GITANA
margusha

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3961
წევრი No.: 72161
რეგისტრ.: 24-October 08
|
#13894382 · 18 May 2009, 19:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
zazabichi
შას, შას! : )
ბედნიერების სამი ნაირსახეობა
ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე ცოლი შემერთო და ქალიშვილის ხელის სათხოვნელად გავეშურე. -რა საქმეს მისდევ?- შემეკითხა სასიმამრო. -მე?...ვასწავლი, - ძლივს მოვიბრუნე ენა, - მასწავლებელი ვარ. ჩემი ნათქვამი როგოც ჩანს, არ ეამა, მაგრამ ზრდილობის გამო თავშეკავება არჩია. სახეზე დამცინავ ღიმილსაც ვერ შენიშნავდა კაცი. -გასაგებია, გასაგებია!.. - კბილებშიღა გამოცრა. ერთხანს სიჩუმე ჩამოწვა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ჩემს გულწრფელ მეგობარს დანაშაულზე წავასწარი და აღარ ვიცი, რა ვთქვა და როგორ მოვიქცე ახლა. - იმ ბევრზე ბევრ კარგ სპეციალობას შორის, რაღა მაინცდამაინც ეს აირჩიეთ? - დაარღვია დუმილი მასპინძელმა. ჰმ, მართლაც, რად ავირჩიე ნეტა?! -ისე, აბა რა ვიცი...-ვთქვი და უაზროდ გავიღიმე,-როგორც ჩანს, შემთხვევით. ალბათ, უფრო იმიტომ, რომ ბალღობაში ხშირად მითამაშია სკოლობანა და თანატოლები მუდამ მასწავლებლად მირჩევდნენ! -ო, ბალღური თამაშობანი!...- ღრმააზროვნად წარმოთქვა მან და ერთხანს კვლავ დადუმდა. -განა რა გიშლით ხელს, რომ მოეწყოთ ნავთობის კონსორციუმში?-მოულოდნელად შემეკითხა. -ნავთობის კონსორციუმში, ხომ?-წავიბურდღუნე. -რასაკვირველია! ცუდია თუ? -აჰ, არა მართალი გითხრათ, ამაზე არასოდეს მიფიქრია. აბა საიდან უნდა მცოდნოდა რომ ნავთობის კონსორციუმს ჩემი დახმარება ესაჭიროება, მაგრამ... -რა "მაგრამ"? -ისა, რომ... რა უნდა ვაკეთო იქ? მე ხომ სხვა დარგში მოვემზადე?! -ღმერთო ჩემო მეტისმეტი თავმდაბლობით მოგდით! მითხარით ერთი, მოწესრიგებული გაქვთ საბუთები? -რასაკვირველია! -ლაპარაკობთ ინგლისურად? -ისე რა. -სამხედრო ვალდებულებიდან განთავისუფლების საბუთი გაგაჩნიათ? -მაშ, აბა როგორ?! -პროტექციას გაგიწევენ? -რაო, რას გამიწევენ? -როგორ თუ რას? პროტექციას! მე შენ გეკითხები, გაგიწევენ-მეთქი თუ არა პროტექციას?! -ნწუ!-თავი გადავაქნიე. -ვერაფერს გაახერხებთ? ჰმ, საოცარია პირდაპირ! რა უნდა გავახერხო ნეტა? ხომ ვერ გამოვაცხადებ: "ქვას რომ გახეთქს, სწორედ ისეთი პროტექცია გვესაჭიროება. ვეძიებთ ნაცნობს ნავთობის საქმოსნებთან". ერთი სიტყვით, ხმა არ გამიღია. მივხვდი, რომ კოვზი ნაცარში ჩამივარდა."