ქენძაბურო ოე
თარგმანი ფრანგულიდან - ნათია ნაცვლიშვილი
ჟურნალ lire-ს კითხვარი
-- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება ?
-- ჩემი ვაჟიშვილის დაბადების შემდეგ ყოველთვის როცა მას ვხედავ საკუთარ თავს ვუმეორებ რომ ბედნიერი ვარ.
-- დილდილობით რა გაიძულებთ,რომ ადგეთ?
_ წინათ ვჩქარობდი ადგომას, რომ მეკითხა, ან ჩამენიშნა რამე და ა.შ.მაგრამ ეს ასაკი გავიარე და ახლა ვდგები იმიტომ, რომ აღარ ვიფიქრო.
_ რა არის თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
_ ძალიან ბავშვური ვარ.
_ შეცდომა, რომელსაც ნანობთ?
_ უნდა გამეგრძელებინა სწავლა და შეიძლება დოქტორის ხარისხიც მიმეღო.
_ ბოლოს როდის იტირეთ?
_ ედუარდ საადის სიკვდილი რომ გავიგე, მთელი ღამე ვტიროდი.
_ ვინ არიან დღეს თქვენი გმირები?
_ ნოამ შომსკი. ლინგვისტიკის რევოლუციონერია. ერთ-ერთ კოლოკვიუმზე მის გვერდით მოვხვდი და ოთხი საათის განმავლობაში ერთი წამით არ მომიწყენია.
_ ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
_ პარიზი. თხუთმეტი წელი არ ვიყავი ნამყოფი და თითქოს თავიდან აღმოვაჩინე.
_ საყვარელი მწერლები?
_ პიერ გასკარი, თომას მანი, გაუნტერ გრასი.
_ თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
_ სილამაზი. ოღონდ არა ჰომო სექსუალურის გაგებით.
_ და ქალში?
_ იგივე. ეს-ესაა, ულამაზესი ქალიშვილი შემომხვდა, ასაკის გამო მივეცი თავს უფლება და პირდაპირ ვუთხარი, როგორი ლამაზიც იყო.
_ საყვარელი კომპოზიტორი?
_ ბეთჰოვენი.
_ სიმღერა, რომელსაც შხაპის ქვეშ ღიღინებთ?
_ \" ალუბლის დრო\" (ღიღინებს).
_ სამაგიდო წიგნი?
_ \"ღვთაებრივი კომედია\"
_ საყვარელი მხატვარი?
_ ფრენსის ბეკონი. ერთხელ კუნდერასთან ბეკონის პატარა შედევრი ვნახე. ძალიან შემშურდა.
_ საყვარელი ფერი?
_ ცისფერი.
_ რას თვლით თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
_ ყველაზე დიდი მიღწევა და წარმატება ის იქნება,ჩემი შვილი, კომპოზიტორი გახდეს. მისი მუსიკალური ნიჭი სულის სიღრმემდე მძრავს.
_ თქვენი საყვარელი სასმელი?
_ გერმანული სასმელია, ლუდის და სიცოცხლის წყლის ნარევი. Dალევის მომენტი არ მიყვარს, სამაგიეროდ, მიყვარს სიტუაცია, რომელიც გაიძულებს, რომ დალიო. ჩაწვდით ნიუანსს?
_ ყველაზე მეტად რას ნანობთ?
_ გერმანული რომ არ ვიცი. მთლიანად შევიგრძნობდი თომას მანს.
_ ყველაზე მეტად რა გძულთ?
_ ვერ ვითან უხეშ და ვულგარულ ქალს.
_ როცა არ წერთ, რა არის თქვენი საყვარელი საქმიანობა?
_ მიყვარს შემთხვევითი სამუშაოები. ლევი-სტროსი სწორედ წვრილმანი სამუშაოების წყალობით მიყვარს.
_ რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
_ გაგიჟების.
_ რა შემთხვევაში ცრუობთ?
_ როცა ჩემი ასაკის ადამიანს ვხვდები და ვეუბნები, უიმედობის მიზეზი არ გაქვს_მეთქი.
_ რა არის თქვენი დევიზი?
_ ისე მოუფრთხილდი ყველაფერს, თითქოს ორივე ხელით სხეულზე გაქვს მიკრული.
_ როგორ ინატრებდით სიკვდილს?
_ მშვიდად.
_ თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ მას თქვენთვის ეთქვა?
_ არაფერს. სამაგიეროდ მე ვეტყოდი რაღაცას. მაგალითად, არაფერში დამჭირვებიხარ-მეთქი. ალბათ ისიც მიპასუხებდა, არც შენ, მაინცდამაინც არც შენ გამომდგომიხარ რამეშიო . . . :
This post has been edited by S A F O on 29 Jul 2010, 16:03
თავზე დიდი წარმოდგენა მოკლე ჭკუის ერთ-ერთი ნიშანია.
----------------------------------