_CJ_მადლობთ

აუცილებლად გავითვალისწინებ
* * *
წიგნების თაროებს ვათვალიერებდი, ვცდილობდი მეპოვნა წიგნი რომელიც იქნებოდა მისტიკური ჟანრის. ამ ჟანრში არის იდუმალებითა და ბურუსით მოცული ლეგენდები. ისინი ყოველთვის აღძრავენ ჩემში ინტერესს.
სამწუხაროდ ჩემმა ძიებამ სახლში უშედეგოდ ჩაიარა.აღმოჩნდა რომ რაშიც მისტიკა ერია ყველაფერი წაკითხული მქონდა. გადავწყვიტე საჯარო ბიბლიოთეკაში წავსულიყავი.
კატალოგში მალევე ვიპოვე ჩემთვის სასურველი წიგნი, რომლის სათაური იყო „მისტიკური სამყარო“. მის წინასიტყვაობაში ეწერა–„წიგნში თავმოყრილია მისტიკური ლეგენდები, ისინი უთუოდ გააღვიძებენ თქვენში ინტერესს. არავინ იცის რამდენად მართალია ყოველივე, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ მათში არის სიმართლის მარცვალი“–ეს სწორედ ის ყოფილა, რაც მე მინდოდა მეთქი, გავიფიქრე ჩემთვის. სახლში მისულმა წიგნი გადავშალე და კითხვა დავიწყე. პირველ ლეგენდას სახელად „სიყვარულის მკვლელი ვიოლინო ერქვა“
ლეგენდის თანახმად , რუმინეთის ჰერცოგ ნიკოლაის ვაჟს, ილიეს და ბოშის ქალს აზას ერთმანეთი შეჰყვარებიათ. ილიემ გადაწყვიტა ცოლად მოეყვანა აზა. ჰერცოგი წინააღმდეგი იყო მათი ქორწინების, არ უნდოდა მისი შვილის ცოლი, ვიღაც ღარიბი ბოშის ქალი გამხდარიყო. ის ყველანაირად ცდილობდა გადაეფიქრებინა ილიესათვის აზას ცოლად მოყვანა მაგრამ გადაწყვეტილება ვერ შეაცვლევინა. ნიკოლაიმ დახმარებისთვის მაგს მიმართა. მაგმა მეტად მზაკვრული გეგმა მოიფიქრა. მან მოაჯადოვა ის ვიოლინო, რომლითაც სოლისტს უნდა დაეკრა იმ წვეულებაზე, სადაც ილიეს სურდა მისი ნათესავებისა და მეგობრებისთვის აზა გაეცნო. ჯადოს წყალობით ვიოლინოთი დაკრული მელოდია აზას ილიეს დაავიწყებდა. ჯადო იმოქმედებდა მაშინ, თუ დაკვრის წინ, სოლისტი ჩაიფიქრებდა, რომ მელოდიას უკრავდა მხოლოდ აზასა და ილიესათვის. ჰერცოგმა სოლისტს მოუყვა ვიოლინოს მაგიური თვისებების შეასახებ, და დიდი თანხის სანაცვლოდ შესთავაზა ჩაეფიქრებინა რომ ის უკრავდა მხოლოდ ილიეს და აზასთვის. სოლისტიც დასთანხმდა.
ყველაფერი ისე მოხდა როგორც დაგეგმილი იყო. ილიემ აზა საცეკვაოდ გაიწვია. სოლისტმა ჰერცოგის დანაბარები ჩაიფიქრა და დაკვრა დაიწყო. დარბაზში მხოლოდ ილიე და აზა ცეკვავდა. სტუმრები მათ უყურებდნენ. ნიკოლაი მოუთმენლად ელოდა თუ რა მოხდებოდა. ცეკვის დროს აზას თანდათან ავიწყდებოდა ილიე. როცა სიმღერა დამთავრდა მან ილიე მიატოვა და სასახლიდან გაიქცა. ის თავის ბოშათა ბანაკში დაბრუნდა.
ამის შემდეგ გავიდა დრო და ვიოლინო მოხვდა ერთ–ერთ მოხეტიალე მუსიკოსთა ჯგუფში. რომელსაც სახელად „შავი ნიღბოსნები“ ერქვათ. ისინი დადიოდნენ ქალაქიდან ქალაქში და ფულს დაკვრით შოულობდნენ. მათ სახეზე შავი ნიღბები ეკეთათ და სწორედ ამიტომ შეარქვეს „შავი ნიღბოსნები“. ლეგენდაში ნათქვამია რომ ისინი უკრავდნენ მხოლოდ შეყვარებული წყვილებისთვის. ამბობდნენ იმასაც, რომ დაკვრის შემდეგ, შეყვარებული წყვილები ერთმანეთს შორდებოდნენ, და გოგო მიდიოდა უახლოეს ბოშათა ბანაკში ან მოხეტიალე მუსიკოსთა ჯგუფში.შემდეგ კი მათთან ერთად იწყებდა ხეტიალს ქალაქიდან ქალაქში. როგორც ჩანს ჯადო გონებას მხოლოდ გოგოებს უბინდავდა, რადგან ილიეს ახსოვდა აზა, აზას კი არა. ბიჭებს ახსოვდათ მათი შეყვარებული გოგოები, გოგობს კია არა. აღსანიშნავია ისიც რომ დაკვრის წინ, „შავი ნიღბოსნები“ შეყვარებულებს ეკითხებოდნენ მათ სახელებს და მხოლოდ ამის შემდეგ უკრავდნენ. ისინი ქალაქს მალე ტოვებდნენ და გზას აგრძელებდნენ. ამბობდნენ იმასაც რომ ამ ჯგუფის წევრი იყო ის სოლისტი, რომელმაც ილიეს მიერ მოწყობილ წვეულებაზე დაუკრა. ერთი მხრივ აქედან გასაგებიცაა საიდან მოხვდა ვიოლინო ჯგუფში, მაგრამ გაუგებარია როგორ ჩაიგდო ხელში ვიოლინო სოლისტმა.