სასიმამროს თავი შევაბეზრე და მასხარად ამიგდო ალბათ",-გავიფიქრე. კეთილი,-თქვა კაცმა,-ყველაფერს ავწონ-დავწონი და მალე შეგატყობინებთ პასუხს. მასპინძელს საჩქაროდ გამოვემშვოდობე და კარისკენ გავტრიალდი. "განა საოცარი არ არის,-ვფიქრობდი მე,-დედაჩემმა, დეიდაჩემმა,ბებიაჩემმა, ბიძაჩემმა და დანარჩენმა ნათესავებმა ქალიშვილი კარგა ხანია დაივიწყეს, ხოლო ნავთობის კოსნორციუმი დღემდე ვერ ამოუგდიათ თავიდან! გეგონება, ნავთობის კონსორციუმზე ვაპირებდი დაქორწინებას და უარი მითხრეს. რაღა დაგიმალოთ და ფარ-ხმალის დაყრა აზრადაც არ მომსვლია! ხანი რომ გამოხდა, ისევ მივაშურე სახლს, სადაც მოხდენილი ასული მეგულებოდა. -რა საქმეს მისდევთ?-ჩამეძია სასიმამრო. -მე? ვასწავლი. -რას მელაპარაკებით?!-ცივად მომახალა. უფალს ვმადლობ ახლა, რომ არ მითხრა: "ჰმ, უკეთესი ვერაფერს ნახე?" -აი, ხომ ხედავ, ღმერთმა წყალობით გადმოგხვედა,-თქვა თავის კანტურით და ორაზროვნად გადახედა ცოლს, - საჩუქარი პირდაპირ ზეციდან მივიღეთ! ერთხანს კვლავ გულის გამაწვრილებელი სიჩუმე ჩამოდგა. "მასწავლებლის პროფესიაზე უკეთესს კაცი ვერ ინატრებს-მეთქი?" მინდოდა მეკითხა. -პროფესიების მეტი რაა! რაღა მაინცდამაინც ის ამჯობინეთ?-შემეკითხა. ნირწამხდარმა მასპინძელს, როგორც იქნა, თვალი გავუსწორე. -რა უნდა გითხრათ, არ ვიცი,-წავულუღლუღე,-ჩანს თავისთავად მოხდა. მასწავლებელიც ხომ უნდა გვყავდეს? -"მუხთალმა ბედმა მე ასეთი ხვედრი მარგუნა"...შემაშველა სიტყვა ქალიშვილის ბიძამ. -ღმერთი სიკეთით გადაგიხდით!-მივუგე. ისევ ჩამოვარდა სიჩუმე, რაც მალე ქალის მამამ დაარღვია: -ნუთი არ გიფიქრიათ, დაგეწყოთ მუშაობა... -ნავთობის კონსორციუმში? -დიახ, დიახ!-ხალისით დამიქნია თავი. -რასაკვირველია, ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე,-დავიწყე მე,-მაგრამ ერთი ისაა, რომ ნავთობის კონსორციუმს ჩემი პროფესიის გამო ნეტა რაში ვჭირდები? მეორეც, ამჟამად იქ თავისუფალი არ არის ერთი საშტატო ერთეულიც კი, რასაც წამდაუწუმ გვატყობინებს რადიო. ურყევად მწამდა, რომ მეტად დამაჯერებელი საბუთები წარვუდგინე, მაგრამ როგორც ჩანს, მწარედ მოვტყუვდი. ვხედავდი, მასპინძელს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ჩემი სიტყვები. -რეებს ამბობთ? პროფესია აქ რა მოსატანია! რას ქვია, საშტატო ერთეული თავისუფალი არ არის?! ვინმე თავკაცს სამი ათასი თუმანი ჩაუკუჭეთ ჯიბეში და ყველაფერი მოწესრიგდება. -ნავთობის კონსორციუმში ქრთამით ვერ მოხვდები კაცი. შეეცადეთ, გამონახოთ პროტექტორი!- სწრაფად დაუმატა ქალიშვილის ბიძამ. ეს წინადადება ისეთი რიხით წარმოთქვა, თითქოს სურდა დაემტკიცებინა რომ ნავთობის კონსორციუმი შაჰ რეზას ქუჩაზე კი არ მდებარეობს, არამედ თახთე-ჯამშიდზე. -მართალს ამბობს, მართალს! ნამდვილად პროტექციაა საჭირო,-კვერი დაუკრა ქალის მამამ. ის იყო, უნდა მეთქვა, პროტექციას ვერ გამოწევენ-მეთქი, რომ უეცრად მასპინძელი შემეკითხა: -მითხარით გეთაყვა, რა აზრისა ხართ დაგეგმვის საბჭოზე? ღმერთმანი, კარგი დაწესებულებაა! ასეა ხომ? -მერედა ვინ გითხრათ, ცუდიაო? -ჰოდა რა გიშლით ხელს? მიდით და დაიწყეთ მუშაობა! -კი მაგრამ... -არავითარი "მაგრამ" საჭირო არ არის!