ზოგჯერ გავიფიქრებ გავგიჟდე და ვთქვა
არაწესიერი ქალის შვილი ვიყო
ხშირად შევიგინო ჩემი დედა
ტრადიციული სტილიდან გავირიყო.
არვინ გაიკვირვოს შეიძლება
გაპრანჭულ ლაპარაკად დავიღვენთო
თმები გავიშალო კულულებად
ცხვირზე საყურე გავიკეთო
კანაფი გავაბოლო
კუბები მოვითვალო
ვაჟკაცს ვაჟკაცური არ ვუთხრა
სამჯერ გათხოვილი ცოლად მოვიყვანო
გერები მივიღო საკუთრად.
ვინატრო ანტალია ან ის რიო
სულ არ გავიხსენო ვარძია
როკზე და რემიქსზე გადვირიო
ქართულზე ჩავიუბნო ბანძია
ხშირად ვიწუწუნო დედა მამა მშია
ან ვინმეს ჯიბეს ხელი ჩავუყო
დავკარგო ყველაფერი რაც კი გამაჩნია
მაგრამ ქართველობას რა ვუყო.
გელას შემოვევლეეეეეეეე ამის დაწერისთვის.ბევრი თავის თავზე იღებს და ვითომ კრიტიკისობს.