ერთ დღესაც „შავი ნიღბოსნები“ ჩავიდნენ თურქეთის ქალაქ სტამბულში. ქალაქის ცენტრში იყო მერიის შენობა. ამ ქალაქის მერი საქმიანი კაცი გახლდათ. ის სასტიკად ექცეოდა მათ ვინც მუშაობის დროს შეაწუხებდა. მერიის წინ იყო პარკი, რომელიც შეყვარებული წყვილების შეხვედრის საყვარელი ადგილი გახლდათ. „შავი ნიღბოსნებიც“ ამ პარკში უკრავდნენ. ერთ დღეს მერი თავის კაბინეტში იჯდა და ქალაქისთვის მნიშვნელოვან საქმეს აგვარებდა. კაბინეტის ფანჯარა ღია იყო. ამ დროს პარკში „შავმა ნიღბოსნებმა“ დაკვრა დაიწყეს. მუსიკის ხმამ მერს საქმის მოგვარეობაში ხელი შეუშალა. ის ძალზედ გაბრაზდა და დაცვას უბრძანა დილეგში ჩაეგდოთ მუსიკოსები. დაცვამ ბრძანება შეასრულა. მერმა „შავ ნიღბოსნებს“ საკრავი ინსტრუმენტები ჩამოართვა.მას დიდი ანტიკვარული კოლექცია ჰქონდა და ადვილად შეეძლო ანტკვარული ნივთი ჩვეულებრივი ნივთისაგან გაერჩია. მერმა შეამჩნია, რომ ვიოლინო ძველი იყო და თან სათუთად ნაკეთები. გადაწყვიტა ის თავისი კოლექციისთვის შეემატებინა.
რამდენიმე კვირაში „შავი ნიღბოსნები“ გაათავისუფლეს. მათ თავიანთი ინსტრუმენტები მოითხოვეს. მერმა ვიოლინოს გარდა ყველა ინსტრუმენტი დაუბრუნა. „შავმა ნიღბოსნებმა“ მოითხოვეს ვიოლინოც დაებრუნებინათ. მაგრამ მერმა მათ არ დაუბრუნა ვიოლინო.
რამდენიმე დღეში უცნობმა პირებმა მერის სახლის გაქურდვა სცადეს. სახლი გაქურდვისგან მერის ქართველმა მსახურმა მიხეილ ჯაფარიძემ იხსნა. მან ქურდები დაინახა და დაცვას დაუძახა. ქურდებს შეეშინდათ და გაიქცნენ. და რადგან ჯაფარიძემ სახლი გაქურდვისგან იხსნა, მერმა ის დააჯილდოვა. ჯილდოებს შორის იყო „შავი ნიღბოსნების“ ვიოლინო.
ამ ამბიდან რამდენიმე წლის შემდეგ ჯაფარიძემ მერის სახლი დატოვა და თავის სამშობლოში–საქართველოში დაბრუნდა. ვიოლინოც სამშობლოში ჩაიტანა.
46 წლის შემდეგ მიხეილი გარდაიცვალა. მან დატოვა ანდერძი, რომელშიც ეწერა რომ ვიოლინო გადაეცათ თბილისის ხელოვნების მუზეუმისათვის. მისი შვილები ისე მოიქცნენ როგორც ანდერძში ეწერა. ვიოლინო თბილისის ხელოვნების მუზეუმს გადასცეს. იბადება კითხვა როგორ? რატომ? რანაირად? მაგრამ ამ კითხვების პასუხი ისევ კითხვაა, განა ეს ყველაფერი მართალია? მაგრამ ფაქტია რომ „სიყვარულის მკვლელი“ ვიოლინო დღეს თბილისის ხელოვნების მუზეუმში ინახება.
–საიდან სად მეთქი, გავიფიქრე ლეგენდის დასასრულს.
გადავწყვიტე წიგნში დაწერილი სხვა ლეგენდები გადამეთვალიერებინა და მათგან ყველაზე საინტერესო წამეკითხა. ის იყო წიგნი გადავფურცლე რომ იქიდან რაღაც ლამინირებული ქაღალდი გადმოვარდა. ქაღალდის თავში ეწერა–აბონიმენტი. მის ქვემოთ სალომე მაყაშვილი. შემდეგ–მის: ქალაქი თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი, მეორე კვარტალი, მეშვიდე კორპუსი, მესამე სართული. სულ ბოლოს კი–ლიტერატურული კლუბი „სონბიეგრადა“ მის: ქალაქი თბილისი თავისუფლების მოედანი, საჯარო ბიბლიოთეკის შენობა, მეორე სართული. აბონიმენტზე აგრეთვე იყო სალომე მაყაშვილის ფოტო. ძალიან გამიკვირდა რომ ბიბლიოთეკიდან გამოტანილ წიგნში ვიღაც სალომეს აბონიმენტი იდო. დავიწყე იმაზე ფიქრი თუ საიდან შეიძლებოდა აბონიმენტი წიგნში მოხვედრილიყო, მაგრამ ამაზე ბევრი არ მიფიქრია, რადგან ჩემი ყურადღება სალომეს ფოტომ მიიქცია. ფოტოზე აღბეჭდილმა მისმა ღიმილმა ერთიანად მომნუსხა. ის ძალიან, ძალიან ლამაზი იყო.მუქი ლურჯი თვალების მიღმა სიხარული და სევდა იმალებოდა. მართალია ეს ორი გრძნობა ერთად შეუსაბამოა, მაგრამ ისინი სალომეს თვალებში ჩანდა. სწორი ცხვირი და სახის დახვეწილი ნაკვთები, მას არაამქვეყნიურ სილამაზეს ანიჭებდა. თქვენ ახლა იფიქრებთ შეუყვარდაო, მგრამ ეს მთლად ასე არ ყოფილა. ეს გრძნობა იდგა მოწონებაზე მაღლა და სიყვარულზე დაბლა. თვითონაც არ ვიცი რა ერქვა ამ გრძნობას.–უეცრად ტელეფონმა დარეკა. მე ყურმილი ავიღე.
