციაც იცოდა და ჩანთაც გამზადებული ჰქონდა.
- მშვიდობით საზიზრარო მარტვიდო ! იმედი მაქვს აღარასოდეს გიხილავ !
და გაქრა ... გაქრა სამუდამოდ, იმ ადგილიდან რომელმაც უთვალავი ტკივილი მიაყენა მას და მის სულს, მის ცხოვრებას, მის გონებას და მის ... სიყვარულს
* * * **************
აფორიაქებული ევილდესი სახლში გარბოდა როდესაც მის თვალწინ გაქრა ალასტორი
- ნაბიჭვარო ! სად გარბიხარ ! - მთელი ხმით შეჰყვირა ევილდესმა, - დაგიჭერ არამზადავ, სადაც არ უნდა წახვიდე და მოგკლავ ! გ ა გ ა ნ ა დ გ უ რ ე ბ მუდი ! გაგანადგურებ !!!!!!!
ევილდესი მუხლებზე დაეცა .... გიჟივით ქვითინებდა, შემდეგ წამოდგა ჯოხი ჯიბეში ჩაიდო და გაქრა.
This post has been edited by Glorfindel on 9 Feb 2009, 14:25
--------------------
- the green man of the woods, who brings life to the dawning spring. You are the deer in rut, mighty Horned One, who roams the autumn woods, the hunter circling round the oak, the antlers of the wild stag, and the lifeblood that spills upon the ground each season. - To Cernunnos
|