-შემაჩერა სასიმამრომ,-იქ კარგ ჯამაგირს იძლევიან, შეღავათებიც გექნება. მარტო კვირაში ორი დასვენების დღე რად ღირს!... "მასწავლებელს სამი დასვენების დღე გვეძლევა,-კინაღამ წამომცდა,-მთელი თხუთმეტი დღე ზეიმის გამო ვისვენებთ, ოთხ თვეს საზაფხულო არდადეგებია", მაგრამ მერე თავი შევიკავე. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს-მეთქი,-ვიფიქრე. მოკლედ რომ ვთქვათ, ამჯერადაც ჩამეფუშა საქმე. -ჩემო კარგო,-მითხრა გამომშვიდობებისას,-ყმაწვილ კაცს მინდა რჩევა მოგცეთ,-სიზარმაცითა და ზოზინით ვერაფერს მიაღწევთ. მაშ იცოდეთ, იფიქრეთ ხოლმე დიდხანს, აწონ- დაწონეთ, ერთი სიტყვით, ეძიეთ! მიაშურეთ ნავთობის კონსორციუმს, დაგეგმვის საბჭოს ან სხვა, ამის მსგავს დაწესებულებას და დარწმუნებული ვარ, ხელს არ დაიწვავთ! თქვენამ მონა-მორჩილმა გული მაინც არ გავიტეხე და ახლა სხვა მამის, მაპატიეთ, -ქალიშვილის ხელის სათხოვნელად სხვა სახლისკენ გავემართე. -სად მუშაობთ?-ჯიქურ შემეკითხა სასიმამრო. სახე წამომიჭარხლდა, მაგრამ მხნეობა არ დამიკარგავს. -სკოლაში ვასწავლი. მასწავლებელი კაცი ვარ. -ერთი შენც!..-ქალის მამამ ტუცები ზიზღით მომუწა,-და ეს ხდება ჩვენს ეპოქაში, ამ საუკუნეში არა? ქალი კიდე ჰო! მაგრამ მამაკაცი და სკოლა? კაცმა წარბები აჯგიმა და სახეზე ფიქრი დაეტყო. -ჰმ, სწავლება ხომ ჯოჯოხეთური შრომაა?! მუდამდღე განთიადიდან დაღამებამდე სამოცამდე უტიფარ ბავშვს უნდა ჩასჩიჩინებდე. ერთი პიჯაკზე შეუმჩნევლად ქაღალდს აგაკრავთ, მეორე სკამში ქინძისთავს ჩაგირჭობთ, მესამე ცარცს გამოგიქანებთ და გესვრით, ხოლო მეოთხე თქვენს დასამცირებლად რაღაც ოინს მოიგონებს. მერე გვიან ღამით დაქანცული და განაწამები შინ რომ დაბრუნდებით ჩემს ასულთან ჩხუბით გულს მოიოხებთ! ხომ მართალს ვამბობ? -არც მთლად მასეა!-არ დავეთანხმე მე.-ჩანს კარგად ვერ დაუსურათხატებიათ! ერთი ისაა, რომ კარგა ხანია სკოლაში რკინის სკამები გვიდგას და მათში ქინძისთავს ვერავინ ჩაარჭობს. მეორეც, ისე უხალისო და დასუსტებული ბავშვები გვყავს, რომ სათლით სკიპიდარიც რომ გადაავლოთ თავზე, ადგილიდან ფეხს არ მოიცვლიან. მასპინძელს ტუჩის კუთხეებთან დამცინავი ღიმილი გაუკრთა. ალბათ ფიქრობს, ამ რეგვენთან განა ღირს მასლაათი?!"-გამიელვა თავში. მაგრამ კაცი გაცილებით უფრო გულკეთილი აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა და თქვენ მონა-მორჩილთან ლაპარაკი განაგრძო. -რით შეიძლება დამთავრდეს მასწავლებლის მოღვაწეობა ბოლოს და ბოლოს? -რასაკვირველია, ინფარქტით!