–ალიო, გისმენთ.
–გუგა როგორ ხარ?–ყურმილიდან ჩემი მეგობრის ლევანის ხმა მოისმა.
–რა ვიცი ვარ რა, შენ?
–არამიშავს, ბიჭო ჩემთან სიღნაღში 2კვირით წამოხვალ?
–რაა?..ააა..არ ვიცი...–დავიბენი მე.
–წამოდი რა, არ მინდა მარტო წასვალა.
–ბიჭო თუ მშობლებმა გამომიშვეს წამოვალ.–ფეხს ვითრევდი, რადგან რატომღაც არ მინდოდა სიღნაღში წასვალა.
–მიდი კითხე.
ახლა სახლში არ არიან და რომ მოვლენ ვკითხავ.
–კარგი, მაშინ რომ კითხავ დამირეკე.
–რა თქმა უნდა.
–აბა დროებით,
–კარგად.–არ ვიცოდი წავსულიყავი თუ არა, ალბათ ლევანს არას ვეტყოდი,მაგრამ რომ სწყენოდა? მოდი ამაზე მერე ვიფიქრებ–ვუთხარი ჩემს თავს.
იმ დროს სალომეს გარდა არავინ და არაფერი მაინტერესებდა. გადავწყვიტე მასთან მივსულიყავი და აბონიმენტი მიმეცა, თან გავიცნობდი. სალომეს სახლში მისვლა შემრცხვა, ამიტომ საჯარო ბიბლიოთეკაში წავედი, ვიფიქრე იქნებ იმ ლიტერატურულ კლუბში იყოს მეთქი.
ბიბლიოთეკაში თან წიგნი წავიღე–მაშინ აღარც წიგნი მაინტერესებდა.–ბიბლიოთეკარს წიგნი მივეცი და თან ვკითხე.–უკაცრავად, ამ შენობაშია გახსნილი ლიტერეტურული კლუბი „სონბიეგრადა“?
–დიახ–მიპასუხა მან.
–და კლუბში რას აკეთებენ?–დავინტერესდი მე.
–სონბიეგრადაში გაწევრიანებულები არიან ახალგაზრდა ნიჭიერი პროზაიკოსები. მათ კლუბში უტარდებათ ლიტერატურის და გრამატიკის გაძლიერებული გაკვეთილები, აწყობენ ლიტერატურულ საღამოებს, სადაც პატიჟებენ ცნობილ მწერლებს.
–და შემთხვევით ხომ არ იცით როდის არის „სონბიეგრადას“ გაკვეთილები?
_რადგან ახლა ზაფხულია და ბავშვები დასასვენებლად წავიდნენ, გაკვეთილები შეწყდა, მაგრამ სექტემბრიდან განახლდება. საერთოდ კი გაკვეთილები ყოველ პარასკევს ტარდებოდა.
–ბიბლიოთეკარს მადლობა გადავუხადე და ქუჩაში გავედი. სხვა გზა არ იყო სალომესთან სახლში უნდა მივსულიყავი. ძალიან მრცხვენოდა მაგრამ...
აბონიმენტზე დაწერილ მისამართს დავხედე, რამე არ შემეშალოს მეთქი.
სალომეს კორპუსს ძლივს მივაგენი. მესამე სართულზე ავედი და ზარი დავრეკე. კარი არავინ გამიღო. რამდენჯერმე კიდევ დავაჭირე ზარის ღილაკს ხელი მაგრამ ამაოდ. ვიფიქრე იქნებ ბინა შემეშალა მეთქი, ამიტომ მოპირდაპირე კარზე დავრეკე ზარი. კარი შუახნის ქალმა გააღო.
–უკაცრავად აქ ცხოვრობს სალომე მაყაშვილი?–ვკითხე მას.
–არა შეგეშალა სალომე იქ ცხოვრობს–და ქალმა იმ კარზე მიმითითა, რომელზეც რამდენიმე წუთის წინ ზარს ვრეკავდი.–მაგრამ ახლა არც სალომე და არც მისი ოჯახი სახლში არ გახლავს. სიღნაღში არიან დასასვენებლად წასულები. რამე ხომ არ გადავცე რომ ჩამოვა?
–არა, არა. და შემთხვევით სიღნაღის სახლის მისამართი ხომ არ იცით?
_დიახ ვიცი. მაგრამ შენ ვინ ხარ? და რაში გჭირდება მისამართი?–ქალს შეეტყო რომ არ უნდოდა უცხოსათვის მისამართი მიეცა.
–მე მისი მეგობარი ვარ და სალომეს სასწრაფოდ რაღაც უნდა გადავცე.
–აჰ გასაგებია. გუშინ ჩამოვედი სიღნაღიდან, მათთან ვიყავი სტუმრად. თუ არ ვცდები მათი სახლი მელანქოლიის ქუჩის ნომერ 6–ში მდებარეობს.
