მეგობრებო,აგერ ლექსი,არ მიწყინოთ,რაც მოვიფიქრე ეგაა.ვინც პირველი დაპოსტავს ახალ თემაში,დადოს ეს ლექსი.გვეძღვნება ჩვენ,ბინდის შვილებს

.
"ბნელი სუდარა გადუფენია ცას ლაჟვარდოვანს,
და მკრთალ მზის სხივებს უკუაგდებს,ნათელს და მთრთოლავს,
არე-გარემო ჩაყუჟულა მწუხრის წიაღში
და რულს ეძლევა ბინდის შვილები,ციაგ ნიავში.
ჩვენ არვის ვუფრთხით,მით უმეტეს,არ ვემალებით,
არ გვძალმიძს ხოცვა ლაღი სიცოცხლის,ნათელი სულით,
მაგრამ კი ვიბრძვით ბოროტების არგასახარად,
ეს მაშინ,როცა ბოროტება ფეხს იდგამს გულით.
ჩვენ,ბინდის შვილებს,სააქაოს შემორჩენილებს,
ჟოზის თუ ბერენს,ლავ_იუს ანდა ელბერეთს,
წვიმის_ბიჭუნას,ბაკოს თუ ჯაა_ს
ან ჩვენს ერეკლეს,
გვაერთიანებს ბინდის ბორკილი,ჩვენ_მარად უდრეკთ.
დრო კი ტაატით მიაბიჯებს,უკან არც იხევს
და მასთან ერთად მდორე დინებას ჩვენც ფეხს ავუდგამთ,
ძველი სავანე წარსულს ჩაბარდა,დრომ გაიყოლა,
ახლა მესამე,რიგით შემდეგი თემა მოვიდა".
By Beren the Bard:D