-წამოვიძახე მე. "კარგია, კარგია!"-კინაღამ დასცდა, მაგრან მალე შეიკავა თავი და დაუმატა: -აჰ, არა, არა! უფრო საშინელით-სიგიჟით! -დიხა, რასაკვირველია, მართალი ბრძანდებით!-დავუდასტურე მე. ერთბაშად ვიგრძენი, რომ გონებას ვკარგავდი...სწორედ გითხრათ, ცოლის შერთვის იმედი უკვე დაკარგული მქონდა. მაგრამ მოულოდნელად ფიქრებიდან მასპინძლის ხმამ გამომარკვია. -სიტყვამ მოიტანა და ეგების გამოგენახათ ადგილი... -ნავთობის კონსორციუმში? -თუ გსურთ, დაგეგმვის საბჭოში.... -ან ცენტრალურ ბანკში,-სიტყვა შეგვაშველა ქალიშვილის ბიძამ.-დიახ, დიახ, ცენტრალურ ბანკში! რა შთამბეჭდავად ჟღერს არა?! აქ თანამშრომლები უხვად მარაგდებიან სურსათით და სახლის ქირა რომ გადაიხადონ ავანსსაც იღებენ ხოლმე. მოულოდნელად ნებისყოფის აღვირი ხელიდან გამომეცალა. -კი, ცამდის მართალი ბრძანდებით, ბატონო,-წამოვაყრანტალე,-მაღალმა ღმერთმა ერთადერთი ნავთობის კონსორციუმი, დაგეგმვის საბჭო და ცენტრალური ბანკი გვიბოძა. თქვენი ფიქრით, ოცდაოთხმა მილიონმა ირანელმა მუშაობა მხოლოდ სამ დაწესებულებაში უნდა დაიწყოს არა? რვა მილიონმა-ნავთობის კონსორციუმში, კანონით გათვალისწინებული შეღავათები რომ ექნებათ. რვა მილიონმა-დაგეგმვის საბჭოში, სადაც თანამშრომლებს ჯამაგირთან ერთად გამოუწერენ პრემიებსა და კვირაში ორ დღეს დაასვენებენ. ხოლო დანარჩენმა რვა მილიონმა-ცენტრალურ ბანკში, სურსათს რომ დაურიგებენ და ავანსადაც მისცემენ გასამრჯელოს. მართლაც და მშვენიერი სანახავია, ვერაფერს იტყვის კაცი! დილაობით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მილიონობოთ ირანელს მიიყვანს სამ ცათამბრჯენში, სადაც ნავთობის კონსორციუმი, დაგეგმვის საბჭო და ცენტრალური ბანკია მოთავსებული. ხოლო მოსაღამოვებულზე კვლავ ყველას ერთად მოუყრის თავსა და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ქალაქსა და უბანში გადაიყვანს. ამაზე დიდებულ სურათს ვერავინ წარმოიდგენს, ალბათ. ირანელები სამუშაოდ გაამწესეს ნავთობის კონსორციუმში, დაგეგმვის საბჭოსა და ცენტრალურ ბანკში. ბოლოს და ბოლოს ოცდაოთხმა მილიონმა კაცმა აისრულა სანუკვარი წადილი-ყველა არხეინად ცხოვრობს, საფიქრებელი და სადარდებელი შემოელიათ. ამიერიდან მათ გულებს გაუხარებთ ორი დასვენების დღე, სურსათის სიუხვე, ჯამაგირის, პრემიის და ავანსის აღება. ფუფუნებაში მყოფი ოცდაოთხი მილიონი კაცი გაყოფილია სამ თანაბრ ჯგუფად. მიბრძანეთ ერთი, რომელ ჯგუფში გსურთ ჩემი მოხვედრა? მე.. მე... მსურს, რომ აქედან დამეკარგოთ! მშვიდობის გზას გისურვებთ, კეთილად ბრძანდებოდეთ!-დამიღრიალა თვალებგადმოკარკლულმა "სასიმამრომ".
/ფერეიდუნ თონქაბონი/
This post has been edited by GITANA on 18 May 2009, 19:20
|