–ქალს მადლობა ვუთხარი და სახლში სახლში წავედი. აქამდე თუ სიღნაღში წასვლა არ მინდოდა, ახლა გული იქით მიმიწევდა. სიღნაღში თუ წავიდოდი, ლევანსაც გავახარებდი და სალომესაც ვნახავდი. სახლში მისულს მშობლები შინ დამხვდნენ. მათ ვუთხარი რომ ლევანი თავისთან–სიღნაღში მეპატიჟებოდა და ვთხოვე რომ გავეშვი მასთან. თავიდან უარზე იდგნენ რამე არ მოიწიოო. მაგრამ მერე ვუთხარი რომ ლევანის მშობლებიც იქ იქნებოდნენ.მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო დავითანხმე. შემდეგ ლევანს დავურეკე.
_ალიო გისმენთ._თქვა ლევანმა.
–ალიო ლევან.
–ხო გუგა.
–ბიჭო დავითანხმე ჩემი მშობლები.
–ესეიგი მოდიხარ?–მკითხა გახარებულმა.
–ჰო მოვდივარ.
–აუ რა მაგარია.
–ჰო მართლა მაგარია.–გახარებული ვიყავი, ლევანთანაც გავერთობოდი და თან სალომესაც ვნახავდი.
–ერთად მაგრად გავაჯაზებთ.–თქვა ლევანმა.
–აბა რა, და როდის მივდივართ?
–ეგ სულ დამავიწყდა რომ შენთვის მეთქვა. ხვალ საღამოს 5-საათზე მივდივართ. მამაჩემი წაგვიყვანს.
–ძალიან კარგი, წავედი ახლა ბარგი ჩავალაგო თორემ ხვალამდე ვერ მოვწესრიგდები.
–აბა შენ იცი.
–კაი, აბა კარგად.
მეორე დღეს მე და ლევანი სიღნაღში–სიყვარულის ქალაქში გავემგზავრეთ. მგზავრობა დიდხანს არ გაგრძელებულა და ჩვენ მალე მივედით ლევანის სახლში.
რომ დავბინავდით, აივანზე გავედით.
სიღნაღი ღამის წყვდიადში ეხვეოდა. ქუჩაში ნისლი ჩამოწოლილიყო. ლამპიონების შუქი ნისლში გასასვლელს ეძებდა. მართალია ბუნდოვნად მაგრამ მაინც ჩანდნენ ის ადამინები რომლებიც თავიანთი სახლების აივნებზე გადმომდგარიყვნენ. ზოგი მათგანი საუბრით ირთობდა თავს, ზოგიც ქუჩაში მოსეირნე ახალგაზრდებს ადევნებდა თვალს.
–მოგწონს სიღნაღი?–მკითხა ლევანმა.
–აბა რა გითხრა?ჯერ ხომ არ დამითვალიერებია, მაგრამ რასაც აქედან ვხედავ მომწონს.–ვუთხარი მას.–ლევანის აივნიდან რამდენიმე ძველებური სტილის აივნიანი სახლი მოჩანდა. ეს სახლები თანდათან იძირებოდნენ ნისლის ღრუბლებში.სულ მალე კი მათი დანახვა თითქმის შეუძლებელი გახდა.
–დღეს ნისლია, და თან დაღამდა. ამიტომ ხვლ დავათვალიეროთ ქალაქი კარგი?
–კარგი, მაგრამ ხვალაც რომ ნისლი იყოს?
–არა მგონია, იმედია ქარი გაფანტავს და კარგი ამინდი დადგება.–უეცრად გამახსენდა რომ ლევანისთვის არაფერი მითქვამს სალომეზე. ამიტომ მოვუყევი რაც გადამხდა, და ისიც ვუთხარი თუ რა გრძნობა გამიჩნდა მის მიმართ.
–ვაა, გუგა შეყვარებულია.–დაცინვით თქვა მან.
–მერე რა , სიყვარული სამარცხვინოა?და თან ხომ გითხარი რომ ეს მთლიანად სიყვარული არ არის.
–კაი გეხურე. ესეიგი მისამართი იცი?
–კი მაგრამ მე არ ვიცი სად არის მელანქოლიის ქუჩა.
–მაგაზე ნუ ღელავ მე ვიცი. ბავშვობიდან ყოველ ზაფხულს აქ ვატარებ. ამიტომ სიღნაღის ყოველ კუთხე კუნჭულს ვიცნობ. ხვალ ერთად მივიდეთ სალომესთან.
–მაგრად დამეხმარები თუ წამომყვები, მარტო მისვლა მრცხვენია.–ვუთხარი მე.
–რამდენიმე წუთი კიდევ ვიყავით აივანზე, მაგრამ სიცივემ შეგვაწუხა და ლევანის ოთახში შევედით. საერთოდ დასაძინებლად დავწექით, მაგრამ არც მე და არც ლევანს არ დაგვიძინია. მთელი ღამე ლაპარაკში გავათენეთ, მხოლოდ დილისაკენ ჩაგვეძინა.
ლევანი მართალი გამოდგა მეორე დღეს ქუჩებში ნისლი აღარ იყო.
ქალაქში მზიანი ამინდი იდგა. მე და ლევანი ქუჩაში გავედით. გადავწყვიტეთ ჯერ სიღნაღი დაგვეთვალიერებინა, შემდეგ კი სალომესთან მივსულიყავით და აბონიმენტი მიგვეცა.
