მე მომერია დიდი სურვილი დავწეროჩემი ბიოგრაფია,
პირობას გიდებთ არ ვიქნები ორიგინალური,
ვეცდები ვიყო მორიდებული ზედმიწევნითდა თავმდაბალი,
საუკეთესო ჩემს თვისებებს მიეკუთვნება
_და მის შესახებ მე თვითონ ვიტყვი ორიოდ სიტყვას:
არა ვყოფილვარ არასოდეს რეპორტიორად
არა ვყოფილვარ ასოთამწყობი, არ განმიცდია ასოების,
ლაქის სუნის დაახლად გამოსულ გაზეთების არომატი,
არც დიდ ქუჩებში მიმუშავია ფეხსაცმლისმწმენდავად,
წარმოიდგინეთ აფრიკაშიც კი არ ვყოფილვარდა ლომიც კი არ მომიკლავს.
და ამის შემდეგ, ალბათ, აღარც გაგიკვირდებათ,
რომ არ მყოლია მეგობარი არც კონდუქტორი, არც შოფერი,
არც ლოთი, არც შფოთი, არც ჯიბგირი, არც გოღი, არც ბოზი,
არც მღვდელი, არც ზანგი, არც კომუნისტი,არც სომეხი,
არც რუსი, არც დანტე, არც უიტმენი, არც ტოლსტოი.
მიყვარდა მხოლოდ ბედისწერაროგორც ერთობა კაცისა და ბუნებისყველა კანონების,
მიყვარდა მეფე ოიდიპოს თავისი ვნებით, თავისი ბედით,
დანიის პრინცის ჰამლეტის ყველა სისუსტეებიდა ჩაილდ ჰაროლდის მოწყენილობა.მიყვარდა ნაპოლეონი თავისი პოზით,მიყვარდა ჰიტლერი თავისი სიგიჟითდა
მიყვარს ლენინი _ რატომ არ ვიცი!?მიყვარს მწვანე ბალახი თავისი სიჩუმითდა კაცი თავისი ნერვიული ხმით,წინასწარმეტყველში მიყვარს მისი კაცური ტანჯვადა არა მისი წინასწარჭვრეტა.კაცში არ მიყვარს თავმდაბლობა,
ძაღლში კი ის, რომ ყეფა არ იცის.მე ვიცი:ცოცხალ სამყაროს აქვს ორი ხმა:კაცის და მხეცის.ო,
რუსთაველო, მესხო მელექსევ,ერთიანი მსოფლიოს პირველო პოეტო,ჩემო სამშობლოვ, საქართველო,მცხოვრებო ცხოვრებით მთელი მსოფლიოსი.დიდო სამყაროვ, რატომ გარიყე ის,ვინც ყველაზე მეტად ცხოვრობს შენით,გრძნობს შენს თავს, გამოგხატავს შენ,მღერის შენზე, გრძნობებზე, ომში ვაჟკაცობაზე,სიყვარულზე, მეგობრობაზე, ბრძოლაში მშვიდობაზე, მღერის ისე, რომ მხოლოდ სოფოკლედა შექსპირი იყვნენ ღირსი ქართველობის.ო, ბედისწერავ, უსამართლო თუ სამართლიანო, რატომ ტოვებ ჩრდილშირუსთაველს და საქართველოს,რატომ? რატომ? რატომ?!ხომ არ გეშინია შენი თავის?!აქ არის ყველაზე მეტი პრანჭია,ყველაზე მეტი უსაქმური, ყველაზე მეტი მშიშარააქ არ არის კონტრასტი!აქ არიან მხდალები და ნიჭიერები,აქ არიან არტისტები ცხოვრებაში,უიღბლოები ნამდვილ სცენაზე,აქ არიან უხმო მომღერლები.დამალეთ, დამალეთ, დამალეთეს ქვეყანა! 1959თბილისი
გადავიდეთ მეასე გვერდზე.
ნწ,ვერააა...

. . .
This post has been edited by Bachanchala on 14 Jun 2011, 19:27
A joke is a very serious thing.