სიღნაღი მართლაც ულამაზესი ქალაქი ყოფილა. კრამიტით გადახურულმა აივნიანმა სახლებმა, ქვით მოკირწყლულმა ქუჩებმა, ძველებურმა ლამპიონებმა, პატარა სკვერებმა და უმშვენიერესმა ქანდაკებებმა, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ზოგი ქანდაკება მოქანდაკის ფანტაზიით იყო შექმნილი, ზოგიც რომელიმე წიგნის პერსონაჟს განასახიერებდა.
სიღნაღის სკვერები სიყვარულით იყო გაჟღენთილი. აქ ყოველ მეორე სკამზე იჯდა შეყვარებული წყვილი. ჩემთვის გავიფიქრე ტყუილად კი არ დაურქმევიათ სიღნაღისთვის სიყვარულის ქალაქი მეთქი.
ლევანი ექაკურსია მძღოლობას მიწევდა, მე კი ჩემი ციფრული ფოტოაპარატით ფოტოებს ვიღებდი. მალე ჩვენ მოედანზე გავედით რომლის შუაგულში შადრევანი იყო. შადრევნის თავში ქორბუდა ირემი იდგა. შადრევნიდან ამოვარდნილი წყალი შხეფებად იფრქვეოდა და ირემს ასველებდა. დასველებული ირემი კი მზის სხივებზე თვალისმომჭრელად ბრწყინავდა. ლევანის ქუჩაზე მდგარ სახლებთან შედარებით, მოედნის გარშემო უფრო დიდი და ლამაზი სახლები იდგა. თავი პატარა ზრაპრულ ქალაქში მეგონა.
–აი ეს არის სიღნაღის ცენტრი–მითხრა ლევანმა.
–შადრევნიდან რამდენიმე ნაბიჯში იწყებოდა ქვის კიბე, რომელსაც ქორწინების სახლში ავყავდით. შენობის პირველ სართულზე იყო თაღები, მათ შუაში, კედელზე, ოქროსფერი ასოებით ეწერა „ქორწინების სახლი“. თაღების მიღმა იყო შესასვლელი სადაც შეყვარებული წყვილები თავიანთი ქორწინების დასადასტურებლად შედიოდნენ და ხელს აწერდნენ ქაღალდს, რომლის მიხედვითაც ისინი ცოლ–ქმარი ხდებოდნენ.
–ესეც სიყვარული ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა–გავიფიქრე მე.
–გუგა ეს ქორწინების სახლია. იცი აქ შეყვარებულებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოაწერონ ხელი. თუნდაც შუაღამეს.–მითხრა ლევანმა–უეცრად წარმოვიდგინე რომ მე და სალომე ქორწინების სახლში შევდიოდით, ხელის მოსაწერად. სალომეს თეთრი კაბა ეცვა მე კი კოსტუმი. ორივე ვიცინოდით და გვიხაროდა, რომ მალე ცოლ–ქმარი გავხდებოდით.
–გუგა! მისმენ?–გაბრაზებულმა მკითხა ლევანმა.
–რაა?..ჰო...ჰო...გისმენ. უბრალოდ ოცნებებში წავედი და...
–სხვა დროს მითხარი, რომ დააპირებ ოცნებებში წასვლას და გავჩერდები, ენას აღარ დავიღლი ლაპარაკით.
–კაი კაი გეყოფა, ნუ დაიწყე ჩვენი ისტორიის მასწავლებლივით.
–ჰო კარგი. ახლა მუზეუმში წავიდეთ, და მერე შენს სალომესთნ.
–აი ეს უკვე მომწონს.
–სანამ მუზეუმამდე მივიდოდით, ჩვენ ვნახეთ თეატრისა და მერიის შენობები. მოჩუქურთმებული თეატრის კედლებისა და მერიის კოშკის ნახვის შემდეგ, მე საბოლოოდ დავრწმუნდი რომ პატარა ზღაპრულ ქალაქში ვიყავი.
–აი ეს არის მუზეუმი, წამო შევიდეთ.–მითხრა ლევანმა როცა მერიას გავცდით, და მან გრძელ თეთრ შენობაზე მიმითითა.
–მოდი ჯერ სალომესთან მივიდეთ, კარგი?–მინდოდა რაც შეიძლებოდა მალე მენახა სალომე.
–კარგი, წამოდი აი ეს არის მელანქოლიის ქუჩა–და ლევანმა ხელი ჩემგან მარჯვნვ გაიშვირა. ჩვენ ჩავუყევით დაღმართს და მელანქოლიის ქუჩაზე გავედით. ქუჩის ორივე მხარეს სხვადასხვა ფერის, პატარა, კოპწია სახლები იდგა. მათ კარებთან ნომრები ეწერათ. მე და ლევანი ქუჩას მივუყვებიდით და ნომრებს ვკითხულობდით.
–პირველი,მესამე მეხუთე, მეშვიდე–ვამბობდი მე. უკნიდან მესმოდა–მეორე, მეოთხე, მეექვსე, მერვე.
–მეექვსე?–ვკითხე ლევანს.
–ჰო, მეექვსეში ცხოვრობს?
–მგონი, როგორც მახსოვს იმ ქალმა მითხრა მელანქოლიის ნომერ ექვსშიო.
–კარგი მაშინ დააკაკუნე.
–დავაკაკუნებ, მაგრამ მერე რა ვუთხრა?
–უთხარი რომ მისი აბონიმენტი იპოვნე და მერე მიეცი. დანარჩენს ლაპარაკში მოიფიქრებ.
–შენ ხომ აქ იქნები?–ვკითხე ლევანს.
–ჰო, აბა ასეთ რთულ მომენტში ხომ არ მიგატოვებ–სიცილით მითხრა მან.–მოიცა.
–რა?
–აბონიმენტი ამოიღე.
–ეგ სულ დამავიწყდა.–ჯიბიდან აბონიმენტი ამოვიღე და დავაკაკუნე.–კარი სალომემ გააღო. ის ცხოვრებაში უფრო ლამაზი იყო ვიდრე ფოტოზე.
–გისმენთ–თქვა მან. მე ძალა მოვიკრიბე და ვუთხარი.
–იცი მე შენი აბონიმენტი საჯარო ბიბლიოთეკიდან გამოტანილ წიგნში ვნახე.–და სალომეს აბონიმენტი მივეცი.
–თავიდან ცოტა დაიბნა შემდეგ კი მითხრა-დიდი მადლობა...აი თურმე სად ყოფილა, მთელი სახლი გადავატრიალე მაგრამ ვერ ვნახე. ალბათ წიგნში სანიშნად რომ ჩავდე იქ ჩამრჩა, აბა სხვანაირად წიგნში როგორ მოხვდებოდა, მაგრამ მერე რომ გადავშალე რატომ ვერ ვნახე?
–ალბათ ღრმად ჩასრიალდა.–დავეხმარე სალომეს გამოძიებაში.
–ალბათ, თორემ აუცილებლად ვნახავდი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ამის გარეშე კარგა ხანს ვერ მივიდოდი „სონბიეგრადაში“. შენ რა გქვია?–მკითხა მან.
–მე გუგა.
–მე სალომე, თუმცა უკვე გეცოდინებოდა ჩემი სახელი.
–ხო აბონიმენტზე ეწერა. გაიცანი ეს ლევანია, ჩემი მეგობარი.
–სასიამოვნოა.
–ჩემთვისაც.–უთხრა ლევანმა.
–ქუჩაში რატომ დგახართ, შემოდით სახლში.–შეგვიპატიჟა სალომემ თავისთან.
–არა, არა, თუ გინდა დღეს საღამოს სკვერში შევხვდეთ ერთმანეთს.–ეს სიტყვები ჩემდა უნებურად ვთქვი. ალბათ ეს იმ „უსახელო“ გრძნობის ბრალი იყო, რომელიც მე სალომეს მიმართ მქონდა.
–საღამოს რატომ? ახლა წავიდეთ, სახლში მაინც მომეწყინა.–ეს პასუხი ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო. მეგონა მეტყოდა, ახლა არ მცალია სხვა დროს იყოს, მშობლები არ გამომიშვებენ, ან რაღაც მაგდაგვარს, მაგრამ...
–მე სალომე და ლევანი სკვერში წავედით.
–ჩემი სიღნაღის მისამართი საიდან გაიგე?–მკითხა სალომემ.
–შენს მეზობელს ვკითხე თბილისში.
–და ამდენი რატომ იწვალე?
–უბრალოდ, სიღნაღში მოვდიოდი, ლევანმა დამპატიჟა და ვიფიქრე ბარემ კეთილ საქმესაც გავაკეთებ მეთქი–ვიცრუე მე.
–ააა, გასაგებია. შენ რა კეთილი ადამიანი ყოფილხარ, და რამდენი წლის ხარ?
–16ის, შენ?
–მე 15ის. ახლა რომელ სკვერში დავჯდეთ?
–რა ვიცი, თუ გინდა მუზეუმის წინ რომ არის იქ.
–კარგი.
–მე ცოტა ხნით დაგტოვებთ და მალე მოვალ, პატარა საქმე მაქვს მოსაგვარებელი.–გვითხრა ლევანმა, როცა სკვერში მივედით.
–კარგი–ვუთხარი მე.
–აქ იქნებით ხომ?
–ჰო აქ ვიქნებით.
–აბა წავედი.–გვითხრა ეს და წავიდა. მე და სალომე კი ახლომდებარე სკამზე დავსხედით.
–ისე ის წიგნი, მისტიკური სამყარო მოგეწონა?–მკითხა სალომემ.
–კი მომეწონა შენ?
–მეც.–შენი საყვარელი მწერალი ვინ არის?
–ოსკარ უაილდი, შენი?
–აგადა კრისტი.
–მე აგადას „აღმოსავლეთის ექსპრესი“ მომწონს.
–მე ოსკარის „ბროწეულის ხე“.
–„ბროწეულის ხე“ ჩემი უსაყვარლესი წიგნია.–ვუთხარი მე. სალომესთან საუბარი იმდენად მსიამოვნებდა რომ შემეძლო მთელი ცხოვრება მასთან მელაპარაკა. ესეც ალბათ იმ „უსახელო“ გრძნობის ბრალი იყო. ჩვენ დაახლოებით 2 საათი ვლაპარაკობდით. ამ ხნის განმავლობაში უამრავ თემას შევეხეთ. სანამ ჩვენ ვსაუბრობდით ცისფერი ციდან ყვითელმა მზის ბურთმა ჩასვალა დაიწყო.
ქალაქში დაბნელდა. ლევანი არსად ჩანდა. მე და სალომე ისევ ვლაპარაკობდით. ჩემთვის ვიფიქრე რა მალე დავუახლოვდით ერთმანეთს მეთქი.
–უკვე დაბნელებულა, რა მალე გასულა დრო, როგორ ვერ შევამჩნიე.–მითხრა სალომემ.
–საერთოდ ლაპარაკში დრო მალე გადის–ვუთხარი მე.
–ჰო მართალი ხარ. წავედი ახლა სახლში, თორემ ინერვიულებენ, არ იციან აქ რომ ვარ.
–მიგაცილებ.
–კარგი.–ის იყო ავდექით, რომ ლევანი გამოჩნდა.
–წამო მივაცილოთ სალომე სახლში.–ვუთხარი მას.
–ჰო წამოვალ.–ჩვენ გავუყევით ლამპიონებით განათებულ ქუჩას.
–ხვალ გავისეირნოთ?–ვკითხე სალომეს.
–კი.
–მაშინ დილას გამოგივლი.
–კარგი.–მალე სალომეს სახლთან მივედით. ჩვენ მას დავემშვიდობეთ და სახლში წავედით.
–საქმე გქონდა არა?–გაბრაზებულმა ვკითხე ლევანს.
–მარტო ხომ უნდა დამეტოვებინეთ.
–რატომ?
–იმიტომ რომ მარტო უფრო კარგად გაიცნობდით ერთმანეთს.
–ჰო მართალი ხარ მაგრამ...
–ასე ჯობდა და მორჩა. ისე ამდენი ხანი რაზე ლაპარაკობდით?
–შენ ის მკითხე რაზე არ ვილაპარაკეთ. ბიჭო ხვალ სად წავიყვანო, მე ხომ სიღნაღს კარგად არ ვიცნობ.
–ნუ გეშინია არ დაიკარგები, პატარა ქალაქია. ამ გზას რომელზეც ახლა ჩვენ მივდივართ, პირდაპირ გაყევით და ეკლესიას ნახავთ. შემდეგ ცოტა წინ წადით და ციხე დაათვალიერეთ. მერე მუზეუმი მოინახულეთ. და თუ გინდა თეატრის გვერდით რესტორანი რომაა, იქ დაპატიჟე. აბა სხვა რა გითხრა?
–კარგი, ეგრე ვიზამ.
მეორე დღეს, სალომეს გავუარე.
–სად წავიდეთ?–მკითხა მან.
–მოდი ჯერ ეკლესია და ციხე მოვინახულოთ, შემდეგ კი მოვიფიქროთ სად წავიდეთ.
–კარგი–სხვათაშორის, ეკლესიის მიგნება არ გამჭირვებია. რადგან მას იმდენად მაღალი გუმბათი ჰქონდა რომ შეუძლებელი იყო, არ დაგენახა. ეკლესიაში სანთლები დავანთეთ. შემდეგ კი ციხე მოვინახულეთ. ციხის კოშკიდან ულამაზესი ხედი იშლებოდა, იქიდან მოჩანდა უსაზღვრო სივრცე, რომელსაც დასასრული არ უჩანდა.
* * *
ახლა მინდა, რომ ფრთები მქონდეს, აქედან გადავეშვა და გავფრინდე–მითხრა სალომემ.
–ეგ მეც მინდა.–რამდენიმე წუთი გავცქეროდით უკიდეგანო სივრცეს და ვტკბებოდით იმ სილამაზით, რომელიც ჩვენს წინ იყო.
–ახლა სად წავიდეთ?–მკითხა სალომემ.
–მუზეუმში გინდა?
–კი.–ჩვენ მუზეუმისკენ გავწიეთ. იქ მისულებს ბევრი ექსპონატი დაგვხვდა. ჩვენ თან ვლაპარაკობდით და თან ექსპონატებს ვათვალიერებდით. რამდენჯერმე სიგნალიზაციის ხმა მოგვესმა. გაგვიკვირდა, რა ხდება თქო. შემდეგ გავიგეთ, რომ მუზეუმში დაცულ ექსპონატებზე ფოტოების გადაღება არ შეიძლებოდა, მაგრამ ზოგიერთი დამთვალიერებელი მაინც უღებდა და ამის გამო სიგნალიზაცია ირთვებოდა. სიგნალიზაციის ხმა მალევე წყდებოდა. ლაპარაკ–ლაპარაკში ერთ ვიოლინოს მივუახლოვდით.
–რა ლამაზი ვიოლინოა–თქვა სალომემ.
–ჰო–ვიოლინო მართლაც ლამაზი იყო. ის უამრავი ორნამენტით იყო მორთული.
–გახსოვს „მისტიკურ სამყაროში“ „სიყვარულის მკვლელ“ ვიოლინოზე რომ ეწერა? შენი აზრით მართალია ეგ ლეგენდა?–მკითხა სალომემ.
–არ ვიცი. მოჯადოების ამბები არა მგონია მაგრამ დანარჩენი შესაძლოა მომხდარიყო.–ვუთხარი მე.
–იცი რაშია საქმე? შეყვარებული წყვილები ხშირად შორდებიან ერთმანეთს. და შეიძლება უბრალოდ დამთხვევები იყო.
–ამდენი დამთხვევა? კი მაგრამ ხომ არიან შეყვარებულები, რომლებიც ერთმანეთს არ შორდებიან? და იმას რითი ახსნი რომ აზამ ილიე სიმღერის დასრულების შემდგომ მიატოვა?
–წიგნში ეწერა, რომ ისტორიებში ბევრი რამ მართალი არ იყო. დიდი შანსია, რომ აზას და ილიეს ამბავი ისეთივე ზღაპარი იყო როგორც „კონკია“. და მე არ მითქვამს, რომ არ არიან შეყვარებულები, რომლებიც ერთმანეთს არ ცილდებიან. უბრალოდ ამ ამბავს სხვა ახსნა არაა აქვს. შენ რა, მართლა გჯერა რომ ჯადოს გამო შორდებოდნენ ერთმანეთს შეყვარებული წყვილები? ან რა მიზეზით უნდა გაეკეთებინათ ეს ყველაფერი „შავ ნიღბოსნებს“?
–არ ვიცი, მოდი ამაზე ნუ ვიკამათებთ.
–მართალი ხარ.– ამ ლაპარაკში ვიყავით, რომ ექსკურსანტები მოგვიახლოვდნენ. მათ თან გიდიც ახლდათ. გიდმა ექსკურსანტებს ვიოლინოს ისტორიის მოყოლა დაუწყო.
გავოცდით. მან ის ისტორია მოყვა რომელიც მე და სალომემ „მისტიკურ სამყაროში“ წავიკითხეთ. გიდმა ყველაფერი ისე თქვა, როგორც წიგნში ეწერა. მან თქვა რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ლეგენდა იყო. გიდის მონათხრობიდან ერთადერთი ახალი ის გავიგეთ რომ როდესაც სიღნაღში „ფიროსმანის“ მუზეუმი გაიხსნა, მაშინ თბილისის „ხელოვნების“ მუზეუმმა, რამდენიმე ექსპონატი გადასცა მას. ამ ექსპონატებს შორის იყო „სიყვარულის მკვლელი“ ვიოლინო.
ჩვენ ცოტა ხანი გაოგნებულები ვუყურებდით ვიოლინოს, შემდეგ მუზეუმის ეზოში გავედით და სკამზე დავჯექით.
–ვაა... გუგა, ეს ის „სიყვარულის მკვლელი“ ვიოლინო ყოფილა.
–მე მეგონა თბილისის ხელოვნების მუზეუმში იყო, მაგრამ თურმე აქ ყოფილა.–ვუთხარი მე.–უეცრად სიგნალიზაციის ხმა მოგვესმა.
–რა ხდება?–მკითხა სალომემ.
–ალბათ ვიღაცამ ისევ გადაუღო ფოტო, რომელიმე ექსპონატს.
–არა მგონია, ამდენი ხანი გაჩერდებოდა.–უეცრად სადღაციდან პოლიციელები გამოჩნდნენ, ისინი მუზეუმში შევიდნენ.
–მგონი საქმე სერიოზულადაა.–ვუთხარი სალომეს.
–მეშინია.
–რისი?
–არ ვიცი.–რამდენიმე წუთში მუზეუმიდან ხალხი გამოვიდა. მალე მათ პოლიციელები გამოჰყვნენ.
ხალხი შეშინებული ჩანდა. ყვიროდნენ კვამლი გაუშვესო.
–აუ გუგა მეშინია.–მითხრა სალომემ და ჩამეხუტა, ეს ისე მესიამოვნა...
–ნუ გეშინია, ჩვენ საფრთხე არ გვემუქრება. ვერ ხედავ რამდენი პოლიციელია.
–კი მაგრამ...–გამოგიტყდებით ცოტათი მეც შემეშინდა. პირველად მოვხვდი ასეთ სიტუაციაში. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა.
პოლიციელები სხვადასხვა მხარეს გაიქცნენ. მხოლოდ ერთი მათგანი დარჩა.
–ყურადღება, გთხოვთ დამშვიდდეთ, თქვენ საფრთხე არ გემუქრებათ. გატყობინებთ რომ გაიძარცვა მუზეუმი. მძარცველებმა მოიპარეს ვიოლინო.
მათ გაუშვეს კვამლი, და ჩაამტვრიეს კამერები. აქედან გამომდინარე ჯერჯერობით შეუძლებელია მძარცველების ვინაობის დადგენა. ამჟამად ჩვენი ქალაქის პატრული ცდილობს ამოიცნოს დამნაშავეები, იპოვნონ და დააკავონ ისინი.–ეს გვამცნო პოლიციელმა და წავიდა.
–ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. თავი სიზმარში მეგონა. თან ეს ყველაფერი ისე მოულოდნელად მოხდა...
–აი ხომ ხედავ, ჩვენ საფრთხე არ გვემუქრება.–ვუთხარი სალომეს.
–ჰო, მაგრამ... გუგა იცი თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გადასაღებ მოედანზე მგონია.
–დაახლოებით მეც ეგრე მგონია. მაგრამ ხომ იცი ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე.
–კი ვიცი. ნეტა მალე ამოიცნონ და დაიჭირონ ის მძარცველები. ესეიგი „სიყვარულის მკვლელი“ ვიოლინო მოიპარეს?
–რა იცი იქნებ სხვა ვიოლინო მოიპარეს.
–რანაირად? მთელი მუზეუმი დავათვალიერეთ მაგრამ „სიყვარულის მკვლელი“ ვიოლინოს გარდა სხვა ვიოლინო ნამდვილად არ მინახავს.
–ჰო რაღაც არც მე მახსენდება. საინტერესოა რატომ მოიპარეს მაინცდამინც „სიყვარულის მკვლელი“ ვიოლინო? მუზეუმში ხომ ბევრად უფრო ძვირფასი ნივთები არის დაცული.
–ეგ მართლაც საეჭვოა. რაში სჭირდებოდათ ეს ვიოლინო?–მკითხა სალომემ.
–ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია რატომ მოიპარეს „სიყვარულის მკვლელი“ ვიოლინო. გასაყიდად რომ სდომოდათ უფრო ძვირფას ნივთს მოიპარავდნენ. ალბათ სხვა რამისთვის სჭირდებოდათ.
–ალბათ, მაგრამ რისთვის?
–არ ვიცი.
–არც მე.–იცი გუგა ახლაც შეშინებული და გაკვირვებული ვარ–მითხრა სალომემ და უფრო მაგრად ჩამეხუტა. მაშინღა მივხვდი რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩახუტებულები ვიყიავით.
–დაწყნარდი, ხომ ხე